“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის “ვარციხის" დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 13.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/626
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.932
გამოქვეყნების წყარო სსმ, 146, 19/12/2005
matsne.gov.ge 1,561 სიტყვა · ~8 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის “ვარციხის" დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitMtavrPS;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-family:LitMtavrPS; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.007.932 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/626 2005 წლის 13 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის” დებულების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის” შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბრის № 831 ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის ,,ვარციხის” თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. გაბაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრის „ვარციხის” დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრი ,,ვარციხე” (შემდგომში – ცენტრი) შექმნილია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე და დადგენილი წესების დაცვით გადაცემული ბაღდათის რაიონის დაბა ვარციხეში მდებარე სამთავრობო რეზიდენციის კომპლექსისა და მის ბალანსზე რიცხული ქონების ბაზაზე. 2. ცენტრის სრული სახელწოდებაა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდული ცენტრი ,,ვარციხე”. 3. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა, ბეჭედი, სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 4. ცენტრი საკუთარი სახელით განახორციელებს თავის უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 5. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ბაღდათის რაიონი, დაბა ვარციხე. 6. ცენტრი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.     მუხლი 2🔗. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ცენტრის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებები, სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და აგრეთვე ეს დებულება. 2. ცენტრი საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე უფლებამოსილია გამოიყენოს და დადგენილი წესით განკარგოს მასზე რიცხული ქონება და ფინანსური სახსრები, გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები.     მუხლი 3🔗. ცენტრის მიზნები და ამოცანები ცენტრის ძირითადი მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანია: ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფის პირობების შექმნა; ბ) ბავშვებისა და ახალგაზრდების საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის ხელშეწყობა; გ) ბავშვებში და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაზრდისა და ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება; დ) განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენისათვის ხელშეწყობა; ე) საინიციატივო ჯგუფებისათვის მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა; ვ) ბავშვებისა და ახალგარდებისათვის თავისუფალი დროის ორგანიზება და ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის, დანერგვისა და დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა; ზ) ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირებისათვის ტრენინგ-სემინარების, კონფერენციების, თათბირების, სიმპოზიუმების, კონცერტების, ფესტივალების, გამოფენების, საქველმოქმედო აქციებისა და სხვა ღონისძიებათა მოწყობა; თ) ბავშვთა და ახალგაზრდების დასვენება, ბავშვთა და ახალგაზრდული ტურიზმის განვითარებისათვის ხელშეწყობა; ი) დადგენილი წესით, თავის კომპეტენციის ფარგლებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან თანამშრომლობა სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციისათვის.     მუხლი 4🔗. ცენტრის უფლებები 1. თავისი მიზნების განხორციელებისათვის ცენტრს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით განახორციელოს თავისი პროფილის შესაბამისი საქმიანობა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით ცენტრის საფინანსო გეგმით განსაზღვროს სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი; გ) პოპულარიზაცია გაუწიოს საკუთარ საქმიანობას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; დ) განათავსოს სპეციალური ვებ-გვერდი ადგილობრივ და საერთაშორისო ქსელებში; ე) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამყაროს ურთიერთობები საქართველოს და საზღვარგარეთის იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, დადოს მათთან ხელშეკრულებები და გარიგებები; ვ) მიიღოს შემოწირულობანი იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან; ზ) მიიღოს გრანტი დადგენილი წესით; თ) მოაწყოს ტრენინგ–სემინარები, კონფერენციები, თათბირები, სიმპოზიუმები, კონცერტები, ფესტივალები, გამოფენები, საქველმოქმედო აქციები და სხვა ღონისძიებები; ი) დადგენილი წესის შესაბამისად, ამ დებულებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები საბიუჯეტო სახსრებით; კ) წარმართოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; ლ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შეიმუშაოს ცენტრის შინაგანაწესი, განსაზღვროს ცენტრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა; დაადგინოს მუშაკთა მატერიალური წახალისების ფორმები და მეთოდები; მ) დადგენილი წესის შესაბამისად განახორციელოს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაცია; ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა. 2. ცენტრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა; ე) თავის ქონებასთან დაკავშირებით სხვა გადაწყვეტილებების მიღება, თუ ისინი სცილდებიან ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 5🔗. ცენტრის მართვა 1. ცენტრის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 2. ცენტრის დირექტორი: ა) პერსონალურად ხელმძღვანელობს ცენტრის საქმიანობას, განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ცენტრის სტრუქტურას, აწესრიგებს იმ საკითხებს და პასუხისმგებელია იმ საქმიანობაზე, რომლებიც განეკუთვნება ცენტრის კომპეტენციას; ბ) კანონით დადგენილი წესით განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებას და სახსრებს და ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; გ) აყალიბებს და აკონტროლებს ცენტრის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობას, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით; ე) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი წესით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან; ვ) ანაწილებს თანამშრომლებს შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს; ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო ნუსხას და ხელფასის ფონდს; თ) დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს ცენტრის თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების, ცენტრის თანამშრომელთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების საკითხებს; ი) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს, მუშაობის რეგლამენტს, ცენტრის სრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას და ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის ნორმებისა და წესების განმსაზღვრელ მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს; კ) მინდობილობის გარეშე მოქმედებს ცენტრის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს ყველა ინსტანციაში; ლ) დებს ხელშეკრულებებს, გასცემს მინდობილობებს; მ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს; ნ) აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ო) ამზადებს პროექტს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; პ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ; ჟ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.     მუხლი 6🔗. ცენტრის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად “საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ცენტრს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით უსასყიდლო უზუფრუქტისა და თხოვების ფორმით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. ცენტრის ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და საფინანსო რესურსები. 3. ცენტრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განკარგოს კანონით ნებადართული საქმიანობის წარმართვისათვის საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი შემოსავლები, რომელიც მთლიანად ხმარდება ცენტრს.     მუხლი 7🔗. ცენტრის ფინანსური სახსრები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფინანსების წყაროები შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოებიდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას და მათი რაიმე სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 8🔗. ცენტრის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება 1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღროცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს იგი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს. 2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი და გარანტიები 1. ცენტრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის ზედამხედველობას. 2. ცენტრის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა, შეაჩეროს ან გააუქმოს ცენტრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 3. ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია გაასაჩივროს მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო მოქმედება.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 11🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ცენტრის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.