საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №235 |
|
2024 წლის 23 ივლისი ქ. თბილისი |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის აღიარებას“ (შემდგომში − წესი და პირობები) განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში − ცენტრი) მიერ უცხო ქვეყნის იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან, რომელიც ახორციელებს საზღვარგარეთ აღიარებული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) აღიარებას (შემდგომში − უფლებამოსილი ინსტიტუტი) ხელშეკრულების (შემდგომში − ხელშეკრულება) გაფორმების პირობებს, ხელშეკრულების გაფორმების პროცესსა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს.
1. ცენტრი ხელშეკრულებას დებს მხოლოდ იმ უფლებამოსილ ინსტიტუტთან, რომელიც:
ა) ახდენს პროგრამების საერთაშორისოდ განხორციელების შეთავაზებას და გასცემს ამ პროგრამების განხორციელების უფლებას;
ბ) პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭებისათვის იყენებს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმებს. აღნიშნული მექანიზმების გამოყენებით, მათ შორის, უზრუნველყოფს მოსწავლის კანონმდებლობით გარანტირებული უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას;
გ) პროგრამის აღიარების პერიოდში, მისი განხორციელების ადგილის მიხედვით. უზრუნველყოფს გარე შეფასების სტანდარტების შემოწმებას/ მონიტორინგის მექანიზმების გამოყენებას.
2. ცენტრი უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმებამდე შეისწავლის უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ პროგრამის განხორციელების უფლების გაცემის საფუძვლებს, მათ სტაბილურობასა და გრძელვადიანობას.
ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლებელია, აღიარებულ იქნეს მხოლოდ ის პროგრამა:
ა) რომელიც უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას;
ბ) რომელიც საზღვარგარეთ აღიარებული სტატუსის შენარჩუნების პარალელურად, საჭიროების შემთხვევაში, ექვემდებარება ადაპტირებას ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც, მათ შორის, გულისხმობს პროგრამის ფარგლებში ქართული ენის შესწავლას;
გ) რომელსაც აქვს მოსწავლის შეფასების გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული სისტემა;
დ) რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის შეფასებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
გარდა ამ წესისა და პირობების მე-3 მუხლით გათვალისწინებული პირობებისა, ხელშეკრულებით განისაზღვრება:
ა) პროგრამის სახელწოდება;
ბ) პროგრამის განხორციელების ენა;
გ) ხელშეკრულების ვადა;
დ) პირობები, რომელიც უნდა აისახოს უფლებამოსილ ინსტიტუტსა და საქართველოში პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირს შორის დასადებ ხელშეკრულებაში;
ე) ხელშეკრულების შესწორებების ან/და ცვლილებების შეტანის წესი;
ვ) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
1. ამ წესისა და პირობების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარმოება სრულდება მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში. თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია 1 თვეზე მეტი ვადა, ცენტრი უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნული ვადის არაუმეტეს 60 კალენდარული დღით გაზრდის თაობაზე.
2. ცენტრი 3 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესითა და პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან.
3. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
4. ხარვეზის არარსებობისას − განცხადების შეტანიდან, ხოლო ხარვეზის არსებობისას − ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ხარვეზის გამოსწორებიდან 5 დღის ვადაში ცენტრი ქმნის ექსპერტთა ჯგუფს, ხოლო ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, ამავე ვადაში იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის განუხილველად დატოვების შესახებ.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შედის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმცხადებლისთვის განსაზღვრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, მისი აღმოჩენის შემთხვევაში.
1. ხელშეკრულების გაფორმების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) ცენტრისთვის უფლებამოსილი ინსტიტუტის მიერ განაცხადის წარდგენა, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას უფლებამოსილი ინსტიტუტისა და პროგრამის შესახებ;
ბ) განაცხადისა და თანდართული დოკუმენტების პირველადი შესწავლა ამ წესითა და პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის დადგენის მიზნით;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებისგან ექსპერტთა ჯგუფის შექმნა ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
დ) ექსპერტთა ჯგუფის მიერ დოკუმენტების შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის გამოთხოვა, დასკვნის პროექტის შედგენა;
ე) ცენტრის მიერ დასკვნის პროექტის გადაგზავნა უფლებამოსილი ინსტიტუტისთვის არგუმენტირებული პოზიციის წარმოსადგენად;
ვ) ექსპერტთა ჯგუფის მიერ დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბება;
ზ) დასკვნის გათვალისწინებით, ცენტრის მიერ უფლებამოსილი ინსტიტუტისთვის დასაბუთებული წერილის გაგზავნა ხელშეკრულების გაფორმების ან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის შესახებ;
თ) დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უცხო ქვეყნის უფლებამოსილ ინსტიტუტთან ხელშეკრულების გაფორმება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განაცხადის ფორმასა და „დ“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დასკვნის ფორმას ამტკიცებს ცენტრის დირექტორი.
1. პროგრამის განმახორციელებელ იურიდიულ პირში მოსწავლის უფლების დარღვევის შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, მიმართოს უფლებამოსილ ინსტიტუტს მის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გამოყენების მოთხოვნით. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ცენტრი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პროგრამის განხორციელება საქართველოში არ დაიშვება.