ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 24.07.2024
გამომცემი ორგანო ტყიბულის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.125.016532
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 297 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ რობაქიძე ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 26.06.2024 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 07.12.2017 ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 31.08.2018 ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 22.08.2024 შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 01.07.2024

დოკუმენტის ტექსტი

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2024 წლის 24 ივლისი ქ. ტყიბული ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 1.   დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000  (ორი ათასი) ლარი; გ) თითოეულ  წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე: სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის  10 %; ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 (ათი ათასი) ლარი; ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი. 2. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 3🔗 სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესის განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით. მუხლი 4🔗 შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ტყიბულის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. მუხლი 5🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის  №51 დადგენილება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე