საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების წესისა და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.04.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №13.02.109
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(3).000.000067
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 19/06/1995
matsne.gov.ge 1,586 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (4)
საჰაერო ხომალდის საბორტო № საქარხნო № რემონტების რაოდენობა ბოლო რემონტის ჩატარების წელი
პლანერის: საბალანსო ღირებულება პლანერის რესმონტშორისი რესურსი დარიცხული ცვეთა პლანერის გამოყენებული რემონტშორისი რესურსი
ძრავი რემონტის რაოდენობა
ძრავის საბალანსო ღირებულება x min K ძრავის დარჩენილი დანიშნ. რესურსი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების წესისა და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგიის დადგენილება ოქმი №13.02.109 1995 წლის 3 აპრილი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების წესისა და შეფასების მეთოდიკის დამტკიცების შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს კოლეგია ადგენს: 1. მიღებულ იქნას ცნობად, რომ საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის კოლეგიის მიერ განხილული და დამტკიცებული  იქნა „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ხომალდების პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკა“ (საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის 1995 წლის 13 თებერვლის კოლეგიის დადგენილება). 2. მიღებულ იქნას საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის წინადადება და დამტკიცდეს „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკა“. 3. დაევალოს სამინისტროს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილებას: 3.1. ორი დღის ვადაში მოამზადოს წერილი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროში გასაგზავნად „საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების წესისა და შეფასების მეთოდიკის“ რეგისტრაციაში გატარების შესახებ. 4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბ-ნ კ. იოსელიანს. მინისტრი                                                                      ა. სილაგაძე კოლეგიის მდივანი                                                      ნ. მეტრეველი საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების წესი და შეფასების მეთოდიკა I. ზოგადი ნაწილი 1.1. წინამდებარე წესი და შეფასების მეთოდიკა განსაზღვრავს საქართველოს რესპუბლიკაში ყველა სახის /თვითმფრინავები, ვერტმფრენები და სხვა/ საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების პირობებს და მისი ღირებულების განსაზღვრის მეთოდს. შენიშვნა: საწარმოს მთლიანი პრივატიზებისას /კონკურსის ან აუქციონის წესით გაყიდვა, პირდაპირი გაყიდვა, იჯარა შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, სახელმწიფო საწარმოს სააქციო საზოგადოებად გარდაქმნა/გამოყენება ამ წესისა და მეთოდიკის ის ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება საჰაერო ტრანსპორტის ღირებულება. 1.2. პრივატიზებას შეიძლება დაექვემდებაროს ყველა სახის და ტიპის საჰაერო ტრანსპორტი. პრივატიზების ინიციატორი შეიძლება იყოს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო ან საჰაერო ტრანსპორტის მფლობელი და მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა პრივატიზების მიზანშეწონილობის შესახებ. 1.3. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზებისას, მისი მფლობელი საწარმო დარგობრივი მართვის ზემდგომი ცენტრალური ორგანო ან უწყება შესაბამის დოკუმენტაციას წარუდგენს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ერთობლივ საპრივატიზებო კომისიას /შემდგომში კომისია/. 1.4. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის მიყიდვა შეიძლება განხორციელდეს როგორც საქართველოს, ასევე უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე. უცხოეთის იურიდიული პირის საპო ხომალდების პრივატიზებაში მონაწილეობის პირობებში საპრივატიზებო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება ექსპერტული ფასების წესი. 1.5. სახელმწიფო საკუთრებაში არ მყოფი საჰაერო ტრანსპორტის გაყიდვის პირობებს განსაზღვრავს მისი მესაკუთრე. საჰაერო ტრანსპორტის განმეორებით გაყიდვისას საჰაერო ტრანსპორტის ახალ მფლობელზე  რეგისტრაცია ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტში. 1.6. სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზებას ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის ერთობლივი საპრივატიზებო კომისია. 1.7 კომისიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრო და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის უფროსი ერთობლივი ბრძანებით. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება 5-9 კაცის ოდენობით. კომისიის თავმჯდომარე - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელი; - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე  - საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის წარმომადგენელი; - კომისიის პასუხისმგებელი მდივანი სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარმომადგენელი; - კომისიის წევრები - სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს და სამოქალაქო ავიაციის სპეციალისტები, ექსპერტები. 1.8. კომისია თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობით, მთავრობის გადაწყვეტილებებით და წინამდებარე წესითა და მეთოდიკით. 1.9 კომისიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საჰაერო ტრანსპორტის შეფასება, პრივატიზების პროცესის ორგანიზება, მისი მეთოდური  და სამართლებრივი-ორგანიზაციული უზრუნველყოფა. 1.10. კომისია უფლებამოსილია მიიღოს თავისი მუშაობისათვის აუცილებელი ინფორმაცია სახელმწიფო მმართველობის ყველა ორგანოდან, საწარმოდან და ორგანიზაციიდან; მოიწვიოს ექსპერტები, კონსულტანტები, მოამზადოს საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების პროექტი; კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის წევრები. კომისიის წინადადების საფუძველზე საჰაერო ტრანსპორტის გასაყიდი ფასის და გაყიდვის ფორმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო. II. საჰაერო ტრანსპორტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრა 2.1. საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილების მომზადება, მიღება და რეგისტრაცია ხდება შემდეგი თანმიმდევრობით: - სახელმწიფო საჰაერო ტრანსპორტის მფლობელი ამზადებს წინადადებას პრივატიზების შესახებ და მონაცემები შეაქვს საპრივატიზებო საჰაერო ტრანსპორტის აფასების ცხრილში დანართი №1 პუნქტით I-დან მე-10-მე, 5 ეგზემპლიარად/ მონაცემები აიღება სატრანსპორტო ერთეულის ტექნიკურ პასპორტიდან და ბუღალტრული დოკუმენტაციიდან, დასტურდება ხელმოწერით და ბეჭდით და წარედგინება კომისიას. - პრივატიზების კომისია ადგილზე გასვლით ამოწმებს ცხრილის სისწორეს დანართ №1/ და ავსებს მე-II მე-17 გრაფებს. პუნქტი 14 შევსებისას გათვალისწინებულია - თუ საჰაერო ხომალდი დაკომპლექტებულია ახალი აგრეგატებით /კვანძებით/, მაშინ ნუსხას უნდა დაეროს ბარათი და მათი ღირებულება აშშ დოლარებში, ხოლო მათ ღირებულება დაემატოს საჰაერო ხომალდის საპრივატიზებო ღირებულებას. - პუნქტი 15 განისაზღვრება საჰაერო ტრანსპორტის დაუკომპლექტებელი ღირებულება. - ნარჩენი საბალანსო ღირებულება ჩაიწერა წინამდებარე მეთოდიკის დანართ №1-ის მე-16 პუნქტში გამოისახება ათას კუპონებში. პრივატიზებული საჰაერო ტრანსპორტის ფასი გადახდილი უნდა იქნას რესპუბლიკაში არსებული კანონმდებლობის განსაზღვრულ ვადებთ. 2.2.საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 14 ოქტომბრის №26 და მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 23 დეკემბრის 933 დადგენილების საფუძველზე აფასების ინდექსები გამოყენებული უნდა იქნეს დანართ №1-ში. III. საპრივატიზაციო საჰაერო ხომალდის საექსპლოატაციო მდგომარეობის შეფასება და ფასის განსაზღვრა საპრივატიზაციო საჰაერო ხომალდის საექსპლოატაციოდ შეფასებისას გამოიყენება საჰაერო ხომალდის ტექნიკური მახასიათებლები: პლანერზე დანიშნული კალენდარული რესურსი; დანიშნული რესურსი ნაფრენი საათებით; დანიშნული რესურსები აფრენა-დაჯდომაზე; რემონტშორის კალენდარული რესურსი; რემონტშორისი რესურსი ნაფრენ საათებზე; რემონტშორისი რესურსი აფრენა-დაჯდომაზე. ძრავებზე (ძალოვანი დანადგარები): დანიშნული რესურსი ნაფრენ საათებზედ; დანიშნული რესურსი ასაფრენ რეჟიმზე მუშაობის /ციკლები/; დანიშნული კალენდარული რესურსი; რემონტშორისი რესურსი ნაფრენ საათებზე; რემონტშორისი რესურსი ასაფრენ რეჟიმებზე; მუშაობის/ციკლები/. რემონტშორისი კალენდარული რესურსი. აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლები შეიტანება საჰაერო ხომალდის ბარათში როგორც გეგმიური რესურსი ასევე გამოყენებული და ნარჩენი რესურსი; განისაზღვრება ნარჩენი დანიშნული და რემონტშორისი რესურსის კოეფიციენტი. საჰაერო ხომალდის ბარათში შეიტანება: საჰაერო ხომალდის ტიპი; საბორტო და საქარხნო ნომერი; გამოშვების წელი; რემონტების რაოდენობა; უკანასკნელი რემონტის ჩატარების თარიღი, საწყისი საბალანსო ღირებულება; დარიცხული ცვეთა; ნარჩენი საბალანსო ღირებულება /დანართი №2/. საჰაერო ხომალდის და ძრავების საპრივატიზაციო მინიმალური ფასის განსაზღვრისათვის გამოყენება შემდეგი მეთოდიკა: საწყისი საბალანსო ღირებულება/პლანერის და ძრავების ცალ-ცალკე/მრავლდება ნარჩენ დანიშნულ რესურსის კოეფიციენტზე, ამას ემატება ნარჩენი საბალანსო ღირებულება და სარემონტშორისო ნარჩენი რესურსის კოეფიციენტის ნამრავლი. ღირებულება გადაიყვანება აშშ დოლარებში კურსით 1 დოლარი 102 300 კუპონი და მისი ექვივალენტი უნდა იქნას გადახდილი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად. /პლანერის საწყისი საბალანსო ღირებულება x K min ნარჩენი დანიშნული რესურსი/+/პლანერის ნარჩენის საბალანსო ღირებულება X K min ნარჩენი რემონტშორისი რესურსი/= პლანერის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება; შენიშვნა: ერთ აგრეგატზე / პლანერის ან ძრავის / სხვადასხვა კრიტერიუმით სარემონტშორისო და  დანიშნული კოეფიციენტის მიღებისას საპრივატიზაციო ღირებულების განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ყველაზე მცირე კოეფიციენტი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ფორმდება ოქმით, წარმოადგენს საჰაერო ტრანსპორტის სახელმწიფო რეგისტრში გადაფორმების საფუძველს. შენიშვნა: აუცილებელია პრივატიზებული საჰაერო ტრანსპორტის 10 დღის ვადაში სახელმწიფო რეგისტრში გადაფორმება, რომლის გარეშეც დაუშვებელია მისი ექსპლუატაცია. დანართი №1 საქართველოს რესპუბლიკის საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ერთობლივი საპრივატიზაციო კომისიის გადაწყვეტილება საჰაერო ტრანსპორტის პრივატიზაციის შესახებ ავსებს საჰაერო ტრანსპორტის მფლობელი /პლ-10/ 1. მფლობელის იურიდიული პირის დასახელება, მისამართი ----------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ 2. საპაერო ტრანსპორტის ტიპი, გამოყენების სფერო/სამგზავრო, სატვირთო  და სხვა/ ----------------------------------------------------------------------------------------------------- 3. სახელმწიფო ნომერი ------------------------------------------------------------------------ 4. ძრავების მარკა და ნომერი ----------------------------------------------------------------- 5. პლანერის ნომერი ---------------------------------------------------------------------------- 6. გამოშვების თარიღი -------------------------------------------------------------------------- 7. საწყისი საბალანსო ღირებულება /კუპ./ ----------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ 8. ჩატარებული რემონტის სახეობა, რაოდენობა და თარიღი ------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ 9. დარჩენილი საფრენი რესურსი --------------------------------------------------------------- 10. ნაფრენი საათები ------------------------------------------------------------------------------ საჰაერო ტრანსპორტის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელი ----------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------ (გვარი, სახელი, მამის სახელი/                ბ.ა. მთავარ ბუღალტერი ----------------------------------------------------------------------------- 11. გადაფასებული აღდგენით ღირებულება/პუნქტი 7 ნამრავლი გადაფასების ინდექსზე /------------------------------კუპ. /ინდექსი განისაზღვრება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 14 ოქტომბრის N926 და 1993 წლის 23 დეკემბრის N933 დადგენილების შესაბამისად/. 12. დარიცხული ცვეთის აფასებული ღირებულება კუპ./დარიცხული ცვეთის ნამრავლი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 ოქტომბრის N926 და 1993 წლის 23 დეკემბრის N933 დადგენილების შესაბამისად /-----------------კუპონები 13. ნარჩენი აღდგენით ღირებულება კუპ./პუნქტ II-პ 12/-------------------------კუპ. 14. დაკომპლექტება ------------------------------------------------------------------------------ /ჩაიწერება "დაკომპლექტებულია" ან დაკომპლექტებელია /ნუსხა თან ერთვის/ 15. დაუკომპლექტებელი კვანძების ღირებულება (ჯამი საბალანსო ფასებით, 16. ნარჩენი აფასებული საბალანსო ღირებულება/სხვაობა პII–პ.12/ ან სხვაობა პ.II-3.12/პ.15/ ----------------------------------- მყიდველის /იურიდიული პირი/ სრული დასახელება, ბეჭედი ხელმოწერა, მისამართი ან ფიზიკურ პი/ გ.ს.მ. მისამართი, ხელმოწერა, გამყიდველის იურიდიული პირი, სრული დასახელება ბეჭედი, ხელმოწერა, მისამართი ან ფიზიკური პირი გსსმ. მისამართი, ხელმოწერა. 17. პრივატიზების ფორმა და პირობები ------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------ შემოწმებულია: საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვისა და საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის სამინისტროს ერთობლივი საპრივატიზაციო კომისიის მიერ. კომისიის თავმჯდომარე: --------------------------------------------------------------- კომისიის თავმჯდომარის მოადგილე -------------------------------------------------------------------------------- კომისიის წევრები: 1. -------------------------------------------------------------------                                      2. -------------------------------------------------------------------                                      3. ------------------------------------------------------------------                                     4. ------------------------------------------------------------------                                     5.  ------------------------------------------------------------------                                     6. ------------------------------------------------------------------ საჰაერო ხომალდის ბარათი საჰაერო ხომალდის საბორტო № საქარხნო № რემონტების რაოდენობა ბოლო რემონტის ჩატარების წელი პლანერის დარჩენილი დანიშნული რესურსი ექსპლუატაციის დაწყებიდან პლანერის დარჩენილი დანიშნული რესურსის კოეფიციენტი პლანერის გამოყენებული რესურსი ექსპლუატაციის დაწყებიდან 1. კალენდარული რესურსი ------ წელი 2. აფრენა-დაფრენის რეს.-------დაჯდ 3. ნაფრენი საათ.რესურსი -------საათ. 1. კალენდარული რესურსი ------ წელი 2. აფრენა-დაფრენის რეს.-------დაჯდ 3. ნაფრენი საათ.რესურსი -------საათი 1. კალენდარული რესურსი ------ წელი 2. აფრენა-დაფრენის რეს.-------დაჯდ 3. ნაფრენი საათ.რესურსი -------საათი K კალ.რეს. - ექსპ.ყოფნის დარჩ. წლები                     - საერთო კალენ.რესურსი K აფ. დაჯ. - ექსპ.დარჩ.აფრ.დაჯდ.რ-ბა                     - აფრ.დაჯდ.დანიშნ.რესურ K ნაკრ. საათ. - ნაფრ.საათ. დარჩ.ექსპ.და                       - ნაფრ.საათ..დანიშნ.რესურ პლანერის: საბალანსო ღირებულება პლანერის რესმონტშორისი რესურსი დარიცხული ცვეთა პლანერის გამოყენებული რემონტშორისი რესურსი დარჩენილი საბალანსო ღირებულება პლანერის დარჩენილი რემონტშორისი რესურსი პლანერის დარჩენილი რემონტშორისი  რესურსის კოეფიციენტი 1. კალენდარული რესურსი --- წელი 2. აფრ.დაჯდ.რესურსი --- დაჯდ. 3. ნაფრენი საათ. რესურსი ----- საათი 1. კალენდარული რესურსი --- წელი 2. აფრ.დაჯდ.რესურსი --- დაჯდ. 3. ნაფრენი საათ. რესურსი ----- საათი 1. კალენდარული რესურსი --- წელი 2. აფრ.დაჯდ. რესურსი --- დაჯდ. 3. ნაფრენი საათ. რესურსი ----- საათი K კალ.რეს. - რემონტშ.ექსპ. დარჩ.                      - რემონტშ.რესურს.წლებში K აფრ. დაჯ. - რემონტრშ.შმდეგ დარჩ აფრ.                     - რემონტშ.რეს. აფრ. დაჯდ K ნაკრ. საათ. - ნაფრ.საათ. დარჩ.რემ.შემ                       - ნაფრ.საათ.რემონტშ.რესურ პლანერის საწყისი  საპრივატიზაციო ღირებულება /საწყისი საბალანსო ღირებულება x min K პლანერის დარჩენილი დანიშნული რესურსის კოეფიციენტი/ +ნარჩენი საბალანსო ღირებულება x x min K პლანერის დარჩენილი რემონტშორისი რესურსი კოეფიციენტი/ ძრავები: ძრავი რემონტის რაოდენობა ბოლო რემონტის ჩატარების ვადა ძრავის დარჩენილი დანიშნული რესურსი კოეფიციენტი 1. დანიშნული კალენდ. რესურსი ---წელი 2. დანიშნული რეს.საფრ. საათი ---საათი 3. დანიშნ.რეს. ასაფ.რეჟ. ---- /ციკლი/ 1. გამოყენებული დანიშნ.კალ.რეს.--წელი 2. გამოყენებული დანიშნ.საფრ. საათი - საათი 3. გამოყენებული დანიშნ.რეს.ასაფ.რეჟ. /ციკლი/ 1. გამოყენებული დანიშნ.კალ.რეს.--წელი 2. გამოყენებული დანიშნ.საფრ. საათი - საათი 3. გამოყენებული დანიშნ.რეს.ასაფ.რეჟ. /ციკლი/ კალ.რეს. - დარჩ.რესპ. ექსპ.დამთავრ.                 - საერთ.დანიშ. რესურსი კალ.საათ. - ნარჩ.საათ. ექსპ.დამთავრ.                 - საერთ.დანიშ. რესურსი ციკლ. - ნარჩ.ციკლ.ექსპ.დამთავრება              - საერთო დანიშნ. რესურსი ძრავის ტიპი ძრავის დარჩენილი რემონტშორისი რესურსის კოეფიციენტი 1. რემონტშორისი კალ.რეს. --- წელი 2. რემონტშორისი რეს.ნაფ საათ. --- საათი 3. რემონტშ.რეს. ასაფ. რეჟ./ციკლებზე/---ციკ. 1. რემონტშორისი გამოყ.კალ რეს. --- წელი 2. რემონტშორისი გამოყ.ნაფ საათ.რეს --- საათი 3. გამოყენ.დანიშ. რეს. ასაფრ. რეჟ. /ციკლი/ 1. რემონტშორ. დარ. კალ. რესურსი 2. რემონტშორ. დარჩ. ნაფრ. საათი კალ.რეს. - დარჩ.რესპ. ექსპ.დამთავრ.                 - საერთ.დანიშ. რესურსი კალ.საათ. - ნარჩ.საათ. ექსპ.დამთავრ.                 - საერთ.დანიშ. რესურსი ციკლ. - ნარჩ.ციკლ.ექსპ.დამთავრება              - საერთო დანიშნ. რესურსი ძრავის საწყისი საპრივატიზაციო ღირებულება ძრავის საბალანსო ღირებულება x min K ძრავის დარჩენილი დანიშნ. რესურსი კოეფიციენტი + ძრავის ნარჩ. საბალანსო  x min K ძრავის დარჩენილი რემონტშორისი x min K