აფთიაქში /სააფთიაქო მაღაზიაში/ სარეალიზაციოდ ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვაზე სპეციალური ლიცენზიის გაცემის დროებითი წესები
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 23.10.1994
ძალის დაკარგვა 28.12.2006
გამომცემი ორგანო ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო
ნომერი №362/ო
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 10/04/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
აფთიაქში /სააფთიაქო მაღაზიაში/ სარეალიზაციოდ ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვაზე სპეციალური ლიცენზიის გაცემის დროებითი წესები
საქართველოს რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის
ბრძანება №362/ო
1994 წლის 23 ოქტომბერი
ქ. თბილისი
აფთიაქში /სააფთიაქო მაღაზიაში/ სარეალიზაციოდ ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვაზე სპეციალური ლიცენზიის გაცემის დროებითი წესები
1. აფთიაქში /სააფთიაქო მაღაზიაში/ სარეალიზაციოდ ნებადართული ფსიქოტროპული საშუალებების გაყიდვაზე სპეციალური ლიცენზიების გაცემას აწარმოებს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსთან არსებული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური ინსპექცია /შემდგომში ინსპექცია/.
2. ინსპექციის მიერ სპეციალური ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ აფთიაქზე /სააფთიაქო მაღაზიაზე), რომელსაც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაციისა და ფარმაინდუსტრიის სამმართველოს მიერ გაცემული ლიცენზია აფთიაქის /სააფთიაქო მაღაზიის/ ფუნქციონირების შესახებ.
3. სპეციალური ლიცენზიის მისაღებად აფთიაქის გამგე /სააფთიაქო მაღაზიის/ მფლობელი/ ინსპექციაში წარადგენს შემდეგ საბუთებს:
- განცხადებას ინსპექციის უფროსის სახელზე;
- ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაციისა და ფარმინდუსტრიის სამმართველოს მიერ აფთიაქზე /სააფთიაქო მაღაზიაზე/ გაცემული ლიცენზიის დამადასტურებელ ცნობას;
- აფთიაქში /სააფთიაქო მაღაზიაში/ მომუშავე უმაღლესი ფარმაცევტული განათლების მქონე პირის დიპლომს;
- სპეციალური ლიცენზიის მიმღების პირადობის დამადასტურებელ საბუთს.
4. აფთიაქი /სააფთიაქო მაღაზია/, რომელიც მიიღებს სპეციალურ ლიცენზიას, ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს რაიონის პოლიციას.
5. სპეციალური ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში ინსპექცია რაიონის პოლიციიდან გაცემული ცნობის საფუძველზე გასცემს დუბლიკატს.
6. აფთიაქიდან /სააფთიაქო მაღაზიიდან/ ურეცეპტოდ გაიცემა მხოლოდ ის ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებები, რომელთა ურეცეპტოდ გაცემა ნებადართულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ;
აფთიაქი /სააფთიაქო მაღაზია/ ვალდებულია მიიღოს მხოლოდ სათანადო წესების დაცვით შევსებული რეცეპტები, რომლებიც აფთიაქში /სააფთიაქო მაღაზიაში უნდა ინახებოდეს ერთი წლის განმავლობაში;
აფთიაქი /სააფთიაქო მაღაზია/ ვალდებულია გააჩნდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სარეალიზაციო ნებადართული ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, აგრეთვე, იმ სამკურნალო საშუალებათა ნუსხა, რომელთა ურეცეპტოდ გაცემა ნებადართულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ;
ფსიქოტროპული საშუალებები, რეცეპტების რეგისტრაციის ჟურნალი, ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების რაოდენობრივი აღრიცხვის ჟურნალი, შეძენის ფაქტურები /რომელშიც მითითებულია ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების სერია, ნომერი, პრეპარატის ვარგისიანობის ვადა და ვისგან იქნა შეძენილი და სპეციალური ლიცენზია უნდა ინახებოდეს აფთიაქში /სააფთიაქო მაღაზიაში/, რკინის კარადაში;
აფთიაქს /სააფთიაქო მაღაზიას/ უფლება აქვს აწარმოოს ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია მხოლოდ სპეციალურ ლიცენზიაში აღნიშნული აფთიაქის /სააფთიაქო მაღაზიის/ განთავსების ადგილიდან;
აფთიაქს /სააფთიაქო მაღაზიას/ უფლება ეძლევა სარეალიზაციოდ შეისყიდოს ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებები ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული, ოფიციალურად რეგისტრირებული იურიდიული პირებისაგან, მხოლოდ ინსპექციის ნებართვის საფუძველზე, არსებული წესების სრული დაცვით;
ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებები ექვემდებარებიან საგნობრივ-რაოდენობრივ აღრიცხვას მოქმედი წესების დაცვით;
სპეციალური ლიცენზიის მოქმედება ვადაზე ადრე წყდება შემდეგ შემთხვევებში:
- აფთიაქის /სააფთიაქო მაღაზიის/ ლიკვიდაციისას;
- აფთიაქის /სააფთიაქო მაღაზიის/ ადგილმდებარეობის შეცვლისას;
- ინსპექციის მიერ ამგვარი სანქციის გამოყენებისას;
- კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სპეციალური ლიცენზიის გაცემაზე დაწესებულია ერთჯერადი გადასახადი.
ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების
ლეგალურ ბრუნვაზე კონტროლის რესპუბლიკური
ინსპექციის უფროსი თ. კვირკველია