„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.139.016558
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2024 წლის 26 ივლისი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №43 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 010250000.35.139.016535, 25/12/2023 წელი) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული №1 დანართის – „ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ან  საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის მქონე პირის, რომელსაც ნებართვაში საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრული აქვს ბორჯომის მუნიციპალიტეტი, 2024 წლის სოციალური დახმარების პროგრამა და გაცემის წესის“  მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 0-დან 18 წლამდე ასაკის 4 (ოთხი) შვილი და რომლებიც არ ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, გაეწიოთ ყოველთვიური ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით, ყოველი მომდევნო შვილის  შეძენის შემთხვევაში ფულადი დახმარება გაიზარდოს ყოველ მომდევნო შვილზე 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი