მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენების, აღდგენისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-668
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016870
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2024
matsne.gov.ge 1,223 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 25.05.2020 საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 25.05.2020 ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე კატეგორიები 87% 25.05.2020 ნარჩენების მართვის კოდექსი საქართველოს კანონი 82% 26.12.2014 ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 81% 25.05.2020

დოკუმენტის ტექსტი

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენების, აღდგენისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-668 2024 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენების, აღდგენისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების გაანგარიშების წესების დამტკიცების შესახებ „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენების, აღდგენისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების გაანგარიშების წესები“. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენების შეგროვების, ხელახალი გამოყენების, აღდგენისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების გაანგარიშების წესები მუხლი 1🔗. მოქმედების სფერო 1. წინამდებარე ბრძანება აწესებს სხვადასხვა სახის ნარჩენების იმ რაოდენობის დადგენის წესებს, რომელიც აუცილებელია მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში სპეციფიკური ნარჩენების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტებში განსაზღვრული შეგროვების, ხელახალი გამოყენების, რეციკლირებისა და აღდგენის სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად. 2. წესები ეყრდნობა წარმოქმნილი, შეგროვებული, წინასწარ დამუშავებული, რეციკლირებული, აღდგენილი და ხელახლა გამოყენებული ნარჩენების შესახებ მონაცემებსა და ბაზარზე განთავსებული პროდუქციის რაოდენობებს. 3. შეგროვების, ხელახალი გამოყენების და აღდგენის, მათ შორის რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლები განსაზღვრულია შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტებით. მუხლი 2🔗. ნარჩენი ზეთების სამიზნე მაჩვენებლები  1. „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტი“) შესაბამისად, ნარჩენი ზეთების აღდგენისა და რეგენერაციის სამიზნე მაჩვენებლების გამოსათვლელად გამოიყენება ბაზარზე განთავსებული ზეთების მთლიანი წლიური რაოდენობა (ტონებში). 2. ნარჩენი ზეთების მთლიანი რაოდენობა (ტონებში), რომლის აღდგენა მოცემული წლის განმავლობაში სამიზნე მაჩვენებლების შესასრულებლად უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონკრეტულმა ორგანიზაციამ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამ ორგანიზაციის წევრების მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების რაოდენობისა (დანაკარგების გამოკლებით) და ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ  ტექნიკური რეგლამენტის  დანართ I-ში განსაზღვრული  აღდგენის სამიზნე მაჩვენებლების  ნამრავლის ტოლია. 3. დანაკარგი გამოითვლება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული ზეთების ჯამურ რაოდენობას გამოკლებული 48%-ი. 4. ნარჩენი ზეთების სამიზნე მაჩვენებლების შესრულების ანგარიშში ითვლება საქართველოში წარმოქმნილი ნარჩენი ზეთების რეგენერაცია. ნარჩენი ზეთების რეგენერაცია შესაძლებელია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ არსებულ ობიექტზე. ნარჩენი ზეთების ექსპორტი უნდა განხორციელდეს ბაზელის კონვენციისა და ნარჩენების ექსპორტისა და იმპორტის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 5. ნარჩენი ზეთების აღდგენის სამიზნე მაჩვენებლების შესრულების ანგარიშში ითვლება საქართველოში წარმოქმნილი ნარჩენი ზეთების ინსინერაცია ნარჩენი ზეთებიდან ენერგიის აღდგენა ავტორიზებულ ობიექტებზე. მუხლი 3🔗. საბურავების ნარჩენის სამიზნე მაჩვენებლები 1. „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“)  დანართ I-ის შესაბამისად,  საბურავების ნარჩენის აღდგენისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების გამოსათვლელად გამოიყენება ბაზარზე განთავსებული საბურავების მთლიანი წლიური რაოდენობა (ტონებში). 2. საბურავების ნარჩენის მთლიანი რაოდენობა (ტონებში), რომლის აღდგენა მოცემული წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონკრეტულმა ორგანიზაციამ, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამ ორგანიზაციის წევრების მიერ ბაზარზე განთავსებული საბურავების რაოდენობისა და საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დანართ I-ში განსაზღვრული აღდგენის სამიზნე მაჩვენებლების ნამრავლის ტოლია. 3. საბურავების ნარჩენის რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების შესრულების ანგარიშში ითვლება საქართველოში საბურავების ნარჩენის რეგენერაცია, მასალების რეციკლირება ფხვნილის მისაღებად და სხვადასხვა მიზნებისთვის გამოსაყენებლად, საბურავების ნარჩენის გამოყენება სამშენებლო მიზნებისთვის. 4. საბურავების ნარჩენის აღდგენის სამიზნე მაჩვენებლების შესრულების ანგარიშში ითვლება საქართველოში საბურავების ნარჩენის ინსინერაცია და საბურავებიდან ნარჩენიდან ენერგიის აღდგენა ავტორიზებულ ობიექტებზე. მუხლი 4🔗. ნარჩენი სამრეწველო და საავტომობილო ბატარეების სამიზნე მაჩვენებლები 1. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თითოეული ორგანიზაციის მიერ შესაგროვებელი ნარჩენი სამრეწველო და საავტომობილო ბატარეების რაოდენობისა და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლის განსაზღვრის მიზნით, საჭიროა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თითოეული ორგანიზაციის საბაზრო წილის დადგენა. 2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის საბაზრო წილი არის - მოცემულ წელიწადში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესაბამისი ორგანიზაციის წევრი მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული სამრეწველო და საავტომობილო ბატარეების მთლიანი რაოდენობისა (ტონაში) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ყველა ორგანიზაციის წევრების მიერ ბაზარზე განთავსებული სამრეწველო და საავტომობილო ბატარეების მთლიანი რაოდენობის (ტონაში) შეფარდება. 3. ნარჩენი სამრეწველო და საავტომობილო ბატარეების რაოდენობა, რომელიც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონკრეტულმა ორგანიზაციამ უნდა შეაგროვოს, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ყველა ორგანიზაციის მიერ შეგროვებული რაოდენობისა (ტონაში) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამ კონკრეტული ორგანიზაციის პროცენტული საბაზრო წილის ნამრავლის ტოლია. 4. ნარჩენი სამრეწველო და საავტომობილო ბატარეების მთლიანი რაოდენობა (ტონებში), რომლის  რეციკლირება მოცემული წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კონკრეტულმა ორგანიზაციამ სამიზნე მაჩვენებლების მისაღწევად, საბაზრო წილის შესაბამისად, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“) დანართ I-ში განსაზღვრული რეციკლირების კონკრეტული სამიზნე მაჩვენებლების ნამრავლის ტოლია. მუხლი 5🔗. პორტატული ბატარეების სამიზნე მაჩვენებლები 1. ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის  შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დანართ I-ის შესაბამისად, ნარჩენი პორტატული ბატარეების შეგროვების და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების გამოსათვლელად გამოიყენება ბაზარზე განთავსებული პორტატული ბატარეების მთლიანი წლიური რაოდენობა (ტონაში). 2. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თითოეული ორგანიზაციის მიერ მოცემულ კალენდარულ წელიწადში პორტატული ბატარეების შეგროვების სამიზნე მაჩვენებელი (ტონაში), მისი წევრების მიერ ბაზარზე განთავსებული პორტატული ბატარეების წლიური რაოდენობისა და ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დანართ I-ში განსაზღვრული შეგროვების სამიზნე მაჩვენებლების ნამრავლის ტოლია. 3. ნარჩენი პორტატული ბატარეების რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც მწარმოებლის ვალდებულების თითოეულმა ორგანიზაციამ მოცემული წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შესაგროვებელი რაოდენობისა (ტონაში) და ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის  დანართ I-ში განსაზღვრული რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების ნამრავლის ტოლია. 4. ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების დაშლის შედეგად წარმოქმნილი პორტატული ბატარეები და აკუმულატორები, მათი რეციკლირების შემდეგ ბატარეების რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების შესრულების ანგარიშში ითვლება.  მუხლი 6🔗. ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების სამიზნე მაჩვენებლები  1. „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №326 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში „ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“) შესაბამისად კატეგორიების მიხედვით ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შეგროვების, ხელახალი გამოყენება/რეციკლირების და აღდგენის   სამიზნე მაჩვენებლების გამოსათვლელად გამოიყენება მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მთლიანი წლიური რაოდენობები (ტონაში). 2. მოცემული წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მთლიანი რაოდენობა (ტონაში) წარმოადგენს მგვ-ის ორგანიზაციების წევრი მწარმოებლების მიერ მოცემული კალენდარული წლისა და წინა ორი კალენდარული წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული კატეგორიების მიხედვით ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების საშუალო რაოდენობას (ტონაში). 3. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თითოეული ორგანიზაციის მიერ შესაგროვებელი ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მთლიანი რაოდენობა კატეგორიების მიხედვით (ტონაში) შეადგენს, მგვ-ის წევრების მიერ, ბაზარზე განთავსებული კატეგორიების მიხედვით ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების მთლიანი რაოდენობიდან წარმოქმნილი ნარჩენების (ტონაში) და  ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ  ტექნიკური რეგლამენტის დანართი IV-ში შესაბამისი კატეგორიისათვის დადგენილი შეგროვების მაჩვენებელის ნამრავლს. 4. წარმოქმნილი ნარჩენების რაოდენობა იანგარიშება  ბაზარზე განთავსებული  ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების (კატეგორიების მიხედვით) მთლიან რაოდენობას გამოკლებული 25%. 5. თავდაპირველად ბაზარზე განთავსებული და  საბოლოო მომხმარებლებზე რეალიზაციამდე  ექსპორტირებული ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები მიზნობრივი მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის არ განიხილება. ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობის ბაზარზე განთავსება მხოლოდ ერთხელ აღირიცხება. 6. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თითოეული ორგანიზაციის მიერ აღდგენის, ხელახალი გამოყენების და რეციკლირების შესასრულებელი სამიზნე მაჩვენებელი კატეგორიების მიხედვით შეადგენს, მგვ-ის ორგანიზაციის მიერ ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების შესაგროვებელი მთლიანი რაოდენობა კატეგორიების მიხედვით (ტონაში) და  ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის  დანართი V-ში კატეგორიების მიხედვით განსაზღვრული აღდგენის, ხელახალი გამოყენების და რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების  ნამრავლს. 7. სხვადასხვა კატეგორიების მიხედვით ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებიდან მათი დამუშავების პროცესში ამოღებული და რეციკლირების ობიექტებზე გადაცემული ყველა რეციკლირებადი მასალა რეციკლირების სამიზნე მაჩვენებლების შესრულების ანგარიშში ითვლება, გარდა ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებიდან  ამოღებული ბატარეების და აკუმულატორებისა.  ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობებიდან  ამოღებული ბატარეების და აკუმულატორების წონის გათვალისწინება არ უნდა მოხდეს მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევის გაანგარიშებისას.