“შეზღუდული შესაზლებლობის მქონე სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე" გაცემის წესისა და პრონციპების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№329/ნ
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.035.007.943
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 20/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.007.943

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №329/ნ

2005 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის     ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანების (სსმ III, 09.03.2005 წ., №27, მუხ. 254) პირველი პუნქტით დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამის:

ა) თანდართული ცხრილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ორგანიზაციული კოდი

დასახელება

2004 წლის დაზუსტებული გეგმა (მლნ. ლ.)

2005 წლის გეგმა (მლნ. ლ.)

სხვაობა (ათ. ლ.)

%-.ად (+,-)

32 27 12

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამა

4,295.0

4,560.0

265.0

6.2%

 

სხვა საქონელი და მომსახურება

3,930.0

3,785.0

-145.0

-3.7%

 

სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები

365.0

775.0

410.0

112.3%

32 27 12 01

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა

800.0

701.9

-98.1

-12.3%

 

სხვა საქონელი და მომსახურება

800.0

701.9

-98.1

-12.3%

32 27 12 02

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა

2,050.0

2,463.1

413.1

20.2%

 

სხვა საქონელი და მომსახურება

2,050.0

2,463.1

413.1

20.2%

32 27 12 03

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დევნილთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა

100.0

0.0

-100.0

-100.0%

 

სხვა საქონელი და მომსახურება

100.0

0.0

-100.0

-100.0%

32 27 12 04

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაციების (უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირების) და მათ მიერ დაფუძნებული საწარმოების მიერ გადასახდელი მიწისა და ქონების გადასახადების სუბსიდირების ხარჯების ქვეპროგრამა

365.0

200.0

-165.0

-45.2%

 

სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები

365.0

200.0

-165.0

-45.2%

32 27 12 05

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

600.0

600.0

0.0

0.0%

 

სხვა საქონელი და მომსახურება

600.0

600.0

0.0

0.0%

32 27 12 06

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა

0.0

575.0

575.0

100.0%

 

სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები

0.0

575.0

575.0

100.0%

32 27 12 07

სპინალური (ზურგის ტვინის დაზიანება) პათოლოგიით დასნებოვნებულ შშმპ-თა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა

0.0

20.0

20.0

100.0%

 

სხვა საქონელი და მომსახურება

0.0

20.0

20.0

100.0%

32 27 12 08

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამებში წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა

380.0

0.0

-380.0

-100.0%

 

სხვა საქონელი და მომსახურება

380.0

0.0

-380.0

-100.0%

ბ) მე-5 პუნქტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას” დაემატოს 5.3 ქვეპუნქტი შშმპ-თა კოხლეარული იმპლანტით უზუნველყოფა და მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა”

ქვეპროგრამა შედგება სამი კომპონენტისაგან:

შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი (სავარძელ-ეტლები, ხელჯოხები და ყავარჯნები);

შშმპ-თა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი;

შშმპ-თა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი.

გ) მე-5 პუნქტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის” 5.2. შშმპ-თა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტის შინაარსის აღწერის შემდეგ დაემატოს 5.3. შშმპ-თა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტის შინაარსი.

5.3. შშმპ-თა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი

პრობლემის აღწერა:

აბსოლუტური ყრუ და ყრუ-მუნჯი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მოკლებულნი არიან ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გაცვლის საშუალებას, რის გამოც ისინი იმყოფებიან საზოგადობასთან არაინტეგრირებულ, გარკვეულწილად გარიყულ მდგომარეობაში. ასევე არსებობს პრობლემები სმენადარღვეული ბავშვებისა და მათი მეტყველების უნარის მქონე მშობლების ურთიერთობის სფეროში. არსებული პროგრამის ფარგლებში დაიწყება პრელინგვალების (ყრუ-მუნჯი ბავშვები) და პოსტლინგვალური სრული სიყრუით დაავადებულ შშმპ-თა საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესი.

მიზანი:

აბსოლუტური სიყრუით და ყრუ-მუნჯობით დაავადებულ შშმ პირთა სმენის აღდგენის ხელშეწყობა.

რესურსი:

75 000 ლარი.

ამოცანა:

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კოხლეარული იმპლანტების შეძენა.

ღონისძიებები:

დაგეგმილია 6 პაციენტისათვის კოხლეარული იმპლანტის სახელმწიფოს მხრიდან 50%-იანი თანადაფინანსებით შეძენა.

განხორციელების მეთოდოლოგია:

კოხლეარული იმპლანტის შეძენა განხორციელდება

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

შშმპ-თა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფა მოხდეს შემდეგი პრიორიტეტების მიხედვით:

ა) 0 – 6 წლამდე შშმ ბავშვი;

ბ) 6 – 10 წლამდე შშმ ბავშვი;

გ) 10 – და მეტი წლის შშმ პირები.

კოხლეარული იმპლანტით უზრუნველსაყოფად შშმ პირებმა უნდა წარმოადგინონ:

ა) წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი საბუთის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი), ბავშვების შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლი;

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ შევსებული ფორმა №27;

დ) აუდიოგრამა.

შეფასება:

შეფასება მოხდება პროგრამის შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი