„2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №406 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№432
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.157.016536
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №432

2024 წლის 26 ივლისი

ქ. თეთრიწყარო

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №406 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 30/12/2023; 010250020.35.157.016510) დამტკიცებული „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროფესიული განვითარების, განათლების ხელშეწყობის და ადგილობრივი სათემო ჯგუფების/ორგანიზაციების სოციალური ინიციატივების მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამის“ მერვე მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. აკრედიტებული პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთა ხელშეწყობა

1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთჯერადი ფულადი მხარდაჭერის გაცემას აკრედიტებულ პროფესიულ სასწავლებლებში, 2023-2024 სასწავლო ან 2024 კალენდარული წლის განმავლობაში, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და განეკუთვნებიან შემდეგი კატეგორიებიდან ერთ-ერთს მაინც, კერძოდ: 

ა) არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ოჯახს მინიჭებული აქვს 0-დან 120 000-ის ფარგლებში სარეიტინგო ქულა; 

ბ) არის დედ-მამით ან დედით ან მამით ობოლი; 

გ) არის მრავალშვილიანი ოჯახიდან (4 და მეტი შვილი); 

დ) არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილი; 

ე) არის მარტოხელა მშობლის სტატუსის მატარებელი ან მისი შვილი; 

ვ) რეგისტრირებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ჩარიცხულია/სწავლობს შემდეგ პროფესიულ მიმართულებებზე: ვეტერინარი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, მძიმე ტექნიკის ოპერატორი, ფერმერი, ფარმაცია, საექთნო საქმე, გიდი, მშენებლობის წარმოება, რძის პროდუქტების წარმოება, სატყეო საქმე;

ზ) არის ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლი.

2. ფულადი მხარდაჭერა პროფესიული პროგრამის სტუდენტზე, სასწავლო წლის განმავლობაში, ერთჯერადად შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.

3. ფულადი მხარდაჭერის მისაღებად სტუდენტმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: 

ა) პირადობის მოწმობის ასლი; 

ბ) ავტორიზებული პროფესიული სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის თარიღის და სპეციალობის მითითებით; 

გ) სოციალურად დაუცველის სტატუსის ქონის შემთხვევაში – ცნობა ან ამონაწერი სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე; 

დ) ობლობის შემთხვევაში – მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი; 

ე) მრავალშვილიანი ოჯახის წევრობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობის ასლები; 

ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის შვილის შემთხვევაში – ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; 

ზ) მარტოხელა მშობლის ან მისი შვილის შემთხვევაში – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაბადების მოწმობა; 

თ) ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში – შესაბამისი სამართლებრივი ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ;

ი) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე