„მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2024 წლის 30 ივლისი ქ. მცხეთა |
„მუხლი 19. ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება
1. ამ მუხლის შესაბამისად, დახმარება გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრით და ხანძრით გამოწვეული შედეგებით დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადად 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარამდე.
2. საცხოვრებელი სახლის დანგრევის ან მთლიანად განადგურების შემთხვევაში, საკრებულოს თანხმობით, შესაძლებელია დახმარების სახით გაიცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ოდენობაზე მეტი თანხა არაუმეტეს 7500 (შვიდი ათას ხუთასი) ლარისა.
3. დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შედგენილი აქტი;
დ) საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი;
ე) საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.
4. თუ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ხანძარი გამოწვეული იყო ოჯახის წვერის განზრახ ბრალით და/ან დაუდევრობით, კომისიის გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობება უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე.
1. პროგრამით მოსარგებლე პირები არიან მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები, კერძოდ:
ა) ხანძრის, სტიქიის და/ან სხვა უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული პირები;
ბ) პირები, რომლებიც გახდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი.
2. მოქალაქემ დახმარების მისაღებად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება.
3. მოსარგებლის ქირით უზრუნველყოფა მოხდება მცხეთის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიულ ერთეულში, რომლის მაცხოვრებელიც იყო პროგრამით მოსარგებლე.
4. დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, პროგრამით მოსარგებლე პირს დაუფინანსდება საცხოვრებელი ფართის ქირის გადასახადი კომისიის მიერ დადგენილი ვადით, არაუმეტეს 6 თვისა.
5. ქირის საფასურის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება 400 (ოთხასი) ლარით.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 30.07.2024. მიმღები ორგანო — მცხეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.153.016714.
- რამდენი მუხლისგან შედგება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სამედიცინო და სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №18, 30.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016714 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6237669/