,,გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №161
2009 წლის 10 სექტემბერი
ქ. თბილისი
„გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „გარდამავალი პერიოდისათვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 18 აგვისტოს №143 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №97, მუხლი 1095) შეტანილ იქნეს ცვლილება და №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
| სეს ესნ კოდი | დასახელება | |||
| 1 | 2 | |||
| ჯგუფი 06. ცოცხალი ხეები და სხვა მცენარეები; ბოლქვები, ფესვები და მცენარის სხვა ანალოგიური ნაწილები; მოჭრილი ყვავილები და დეკორატიული ბალახი | ||||
| 0601 | ბოლქვები, ტუბერები, ტუბერისებრი ფესვები, ტუბერბოლქვები, ფესურები, განშტოებულის ჩათვლით, ვეგეტაციური სიმშვიდის, ვეგეტაციის ან ყვავილობის მდგომარეობაში; ვარდკაჭაჭას მცენარეები და ფესვები, 1212 სასაქონლო პოზიციის ფესვების გარდა | |||
| 0602 | დანარჩენი ცოცხალი მცენარეები (მათი ფესვების ჩათვლით), კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი | |||
|
ჯგუფი 07. ბოსტნეული და ზოგიერთი საკვები ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები
| ||||
| 0701 | კარტოფილი, ახალი | |||
| 0703 | ხახვი, თავიანი, ხახვი-შალოტი, ნიორი, პრასი და დანარჩენი ხახვისნაირი ბოსტნეული, ახალი ან გაცივებული | |||
| 0713 | პარკოსანი ბოსტნეული, ხმელი, დაჩურჩული, სათესლე, ქერქისაგან გაცლილი ან გაუცლელი, დამტვრეული ან დაუმტვრეველი | |||
| 0714 | მანიჰოტი, მარანთა, სალეპი, მიწის მსხალი ანუ ტოპინამბური, ტკბილი კარტოფილი, ანუ ბატატი, და სხვა ანალოგიური ძირნაყოფები და ბოლქვნაყოფები სახამებლის ან ინულინის მაღალი შემცველობით, ახალი, გაცივებული, გაყინული ან ხმელი, მთელი ან დაჭრილი პატარა ნაჭრებად | |||
|
ჯგუფი 08. საჭმელი ხილი და კაკალი. ციტრუსოვანების ან ნესვების კულტურების ქერქი და კანი
| ||||
| 0801 | კაკალი ქოქოსის, ბრაზილიური და კეშიუ, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე | |||
| 0802 | კაკალი დანარჩენი, ახალი ან ხმელი, ნაჭუჭგაცლილი ან ნაჭუჭგაუცლელი, კანით ან კანის გარეშე | |||
| 0803 00 | ბანანები, პლანტაინების ჩათვლით, ახალი ან ხმელი | |||
| 0804 | ფინიკი, ლეღვი, ანანასი, ავოკადო, გუაიავა, მანგო და მანგოსტანი ანუ გარცინია, ახალი ან ხმელი | |||
| 0805 | ციტრუსები, ახალი ან ხმელი | |||
| 0806 | ყურძენი, ახალი ან ხმელი | |||
| 0807 | ნესვი (საზამთროს ჩათვლით) და პაპაია, ახალი | |||
| 0808 | ვაშლი, მსხალი და კომში, ახალი | |||
|
ჯგუფი 09. ყავა, ჩაი, მატე, ანუ პარაგვაის ჩაი, და სანელებლები
| ||||
| 0901-დან | ყავა მოუხალავი, ყავის ჩენჩო და ყავის მარცვლის გარსი | |||
|
ჯგუფი 10. მარცვლოვანები
| ||||
| 1001 | ხორბალი და მესლინი | |||
| 1002 00 000 00 | ჭვავი | |||
| 1003 00 | ქერი | |||
| 1004 00 000 00 | შვრია | |||
| 1005 | სიმინდი | |||
| 1007 00 | სორგო მარცვლოვანი | |||
| 1008 | წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი; დანარჩენი მარცვლეული | |||
|
ჯგუფი 11. ფქვილ-ბურღულეული მრეწველობის პროდუქცია; ალაო; სახამებელი; ინულინი; ხორბლის წებოვანა
| ||||
| 1101 00 110 00 1101 00 150 00 | ფქვილი ხორბლის | |||
| 1101 00 900 00 | ხორბალ-ჭვავის ფქვილი | |||
| 1102 | დანარჩენი მარცვლეულის ფქვილი, გარდა ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავისა | |||
| 1103 | ბურღული, უხეშად ნაფქვავი ფქვილი და მარცვლოვანების მარცვლის გრანულები | |||
| 1104 | მარცვლოვანების მარცვალი, დამუშავებული სხვა ხერხით (მაგალითად, დაჩურჩული, გაბრტყელებული, გადამუშავებული ფანტელებად, დატეხილი, დაროშილი ან დამსხვრეული), გარდა 1006 სასაქონლო პოზიციის ბრინჯისა; მარცვლოვანების მარცვლის ჩანასახები, მთლიანი, გაბრტყელებული, ფანტელების სახით ან დაფქული | |||
| 1106 10 000 00 | წმინდად და უხეშად ნაფქვავი ფქვილი და ფხვნილი 0713 სასაქონლო პოზიციის ხმელი პარკოსანი ბოსტნეულის | |||
| 1107 10 | ალაო მოუხალავი ხორბლისაგან | |||
| 1107 10 110 00 | ფქვილის სახით | |||
| 1107 10 190 00 | დანარჩენი | |||
| 1107 10 910 00 | ფქვილის სახით | |||
| 1107 10 990 00 | დანარჩენი | |||
|
ჯგუფი 12. ზეთოვანი თესლები და ნაყოფები; დანარჩენი თესლები; ნაყოფები და მარცვალი; სამკურნალო მცენარეები და მცენარეები ტექნიკური მიზნებისათვის; ჩალა და ფურაჟი
| ||||
| 1201 00 | სოიის მარცვალი, დაუმსხვრეველი | |||
| 1204 00 | თესლი სელისა, დაუმსხვრეველი | |||
| 1205 | თესლი რაფსისა, ანუ კოლზისა, დაუმსხვრეველი | |||
| 1206 00 | თესლი მზესუმზირასი, დაუმსხვრეველი | |||
| 1207 | თესლი და ნაყოფები სხვა ზეთოვანი კულტურებისა, დაუმსხვრეველი | |||
| 1209 | თესლი, ნაყოფი და სპორები სათესად | |||
|
ჯგუფი 17. შაქარი და შაქრის საკონდიტრო ნაწარმი
| ||||
| 1701 | ლერწმის ან ჭარხლის შაქარი და ქიმიურად სუფთა საქაროზა, მყარ მდგომარეობაში | |||
|
ჯგუფი 18. კაკაო და პროდუქტები მისგან
| ||||
| 1801 00 000 00 | კაკაოს მარცვალი, მთელი, ნედლი | |||
|
ჯგუფი 44. მერქანი და მისი ნაწარმი; ხის ნახშირი
| ||||
| 4401 | ნაფოტი ან ბურბუშელა; ნახერხი და ხის ნარჩენები | |||
| 4403 | ხე-ტყის მასალა, დაუმუშავებელი, ქერქიანი ან უქერქო, ან ნაქურთვნი ან ტლანქად დაძელვილი ან დაძელვის გარეშე (44 10-ის გარდა) | |||
| 4404 | მერქანი საკასრე; მორები დაპობილი; ხის ხიმინჯები, სარები და ბოძები, წაწვეტებული, მაგრამ სიგრძივ დაუხერხავი; ხე-ტყის მასალა ტლანქად გათლილი, მაგრამ გაუჩარხავი, გაუღუნავი ან სხვა წესით დაუმუშავებელი, გამოსაყენებელი ხელჯოხების, ქოლგების, ინსტრუმენტების სახელურების ან ანალოგიური ნაწარმის დასამზადებლად; მერქანი ქერქგაცლილი და ანალოიური | |||
| 4406 10 000 00 | ხის შპალები რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის, გაუჟღენთავი | |||
| 4407 | ხე-ტყის მასალა გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, შრეებად დაპობილი ან შპონახდილი, გარანდული ან გაურანდავი, გახეხილი ან გაუხეხავი, ტორსული შეერთების მქონე, შეერთების მქონე ან არმქონე, სისქით 6 მმ-ზე მეტი | |||
| კოდის გარეშე | ნიადაგი ნებისმიერი სახით | |||
| კოდის გარეშე | ცოცხალი მწერები სამეცნიერო მიზნებისათვის | |||
| კოდის გარეშე | ბაქტერიების, სოკოების, ვირუსების ცოცხალი კულტურები, ცოცხალი ტკიპები და ნემატოდები სამეცნიერო მიზნებისათვის. | |||
“.
მუხლი 2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური