მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის მარიამ გზირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 30.07.2024
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-35. 3524212001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.153.016039
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.07.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - 41-ე ქუჩისათვის - მათე მახარებელის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №42 ქუჩისათვის - საზოგადო მოღვაწის ოლღა გურამიშვილის სახელის მინიჭების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავდარაათკარში მდებარე, სახელწოდების არმქონე
გეოგრაფიული ობიექტის - №3 ქუჩისათვის - „მცხეთის ქუჩა“ სახელის მინიჭების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩისათვის სახელის მინიჭების თაობაზე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხათწყაროში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტისათვის - ასკილების ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის - №12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის მარიამ გზირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
გ ა ნ კ ა რ გ უ ლ ე ბ ა №გ-35.3524212001
2024 წლის 30 ივლისი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიული ობიექტის – №12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის
– მარიამ გზირიშვილის სახელის მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ე.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს კანონის ,,გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის, ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 01 ივნისის №239 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ა“ და ,,დ1“ პუნქტების, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-7 მუხლის, „მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს ტერიტორიაზე არსებული სახელწოდების არმქონე მე-12 ქუჩისათვის საზოგადო მოღვაწის – მარიამ გზირიშვილის სახელის გარდაცვალებიდან 20 წელზე ადრე, მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 15 მარტის №53 განკარგულებისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიის“ თანხმობის (კომისიის 2024 წლის 26 ივნისის №42 სხდომის ოქმიდან ამონაწერი) საფუძველზე,
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე, სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს – №12 ქუჩას მიენიჭოს საზოგადო მოღვაწის –
მარიამ გზირიშვილის სახელი.
2. განკარგულება გადაეგზავნოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
3. განკარგულება გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მცხეთის რაიონულ სასამართლოში გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, შემდეგ მისამართზე: ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. №17.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ელოშვილი