წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ
მიღების თარიღი 31.07.2024
ძალაში შესვლა 05.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №243
სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.024637
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2024
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2015 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №243
2024 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ
მუხლი 1🔗
თავდაცვის კოდექსის 62-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 66-ე მუხლის მე-8 ნაწილისა და 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ორგანიზებულად გაწვევის მიზნით:
1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს 2024 წლის 5 აგვისტოდან 2024 წლის 28 დეკემბრამდე.
2. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 900-ით;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 1078-ით;
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 627-ით;
დ) სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვროს 320-ით.
3. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნენ 18-იდან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისგან გათავისუფლების უფლება.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში, ამავე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული უწყების წერილობითი მოთხოვნების შემთხვევაში, შესაბამის უწყებაში შეიძლება შეწყდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა.
5. 18-იდან 27 წლამდე ასაკის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებებში (შემდგომში − მუნიციპალური/რაიონული განყოფილება), რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის დაწყებამდე განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან ან სავარაუდოდ თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს.
9. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაცია და კონტროლი განახორციელოს სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 5 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე