15.
მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ–ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ღონისძიებების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება, ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების ჩატარება.
|
პროგრამული კოდი
|
დასახელება
|
2023 წლის ფაქტი
|
2023 წლის ფაქტი
|
2024 წლის გეგმა
|
|
05 00
|
კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი
|
2,403.5
|
2,534.8
|
4,565.5
|
|
05 01
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
|
1,130.8
|
1,116.7
|
2,176.7
|
|
05 01 01
|
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი“
|
316.5
|
443.7
|
618.8
|
|
05 01 02
|
სასპორტო სკოლის კაპიტალური ხარჯი
|
814.3
|
673.0
|
1,557.9
|
|
05 02
|
კულტურის განვითარების ხელშეწყობა
|
1,063.8
|
1,293.0
|
1,745.7
|
|
05 02 01
|
კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
833.6
|
1,167.8
|
1,102.6
|
|
05 02 01 06
|
რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
20.0
|
18.0
|
30.0
|
|
05 02 01 07
|
საინფორმაციო ცენტრი
|
5.5
|
4.2
|
40.0
|
|
05 02 01 08
|
სახელოვნებო სკოლების კაპიტალური ხარჯი
|
21.3
|
0.1
|
0.0
|
|
05 03
|
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
183.4
|
102.9
|
573.1
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
სპორტის განვითარების ხელშეწყობა
|
2024 წლის დაფინანსება
|
|
ათას ლარში
|
|
05 01 01
|
618.8
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითრების ცენტრი“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
სპორტის პოპულარიზაციისთვის და ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის საჭიროა შიდა ღონისძიებების ჩატარება, იგეგმება ქართული ჭიდაობის, ძიუდოს, რაგბის, ფეხბურთის, ჭადრაკის და კალათბურთის ტურნირების ჩატარება საქართველოს მაშტაბით, მოწვეული იქნებიან აღნშნულ სახეობის გამოჩენილი სპორტსმენები, იქნება დაჯილდოვება მედლებით, თასებით და დიპლომებით. პროგრამის მიზანია, ხელი შევუწყოთ მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტული ცხოვრების დონის ამაღლებასა და სპორტში ჩართულობის გაზრდას, მათ შორის ინტეგრირებული და ექსტრემალური სპორტის მხარდაჭერასა და განვითარებას. დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში სპორტი თანდათან ხდება პოპულარული, რაც გამოიხატება მოსახლეობაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებით, დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში ტარდება სხვადასხვა სპორტული აქტივობები, სადაც საშუალოდ იღებს მონაწილეობას 3000 ადამიანი, ფუნქციონირებს სხვადასხვა სექცია: როგორიცაა ფეხბურთი, კალათბურთი, ჭიდაობა, ჭადრაკი, აღმოსავლური ორთაბრძოლა, კიკბოქსინგი, ძალისმიერი სამჭიდი, რაგბი, ფრენბურთი. ამ სექციებში სულ რეგისტრირებულია 600 მოზარდი, რაც მუნიციპალიტეტის მთლიანი მოსახლეობის 2 პროცენტია, დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში არის სულ ძალისმიერი სამჭიდის 1 სახეობა. ჩართულია 25 მოზარდი და წარმატებული სპორტსმენი. ჩვენი მიზანია უფრო და უფრო მეტი აღსაზრდელი მოვიზიდოთ და ჩავრთოთ ამ მიმართულებით, რისთვისაც საჭირო ადგილობრივი და გასვლით შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება, დაინტერესების მიზნით სხვადასვა საპრიზო ფონდების შექმნა, სტიპენდიების დანიშვნა, წარმატებული ტრენერების წახალისება თუ მათი აღსაზრდელები მიაღწევენ სახვადსხვა წარმატებებს. მუნიციპალიტეტში არის სულ კიკბოქსინგის 3 და კრივის 2 სექცია, სადაც ჩართულია 100 მოზარდი. ჩვენი მიზანია უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა მოვიზიდოთ, არის ჭადრაკის 1 სექცია, სადაც ფუნქციონირებს 25 მოზარდი. არის 3 კალათბურთის სექცია, ჩართულია 60 მოზარდი. ფეხბურთის 7 სექცია, სულ ჩართულია 250 მოზარდი. რაგბის 2 სექცია, ჩართულია 40 მოზარდი, ფრენბურთის 1 სექცია, ჩართულია 10 მოზარდი.
სპორტის პოპულარიზაციისთვის და ჯანსაღი თაობის აღზრდისთვის საჭიროა შიდა ღონისძიებების ჩატარება, იგეგმება ქართული ჭიდაობის, ძიუდოს, რაგბის, ფეხბურთის, ჭადრაკის და კალათბურთის ტურნირების ჩატარება საქართველოს მაშტაბით, მოწვეული იქნებიან აღნიშნულ სახეობის გამოჩენილი სპორტსმენები, იქნება დაჯილდოვება მედლებით, თასებით და დიპლომებით
|
|
ვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სპორტული ცხოვრების დონის ამაღლება და მოსახლეობის სპორტულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კულტურის ღონისძიებები
|
2024 წლის დაფინანსება
|
|
ათას ლარში
|
|
05 02 01 04
|
866.2
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ ,, სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრი“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
პროგრამის მიზანია : კულტურული ტრადიციების მხარდაჭერა, განვითარება და მოსახლეობის კულტურული დონის ამღლება. კულტურული თვითმყოფადობის გაცნობიერებისა და გაღრმავების ხელშეწყობა, განათლების დონის, ინტელექტისა და კულტურის ამაღლება, კულტურის სფეროს დარგების განვითარება და მათი პოპულარიზაცია, რათა გაიზარდოს კულტურულ შემოქმედებითი და აღმზრდელობითი მუშაობა, მოხდეს მათი წარმოჩენა და პოპულარიზაცია კონკურსებსა თუ ფესტივალებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. შემოქმედებითი პროცესების სტიმულირება. პროგრამის მიზანია, კულტურული ღონისძიებები მეტად იყოს წარმოდგენილი სხვადასხვა მიმართულებით ( თეატრალური, ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და ამ მიმართულებით მეთოდური მუშაობა), ასევე ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მეტი ინტერესთა ჯგუფის და მოქალაქეების ჩართულობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით მათთან შეხვედრების ორგანიზება. ასევე ღონისძიებების აუდიტორიის გაზრდა, მათი ინფორმირებულობის ამაღლების გზით და ა. შ. მუნიციპალიტეტში არსებული კულტურის ობიექტების შენარჩუნება და რეაბილიტაცია, გაზრდის ამ სფეროთი დაინტერესებულ მოსახლეობის დონის ხელმისაწვდომობას და წარმოჩენას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლებში მოსახლეობის დამკვიდრებას და მოზიდვას. ა(ა)ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დაქვემდებარებაშია : ცხრა კულტურის სახლი: ვაქირის, საქობოს, წნორის, ბოდბისხევის, ძვ. ანაგის, ქვ.მაჩხაანის, ერისიმედის, ქვ.ბოდბის. მიუხედავად მძიმე მატერიალურ ტექნიკური ბაზისა მაინც მიმდინარეობს სხვადასხვა სახის წრეობრივი მუშაობები, როგორიცაა: ხალხური რეწვა, თექაზე მუშაობა, სხვადასხვა სახის მუსიკალური საკრავებზე შემსწავლელი წრეობრივი მეცადინეობები და სხვა. სადაც გაერთიანებულია 40 დან 50 მდე დაინტერესებული ადამიანი. მუნიციპალური თეატრი, თეატრის დასი დაკომპლექტებულია 16 თანამშრომლით, 12 მსახიობი, რადისტი, სცენის მენეჯერი, გარდერობის გამგე, თეატრის კონსულტანტი. დროდადრო მიმდინარეობს ძველი სპექტაკლების განახლება და ახალ სპექტაკლზე მუშაობა. მუნიციპალური თეატრი წელიწადში რამოდენიმეჯერ მიწვეულნი არიან სხვადასხვა ქვეყანაში ფესტივალებზე, სადაც უწევთ შეხვედრები ემიგრაციაში მყოფ ქართველებთან. ფოლკლორული ანსამბლები: ,,მრავალჟამიერი", სადაც გაერთიანებულია რვა მომღერალი, რომლებიც თავიანთი რეპერტუარით და საშემსრულებლო ოსტატობით, დიდ მოწონებას იმსახურებს. გოგონათა ანსამბლი ,,ვაქირელების" მუშაობა ემსახურება მოზარდი თაობის აღზრდას, სადაც გაერთიანებულია 25 დან 35 მოზარდი. ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,ლაშქრული" შედგება 20 მოცეკვავისგან, ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი და ორი მუსიკოსისაგან. ,,ათინათი'' - ში კი გაერთიანებულია 35 ბავშვი. ზემოთ ჩამოთვლილი ანსამბლები მონაწილეობას იღებენ, როგორც რეგიონის ფარგლებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ქართული ხალხური სიმღერის ფოლკლორული ანსამბლის ,,მრავალჟამიერის“, გოგონათა ანსამბლი ,,ვაქირელები“, ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ლაშქრული“, ბავშვთა ხალხური სიმღერებისა და ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლების სხვადასხვა ფესტივალებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე ქვეყნის გარეთ.
ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი და მუნიციპალიტეტის ხელოვანთა მიღწევები.
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კულტურის ორგანიზაციების ხელშეწყობა
|
2024 წლის დაფინანსება
|
|
ათას ლარში
|
|
05 02 01 02
|
366.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურეობის ცენტრი“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 9 მუნიციპალური მუზეუმი, 20 ბიბლიოთეკა
მუნიციპალურ მუზეუმებში დღეის მდგომარეობით განთავსებულია 18622 ექსპონატი. წლის განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 2040-ს.
მუნიციპალიტეტის 20 ბიბლიოთეკაში წიგნის ფონდი შეადგენს 306881 ერთეულს. ბიბლიოთეკების მომსახურებით სარგებლობს მუნიციპალიტეტის დაახლობით 3814 მოსახლე.
საბიბლიოთეკო ფონდების შეგროვება, აღრიცხვა–დამუშავება და საკატალოგო მეურნეობის წარმოება საბიბლიოთეკო წესების შესაბამისად, მათი დაცვის უზრუნველყოფა;
კულტურულ–საგანმანათლებლო და სამეცნიერო–ინფორმაციული ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების, სპეციალიზირებული სემინარების და ტრენინგების მომზადება–ჩატარება, გამოფენების მოწყობა, საინფორმაციო ბაზის შექმნა და სრულყოფა;
საბიბლიოთეკო საქმიანობის წარმოება საერთაშორისო სტანდარტების და სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად. მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება. სამუზეუმო ექსპონატების აღწერა, საინვენტარო წიგნში გატარება, დაცვა, მოვლა-პატრონობა. ასევე მუზეუმების ფონდების აღრიცხვა-დამუშავება,
კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-ინფორმაციული ღონისძიებების, საკლუბო შეხვედრების ორგანიზება. ახალგამოცემული წიგნების წარდგენები, ლიტერატურული საღამოები, შემეცნებითი დისკუსიები, ცნობილი მწერლების დაბადების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამოები, გურჯაანში მოღვაწე შემოქმედ, ღვაწლმოსილ და ცნობილ პიროვნებებთან შეხვედრები, ღირსშესანიშნავი თარიღებისადმი მიძღვნილი საღამოები ,,ბიბლიოთეკის კვირეული, ლექციები, კონფერენციები, სემინარები, საშობაო–საახალწლო შეხვედრები, მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ჩვენებები, საკლუბო შეხვედრები. მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების ხელშეწყობა, წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე ლიტერატურით და დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. ბიბლიოთეკების მართვის თანამედროვე პრინციპების დანერგვა და მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება, საბიბლიოთეკო კვირეულის ჩატარება, ადგილობრივი მნიშვნელობის მუზეუმის ხელშეწყობა, არსებული ექსპონატების დაცვა და მოსწავლე-ახალგაზრდობის აქტიურად ჩაბმა მუზეუმების კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ბიბლიოთეკა-მუზეუმების შეუფერხებელი მუშაობა. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, ჩართულობისა და დაინტერესების ზრდა. საბიბლიოთეკო ფონდის ზრდა. ა(ა)იპ-ის მთავარი მიზანია რომ დავაინტერესოთ მკითხველი და ავამაღლოთ ცნობიერების დონე. მეტი ტურისტი გვყავდეს მუზეუმებში, რაც გაზრდის საკუთარ შემოსავლს.
|
|
კოდი
|
ქვრპროგრამის დასახელება
|
სამუსიკო სკოლების განათლების ხელშეწყობა
|
2024 წლის დაფინანსება
|
|
ათას ლარში
|
|
05 02 01 05
|
513.5
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო (სამუსიკო) სკოლების გაერთიანება
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
მუნიციპალიტეტის მასშტაბით ა ა(ა)იპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანებაში არის სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელი (თერთმეტწლედი), რომელშიც შედის საფორტეპიანო, საგუნდო-სადირიჟორო, საორკესტრო და ხალხურ საკრავთა განყოფილებები, 4 სამუსიკო სკოლა (ექვსწლედი) წნორის, ვაქირის, ტიბაანის, მაღაროს და ასევე ტრადიციული მუსიკის და სახვითი ხელოვნების განყოფილებები. სიღნაღის ხელოვნების სასწავლებელს აქვს ფილიალი სოფ. ნუკრიანში და სოფ. ანაგაში. მაღაროს სამუსიკო სკოლას სოფ ქვემო ბოდბეში. ტიბაანის სამუსიკო სკოლას სოფ. ძველ ანაგასა და ხირსაში. სკოლების საერთო კონტინგენტია 578 მოსწავლე. მათ აღზრდას ემსახურება 70 პედაგოგი. სკოლებში არსებული მუსიკალური ინსტრუმენტები არ შეესაბამება მოთხოვნებს, განსაკუთრებით საჭიროა საკონცერტო როიალის შეძენა. საჭიროა განახლდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის საჭიროა შესაბამისი პირობების შექმნა; განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების გამოვლენა; კულტურული ღონისძიებების ჩატარება მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე; ფასიანი, საქველმოქმედო ღონისძიებების მოწყობა; მონაწილეობის მიღება ფესტივალებში, კონკურსებში, ფორუმებში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ. პროგრამა მოიცავს სახელოვნებო განათლების ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია, როგორც სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე, ისე სახელოვნებო განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერაზე, მათ შორის: სასწავლო-შემოქმედებითი კუთხით პერსპექტიულ მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობაზე, საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობის მხარდაჭერაზე, პედაგოგთა ხელშეწყობაზე. დაემატა ტრადიციულ მუსიკის განყოფილებაში მუსიკის მასწავლბლები.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
მოსწავლეთა კლასიკური და თანამედროვე მიმართულების სამუსიკო განათლების მიღება, ბავშვების მომზადება სამომავლო შემოქმედებითი საქმიანობისათვის. შესაბამისი ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენა და მათი აქტიური ჩართვა შესაბამისი განათლების მისაღებად; მოზარდებში კულტურის დონის ამაღლება, მოსახლეობის აქტიური ჩართვა კულტურულ ღონისძიებებში, ხელოვნებისა და ტრადიციების აღორძინება, კონკურსებში, ფესტივალებსა და სხვა ფორუმებში მიღწეული წარმატებები.
|
|
კოდი
|
პროგრამის დასახელება
|
საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების დაფინანსება
|
2024 წლის დაფინანსება
|
|
ათას ლარში
|
|
05 03
|
573.1
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
|
|
პროგრამის აღწერა
|
არაფორმალური განათლების ხელშეწყობა (ტრენინგ-სემინარები, ფორუმები, სესიები, ინტელექტუალურ-შემეცნებითი, გასართობი თამაშები, შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კონკურსები და სხვა), შემოქმედი ახალგაზრდების შემოქმედების პოპულარიზაცია (გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, კონცერტები, ფესტივალები, სპექტაკლები და სხვა), ახალგაზრდული პროექტებისა და ინიციატივების დაფინანსება, ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოვება, ახალგაზრდებისთვის ტრენინგების მოწყობა, საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოვება, წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოვება, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ჩატარება, შემოდგომის ფესტივალის მოწყობა, ახალგაზრდული საინფორმაციო ცენტრის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება (ლაშქრობები, ექსკურსიები, შეჯიბრებები სპორტის სხვადასხვა სახეობაში, სპორტის ექსტრემალური სახეობების კვირეული, სეზონურად სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში შეღავათების დაწესება და სხვა). 2020 წელს პროექტში ,,არსებული ახალგაზრდობის პრობლემების იდენტიფიცირება და საპროექტო წინადადებების წარდგენა'' გამოვლენილი ახალგაზრდული პრობლემების შესახებ საპროექტო წინადადებების მხარდაჭერა. ქ. სიღნაღში და ქ. წნორში დაგეგმილი ფესტივალების და ღონისძიებების ჩასატარებლად გარე გამოყენების ლედმონიტორის შეძენა 152600 ლარი.
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ხარისხობრივად და თვისობრივად მაღალ დონეზე განხორციელებული პროექტები, ახალგაზრდების მხრიდან თავისუფალი დროის შინაარსიანი და ეფექტური ხარჯვა და ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივობების ზრდა, ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვა მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაში, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 18 წელს ზემოთ ახალგაზრდების გააქტიურება მუნიციპალიტეტში.
|
|
კოდი
|
პროგრამის დასახელება
|
სასპორტო სკოლის კაპიტალური ხარჯი
|
2024 წლის დაფინანსება
|
|
ათას ლარში
|
|
05 01 02
|
1,557.9
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა
|
პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რეაბილიტაციას (სპორტული დარბაზების, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნების, მინი სპორტული მოედნების მოწყობა).
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის მ/წლის 05 თებერვლის #03-542403686 წერილის საფუძველზე და ეკონომიკის სამსახურის მ/წლის 29 თებერვლის #06-54240603 წერილის საფუძველზე, სოფელ ჯუგაანში სპორტული დარბაზის მშენებლობისთვის ა/ბიუჯეტიდან გამოიყო 514589 ლარი, 16132 ლარი, მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებისთვის, 157298 ლარი, სოფელ ანაგაში ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მშენებლობისთვის, 157299 ლარი სოფელ მაშნაარში მინი სპორტული მოედნის მშენებლობისთვის, 314278 ლარი სოფელ ვაქირში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობისთვის.
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირება. ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა
|
|
კოდი
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
საინფორმაციო ცენტრი
|
2024 წლის დაფინანსება
|
|
ათას ლარში
|
|
05 02 01 07
|
40.0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
ქვეპროგრამის აღწერა
|
პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ სრული ინფორმაციის დროული გავრცელება.
|
|
ქვეპროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
|
|
კოდი
|
პროგრამის დასახელება
|
რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა
|
2024 წლის დაფინანსება
|
|
ათას ლარში
|
|
05 02 01 06
|
30.0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია
|
|
პროგრამის აღწერა
|
პროგრამა ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას. რისთვისაც ერთ–ერთი საჭირო და მნიშვნელოვანი მექანიზმია მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივი ხელისუფლების (როგორც წარმომადგენლობითი ისე აღმასრულებელი ორგანოს) მიერ მუნიციპალიტეტში გაწეული საქმიანობის შესახებ. მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, პროგრამებისა და აქტივობების შესახებ სრული ინფორმაციის დროული გავრცელება.
|
|
პროგრამის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი
|
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპის, დემოკრატიის გზით გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფა.
|
|