საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 31.07.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №196/04
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016871
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.07.2024 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (12)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათელა თურნავა | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 28.03.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე სესხის გამცემი სუბიექტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ აქტივების მმართველი კომპანიების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№196/04
2024 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 482 მუხლის, „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 45-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 28 მარტის №43/04 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ამ ბრძანებით დამტკიცებული პირველი ანგარიშგების წარდგენა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებმა უზრუნველყონ 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდზე, არაუგვიანეს 2024 წლის 31 აგვისტოსი.
მუხლი 4🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა
საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო
1. „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარდგენის წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, მათ შორის, ელექტრონული ფულის პროვაიდერებზე (შემდგომში – პროვაიდერი).
2. წესი განსაზღვრავს ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული „საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების“ (შემდგომში – ანგარიშგება) ცალკეული ველების შევსების პრინციპებს, რომლებიც საჭიროებს განმარტებას, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) პროვაიდერის მიერ დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესს.
3. ანგარიშგების მიზანია, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით, შეფასდეს კონკრეტულ პროვაიდერში არსებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკები, ასევე, პროვაიდერების შესაბამისობის კონტროლის სისტემის ადეკვატურობა.
4. დისტანციური ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, საქართველოში მოქმედი პროვაიდერები ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას ეროვნულ ბანკს წარუდგენენ ამავე წესით დადგენილი ფორმითა და ვადებში.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) რეზიდენტი ფიზიკური პირი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე;
ბ) არარეზიდენტი ფიზიკური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი, ასევე, მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ;
გ) რეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი/რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
დ) არარეზიდენტი იურიდიული პირი – იურიდიული პირი, ასევე, ნებისმიერი სახის ორგანიზაციული წარმონაქმნი, შექმნილი/რეგისტრირებული უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად (მათ შორის, უცხოური კომპანიის საქართველოში რეგისტრირებული ფილიალი/წარმომადგენლობა);
ე) რეგისტრირებული – შექმნილი – იურიდიული პირის შემთხვევაში, მოქალაქეობის მქონე – ფიზიკური პირის შემთხვევაში;
ვ) ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა);
ზ) პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ასოცირებული პირები – „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული პირები;
თ) საყოფაცხოვრებო გადახდები – კომუნალური (ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყლის, დასუფთავების) და სატელეკომუნიკაციო (ტელეფონის, ტელევიზიის, მობილურის და ინტერნეტის) გადახდები;
ი) სავაჭრო/მომსახურების ობიექტი (მერჩანტი) – იურიდიული პირი ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელსაც ექვაირერთან ან სუბექვაირერთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ექვაირინგის მომსახურებაზე;
კ) ელექტრონული კომერცია (ინტერნეტექვაირინგი) – საქმიანობა, რომელიც უზრუნველყოფს მერჩანტთან ან სხვა პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე საგადახდო ინსტრუმენტის რეკვიზიტებით ინტერნეტგადახდის ოპერაციის განხორციელებას და შესაბამის ანგარიშსწორებას;
ლ) ოფშორული ზონა – ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული ქვეყნები/ტერიტორიები;
მ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, და, ძმა, მშობელი, შვილი/გერი და მისი მეუღლე.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.
მუხლი 3🔗. ზოგადი დებულებები
1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება პროვაიდერის მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება პროვაიდერის მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავტომატურად.
2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას, ამ წესის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.
3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს პროვაიდერების კლიენტების მიერ (დავალებით) და კლიენტების სასარგებლოდ, ნებისმიერ ვალუტაში, ასევე, ელექტრონული ფულით განხორციელებულ ოპერაციებს. უცხოურ ვალუტაში (მათ შორის, ელექტრონული ფულით) განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4. ანგარიშგებაში ოპერაციების შესახებ ინფორმაციას ასახავს გადამხდელისა და მიმღების პროვაიდერი, ხოლო პროვაიდერი, რომელიც ოპერაციის განხორციელებისას ასრულებს შუამავლის როლს, არ ასახავს ამ წესის ანგარიშგების ფორმებით გათვალისწინებულ ინფორმაციას, გარდა ამავე წესის მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შუამავალი პროვაიდერი, საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პროვაიდერების შესახებ ინფორმაციას ასახავს ანგარიშგების №12 და №13 ფორმებში.
5. ანგარიშგებაში არ აისახება:
ა) ერთი პროვაიდერის ფარგლებში, ერთი და იმავე მომხმარებლის ელექტრონულ საფულეებს შორის თანხების მოძრაობა;
ბ) პროვაიდერის მიერ მომსახურების გაწევის სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს შესახებ ინფორმაცია;
გ) ადმინისტრაციული ორგანოების, ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდები და საყოფაცხოვრებო გადახდები, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ველებისა და ასევე, იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახდის ოპერაცია სრულდება პროვაიდერის კლიენტის სასარგებლოდ;
დ) ოპერაციები, რომელთა გაუქმება (უკან დაბრუნება) განხორციელდა მიმღებისათვის ჩარიცხვამდე, ხოლო სწრაფი ფულადი გზავნილების შემთხვევაში – განაღდებამდე (გამგზავნისთვის თანხის უკან დაბრუნებით);
ე) პროვაიდერსა და კონტრაქტორს/საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებულ პროვაიდერს შორის განხორციელებული საბანკო ოპერაციების (ანგარიშსწორების) შესახებ ინფორმაცია.
6. ელექტრონული საფულის მფლობელი კლიენტის საფულეზე განხორციელებული ოპერაციების მოცულობა ანგარიშდება საკრედიტო და სადებეტო ოპერაციების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით.
7. პროვაიდერის კლიენტებს შორის ოპერაციების, მათ შორის, ნაღდი ანგარიშსწორებით თანხების სხვა პირის ელექტრონულ საფულეზე შეტანის/ელექტრონული საფულიდან გატანის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში, გარდა იურიდიული პირის ანგარიშზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიერ თანხის შეტანის ოპერაციებისა, რომელიც აისახება მხოლოდ იურიდიული პირის ჭრილში.
8. ანგარიშგებაში, მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (ელექტრონული საფულის მფლობელის) ოპერაციების ჭრილში.
9. ანგარიშგების მიზნებისთვის, ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციები აისახება შემოსავალსა და გასავალში, ხოლო უნაღო ფორმით განხორციელებული – ჩარიცხვებსა და გადარიცხვებში. შემოსავლის ოპერაციად განიხილება როგორც პროვაიდერის სალაროს, ისე პროვაიდერის საკუთრებაში არსებული გადახდის თვითმომსახურების კიოსკის საშუალებით ნაღდი ფულის განთავსების ოპერაცია (მომხმარებლისგან ნაღდი თანხის მიღების ოპერაცია, რომლის აღრიცხვა ხორციელდება ამავე პროვაიდერის მომხმარებლის ელექტრონულ ანგარიშზე). პროვაიდერის საკუთრებაში არსებული ტექნიკური საშუალებებით, ასევე პროვაიდერის სალაროს მეშვეობით თანხის გატანის ოპერაციები (განაღდება) განიხილება გასავლის ოპერაციად. საგადახდო ბარათით თანხის გადახდის ოპერაციები განიხილება, როგორც გადარიცხვა.
10. ანგარიშგებაში არ აისახება სხვა ემიტენტის მიერ გამოცემული საგადახდო ბარათით შესრულებული გადახდის ოპერაციები (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახდის ოპერაცია სრულდება პროვაიდერის კლიენტის სასარგებლოდ), ასევე ზემოაღნიშნული ბარათით პროვაიდერის პოს-ტერმინალის ან ბანკომატის საშუალებით თანხის განაღდების ოპერაციების შესახებ ინფორმაცია.
11. ფულადი გზავნილის სისტემით განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემების ასახვისას, აისახება მხოლოდ ჩარიცხული და გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემები.
12. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის 41-ე და 42-ე პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
13. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ კლიენტი არის ორი ან მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.
14. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.
15. ანგარიშგების შევსების მიზნებისთვის, კლიენტის დეფინიცია მოიცავს საგადახდო მომსახურების მომხმარებელს (გადამხდელი ან/და მიმღები (კონტრაქტორი)) და არ მოიაზრებს ისეთ პირებს, რომლებთანაც პროვაიდერს დამყარებული აქვს საკორესპონდენტო/საშუამავლო ურთიერთობები.
მუხლი 4🔗. ანგარიშგების ფორმები
ანგარიშგება მოიცავს შემდეგ ფორმებს:
ა) ინფორმაცია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესახებ (ფორმა №1);
ბ) ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2);
გ) ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3);
დ) ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4);
ე) ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5);
ვ) ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6);
ზ) ინფორმაცია ელექტრონულ საფულეზე (ელექტრონული ფულის ანგარიშებზე) არსებული ნაშთების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №7);
თ) ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №8);
ი) ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №9);
კ) ინფორმაცია კონტრაქტორების შესახებ (ფორმა №10);
ლ) ინფორმაცია პროვაიდერის სისტემაში განთავსებული სუბიექტების შესახებ (ფორმა №11);
მ) ინფორმაცია საქმიან ურთიერთობაში მყოფი რესპონდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების შესახებ (ფორმა №12);
ნ) ინფორმაცია საქმიან ურთიერთობაში მყოფი კორესპონდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების შესახებ (ფორმა №13);
ო) სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №14);
პ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №15);
ჟ) ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №16);
რ) ინფორმაცია სანქცირებული კლიენტებისა და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №17);
ს) ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №18).
მუხლი 5🔗. ინფორმაცია საგადახდო მომსახურების პროვაიდერის შესახებ (ფორმა №1)
1. ანგარიშგების №1 ფორმა მოიცავს პროვაიდერის დასახელებას, სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების (10% და მეტი), ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, საგადახდო მომსახურების განხორციელების ადგილების, შვილობილი საწარმოების (ფინანსური ინსტიტუტების) რაოდენობას, საქმიან ურთიერთობაში მყოფი აგენტების, ასევე, ეროვნული ბანკის ბოლო შემოწმების თარიღის შესახებ ინფორმაციას.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრების, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების, ბენეფიციარი მესაკუთრეების, დირექტორების, შესაბამისობის კონტროლის სისტემის ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის შესახებ ინფორმაციის ასახვისას, მიეთითება შესაბამისი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მოქალაქეობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სახელწოდება, საიდენტიფიკაციო კოდი და რეგისტრაციის ქვეყანა).
3. საგადახდო მომსახურების განხორციელების ადგილების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ტექნიკურ საშუალებებს (მობილური ტერმინალი, გადახდის თვითმომსახურების კიოსკი (შემდგომში – კიოსკი), ბარათის წამკითხველი მოწყობილობები და სხვა), სალაროს, ასევე, გადახდის ინიციირების სხვა საშუალებებს, რომლებიც ეკუთვნის როგორც პროვაიდერს, ასევე მის აგენტს. საგადახდო მომსახურების განხორციელების ფიზიკური ადგილების რაოდენობა აისახება ადგილმდებარეობის ქვეყნების შესაბამისად.
4. შვილობილი ფინანსური ინსტიტუტების რაოდენობა აისახება მათი დასახელებებისა და რეგისტრაციის ქვეყნების შესაბამისად.
5. ველში „ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ბოლო შემოწმების თარიღი“ აისახება ფულის გათეთრების კუთხით ადგილზე შემოწმების აქტის თარიღი.
6. ანგარიშგების №1 ფორმაში ინფორმაცია აისახება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით.
მუხლი 6🔗. ინფორმაცია კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ (ფორმა №2)
1. ანგარიშგების №2 ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. აღნიშნულ ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია, რისკის დონეებისა და ამ ფორმით განსაზღვრული სხვა მახასიათებლების მიხედვით.
2. ანგარიშგების №2 ფორმის შევსების მიზნით, პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. ანგარიშგების №2 ფორმის სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. სვეტი ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
4. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც ოპერაციები საანგარიშო პერიოდში განახორციელეს.
5. ანგარიშგების №2 ფორმაში ცალკე აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების შესახებ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომელთაც მინიჭებული არ აქვთ რისკის შესაბამისი დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები). ასევე, დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია არავერიფიცირებული პირების შესახებ.
6. ანგარიშგების №2 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია განხორციელდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ინფორმაცია ელექტრონულად იდენტიფიცირებულ/ვერიფიცირებულ კლიენტთა შესახებ (ფორმა №3)
1. ანგარიშგების №3 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია/ვერიფიკაცია პროვაიდერმა განახორციელა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესის“ შესაბამისად. ანგარიშგების №3 ფორმაში არ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ფიზიკურად გამოცხადნენ პროვაიდერის თანამშრომელთან.
2. ანგარიშგების №3 ფორმა შედგება ფაქტორებისა და ქვეფაქტორებისგან. რისკის დონეებისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით №3 ფორმაში უნდა აისახოს კლიენტთა რაოდენობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
3. ანგარიშგების №3 ფორმის სვეტი „სულ პირების რაოდენობა“ მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა პირმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. სვეტი ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
4. სვეტში „პირების რაოდენობა“ აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ პირების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში განახორციელეს ოპერაციები.
5. ანგარიშგების №3 ფორმაში დიფერენცირებულად აისახება ინფორმაცია იმ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული კლიენტების რაოდენობისა და მათ მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ, რომელთა მიმართაც პრევენციული ღონისძიებები სრულად არ განხორციელებულა და რომელთაც არ აქვთ მინიჭებული რისკის დონე (მხოლოდ იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტები).
6. ანგარიშგების №3 ფორმის შევსების მიზნით პროვაიდერმა უნდა უზრუნველყოს კლიენტთა კლასიფიკაცია რისკის დონეების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
მუხლი 8🔗. ინფორმაცია პროდუქტების/ოპერაციების შესახებ (ფორმა №4)
1. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული, ამ ფორმის მიხედვით განსაზღვრული კატეგორიის ოპერაციების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. მთლიანი ბრუნვის მონაცემებში, ველში „სულ“, აისახება ინფორმაცია კლიენტების მიერ და კლიენტების სასარგებლოდ განხორციელებული ნებისმიერი ოპერაციის (მათ შორის, კომუნალური მომსახურებისა და საბიუჯეტო გადასახადების/მოსაკრებლების გადახდების ტექნიკური საშუალებით საბანკო ანგარიშების შევსების, ასევე, ანგარიშგების №4 ფორმით გათვალისწინებულ ქვეფაქტორებში მითითებული პროდუქტების/ოპერაციების) შესახებ.
3. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება ინფორმაცია ნაღდი ფორმით (მათ შორის, ამავე პროვაიდერის კიოსკის ან პროვაიდერის სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით) ელექტრონულ საფულეზე თანხის განთავსების ოპერაციების შესახებ (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
4. ნაღდი ფორმით ინიციირებული არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონული საფულის შევსების ოპერაციები მოიცავს ნაღდი ფორმით (მათ შორის, ამავე პროვაიდერის კიოსკის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით) თანხის განთავსების ოპერაციებს.
5. ელექტრონული ფულის განაღდების ოპერაციები მოიცავს როგორც უშუალოდ პროვაიდერის, ასევე სხვა პროვაიდერის მიერ გამოშვებული ელექტრონული ფულის ნაღდი ფორმით გატანის ოპერაციებს (გარდა ბანკომატით საზღვარგარეთ თანხის განაღდების ოპერაციებისა), როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
6. ტექნიკური საშუალებებით ქვეყნის გარეთ განხორციელებული გადარიცხვების ველი ივსება იმ პროვაიდერის მიერ, რომლის ტექნიკურ საშუალებასაც იყენებს კლიენტი, ტექნიკური საშუალების ადგილმდებარეობის მიხედვით.
7. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება ინფორმაცია პროვაიდერის საფულის მფლობელის მიერ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საფულის შევსებისა და პირიქით, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის საფულის მფლობელის საფულიდან პროვაიდერის საფულის შევსების ოპერაციების შესახებ, როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
8. ანგარიშგების №4 ფორმაში აისახება ინფორმაცია აზარტული/მომგებიანი თამაშობების მონაწილის ელექტრონული ანგარიშიდან პროვაიდერის საფულის შევსების და პირიქით, პროვაიდერის საფულიდან აზარტული/მომგებიანი თამაშობების მონაწილის ელექტრონული ანგარიშის შევსების ოპერაციების შესახებ, როდესაც ერთჯერადი ოპერაციის თანხა აღემატება 3 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
9. საერთაშორისო ექვაირინგის/სუბექვაირინგის შემთხვევაში, ოპერაციების შესახებ ინფორმაცია მიეთითება ამ წესის მე-13 მუხლის 32-ე პუნქტით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 9🔗. ინფორმაცია გეოგრაფიული არეალის მიხედვით განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №5)
1. ანგარიშგების №5 ფორმაში ქვეყნების მიხედვით აისახება სწრაფი ფულადი გზავნილისა და ნებისმიერი სხვა სისტემით განხორციელებული ჩარიცხვა-გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაცია.
2. ქვეყნების მიხედვით ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება გადამხდელის/მიმღების მომსახურე პროვაიდერის ადგილმდებარეობის მიხედვით.
3. არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონულ საფულეზე გადარიცხვის ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აისახება არარეზიდენტი პროვაიდერის რეგისტრაციის/ადგილმდებარეობის ქვეყნის მიხედვით. ანალოგიური მიდგომა გამოიყენება არარეზიდენტი პროვაიდერის ელექტრონული საფულიდან თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში.
4. ველში ,,ქვეყნები/ტერიტორიები, რომლებიც არ არის გამოყოფილი“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნების/ტერიტორიების მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №5 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 10🔗. ინფორმაცია კლიენტთა რეზიდენტობისა და მათ მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ (ფორმა №6)
1. ანგარიშების №6 ფორმაში, რეზიდენტობის მიხედვით, აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომლებმაც ოპერაციები საანგარიშო პერიოდში განახორციელეს.
2. ანგარიშგების №6 ფორმა მოიცავს კლიენტების რაოდენობრივ მაჩვენებელს და მათ მიერ/მათ სასარგებლოდ როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით განხორციელებული ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის შესახებ ინფორმაციას. ანგარიშების №6 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. ანგარიშგების №6 ფორმაში, შესაბამის სვეტში, ცალკე აისახება კლიენტების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა მათ მიერ/მათ სასარგებლოდ ოპერაცია საანგარიშო პერიოდში, მათ შორის, ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდში შეწყდა საქმიანი ურთიერთობა.
4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშების №6 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელების და კოდის მითითებით).
მუხლი 11🔗. ინფორმაცია ელექტრონულ საფულეზე (ელექტრონული ფულის ანგარიშებზე) არსებული ნაშთების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №7)
1. ანგარიშების №7 ფორმაში აისახება ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის, კლიენტების ელექტრონულ საფულეებზე არსებული ნაშთების (კლიენტის მოთხოვნა პროვაიდერის მიმართ) შესახებ, კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით.
2. ანგარიშების №7 ფორმაში აისახება ინფორმაცია მხოლოდ იმ კლიენტების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის ანგარიშზე უფიქსირდებათ ნაშთი ელექტრონულ საფულეზე.
მუხლი 12🔗. ინფორმაცია მესამე პირზე დაყრდნობით, აგენტის/აუთსორსინგული მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით იდენტიფიცირებული კლიენტების შესახებ (ფორმა №8)
1. ანგარიშების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომელთა იდენტიფიკაცია და ვერიფიკაცია განხორციელდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის“ მე-12 და მე-13 მუხლების შესაბამისად.
2. ანგარიშების №8 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციის შესახებ (რეგისტრაციის ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), რომელსაც დაეყრდნო პროვაიდერი პირის იდენტიფიკაციისას/ვერიფიკაციისას, ასევე, ამ ფორმით იდენტიფიცირებული და ვერიფიცირებული კლიენტების რაოდენობა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ მონაცემები.
3. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშების №8 ფორმა ასევე მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შეწყდა საქმიანი ურთიერთობა.
მუხლი 13🔗. ინფორმაცია მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე და სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების შესახებ (ფორმა №9)
1. ანგარიშგების №9 ფორმა მოიცავს მომეტებული რისკის მატარებელი საქმიანობის მქონე, ასევე, სხვადასხვა ნიშნით რისკის მატარებელი კლიენტების რაოდენობისა და ოპერაციების მოცულობის შესახებ ინფორმაციას.
2. კლიენტების რაოდენობრივი მაჩვენებელი აისახება სრულად, მიუხედავად იმისა, განახორციელა თუ არა კლიენტმა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია. ანგარიშგების №9 ფორმა მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში.
3. AML/CFT კუთხით რეგულირებული პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშვალდებულ პირებს, გარდა „ბ.ბ“ და „ბ.ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისა.
4. სხვა პროფესიული მომსახურების პროვაიდერები მოიცავს საკონსულტაციო, მარკეტინგული, სარეკლამო და სხვა მსგავსი ტიპის პროფესიული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს. ანგარიშგების №9 ფორმაში არ აისახება საპროექტო/საინჟინრო/არქიტექტურული საქმიანობის განმახორციელებელი პირების შესახებ ინფორმაცია.
5. პროგრამული უზრუნველყოფის სერვისის მიმწოდებლების შესახებ ინფორმაცია მოიცავს პირებს, რომელთა საქმიანობას წარმოადგენს/რომელთა საქმიანობაში ფიქსირდება პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება.
6. ლატარიის, აზარტული ან მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორები მოიცავს კომპანიებს, რომელთა საქმიანობა უკავშირდება ლატარიის ბილეთების გაყიდვას, აზარტული თამაშობების ავტომატების ექსპლუატაციას, ვირტუალური აზარტული თამაშობების ვებგვერდების ექსპლუატაციას, ბუკმეკერობასა და ფსონების დადების საქმიანობას, კაზინოების ფუნქციონირებას („მცურავი კაზინოების“ ჩათვლით).
7. ძვირფას ლითონებთან, ძვირფას ქვებთან და მათ ნაწარმთან დაკავშირებული საქმიანობა (წარმოება/რეალიზაცია), მათ შორის, მოიცავს ძვირფასეულობის მაღაზიებს.
8. ანტიკვარულ ნივთებთან და ხელოვნების ნიმუშებთან დაკავშირებული საქმიანობა (რეალიზაცია) ასევე მოიცავს ანტიკვარიატისა და ხელოვნების ნიმუშების მაღაზიებს და აუქციონის მომწყობ პირებს.
9. ინფორმაცია ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ეწევიან ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობას, ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ ელექტრონული საფულის გამოყენება ხდება ხსენებული საქმიანობისთვის.
10. ანგარიშგების ფორმაში არ აისახება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აუქციონის მომწყობი პირების შესახებ ინფორმაცია.
11. ანგარიშგების №9 ფორმაში არ აისახება რეზიდენტი, ასევე არარეზიდენტი სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების შესახებ ინფორმაცია, რომელთა საქმიანობასაც წარმოადგენს იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის/ტრანსპორტის (ნაწილების), ბირთვული რეაქტორების მასალების წარმოება ან/და ვაჭრობა, ასევე, ნედლი ნავთობის, ბუნებრივი აირის, ლითონის მადნების, ძვირფასი ქვების მოპოვება და ნავთობპროდუქტების წარმოება, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციებად ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიებისა.
12. ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მოიცავს ფეთქებადი ნივთიერებების, არაორგანული და ორგანული ძირითადი ქიმიკატების, სამრეწველო აირების ან/და აზოტის ნაერთების მწარმოებელ კომპანიებს. დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ბოლო რედაქციაში.
13. საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ასეთი სტატუსის მქონე პირებთან ერთად, ასევე აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთაც საქმიანობის სფეროდ საქველმოქმედო საქმიანობა უფიქსირდებათ.
14. გრანტის გამცემი და გრანტის მიმღები ორგანიზაციები არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. გრანტის გამცემი ორგანიზაციები მოიცავს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს, გარდა საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტისა. გრანტის მიმღებ ორგანიზაციებში იგულისხმება ამავე კანონის მე-4 მუხლის „დ“ და „თ“-ი1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირები.
15. საქველმოქმედო და გრანტის გამცემი/მიმღები ორგანიზაციები, ასევე ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, არ მოიცავს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და მათ მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციებს (თუ სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 100%-ს შეადგენს, გარდა მაღალი რისკის იურისდიქციაში ან ოფშორულ ზონებად განსაზღვრული სახელმწიფოების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციებისა), უცხო ქვეყნის საელჩოებსა და საკონსულოებს, ავტორიტეტულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებსა (EBRD, WB, IMF და სხვა) და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს.
16. ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც არ არის ორიენტირებული მოგების მიღებაზე, მოიცავს ფონდებს, ფედერაციებს, ასოციაციებს და არ მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებს.
17. ანგარიშგების №9 ფორმით გათვალისწინებული სპორტული კლუბები მოიცავს საფეხბურთო, საკალათბურთო და სხვა მსგავსი ტიპის კლუბებს, გარდა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსებისა.
18. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი საინვესტიციო ფონდებისა და საინვესტიციო კომპანიების შესახებ.
19. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია არარეზიდენტი აქტივების მმართველი კომპანიების შესახებ.
20. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია ჰოლდინგური კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლია.
21. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია სატრასტო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, რომელიც ფიზიკური ან იურიდიული პირების ინტერესებისათვის მოქმედებს როგორც ფიდუციარი, აგენტი ან მინდობილი მესაკუთრე (trustee) იმ მიზნით, რომ განახორციელოს აქტივების ადმინისტრირება, მართვა და შემდგომი გადაცემა ბენეფიციარისთვის.
22. კომპანიები სატრასტო სამართლებრივი ურთიერთობით მოიცავს პირებს, რომელთა მფლობელობის ან მმართველობის სტრუქტურაშიც გვხვდება ისეთი სამართლებრივი სტრუქტურა (legal arrangement – (მაგ., trust, fideicomiso, treuhand, fiducie)), სადაც ფიქსირდება საკუთრების მიმნდობი (settlor), მინდობილი მესაკუთრე (trustee), ბენეფიციარი (beneficiary), ან/და სხვა პირები (protector და სხვა).
23. უძრავი ქონების აგენტი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს და არ მოიცავს ინფორმაციას იმ პირების შესახებ, ვინც მხოლოდ საკუთარ ქონებას გასცემს იჯარით.
24. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომელთა ძირითადი საქმიანობა დაკავშირებულია სავაჭრო პლატფორმაზე ფასთა შორის სხვაობაზე კონტრაქტებით (ე.წ. CFD) და ბინარული ოფციონებით (Binary Options) ვაჭრობასთან და არ მოიცავს ინფორმაციას ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული/ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტების შესახებ.
25. მაღალშემოსავლიანი პირები (ე.წ. High-Net-Worth Individuals) მოიცავს ფიზიკურ პირებს, რომელთა ელექტრონულ საფულეზე (ელექტრონული ფულის ანგარიშებზე), საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირდა ნაშთი მინიმუმ 50 000 ლარის ან უცხოურ ვალუტაში მისი ეკვივალენტის ოდენობით.
26. თუ პოლიტიკურად აქტიური პირი ამავდროულად არის მაღალშემოსავლიანი პირი, ინფორმაცია აისახება ველში - „პოლიტიკურად აქტიური პირები“.
27. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, აისახება როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე კლიენტის მიერ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.
28. იმ შემთხვევაში, თუ სსიპ – საქართველოს ფინასური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებაში, ოპერაციის/გარიგების მონაწილე მხარე არის ერთდროულად რამდენიმე კლიენტი, რაოდენობრივ მაჩვენებელში ფიქსირდება ყველა მათგანი, ხოლო ოპერაციების მოცულობაში როგორც საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ოპერაციის/გარიგების, ასევე საანგარიშო პერიოდის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.
29. იმ პირების ოპერაციების მოცულობაში, რომელთა შესახებ ანგარიშგება გაიგზავნა სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში საეჭვო სტატუსით, არ აისახება ინფორმაცია იმ კლიენტების შესახებ, რომლებიც ფიგურირებენ საეჭვო ოპერაციებში/გარიგებებში როგორც დაზარალებულნი (მაგალითად, თაღლითობის მსხვერპლი).
30. ოპერაციის/გარიგების დადების მცდელობის შესახებ ანგარიშგების საეჭვო სტატუსით სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნის შემთხვევაში, ოპერაციების მოცულობაში აისახება, როგორც ამ კონკრეტული ოპერაციის/გარიგების თანხა, ასევე, ოპერაციის/გარიგების მონაწილე კლიენტების მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა.
31. ველში „კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი პირები“ აისახება ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომელთა ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პროვაიდერის ანალიზით დაკავშირებულია ვირტუალურ აქტივებთან და რომლებიც არ წარმოადგენენ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებს.
32. ველში „პირები, რომლებიც სარგებლობენ ელექტრონული კომერციის მომსახურებით (მერჩანტები)“ აისახება მერჩანტების ვებგვერდზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, მერჩანტსა და პროვაიდერს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარებულია პირდაპირ თუ სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით და არ მოიცავს ე.წ. „chargeback“-ებისა და „refund“-ების შესახებ ინფორმაციას. ანგარიშგების №9 ფორმაში არ აისახება ინფორმაცია რეზიდენტი მერჩანტების (გარდა ისეთი რეზიდენტი პირებისა, რომელთა სადამფუძნებლო სტრუქტურაში ფიქსირდებიან არარეზიდენტი პირები), ასევე იმ მერჩანტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც წარმოადგენენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.
33. ანგარიშგების №9 ფორმაში გათვალისწინებული არააქტიური ანგარიშის მქონე პირები მოიცავს ისეთი კლიენტების შესახებ ინფორმაციას, რომელთა ელექტრონულ ანგარიშებზე ერთი ან მეტი წლის განმავლობაში ოპერაციები არ დაფიქსირებულა, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ანგარიშზე განხორციელებული საკრედიტო ბრუნვა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღემატება 50 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში. ერთი წელი იანგარიშება საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პირველი ოპერაციის თარიღიდან.
34. ქეშ-ინტენსიური ბიზნესპროფილის მქონე კლიენტებში აისახება ინფორმაცია იმ იურიდიული პირების შესახებ, რომელთა ნაღდი ფორმით განხორციელებული ოპერაციების ჯამური მოცულობა საანგარიშო პერიოდში აღემატება 500 000 ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში.
35. ანგარიშგების №9 ფორმაში აისახება თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში რეგისტრირებული პირების შესახებ ინფორმაცია.
36. კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირები არიან, არ მოიცავს ასეთ ზონებში რეგისტრირებულ პირებს.
37. ანგარიშგების №9 ფორმაში გათვალისწინებული კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი მოიცავს ისეთ პირებსაც, რომელთა სტრუქტურაში ნომინალური მფლობელობის ფაქტი არ არის დადასტურებული დოკუმენტურად, თუმცა პროვაიდერს ამის შესახებ სხვაგვარად აქვს მოპოვებული ინფორმაცია.
38. ანგარიშგების №9 ფორმა მოიცავს ინფორმაციას იმ კლიენტებზე, რომელთაც პროვაიდერმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით იდენტიფიცირებული რისკის მატარებელი გარემოებების გამო. ინფორმაცია კლიენტებზე, რომლებსაც პროვაიდერმა საანგარიშო პერიოდში შეუწყვიტა ან/და შეუჩერა მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო, აისახება ცალკე, შესაბამის ქვეფაქტორში. ორივე შემთხვევაში ოპერაციების მოცულობაში აისახება აღნიშნული პირების მიერ მომსახურების შეჩერებამდე/შეწყვეტამდე საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა.
39. კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს მოიცავს ე.წ. „Bearer Shares“ გამომშვებ პირებს.
40. ანგარიშგების №9 ფორმის შევსების მიზნებისათვის, რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონედ მიიჩნევა კომპანიები, რომელთა ბენეფიციარი მესაკუთრეების დადგენა საჭიროებს ვერტიკალურ ჭრილში ორი და მეტი იურიდიული პირის შესწავლას. საწარმოს ფილიალი ან/და წარმომადგენლობა არ განიხილება იურიდიულ პირად.
41. თუ კლიენტი ერთდროულად არის ანგარიშგების №9 ფორმით გათვალისწინებული რამდენიმე ნიშნით რისკის მატარებელი, ინფორმაცია აისახება მხოლოდ ერთ-ერთ ფაქტორში, რომელიც პროვაიდერის შიდა პოლიტიკის თანახმად უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით. გამონაკლისს წარმოადგენენ ფაქტორები „პირები, რომელთა შესახებ ანგარიშგება სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაიგზავნა საეჭვო სტატუსით“, „არააქტიური ანგარიშის მქონე კლიენტები“, „კლიენტები, რომლებიც სარგებლობენ ელექტრონული კომერციის მომსახურებით (მერჩანტები)“, „ქეშ-ინტენსიური ბიზნესპროფილის მქონე კლიენტები“, „თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რეგისტრირებული პირები“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიური პირია“, „კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე მაღალი რისკის იურისდიქციაში/ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირია“, „რეზიდენტი კლიენტები, რომელთა დამფუძნებელი (25% და მეტის მფლობელი) ან/და ბენეფიციარი მესაკუთრე არარეზიდენტი პირია“, „კლიენტები, რომელთა მმართველობის ან/და მფლობელობის სტრუქტურაში არსებობს ნომინალური მფლობელობის ელემენტი“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება“, „კლიენტები, რომელთაც შეუჩერდათ/შეუწყდათ მომსახურება ტრანზიტული ოპერაციების განხორციელების გამო“, „კლიენტები, რომლებიც უშვებენ მატერიალურ ფასიან ქაღალდებს“, „რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე კომპანიები“, სადაც ქვეფაქტორებით გათვალისწინებული მონაცემები უნდა გამეორდეს, თუ კლიენტის მახასიათებლები ორ ან მეტ ფაქტორს ერთდროულად შეესაბამება. მაგალითად, თუ პროფესიული მომსახურების პროვაიდერი ამავდროულად არის რთული მფლობელობის სტრუქტურის მქონე, ინფორმაცია აისახება ამ ორივე ფაქტორში.
42. თუ კლიენტის მახასიათებლები ერთდროულად შეესაბამება ამ მუხლის 41-ე პუნქტში ჩამოთვლილ ფაქტორებს, ინფორმაცია აღირიცხება ყველა მათგანში.
43. პროვაიდერის მიერ ანგარიშგების №9 ფორმაში ასევე უნდა აისახოს მის მიერ საქმიანობის თუ სხვა კრიტერიუმების (გეოგრაფიული რისკი, ორგანიზაციული ფორმა და სხვა) მიხედვით, მომეტებული რისკის მატარებლად მიჩნეული კლიენტების შესახებ ინფორმაცია, თუ კრიტერიუმი განსხვავდება ანგარიშგების №9 ფორმაში მოცემული ჩამონათვალისგან.
მუხლი 14🔗. ინფორმაცია კონტრაქტორების შესახებ (ფორმა №10)
1. ანგარიშგების №10 ფორმაში აისახება ინფორმაცია პროვაიდერთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი გადახდების მიმღები პირების შესახებ, რომელთა მრავალჯერადი გადახდების მიღებისა და შესრულების მიზნით, პროვაიდერი უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის მორგებას (მათ შორის, მერჩანტი). კონტრაქტორის დეფინიცია არ მოიცავს იმ პირებს, რომელთანაც პროვაიდერს აქვს საკორესპონდენტო/საშუამავლო ურთიერთობა.
2. ანგარიშგების №10 ფორმაში აისახება იმ კონტრაქტორების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქმიან ურთიერთობაში იმყოფებიან პროვაიდერთან, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ოპერაციები მათ მიერ/მათ სასარგებლოდ საანგარიშო პერიოდში. ანგარიშგების №10 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კონტრაქტორების შესახებ, რომელთაც საანგარიშო პერიოდში შეწყვიტეს საქმიანი ურთიერთობა პროვაიდერთან.
3. ანგარიშგების №10 ფორმაში აისახება კონტრაქტორის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საქმიანობის სფერო, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და პროვაიდერის მიერ მინიჭებული რისკის დონე.
4. ელექტრონული კომერციის ობიექტების (მერჩანტის) შემთხვევაში, ანგარიშგების №10 ფორმაში ასევე აისახება ვებგვერდების მისამართები (URL).
მუხლი 15🔗. ინფორმაცია პროვაიდერის სისტემაში განთავსებული სუბიექტების შესახებ (ფორმა №11)
1. ანგარიშგების №11 ფორმაში აისახება იმ სუბიექტების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, შუამავალი პროვაიდერის მეშვეობით, განთავსებულია პროვაიდერის სისტემაში, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ოპერაციები მათ მიერ/მათ სასარგებლოდ საანგარიშო პერიოდში. ანგარიშგების №11 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ სუბიექტების შესახებ, რომელთა ამოღებაც პროვაიდერის სისტემიდან განხორციელდა საანგარიშო პერიოდში.
2. ანგარიშგების №11 ფორმაში აისახება სუბიექტის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა (ქვეყნის დასახელება უნდა იყოს ანგარიშგების შესაბამისი ფორმებით დადგენილი ქვეყნების სიაში მოცემული დასახელების იდენტური), ქვეყნის კოდი, პროვაიდერის სისტემაში განთავსების თარიღი, საქმიანობის სფერო, საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების მოცულობა და იმ შუამავალი პროვაიდერის დასახელება, რომლის მეშვეობითაც განხორციელდა სუბიექტის სისტემაში განთავსება.
მუხლი 16🔗. ინფორმაცია საქმიან ურთიერთობაში მყოფი რესპონდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების შესახებ (ფორმა №12)
1. ანგარიშგების №12 ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში პროვაიდერთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი რესპონდენტი პროვაიდერების (მათ შორის, იმ პროვაიდერების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში) შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია.
2. ანგარიშგების №12 ფორმაში აისახება პროვაიდერთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პროვაიდერების დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა, ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საანგარიშო პერიოდში პროვაიდერთან დაკავშირებული ოპერაციების მოცულობა და პროვაიდერის მიერ მინიჭებული რისკის დონე.
მუხლი 17🔗. ინფორმაცია საქმიან ურთიერთობაში მყოფი კორესპონდენტი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების შესახებ (ფორმა №13)
1. ანგარიშგების №13 ფორმაში აისახება საანგარიშო პერიოდში პროვაიდერთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი კორესპონდენტი პროვაიდერების (მათ შორის, იმ პროვაიდერების შესახებ, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა შეწყდა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში) შესახებ ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა საანგარიშო პერიოდში ოპერაცია.
2. ანგარიშგების №13 ფორმაში აისახება პროვაიდრთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პროვაიდერის დასახელება, რეგისტრაციის ქვეყანა, ქვეყნის კოდი, საქმიანი ურთიერთობის დამყარების თარიღი, საანგარიშო პერიოდში პროვაიდერთან დაკავშირებული ოპერაციების მოცულობა.
მუხლი 18🔗. სტატისტიკური ინფორმაცია სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ (ფორმა №14)
1. ანგარიშგების №14 ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას.
2. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობით განსაზღვრული, მონიტორინგს დაქვემდებარებული „ზღვარს ზევით“ ოპერაციების შესახებ ანგარიშგება ერთდროულად რამდენიმე ნიშნით არის გაგზავნილი, ანგარიშგების №14 ფორმაში ინფორმაცია აისახება ერთ-ერთი ნიშნის მიხედვით.
მუხლი 19🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ კლიენტების რეზიდენტობის მიხედვით (ფორმა №15)
1. ანგარიშგების №15 ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. პროვაიდერმა, ანგარიშგების №15 ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება სიაში მითითებული გარიგების/ოპერაციის მონაწილე კლიენტების რეზიდენტობისა და გარიგების/ოპერაციის სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.
მუხლი 20🔗. ინფორმაცია საეჭვო სტატუსით გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების მიხედვით (ფორმა №16)
1. ანგარიშგების №16 ფორმა მოიცავს „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საეჭვო სტატუსით სსიპ - საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგებების შესახებ დამატებით ინფორმაციას.
2. პროვაიდერმა, ანგარიშგების №16 ფორმის შევსების მიზნით, უნდა უზრუნველყოს საეჭვო სტატუსით გაგზავნილ ანგარიშგებებში მოცემული ინფორმაციის დახარისხება სიით განსაზღვრული პროდუქტების და ოპერაციების/გარიგებების ტიპებისა და სტატუსის („ტერორიზმის დაფინანსება,“ „სხვა“) მიხედვით.
3. თუ საეჭვო სტატუსით სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში გაგზავნილ ანგარიშგებაში, გარიგების მონაწილე მხარეების მიერ გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე პროდუქტი, ანგარიშგების №16 ფორმაში ინფორმაცია აისახება თითოეული მათგანის შესახებ.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის სვეტში მონიშნულია „სხვა“, დამატებით ინფორმაციაში უნდა აღირიცხოს ამ სტატუსის მინიჭების საფუძველი.
მუხლი 21🔗. ინფორმაცია სანქცირებული კლიენტებისა და შეჩერებული გარიგებების შესახებ (ფორმა №17)
1. ანგარიშგების №17 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებასაც, საანგარიშო პერიოდში, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად დაედო ყადაღა/განხორციელდა სახსრების გაყინვა (Asset Freezing).
2. ანგარიშგების №17 ფორმის შესაბამის სვეტში ცალკე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა ქონებას პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დაედო ყადაღა სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად.
3. ანგარიშგების №17 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია იმ კლიენტთა რაოდენობისა და რეზიდენტობის შესახებ, რომელთა გარიგებების აღსრულებაც შეჩერდა სსიპ – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მითითების საფუძველზე, საანგარიშო პერიოდში.
4. ველში ,,სხვა“ ჩაშლილად აისახება ინფორმაცია იმ ქვეყნებში/ტერიტორიებში რეგისტრირებულ პირთა შესახებ, რომელთა ჩამონათვალიც არ არის მოცემული ანგარიშგების №17 ფორმაში (ქვეყნის/ტერიტორიის დასახელებისა და კოდის მითითებით).
მუხლი 22🔗. ინფორმაცია რისკის მატარებელი პროდუქტების შესახებ (ფორმა №18)
1. ანგარიშგების №18 ფორმაში აისახება ინფორმაცია იმ პროდუქტების, ასევე, მომსახურების მიწოდების საშუალებების (არხის) შესახებ, რომლებიც პროვაიდერის მიერ მიჩნეულ იქნა მომეტებული რისკის მატარებლად ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწყისი რისკის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პროდუქტი (მიწოდების არხი) საანგარიშო პერიოდში დაინერგა თუ არა.
2. ანგარიშგების №18 ფორმაში მითითებული ინფორმაცია დეტალურად უნდა ასახავდეს პროდუქტის/მიწოდების არხის აღწერილობას, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით არსებულ რისკებსა და პროვაიდერის მიერ რისკების შემცირების მიზნით განსაზღვრულ ზომებს.
3. ანგარიშგების №18 ფორმაში ასევე აისახება ინფორმაცია პროდუქტის ბრუნვის/მიწოდების არხის საშუალებით განხორციელებული ოპერაციების მოცულობის შესახებ.
მუხლი 23🔗. პროვაიდერის მიერ დამატებით წარსადგენი ინფორმაცია
1. ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული ანგარიშგების გარდა, კონტროლის სისტემის დისტანციური შეფასების მიზნით, პროვაიდერი ეროვნულ ბანკს წარუდგენს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, პროვაიდერის მიერ შემუშავებულ პოლიტიკა-პროცედურებსა და დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენა ხდება ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
3. პოლიტიკა-პროცედურები და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობა არ საჭიროებს საანგარიშო პერიოდების მიხედვით განმეორებით წარდგენას, თუ მასში არ არის განხორციელებული რაიმე სახის ცვლილება, ხოლო ცვლილების შემთხვევაში, იგზავნება მხოლოდ განახლებული ინფორმაცია.
4. პროვაიდერისგან სხვა დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე.
5. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია განხორციელდეს კითხვარის სახით, რომლის ფორმას განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.
მუხლი 24🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის ვადები
1. პროვაიდერი ანგარიშგებას ეროვნულ ბანკს წარუდგენს შემდეგი თარიღებისათვის:
ა) პირველი ნახევარი წლის ანგარიშგება (იანვარი – ივნისი) – არაუგვიანეს 31 ივლისისა;
ბ) მეორე ნახევარი წლის ანგარიშგება (ივლისი – დეკემბერი) – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო წლის 31 იანვრისა.
2. ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ პოლიტიკა-პროცედურებსა და პროგრამული უზრუნველყოფის აღწერილობას პროვაიდერი წარადგენს ანგარიშგებასთან ერთად.
3. კონკრეტული პროვაიდერის ადგილზე შემოწმების დაგეგმვის მიზნით, პროვაიდერის მენეჯმენტში ან/და მფლობელობის სტრუქტურაში ცვლილების, ასევე, სხვა გარემოების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშგების ან/და დამატებითი ინფორმაციის ვადაზე ადრე გამოთხოვა. ამასთან, ანგარიშგების/ინფორმაციის გამოთხოვის განსხვავებული სიხშირე და ინტენსიურობა შესაძლებელია განაპირობოს პროვაიდერის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის დონემ.
4. ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშგების უტყუარობის დადგენის მიზნით, პროვაიდერი ვალდებულია ჰქონდეს სააღრიცხვო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ანგარიშგებაში ასახული მონაცემების რეკონსტრუირებას.
მუხლი 25🔗. ანგარიშგების და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის წესი
1. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, პროვაიდერი, ამ წესის 24-ე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ ვადებში, ანგარიშგებას ტვირთავს ,,AML/CFT დისტანციური ზედამხედველობის პორტალზე“ (შემდგომ – პორტალი).
2. ანგარიშგების ფორმა განთავსებულია პორტალზე.
3. ანგარიშგების მომზადება ხორციელდება MSExcel-ის ფორმატში. დაუშვებელია პორტალზე განთავსებული ანგარიშგების ფორმატისა და ფორმულების დარღვევა.
4. პროვაიდერი ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ეროვნულ ბანკს წარუდგენს პორტალის „მიმოწერის“ ფუნქციონალით.
5. ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით პროვაიდერში არსებული პოლიტიკა-პროცედურების, ასევე, პოლიტიკა-პროცედურებში შეტანილი ცვლილებების ეროვნული ბანკისთვის წარდგენა უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე, ოფიციალურად ხელმოწერილი და სკანირებული დოკუმენტის სახით. თუ ორიგინალი დოკუმენტი შედგენილია უცხოურ ენაზე, ხელმოწერილ და სკანირებულ დოკუმენტთან ერთად, პროვაიდერმა უნდა წარადგინოს ქართულ ენაზე ნათარგმნი დოკუმენტიც.
6. პროვაიდერისგან დამოუკიდებელი მიზეზით პორტალის ფუნქციონირების შეფერხების შემთხვევაში, ანგარიშგების ან/და ამ წესის 23-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ მუხლის მოთხოვნათა დაცვით ეროვნული ბანკისთვის წარდგენა ხორციელდება ელექტრონული ფორმით, შემდეგ მისამართზე: aml.offsite@nbg.gov.ge.