სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების სპეციალიზებული აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 24.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/949
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).000.000174
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 24/12/1996
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.12.1996 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების
სპეციალიზებული აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანებ №1-3/949
1996 წლის 24 დეკემბერი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ქართული ბანკის“ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი აქციების სპეციალიზებული აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ
„საბანკო სისტემის გაჯანსაღების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წ. 19 დეკემბრის №32-ს ბრძანებულების შესრულების მიზნით ვბრძანებ:
1. სააქციო საზოგადოება „გაერთიანებული ქართული ბანკის“ 1 აშშ ნომინალური ღირებულების სულ გამოშვებული 6000000 (ექვსი მილიონი) ცალი აქციიდან უშუალოდ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი 97 (ოთხმოცდაჩვიდმეტი ათას სამას ოცდაათი) ცალი აქციის (საწესდებო კაპიტალის 1,62%) პრივატიზება განხორციელდეს სპეციალიზებული აუქციონის წესით, მინიმალური ფასის დაწესების გარეშე.
1.1. აუქციონზე გადახდის საშუალებად მიიღება ეროვნული ვალუტა (ლარი) და გადახდილი თანხა უნდა იყოს 21 აშშ დოლარის ან მისი ჯერადის ექვივალენტური ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტში ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით;
1.2. ყოველ გადახდილ 21 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხაზე გასაცემ აქციების მაქსიმალური ოდენობა (აუქციონის კურსი) განისაზღვროს დადგენილი წესით, ზედა ზღვარის დაწესების გარეშე, გასაყიდად გამოტანილი აქციების ფარგლებში;
1.3. ნაშთად დარჩენილ აქციებზე, აუქციონის შედეგად დადგენილი ფასის გადახდით, საკუთრების უფლება დაუდასტურდეს ამ აქციების შეძენის მსურველ სხვა მონაწილეებზე მეტი თანხის გადამხდელ აუქციონის მონაწილეს, ხოლო თუ მაქსიმალური თანხა გადახდილი აქვს ორს ან მეტ მონაწილეს, ამ შემთხვევაში ნაშთად დარჩენილ აქციებზე საკუთრების უფლება დაუდასტურდეს იმ მონაწილეს, რომელმაც მათ შორის უფრო ადრე გააფორმა შესაბამისი განაცხადი;
1.4. აუქციონის ჩატარების პროცედურა და აუქციონის მონაწილეთათვის კუთვნილი აქციების რაოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 22.08.1996 წ. №1-3/511 ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და ამ ბრძანების 1.2. და 1.3. პუნქტების გათვალისწინებით.
2. აუქციონზე გასაყიდი აქციათა განლაგების და სააქციო საზოგადოებების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მყიდველებმა შეუძლიათ მიიღონ უშუალოდ სააქციო საზოგადოებაში, უზნაძის ქ.№37, ტელ.93-53-89.
3. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 05.08.1996 წლის N1-3/430 ბრძანებით შექმნილი კომისიას (თავმჯდომარე ბ-ნი ე. ჯუღელი) უზრუნველყოს აუქციონის ჩატარება ამ ბრძანების შესაბამისად.
4. დაევალოს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს (ბ-ნი გ. ნიშნიანიძე) უზრუნველყოს ამ ბრძანების დადგენილი წესით რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში.
5. აუქციონზე განაცხადების მიღება განხორციელდეს ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ, 1997 წლის 28 იანვრის 17 საათამდე.
დადგენილ ვადის დაგვიანებით წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება და აუქციონის შედეგების გაანგარიშებისას მხედველობაში არ მიიღება.
6. დაევალოს ფასიანი ქაღალდებისა და საინვესტიციო ფონდების სამმართველოს (ბ-ნი ვ. ჩხაიძე) შემოსული განაცხადების აღრიცხვა აწარმოონ ამ მიზნით გახსნილ, სპეციალურ, ფურცლები დანომრილ, ზონარგაყრილ და ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში.
7. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს (ბ-ნი მ. გაბუნია) ამ ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ ორი დღის ვადაში უზრუნველყოს ამ ბრძანების შესახებ ინფორმაციის გაზეთ „მესაკუთრე“-ში გამოქვეყნება.
8. აქციების (აქციათა პაკეტების) შესაძენად საჭირო თანხების გადახდა განხორციელდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მიმდინარე ანგარიშზე N001141776 მფო 521017 სააქციო-კომერციული ბანკის „საქართველოს ბანკის“ სათაო განყოფილებაში.
9. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს, ბატონ ე. ჯუღელს.
მინისტრი ა. სილაგაძე