საქტექზედამხედველობის კონტროლს ქვემდებარე საწარმოების, ორგანიზაციებისა და ობიექტების ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების შემოწმების წესის შესახებ უსაფრთხოების წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების ცოდნაზე
მიღების თარიღი 20.05.1994
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 000000120.01(3).000.000073
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 28/09/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.1994 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქტექზედამხედველობის კონტროლს ქვემდებარე საწარმოების, ორგანიზაციებისა და ობიექტების ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების შემოწმების წესის შესახებ უსაფრთხოების წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების ცოდნაზე
საქართველოს რესპუბლიკის ტექნიკური ზედამხედველობის
სახელწმიფო ინსპექციის კოლეგიის
დადგენილება №3
1994 წლის 20 მაისი
თბილისი
დებულება
საქტექზედამხედველობის კონტროლს ქვემდებარე საწარმოების, ორგანიზაციებისა და ობიექტების ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების შემოწმების წესის შესახებ უსაფრთხოების წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების ცოდნაზე
1. ეს დებულება ადგენს ტექზედამხედველობის კონტროლს ქვემდებარე საწარმოების, (ობიექტების) აგრეთვე მათთვის სამუშაოს შემსრულებელი სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო, სამშენებლო, სამონტაჟო, გამმართავი, სარემონტო და სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების შემოწმების წესს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების, წესების, ნორმებისა და ინსტრუქციების ცოდნაზე.
2. ცოდნის შემოწმებას ექვემდებარებიან:
ა) კონცერნების, კორპორაციების, გაერთიანებების, საწარმოების, და ორგანიზაციების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა და დაქვემდებარებისა) ხელმძღვანელი მუშაკები და სპეციალისტები, პირები რომლებიც ეწევიან მეწარმეობას და ახორციელებენ სამუშაოთა ხელმძღვანელობას, იმ შემთხვევებში თუ ეს ობიექტები და სამუშაო ტექზედამხედველობის კონტროლს ქვემდებარეა და დაკავშირებულია საწარმოთა შექმნა, მშენებლობა და რეკონსტრუქციასთან ან ობიექტების დამზადება, დამონტაჟება, გამართვა, შეკეთება და ექსპლუატაციასთან.
ბ) სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და სხვა ორგანიზაციების სპეციალისტები, რომლებიც ამუშავებენ პროექტებს, ტექნოლოგიურ რეგლამენტებსა და სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციას ტექზედამხედველობის კონტროლს ქვემდებარე წარმოებებისა და ობიექტებისათვის, აგრეთვე სპეციალისტები, რომლებიც ასრულებენ ტექზედამხედველობის კონტროლსქვემდებარე სამუშაოებს.
გ) პროფესიონალური სასწავლო დაწესებულებების მასწავლებლები და ოსტატები, რომლებიც ამზადებენ პერსონალს ტექზედამხედველობის კონტროლს ქვემდებარე ობიექტებზე მოწყობილობების მოსამზადებლად და ტექნოლოგიური პროცესების სამართავად.
დ) სამინისტროებისა და უწყებების ხელმძღვანელი მუშაკები და სპეციალისტები, რომლებიც პასუხს აგებენ ტექზედამხედველობის კონტროლსქვემდებარე საწარმოების (ობიექტების) უსაფრთხოების უწყებრივი ნორმატიული აქტების დამუშავებაზე.
„X1 შემდგომში სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოების წესების ნორმებისა და ინსტრუქციების ნაცვლად - „უსაფრთხოების წესები“.
3. ცოდნის შემოწმება ტარდება პერიოდულად, უსაფრთხოების წესებით დადგენილ ვადებში, მაგრამ არა ნაკლებ ერთის, სამ წელიწადში, ხოლო სამუშაოზე ახალი მოსულებისათვის კი – არაუგვიანეს ერთი თვისა თანამდებობაზე დანიშვნის მერე.
4. ცოდნის რიგგარეშე შემოწმებები ტარდება შემდეგ შემთხვევებში:
- ახალი ან გადამუშავებული წესების მოქმედებაში შეყვანისას;
- კონტროლსქვემდებარე წარმოებებში ზედამხედველობას დაქვემდებარებული ახალი სახეობის მოწყობილობების და ახალი ტექნოლოგიების დანერგვისას;
- სხვა სამუშაოზე დანიშვნის ან გადაყვანისას, თუ ახალ მოვალეობანი სპეციალისტისაგან მოითხოვენ უსაფრთხოების წესების დამატებით შესწავლას;
- ერთი საწარმოდან მეორეში გადასვლისას;
- მუშაობაში ერთ წელზე მეტი ხნით შესვენების გამო;
- ავარიების და უბედური შემთხვევის განხილვის პირობებში; უსაფრთხოების წესების მოთხოვნათა დარღვევის დადგენისას;
- უსაფრთხოების წესების არასაკმარისი ცოდნის გამოვლენისას;
5. საწარმოებში და ორგანიზაციებში ცოდნის შემოწმებას უზრუნველყოფენ მათი ხელმძღვანელები დამტკიცებული გრაფიკების შესაბამისად. პირები, რომლებიც ექვემდებარებიან ცოდნის შემოწმებას, გაცნობილი უნდა იყვნენ გრაფიკთან.
6. საწარმოებში, გაერთიანებებში, კონცერნებში, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო ინსტიტუტებში და სხვა ორგანიზაციებში ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების ცოდნის შესამოწმებლად ბრძანებით (განკარგულებით) იქმნება მუდმივად მოქმედი საგამოცდო კომისიები.
სამინისტროებში, უწყებებში, სამეცნიერო, საპროექტო ინსტიტუტებში, საკონსტრუქტორო დაწესებულებებში კომისიის შემქნის აუცილებლობა განისაზღვრება მათი ხელმძღვანელობის მიერ.
საგამოცდო კომისიის დაკომპლექტება ხდება არა ნაკლებ სამი კაცის შემადგენლობით.
7. კომისიის შემადგენლობაში შედიან: უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები, ავარიულ-სამაშველო სამსახურების მეთაურები, ან მთავარი სპეციალისტები (ტექნოლოგი, მექანიკოსი, ენერგეტიკოსი და სხვა), ტექზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენელი, ადგილობრივი პროფკომიტეტის წევრი წესდებებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექზედამხედველობის და სხვა სპეციალური საზედამხედველო ორგანოების წარმომადგენელი.
საწარმოების ხელმძღვანელი მუშაკების და სპეციალისტების, ასევე მუდმივ მოქმედი საგამოცდო კომისიის წევრების ცოდნის შემმოწმებელი კომისიის შემადგენლობაში ტექზედამხედველობის წარმომადგენლების მონაწილეობის აუცილებლობას ადგენს მისი რეგიონალური ორგანო, უსაფრთხოების შესაბამისი წესდებისა და კონკრეტულ საწარმოში უსაფრთხოების ტექნიკის მდგომარეობის საფუძველზე.
8. საგამოცდო კომისიების შემადგენლობაში შედიან ის პირები, რომლებსაც გავლილი აქვთ ცოდნის შემოწმება და აქვთ შესაბამისი საბუთი.
9. ზემდგომი სამეურნეო ორგანიზაციების (სამინისტროების, უწყებების, კონცერნების, კორპორაციების, გაერთიანებების და ა. შ.) მუდმივმოქმედი საგამოცდო კომისიების წევრების შემოწმება უსაფრთხოების წესების ცოდნაზე შეიძლება ჩატარდეს სპეციალიზირებულ ორგანიზაციებში (სასწავლო ცენტრებში, კომბინატებში, ინსტიტუტებში), რომლებსაც აქვთ ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ გაცემული ნებართა უსაფრთხოების შესაბამისი წესების სწავლებასა და ცოდნის შემოწმებაზე ან ტექზედამდეველობის ორგანოების კომისიებში.
10. დამოუკიდებელი საწარმოების და ორგანიზაციების მუდმივმოქმედი საგამოცდო კომისიების წევრების შემოწმება უსაფრთხოების წესების ცოდნაზე ტარდება ტექზედამხედველობის ორგამოების კომისიებში ან იმ სასწავლო ცენტრებსა და კომბინატებში, რომლებსაც აქვთ ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა (ლიცენზია) უსაფრთხოების წესების სწავლებაზე ან ცოდნის შემოწმებაზე.
11. საწარმოებისა და ორგანიზაციების მუდმივ მომქმედი საგამოცდო კომისიებში ხელმძღვანელების და სპეციალისტების ცოდნის შემოწმება შეიძლება მოხდეს აგრეთვე ამავე საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტებისაგან შემდგარი კომისიის მიერ, რომლის წევრებიც შემოწმებულნი არიან უსაფრთხოების წესების ცოდნაზე ამ დებულების მე-9 და მე-10 პუნქტებში აღნიშნულ კომისიებში. ასეთი შემოწმებები სასურველია ჩატარდეს ტექზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
12. იმ საწარმოების ხელმძღვანელი მუშაკებისა და სპეციალისტების, რომელთა რიცხოვნობა არ იძლება საგამოცდო კომისიის შექმნის საშუალებას, აგრეთვე იმ პირებისა, რომლებიც ეწევიან მეწარმოებას დაკავშირებულს ტექზედამხედველობის კონტროლს ქვემდებარე სამუშაოების შესრულებასთან, პროფესიონალური განმანათლებელი დაწესებულებების მასწავლებლებისა და ოსტატების ცოდნის შემოწმება უნდა მოხდეს საბაზო საწარმოების და სპეციალიზირებული ცენტრების კომისიებში, რომლებსაც გააჩნიათ ტექზედამხედველობის ორგანოების მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა (ლიცენზია).
13. საგამოცდო კომისიები ამოწმებენ:
ა) საუწყებო და საუწყებათაშორისო უსაფრთხოების წესებისა და წიაღის დაცვის ცოდნას;
ბ) თანამდებობრივი ინსტრუქციების, ავარიების ლიკვიდაციის გეგმების, ავარია საწინაღმდეგო რეჟიმებისა და სისტემების ცოდნას;
გ) უსაფრთხოების ტექნიკურო საშუალებებისა და ავარია საწინაღმდეგო დაცვის საშუალებების მოწყობისა და მოქმედების პრინციპების ცოდნას;
დ) მოწყობილობების საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების და დაცვის საშუალებების დანიშნულების, მოწყობისა და მოქმედების პრინციპების ცოდნას;
ე) ძირითადი და დამხმარე მოწყობილობების უსაფრთხოდ ექსპლუატაციის პირობების ცოდნას;
ვ) დაცვის საშუალებების გამოყენების ცოდნას.
წარმოებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები აბარებენ გამოცდებს უსაფრთხოების იმ ნორმატიულ დოკუმენტების ცოდნაზე, რომელთა უზრუნველყოფა და მოთხოვნათა დაცვა შედის მათ ფუნქციონალურ მოვალეობებში.
გამოცდების წინ საწარმოებში და ორგანიზაციებში უნდა ჩატარდეს თემატური კონსულტაციების, ლექციები, სემინარები, კურსები და სხვა სასწავლო ღონისძიებები.
14. ცოდნის შესამოწმებლად საგამოცდო ბილეთებს ამტკიცებს მუდმივად მომქმედი საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე ტექზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით.
იმ საწარმოების კომისიებში, რომლებიც შედიან გაერთიანებების, კონცერნების, კორპორაციების შემადგენლობაში, ცოდნის შესამოწმებლად შეიძლება გამოყენებული იქნეს ტიპიური საგამოცდო ბილეთები.
საკონტროლო-სასწავლო მანქანებისათვის უნდა შემუშავდეს პროგრამები და შესატყვისი ბილეთები, რომლებიც გამოსაცდელ პირთათვის უნდა უზრუნველყოფდნენ საგამოცდო კითხვების არსს და პასუხების ამოხსნას.
15. გამოცდების შედეგები ფორმდება ოქმებით (დანართი №1) საგამოცდო კომისიის ოქმების შენახვის ადგილს განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელი. ოქმები ინახება ცოდნის მომდევნო რიგით შემოწმებამდე.
პირი, რომელიც გამოცდას ჩააბარებს, მიეცემა დადგენილი ნიმუშის მოწმობა (დანართი № 2) რომელსაც ხელს აწერს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე და დამოწმებულია მოწმობის გამცემი საწარმოს (ორგანიზაციის) ბეჭდით.
სპეციალისტები, რომლებიც ჩააბარებენ გამოცდებს საქვაბე დანადგარების, ამწე ნაგებობების, ბურღვა-აფეთქების და გაზის ზედამხედველობის ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის ნაწილში მიეცემათ მოწმობა, რომელსაც საგამოცდო კომისიის თავმჯდომარის გარდა, როგორც ეს გათვალისწინებულია უსაფრთხოების შესაბამისი წესებით, ხელს აწერენ ტექზედამხედველობის დარგობრივი ინსპექტორი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საგამოცდო კომისიის მუშაობაში.
16. ზემო აღწერილი წესით გაცემული მოწმობები მოქმედებენ საქართველოს რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე.
17. ტექზედამხეველობის ორგანოები აკონტროლებენ საწარმოების და ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ ამ დებულებით დადგენილი უსაფრთხოების წესების ცოდნის შემოწმების ორგანიზაციას და ქმედითობას.
ცოდნის შემოწმების გრაფიკის დაცვის კონტროლს ახორციელებს საწარმოს და ორგანიზაციის ხელმძღვანელობა.
პირმა, რომლებმაც ვერ ჩააბარა გამოცდა, უფლება ეძლევა ერთი თვის ვადაში განმეორებით გაიაროს ცოდნის შემოწმება.
იმ სპეციალისტის, რომელმაც განმეორებითაც ვერ ჩააბარა გამოცდა, თანამდებობრივი შესაბამისობის საკითხს განსაზღვრავს საწარმოს ხელმძღვანელობა ტექზედმხედველობის ორგანოსთან შეთანხმებით დადგენილი წესით.
პირმა, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა, შეუძლია საგამოცდო კომისიის მოქმედება გაასაჩივროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
18. უსაფრთხოების წესების ცოდნაზე გამოცდის ჩაბარების მოწმობის მფლობელი სპეციალისტი არ თავისუფლდება უსაფრთხოების წესების, ავარიების სალიკვიდაციო გეგმების და ტექნოლოგიების და ტექნოლოგიური რეგლამენტების ცოდნის შერჩევითი შემოწმებებისაგან, რომელსაც ახორციელებენ ტექზედამხედველობის ორგანოების წარმომადგენლები.
დანართი № 1
საგამოცდო კომისიის სხდომის
ოქმი
--------------------------------------------------
(საწარმოს დასახელება)
„ “ „ 199 წ.
საგამოცდო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე --------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
კომისიის წევრები ------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ტექზედამხედველობის ორგანოების
წარმომადგენელი -------------------------------------------
(თანამდებობა, სახელი, გვარი)
ჩაატარა ---------------------------------------------------------------------------------
(უსაფრთხოების წესების, ნომრებისა და ინსტრუქციების დასახელება)
-----------------------------------------------------------------------------------------------
ცოდნის შემოწმება
-----------------------------------------------------------------------------------------------
№ სახელი თანამდებობა ცოდნის შემოწმების დასკვნა
მიზეზების (რიგითი,
რიგგარეშე, მიწერილობის
საფუძველზე და ა. შ.)
-------------------------------------------------------------------------------------------------
კომისიის თავმჯდომარე ტექზედამხედველობის წარმომადგენელი
---------------------------------------- ------------------------------------------
(ხელის მოწერა გვარი) (ხელის მოწერა, გვარი)
დანართი № 2
მოწმობა
უსაფრთხოების წესების ცოდნის შემოწმებების შესახებ
მოწმობა №
მიეცა -----------------------------------------------------
(სახელი, მამის სახელი, გვარი)
თანამდებობა --------------------------------------------
სამუშაო ადგილი ----------------------------------------
მასზედ, რომ გაიარა ----------------------------------------
(მიუთითეთ უსაფრთხოების წესები,
-----------------------------------------------------------------------
ნორმების და ინსტრუქციები)
ცოდნის შემოწმება
--------------------------------------------------------------------------------------- კომისიაში
----------------------------------------------------------------------------------------------------
(საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულების დასახელება)
და დაშვებულია ------------------------------------------------------------- თანამდებობაზე
----------------------------------------------------------------------------------------------------
საფუძველი: ოქმი № “ ” “ 199 წ.
საგამოცდო კომისიის
თავმჯდომარე -----------------------------------------------------
(ხელის მოწერა)
ბეჭდის ადგილი
ცნობები ცოდნის განმეორებითი შემოწმებების შესახებ:
თანამდებობა: ------------------------------------------------------------
სამუშაო ადგილი --------------------------------------------------------
გაიარა განმეორებითი შემოწმება --------------------------------------------------- ცოდნაზე
------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიუთითეთ უსაფრთხოების წესები, ნორმები და ინსტრუქციები)
და დაშვებულია ----------------------------------------------------------------------------------
(თანამდებობა)
საფუძველი: ოქმი № “ ” “ 199 წ.
საგამოცდო კომისიის
თავმჯდომარე -----------------------------------------------------
(ხელის მოწერა)
ბეჭდის ადგილი: