ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის ფორმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
310020000.55.067.016185
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტრ ო ს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №59

2024 წლის 1 აგვისტო

ქ. ბათუმი

 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის ფორმის დამტკიცების შესახებ

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორიალექსი ახვლედიანი



ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ შესადგენი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ წესის მიზანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ შესადგენი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-ანგარიშგების დარეგულირება.

3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა განისაზღვრება დანართი №1-ის შესაბამისად.

4. ოქმის შედგენის უფლება აქვთ სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს.

მუხლი 2. ოქმების დამზადება, გაცემა და შენახვა

1. ოქმის დამზადებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში.

2. სააგენტოს მიერ ოქმების გაცემა აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2).

3. ოქმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

4. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან.

მუხლი 3. ოქმის შევსება და წარმოება

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება უფლებამოსილი პირის მიერ, საქართველოს კანონით გათვალისწინებულ და სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ სამართალდარღვევებზე.

2. ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ხოლო ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და დგება ჩამოწერის აქტი.

3. ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად.

4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი პირი და სამართალდამრღვევი. მოწმის არსებობის შემთხვევაში, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირს, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს.

5. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს ხელმოწერაზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე – ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

მუხლი 4. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები

1. ოქმში შეიტანება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემები.

2. ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს:

ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს;

ბ) ხაზის მაგივრად გამოყენებულია მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე.

მუხლი 5. ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

1. ოქმი რეგისტრირებული უნდა იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.

2. ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, გვერდები ინომრება რიგითობის მიხედვით. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს ბეჭდით.

3. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, ლურჯი მელნით. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით, ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო „შენიშვნის“ გრაფაში პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.

4. დაუშვებელია ჟურნალისა და მასში არსებული მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა

1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა:

ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;

ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო.

2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის ჟურნალში (დანართი №3). გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ნომერი შეტანილ უნდა იქნეს აქტში.

3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 


📎 დანართები (3)
1.doc.doc

დანართი N1

მცირე სახელმწიფო გერბი-ის სურათის შედეგი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

საჯარო სამართლის იურიდიული პირი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №

„ ____“ ________________ 20 წელი _____________________

შედგენის ადგილი

  1. შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: __________________________________________

______________________________________________________________________________________

  1. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: _______________________________

______________________________________________________________________________________

(ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში − დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი)

  1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:

________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

  1. კვალიფიკაცია: ____________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

(ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის)

  1. ჯარიმის ოდენობა: _________________________ ლარი

  2. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): ___________________________________________________

________________________________________________________________________________________________

(სახელი, გვარი, მისამართი)

  1. დამრღვევის ახსნა-განმარტება: ______________________________________________________

______________________________________________________________________________________

______________________________________________________________________________________

ოქმის შემდგენელი: _________________ მოწმე: _______________________________

(ხელმოწერა) (ხელმოწერა)

სამართალდამრღვევი: ____________________ მოწმე: _______________________________

(ხელმოწერა) (ხელმოწერა)

ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: _________________________ _______________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.

დამკვეთი:

დამამზადებელი:

მისამართი:

სემგს-ს რეგისტრაციის №

2.doc

დანართი №2

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი

ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები შენიშვნა
თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
                     
3.doc

დანართი №3

გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის ჟურნალი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ექსკლუზიური № ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის მიზეზი რაოდენობა თარიღი შენიშვნა
       
       
       
       
       
       

 

 

ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის სისწორეს

 

ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ---------------------------------

(სახელი, გვარი, თანამდებობა)