საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების ახალი კრიტერიუმების შესახებ
სხვა ადმინისტრაციული ორგანოს ნორმატიული აქტი ძალადაკარგული
მიღების თარიღი 20.04.1994
ძალის დაკარგვა 02.12.2025
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №2/4
სარეგისტრაციო კოდი 000000210.01(2).000.000076
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 28/11/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.12.2025
- სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონი 10.04.2002
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების ახალი კრიტერიუმების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს კოლეგიის
დადგენილება №2/4
1994 წლის 20 აპრილი
საქართველოს რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების ახალი კრიტერიუმების შესახებ
კოლეგია აღნიშნავს, რომ სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებების სპეციფიკა გულისხმობს განათლების სამინისტროს სისტემის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებთან შედარებით. პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების კრიტერიუმებისადმი განსხვავებულ მიდგომას. კერძოდ სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული და ა. შ. სკოლებისა და სასწავლებლების პედაგოგთათვის აუცილებელია მუდმივი პროფესიული საშემსრულებლო ფორმის შენარჩუნება, რაც მოითხოვს შემოქმედებითი საქმიანობის სისტემატურ შეთავსებას პედაგოგიურ მოღვაწეობასთან.
კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების ახალი კრიტერიუმების დამტკიცების მიზნით კულტურის სამინისტროს კოლეგია ადგენს:
1. 1995 წლის 1 სექტემბრიდან დაინერგოს კულტურის სამინისტროს სისტემის სახელოვნებო სკოლებსა და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებში პედაგოგთა მიღება ვადიანი (1-დან 5 წლამდე) ხელშეკრულების საფუძველზე.
2. გადაყვანილ იქნან აღნიშნული ტიპის სასწავლო დაწესებულებების დირექტორები (სამხატვრო ხელმძღვანელები) ხუთწლიანი სახელშეკრულებო სისტემაზე კულტურის სამინისტროს მიერ.
3. ყოველი ხელშეკრულების განახლება მოხდეს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული მოთხოვნების შესაბამისად.
4. დაისვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წინაშე. რათა აღნიშნული დადგენილება გატარდეს რეგისტრაციაში.
კოლეგიის თავმჯდომარე
კულტურის მინისტრი დ. მაღრაძე