დებულება საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაონების სასამართლოებისა და იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა მატერიალური პირობების გაუმჯობესების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და სხვა ღონისძიებებზე მიმართული თანხების გამოყენების შესახებ
მიღების თარიღი 01.11.1995
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №20/1
სარეგისტრაციო კოდი 000000070.01(2).000.000080
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 25/12/1995
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.11.1995 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
დებულება
საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაონების სასამართლოებისა და იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა მატერიალური პირობების გაუმჯობესების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და სხვა ღონისძიებებზე მიმართული თანხების გამოყენების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის
სამინისტროს კოლეგიის
დადგენილება №20/1
1995 წლის 1 ნოემბერი
დებულება
საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებისა და რაონების სასამართლოებისა და იუსტიციის სამინისტროს მუშაკთა მატერიალური პირობების გაუმჯობესების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და სხვა ღონისძიებებზე მიმართული თანხების გამოყენების შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 7 თებერვლის №31, 1995 წლის 28 მარტის №89 ბრძანებულებების, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 21 ივლისის № 573 და 1995 წლის 11 აპრილის № 196 დადგენილებების, ასევე იუსტიციის სამინისტროს 1995 წლის 16 იანვრის №4 ბრძანების საფუძველზე და სხვა ღონისძიებებიდან იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული სახსრები უნდა მოხმარდეს თანამშრომელთა პირობების გაუმჯობესებას, საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების და სხვა ღონისძიებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. შემოსავლები, რომლებიც შეივსება სასამართლო ორგანოების მიერ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთა წარმოების სასამართლო განაჩენებით, გადაწყვეტილებებით და დადგენილებებით სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრებული თანხის 10 პროცენტიდან მოხმარდეს:
- იმ სასამართლოების მუშაკთა მატერიალურ წახალისებას და დახმარებას, რომელთა მეშვეობითაც ამოღებულია აღნიშნული თანხა - 30 პროცენტი;
- სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას და მათი ადმინისტრაციული შენობების კაპიტალურ რემონტს - 50 %(თანხების გამოყენების დროს მხედველობაში იქნეს მიღებული თითოეული სასამართლოს პირადი წვლილი შემოსავლებში);
- დარჩეს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაში 20 პროცენტი.
II. საწარმოთა სასამართლოებში სარეგისტრაციო მოსაკრებელი მოხმარდეს:
- იმ სასამართლოების მუშაკთა მატერიალური პირობების გაუმჯობესების, მატერიალურ წახალისებას და დახმარებას, რომელთა მეშვეობითაც ჩარიცხულია თანხა სამინისტროს სპეცანგარიშზე - 25%;
- ამავე სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას - 25%;
- დარჩეს იუსტიციის სამინისტროს განკარგულებაში - 50%.
III. იუსტიციის სამინისტროს სისტემის ორგანოებში კომერციული იურიდიული სასწავლებლების სტუდენტთა ფასიანი პრაქტიკული სწავლებიდან შემოსული სახსრები მოხმარდეს:
- სასამართლოების იმ მუშაკთა მატერიალურ სტიმულირებას, ვისთანაც სტუდენტებმა გაიარეს პრაქტიკული სწავლება - 50%;
- დარჩეს სამინისტროს განკარგულებაში - 50 %.
IV. სამინისტროს ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის მიერ სასამართლოების გარდა, სახელმწიფო და სხვა ორგანოების დადგენილებებით სისხლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვასთან დაკავშირებული ექსპერტიზებისა და გამოკვლევებისათვის გადახდილი თანხის 100%-დან და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 290 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ექსპერტიზის ინიციატივით გამოვლენილი თანხის 10%-დან მოხმარდეს:
- ექსპერტიზის კვლევითი ცენტრის მუშაკთა მატერიალური პირობების გაუმჯობესებას და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისას - 80%;
- გადაეცეს იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში გამოსაყენებლად - 20%.
V. მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანებების სარეგისტრაციო მოსაკრებლის და საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეებისათვის საბუთების ლეგალიზაციის, სანოტარო მოქმედებების შესრულებისა და სხვა სახის მომსახურებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სახელწმიფო მეთაურის 1995 წლის 28 მარტის №89 ბრძანებულების დანართი №3-ით, გარდა მე-9 მუხლისა, სამინისტროს განკარგულებაში დატოვებული თანხის 50%-დან - 100%, საადვოკატო საქმიანობისა და სამართლებრივი მომსახურების ლიცენზიების გაცემისათვის სალიცენზიო მოსაკრებლის სამინისტროს განკარგულებაში დატოვებული თანხის 30 %-დან 100 პროცენტი; საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ იურიდიულ პირებზე მოქმედი საკანონმდებლო აქტების შესახებ ინფორმაციის გაცემისათვის, საუწყებო ნორმატიული აქტების რეგისტრაციისათვის, სამინისტროს მეშვეობით სხვადასხვა სახის მომსახურებისა და შემოსავლების, იუსტიციის სამინისტროს სახაზინო სამსახურებიდან შემოსავლები 100% ძირითადი საშუალებების იჯარით და გაქირავებიდან შემოსული თანხის 30 %-დან და სასამართლოების მეშვეობით, ზემოთ აღნიშნული შემოსავლებიდან სამინისტროს განკარგულებაში დატოვებული თანხის მთლიანი ოდენობა მოხმარდეს:
- 10 % სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას;
- 10% ცენტრალური აპარატის მუშაკთა მატერიალური დახმარებას;
- 10 % მინისტრის ფონდის შექმნას;
- 70 % მოხმარდება სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაკთა მატერიალურ წახალისებას.
სამინისტროს მუშაკთა დამატებით გასანსჯელოსათვის განკუთვნილი თანხები გათავისუფლებულია სოცდაზღვევის ანარიცხებისაგან.
სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების ფონდში ჩარიცხული თანხა გამოიყენება კომპიუტერების, გამოთვლითი ტექნიკის, ინვენტარის, საკანცელარიო მოწყობილობისა და სხვა სამეურნეო დანიშნულების ღონისძიებებისათვის.
სამინისტროს მუშაკთა მატერიალური დახმარების ფონდში ჩარიცხული თანხა გამოიყენება მუშაკებისათვის მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად, ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტების შრომის ასანაზღაურებლად და სხვა ღონისძიებებისათვის.
მინისტრის ფონდში ჩარიცხული თანხები გამოიყენება წარმომადგენლობით ხარჯებისა და სხვადასხვა ღონისძიებებზე.
სპეცანგარიშზე ჩარიცხული თანხების განაწილებისათვის მინისტრის ბრძანებით იქმნება მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც თავის მუშაობას წარმართავს ამ დებულებით და განიხილავს სამინისტროს მუშაკთა მატერიალური სტიმულირების, მატერიალური დახმარებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისათვის სამინისტროს სპეცანგარიშზე ჩარიცხული თანხების გამოყენებისა და განაწილების საკითხებს, ადგენს სათანადო ოქმს და შესასრულებლად წარუდგენს საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებას თანხების ასანაზღაურებლად.
საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილება კომისიის ოქმის საფუძველზე აწარმოებს სახსრების გამოყენებას სპეცანგარიშიდან.
სპეცანგარიშზე შემოსული თანხების აღრიცხვა საბუღალტრო აღრიცხვა ანგარიშგების განყოფილებაში უნდა წარმოებდეს შემოსავალთა ცალკეული სახეების მიხედვით. შემოსავლები ზემოთ აღნიშნული დიფერენცირებული პროცენტული სიდიდეებით სახეების მიხედვით ჯამდება და მოხსენდება კომისიას, მისი მიზნობრივი განაწილებისათვის.
მინისტრი თ. ნინიძე