დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევში მდებარე მე-6 ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული დუშეთის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის კახა მწითურის სახელის მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №47
2024 წლის 26 ივლისი
ქ. დუშეთი
დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევში მდებარე მე-6 ქუჩისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული დუშეთის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის – კახა მწითურის სახელის მინიჭების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დუშეთის მუნიციპალიტეტის ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ აბანოსხევში მდებარე მე-6 ქუჩას მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული დუშეთის ბატალიონის სამხედრო მოსამსახურის – კახა მწითურის სახელი.
2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.
3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
4. განკარგულება გადაგზავნილ იქნეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.
5. განკარგულება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კანონით დადგენილი წესით მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №17).
საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ჩიტაური