საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საბავშვო ბაღის ,,იმედის” წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №717
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.959
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 27/12/2005
matsne.gov.ge 1,251 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📤 მითითებული ნორმატიული აქტები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საბავშვო ბაღის ,,იმედის” წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.959 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №717 2005 წლის 22 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული    პირის – საბავშვო ბაღის ,,იმედის” წესდების დამტკიცების შესახებ ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საბავშვო ბაღის ,,იმედის” შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 16 თებერვლის №83 ბრძანებულების შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საბავშვო ბაღის ,,იმედის” თანდართული წესდება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი      ა. დიდებულიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საბავშვო ბაღის ,,იმედის” წესდება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი  1. საბვშვო ბაღი ,,იმედი” არის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის № 613 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (შემდგომში – საბავშვო ბაღი). 2. საბავშვო ბაღი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 3. საბავშვო ბაღი დამოუკიდებლად წარმართავს აღმზრდელობით და დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად. 4. საბავშვო ბაღი საკუთარი მიზნების გასახორციელებლად, მისი უფლებამოსილების ფარგლებში დებს გარიგებებს, გამოდის მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. გარიგებები, რომლებიც სცილდება მისი სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებს, ბათილია. 5. საბავშვო ბაღს აქვს მრგვალი ბეჭედი თავისი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა. 7. საბავშვო ბაღის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ბახტრიონის ქ. №18. მუხლი 2🔗. საბავშვო ბაღის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი 1. საბავშვო ბაღის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ნორმალურ აღზრდას, მათ ჰარმონიულ განვითარებას და სკოლისათვის მომზადებას, ბავშვთა აზროვნებას, ემოციური სამყაროს და ნებისყოფის ფორმირებას, მათ ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ და ესთეტიკურ აღზრდას. მოზარდებში სხვისი აზრისა და საკითხებისადმი პატივისცემის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. 2. საბავშვო ბაღი სასწავლო-აღმზრდელობით პროცესს წარმართავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სკოლამდელი ასაკის ბავშვთა აღზრდის სახელმწიფო პროგრამების, სტანდარტების და განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად. 3. საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს უქმნის ჯანმრთელობის დაცვისა და ფიზიკური სრულყოფის პირობებს. 4. საბავშვო ბაღში სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. 5. საბავშვო ბაღში ჯგუფების დაკომპლექტება ხდება ასაკობრივი ნიშნის მიხედვით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სააღმზრდელო დაწესებულებების სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად. მუხლი 3🔗. საბავშვო ბაღის სამეთვალყურეო საბჭო 1. საბვშვო ბაღის მართვის მიზნით იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა აღმზრდელ/პედაგოგი და საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლების მიერ 1 წლის ვადით არჩეული 3 მშობელი. 2. სამეთვალყურეო საბჭო: ა) კონტროლს უწევს საბავშვო ბაღის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას; ბ) ამტკიცებს და შეაქვს ცვლილებები საბავშვო ბაღის სასწავლო-აღმზრდელობით პროგრამაში; გ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საბავშვო ბაღის ბიუჯეტს; დ) ამტკიცებს ბიუჯეტის შესრულების შესახებ დირექტორის ანგარიშს; ე) ამტკიცებს საბავშვო ბაღის შინაგანაწესს და თანამშრომელთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ვ) განსაზღვრავს დღის რეჟიმს და სააღმზრდელო წლის არდადეგების განრიგს. 3. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭო ირჩევს თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით. 4. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები იმართება სამ თვეში ერთხელ მაინც. სხდომას იწვევს და უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 5. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება წევრების ნახევარზე მეტი მაინც. 6. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. 7. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილებანი ფორმდება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. მუხლი 4🔗. საბავშვო ბაღის მართვა 1. საბავშვო ბაღის მიმდინარე საქმიანობას წარმართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 2. საბავშვო ბაღის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი პედაგოგიური განათლება. 3. დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს საბავშვო ბაღის საქმიანობას; ბ) ანაწილებს ფუნქციებს და დავალებებს თანამშრომელთა შორის; გ) საქართველოს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს; დ) ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს თანამშრომლებს; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ აქტებს; ვ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საბავშვო ბაღის ბიუჯეტს და ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ზ) განკარგავს თანხებს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად; თ) წარმოადგენს საბავშვო ბაღს სხვა ორგანიზაციებთან და საქველმოქმედო საზოგადოებრივ გაერთიანებებთან ურთიერთობაში. 6. დირექტორს ეკისრება საბავშვო ბაღის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს: ა) საბავშვო ბაღის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების სწორად და მიზნობრივად ხარჯვაზე; ბ) საბავშო ბაღში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის სწორად წარმართვასა და ხარისხზე, შესაბამისი კულტურულ-საყოფაცხოვრებო და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნაზე. მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. საბავშვო ბაღის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. 2. საბავშვო ბაღის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს საბავშვო ბაღის მიერ გახორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. საბავშვო ბაღის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალების და ინფორმაციის წარდგენა. 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს საბავშვო ბაღის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მუხლი 6🔗. საბავშვო ბაღის ქონება საბავშვო ბაღს თავისი მიზნების განსახორციელებლად გადაეცემა სახელმწიფო ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 7🔗. საბავშვო ბაღის დაფინანსება საბავშვო ბაღის დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი სახელმწიფო ან ადგილობრივი ბიუჯეტებიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) შემოწირულობები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. მუხლი 8🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. საბავშო ბაღს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატოს განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები საბავშვო ბაღის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმდებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული და შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. მუხლი 9🔗. საბუღალტრო აღრიცხვა და ანგარიშსწორება 1. საბავშვო ბაღის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშსწორებას აწარმოებს ბუღალტერი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი. 2. საბავშვო ბაღი ვალდებულია აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. მუხლი 10🔗. საბავშვო ბაღის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია 1. საბავშვო ბაღის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საბავშვო ბაღის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორად შეიძლება დანიშნულ იქნეს საბავშვო ბაღის დირექტორი. 3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულებები ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.