⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2006)
გაუქმებულია:

თანამდებობრივ სარგოებზე (განაკვეთებზე) დანამატების დაწესების შესახებ

მიღების თარიღი 23.01.1995
ძალის დაკარგვა 01.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 000000090.02(0).000.000881
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 1, 24/10/1997
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 291 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.1995 მიღება
01.01.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

თანამდებობრივ სარგოებზე (განაკვეთებზე) დანამატების დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება №34 1995  წლის 23 იანვარი ქ. თბილისი თანამდებობრივ სარგოებზე (განაკვეთებზე) დანამატების დაწესების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. დაწესდეს დანამატები: - მაღალმთიან ადგილებში მომუშავეთათვის სიმაღლეების მიხედვით ძირითად თანამდებობრივ სარგოს (განაკვეთის) მიმართ შემდეგი ოდენობით: ზღვის დონიდან  1500-2000 მეტრამდე – 20 პროცენტი; ზღვის დონიდან  2000-2500 მეტრამდე – 30 პროცენტი; ზღვის დონიდან  2500 მეტრზე ზევით – 40 პროცენტი; - ძნელად მისადგომ ადგილებში მომუშავეთათვის – 15 პროცენტი; - ღამის საათებში მუშაობისათვის – საათობრივი სატარიფო განაკვეთის (სარგოს) – 40 პროცენტის ოდენობით ყოველ ნამუშევარ საათზე; - შრომის მავნე და მძიმე პირობებისათვის ძირითადი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) – 15 პროცენტის, ხოლო განსაკუთრებით მძიმე და განსაკუთრებით მავნე პირობებისათვის - 20 პროცენტის ოდენობით; - უცხო ენების პრაქტიკული გამოყენებისათვის (გარდა სპეციალისტებისა) – დასავლეთ ევროპული ერთი ენის ცოდნისათვის –თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) – 10 პროცენტი; - აღმოსავლეთ ქვეყნების ერთი ენის ან დასავლეთ ევროპული ორი ან მეტი ენის ცოდნისათვის – 20 პროცენტი; - საიდუმლო საქმის წარმოებისათვის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის) – 10 პროცენტი; I კლასის მძღოლებისათვის თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) – 25 პროცენტი; II კლასის – 15 პროცენტი. 2. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან ერთად შეიმუშაოს და დაამტკიცოს იმ სამუშაოთა ნუსხა, რომელიც მიეკუთვნება შრომის მავნე და მძიმე, აგრეთვე განსაკუთრებით მავნე და მძიმე პირობებს. 3. საბიუჯეტო სფეროს ორგანიზაციისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებს უფლება აქვთ ვაკანტური საშტატო ერთეულების შემცირებით შრომის ანაზღაურების ფონდში მიღებული ეკონომიის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, მუშაკებს დაუწესოს დანამატი შრომის მაღალი შედეგებისათვის თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთის) არაუმეტეს – 50 პროცენტისა. 4. დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს, ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოებს, საქართველოს რესპუბლიკის ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს კუთვნილებისამებრ უზრუნველყონ წინამდებარე დადგენილებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა დაფინანსება წარმოდგენილი გაანგარიშებებისა და განაცხადების მიხედვით. 5. წინამდებარე დადგენილების მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს ადრე მოქმედი შესაბამისი ნორმატიული აქტები მასში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ს. კერვალიშვილი