სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I და II ჩიხებისათვის გივი ფანცულაიას სახელის მინიჭების თაობაზე

მიღების თარიღი 27.07.2024
გამომცემი ორგანო სენაკის მუნიციპალიტეტი
ნომერი №გ-41. 4124209001
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.108.016026
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/08/2024
matsne.gov.ge 265 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას I ქუჩის III შესახვევისთვის წმინდა ალექსი შუშანიას სახელის მინიჭების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 28.03.2025 სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ჯიხას პირველი ქუჩის მე-5 ჩიხის სახელის გადარქმევის თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 27.08.2025 სენაკის მუნიციპალიტეტის ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ნოსირის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 88% 20.11.2020 სენაკის მუნიციპალიტეტის ზემო - ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მუხურის უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 87% 12.11.2021 სენაკის მუნიციპალიტეტის უშაფათის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ლეგოგინეს უსახელო ქუჩის სახელდების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 84% 29.07.2020

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I და II ჩიხებისათვის გივი ფანცულაიას სახელის მინიჭების თაობაზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება №გ-41.4124209001 2024 წლის 27 ივლისი ქ. სენაკი სენაკის  მუნიციპალიტეტის  ნოქალაქევის  ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I და II ჩიხებისათვის  გივი ფანცულაიას სახელის მინიჭების თაობაზე საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 პუქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თვმჯდომარის მოადგილის შაქრო კოკაიას 2024 წლის 12 მარტის №41-41240721 მომართვისა და გეოგრაფიული  ობიექტების  სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული  ობიექტების  სახელწოდებათა  სფეროში  მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 26 ივნისი №42 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მიიღო განკარგულება: 1. სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას მე-9 ქუჩას და მე-9 ქუჩის  Iდა II ჩიხებს ეწოდოს ,,გივი ფანცულაიას“ სახელი. (ორთოფოტო თან ერთვის) 2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში  უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და  გავრცელება). 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე.  4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247). სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              საბა ოდიშარია