სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I და II ჩიხებისათვის გივი ფანცულაიას სახელის მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№გ-41. 4124209001
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.108.016026
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-41.4124209001

2024 წლის 27 ივლისი

ქ. სენაკი

სენაკის  მუნიციპალიტეტის  ნოქალაქევის  ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას მე-9 ქუჩის და მე-9 ქუჩის I და II ჩიხებისათვის  გივი ფანცულაიას სახელის მინიჭების თაობაზე

საქართველოს  ორგანული  კანონის  „ადგილობრივი  თვითმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის  ,,პ“ ქვეპუნქტის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე პირველი და მე-2 პუნქტების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული  ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-4 პუქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული-ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თვმჯდომარის მოადგილის შაქრო კოკაიას 2024 წლის 12 მარტის №41-41240721 მომართვისა და გეოგრაფიული  ობიექტების  სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული  ობიექტების  სახელწოდებათა  სფეროში  მოქმედი სამთავრობო კომისიის 2024 წლის 26 ივნისი №42 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობის შესაბამისად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  მიიღო განკარგულება:

1. სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას მე-9 ქუჩას და მე-9 ქუჩის  Iდა II ჩიხებს ეწოდოს ,,გივი ფანცულაიას“ სახელი. (ორთოფოტო თან ერთვის)

2. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ განკარგულების მიღებიდან ოთხი თვის ვადაში  უზრუნველყოს კონკრეტული ღონისძიებების გატარება (აბრების, ფირნიშების, ცნობარების დამზადება, კორექტირება, და  გავრცელება).

3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს დაევალოს განკარგულების მიღებიდან 10 დღის ვადაში საკრებულოს გადაწყვეტილება გაუგზავნოს სსიპ-საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, აგრეთვე უზრუნველყოს სამართლებრივი აქტის გამოქვეყნება,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ვებგვერდზე. 

4.  განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

5. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში სენაკის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. სენაკი, შოთა რუსთაველის ქ. №247).

   

სენაკის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                              საბა ოდიშარია