⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.12.2006)
გაუქმებულია:

ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა ლიცენზირების შესახებ

მიღების თარიღი 01.06.1995
ძალის დაკარგვა 26.12.2006
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000070
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 24/08/1995
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 5,490 სიტყვა · ~27 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.1995 მიღება
26.12.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა ლიცენზირების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის ბრძანება  №46 1994 წლის 1 ივნისი ქ. თბილისი ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა ლიცენზირების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ნოემბრის № 812 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებისა და ორგანიზაციის შესახებ“ მე-3 პუნქტისა და 1995 წლის 15 აპრილის № 211 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის და საფონდო ბირჟების შესახებ“ დროებითი დებულების მოთხოვნების შესასრულებლად  ვბრძანებ: 1. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა ლიცენზირების პროცედურის შემუშავება და ლიცენზიების გასაცემად მასალების მომზადება დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოს. 2.  „ფასიანი ქაღალდების მიმოქცევისა და საფონდო ბირჟების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებამდე შეიქმნას: ა) საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატების საატესტაციო კომისია; ბ) საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოსთან ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროში ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო. 3. „ფასიანი ქაღალდების მიმოქცევისა და საფონდო ბირჟების შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებამდე დამტკიცდეს: ა) ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ მონაწილეთა პიროვნული და ინსტიტუციონალური ლიცენზირების წესი თანდართული დანართებით; ბ) საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატების საატესტაციო კომისიის დებულება; გ) საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოსთან შექმნილი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროში ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს დებულება; დ) თემატიკა, რომლის მიხედვითაც მოხდება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატების ატესტაცია; ე) საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატების საატესტაციო კომისიის შემადგენლობა; ვ) საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოსთან შექმნილი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროში ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა. 4. გაუქმდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის 1994 წლის 1 სექტემბრის № 72 ბრძანება. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფასიანი მინისტრის მოადგილეს ბატონ ნ. ბაგრატიონს. მინისტრი                                                                               დ. იაკობიძე ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ მონაწილეთა პიროვნული და ინსტიტუციონალური ლიცენზირების წესი წინამდებარე წესი შემუშავებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 28 ნოემბრის № 812 დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკაში ფასიანი ქაღალდებისა და ბაზრის ფორმირებისა და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის და საფონდო ბირჟების შესახებ“ დროებითი დებულების მოთხოვნების შესასრულებლად. იგი განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ მონაწილეთა ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ნებადართული ზოგიერთი ტიპის საქმიანობის ლიცენზირებისათვის საჭირო მოთხოვნებს. 1. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზირება ------------------------------------------------------------------------------------------------------ 1.1. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატმა (შემდგომში კანდიდატი) უნდა წამოადგინოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროში (შემდგომში სამინისტრო) შემდეგი დოკუმენტები: - განცხადება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის (შემდგომში პიროვნული ლიცენზიის) მიღების შესახებ; - პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატის ანკეტა შევსებული სახით. (იხილეთ დანართი 1). - ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი; - დოკუმენტების ასლები სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდის თაობაზე. 1.2. წარმოდგენილ დოკუმენტებში ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად კანდიდატს შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი მონაცემები (დოკუმენტები) ამ ინფორმაციის ირგვლივ. 1.3. კანდიდატმა, მისი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროში კვალიფიკაციის დასადგენად, უნდა გაიაროს ატესტაცია სამინისტროსთან შექმნილი ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატების საატესტაციოდ. 1.3. პიროვნული ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა და კანდიდატის ატესტირება უნდა მოხდეს 30 დღის განმავლობაში დოკუმენტების ჩაბარებიდან. 1.4. დოკუმენტების განხილვის შემდეგ, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კანდიდატი არ დაიშვება კომისიაზე ატესტაციის გასასვლელად, რაც მას ეცნობება წერილობით. სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდილი თანხა კანდიდატს უკან არ უბრუნდება. 1.5. დოკუმენტების განხილვის შემდეგ, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კანდიდატს დაენიშნება დრო კომისიაზე ატესტაციის გასასვლელად. ატესტაციის ფორმას (ზეპირი გასაუბრება, წერით გამოცდა ტესტის ფორმით და სხვა) ადგენს კომისია სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოსთან შეთანხმებით. კანდიდატის ატესტაცია მოხდება საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული თემატიკით. ატესტაციის შედეგები ფორმდება კომისიის ოქმით. 1.6. კომისიის მიერ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კანდიდატს ეცნობება ეს წერილობით. სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდილი თანხა კანდიდატს უკან არ უბრუნდება. 1.7. კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სამინისტრო გასცემს პიროვნულ ლიცენზიას, რის შემდეგაც კანდიდატი ითვლება ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე სპეციალისტად (პიროვნული ლიცენზიის ფორმა იხილეთ დანართი 3-ში). 1.8. პიროვნული ლიცენზიის გაფორმება და გაცემა წარმოებს ატესტირებიდან 10 დღის განმავლობაში. 1.9. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების ვადა არის ერი წელი. ვადის გასვლის შემდეგ ლიცენზირებულ სპეციალისტს შეუძლია მოითხოვოს პიროვნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებამდე სპეციალისტს უფლება აქვს იმუშაოს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ერთი თვის განმავლობაში ვადაგასული ლიცენზიით. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სპეციალისტმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს: - განცხადება პიროვნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ; - პიროვნული ლიცენზიის ასლი; - ცნობა ბოლო სამუშაო ადგილიდან; - სპეციალისტის ანკეტა შევსებული სახით. (იხილეთ დანართი 2) 1.10. სამინისტროს უფლება აქვს იმ ორგანიზაციებიდან, სადაც ან ვისთანაც თანამშრომლობდა ან თანამშრომლებს სპეციალისტი, მოითხოვს დამატებითი ინფორმაცია, რათა გადაწყვიტოს პიროვნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხი. 1.11. სამინისტროს უფლება აქვს გაატაროს ახალ ატესტაციაზე სპეციალისტი იმ შემთხვევაში, თუ: - მას პიროვნული ლიცენზიის მოქმედების ვადის განმავლობაში არ უმუშავია ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე; - მის მიმართ იქნება დასაბუთებული პრეტენზიები საინვესტიციო ინსტიტუტების ან საფონდო ბირჟების მხრიდან; - მის მიმართ იქნება დასაბუთებული პრეტენზიები კლიენტების მხრიდან; - იმ ორგანიზაციას, სადაც ის მუშაობდა ან მუშაობს, ჩამოერთვა ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე მუშაობის ლიცენზია ან გაკოტრდა; - კანონმდებლობაში, რომელიც არეგულირებს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარს, მოხდება მნიშვნელოვანი ცვლილებები. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტმა უნდა გაიაროს ხელახალი ატესტაცია, ის ვალდებულია თავიდან გადაიხადოს სალიცენზიო მოსაკრებელი და გადახდილი თანხის დოკუმენტების ასლები წარმოადგინოს სამინისტროში. 1.12. სამინისტროს შეუძლია გააუქმოს პიროვნული ლიცენზია, თუ სპეციალისტი: - მსჯავრდებული იქნა დოკუმენტების, ფულის და ფასიანი ქაღალდების ფალსიფიცირებისათვის, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის; - ლიცენზირებული საქმიანობის სფეროში რამდენჯერმე დაარღვევს თავისი საინვესტიციო ინსტიტუტის  საქმიანობის წესებს (ამ უკანასკნელის წარდგინებით); - ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რის გამოც ორგანიზაციას, რომელთანაც თანამშრომლობდა სპეციალისტი, ჩამოერთმევა ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია ან ეს ორგანიზაცია გამოცხადდება გადახდისუუნაროდ; 1.13. იმ შემთხვევაში, თუ სპეციალისტს ჩამოერთვა სამინისტროს მიერ გაცემული პიროვნული ლიცენზია, მას განმეორებით ლიცენზიის მიღების საკითხი სამინისტროს წინაშე შეიძლება დააყენოს ორი წლის მერე ლიცენციის ჩამორთმევიდან. 2. ფასიანი ქაღალდების გამოშვების (ემიტენტის) ლიცენზირება 2.1. საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე ემიტენტის როლში შეიძლება გამოვიდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 15 აპრილის 211 დადგენილების 2.2. პუნქტით განმარტებული ყველა სამართლებრივი სუბიექტი. 2.2. ფასიანი ქაღალდების გამოშვების ლიცენზიის მისაღებად ემიტენტმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: - განცხადება ფასიანი ქაღალდების გამოშვების ლიცენზიის მიღების შესახებ; - ემისიის პროსპექტი (ორი ეგზემპლარი) ორგანიზაციის სამი პირველი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული (რეგისტრაციისას  მოწმდება სამინისტროს ბეჭდით); - წესდება (ორი ეგზემპლარი); - სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; - დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული წინა წლის ბალანსი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, ნახევარი წლის ან ცხრა თვის ბალანსი იმის მიხედვით, თუ როდის ჩაბარდა დოკუმენტები სამინისტროს ლიცენზიის მისაღებად; - საკუთარი კაპიტალის ოდენობის დამადასტურებელი ცნობა დამოწმებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ; - ფასიანი ქაღალდის  ნიმუში-მაკეტი (ორი ეგზემპლარი, რეგისტრაციისას მოწმდება სამინისტროს ბეჭდით); - ოქმი ფასიანი ქაღალდების გამოშვების გადაწყვეტილების მიღების შესახებ; - მომსახურე ბანკის (ბანკების) ცნობა ანგარიშის (ანგარიშების) მდგომარეობის შესახებ. (ამ ცნობის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ ბანკებს); - პიროვნული ლიცენზიის მქონე პირთა სია ლიცენზიების ასლებით. (არა ნაკლებ ერთი პირისა). პიროვნული ლიცენზიის ქონა აუცილებელია ემიტენტის ყველა იმ თანამშრომლისათვის, ვინც ხელმძღვანელობს ან მონაწილეობას ღებულობს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელებაში; - ემიტენტის ანდერრაიტერთან დადებული ხელშეკრულების ასლი, იმ შემთხვევაში, როდესაც ემიტენტი ემისიის ორგანიზაციას საინვესტიციო ინსტიტუტის მეშვეობით ახორციელებს;  - დოკუმენტების ასლები სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდის თაობაზე. 2.3. გადაწყვეტილებას ემისიის შესახებ ღებულობს ემიტენტის მმართველი ორგანო, რომელსაც გააჩნია ამის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობისა და წესდების საფუძველზე. 2.4. დაუშვებელია ფასიანი ქაღალდების გამოშვება ემიტენტის ზარალის დასაფარად. 2.5. თუ სამინისტროს ემიტენტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისადმი პრეტენზიები არ გააჩნია, ის ვალდებულია წარმოდგენილი ემისიის პროსპექტი გაატაროს სახელმწიფო რეგისტრაციაში და გასცეს ფასიანი ქაღალდების გამოშვებაზე ლიცენზია. 2.6. ემიტენტს ემისიის პროსპექტის სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარების შემდეგ უფლება არა აქვს მასში ცვლილებები შეიტანოს. 2.7. სამინისტრო აწარმოებს სახელწმიფო რეგისტრაციაში გატარებული პროსპექტების რეესტრს. 2.8. შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემდეგ ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსების დროს ემიტენტმა უნდა გამოაქვეყნოს პრესაში სამინისტროს მიერ რეგისტრირებული ემისიის პროსპექტი რეგისტრაციის თარიღისა და ნომრის მითითებით და გამოაცხადოს ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე ხელმოწერა. ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს: - ემიტენტის სრული დასახელება და მისი იურიდიული მისამართი; - გამოსაშვები ფასიანი ქაღალდების სახეობა და მისი მოცულობა; - ერთი ცალი ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება; - პოტენციური ინვესტორების წრე; - ფასიანი ქაღალდების გავრცელების დაწყების დრო; - ის ადგილი ან ადგილები, სადაც პოტენციური ინვესტორები შეძლებენ ემისიის პროსპექტის გაცნობას და აღნიშული ფასიანი ქაღალდების შეძენას; ემიტენტს შეუძლია ამ ნუსხას დაუმატოს სხვა მონაცემებიც. 2.9. ემიტენტი ვალდებულია თავისი ან სხვა იურიდიული პირის მეშვეობით აწარმოოს მის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეესტრი. 2.10. კონტროლს ფასიანი ქაღალდების გამოშვების წესების დაცვაზე ახორციელებს სამინისტრო. 2.11. სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს დარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების ემისიის მიმდინარეობის კონტროლი, რათა არ დაირღვეს წინამდებარე წესისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის მარეგულირებელი დებულების მოთხოვნები. 2.12. წინამდებარე წესისა და ფასიანი ქაღალდების მიმოქცევის მარეგულირებელი დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს შეაჩეროს ემიტენტის მიერ ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესი და მოსთხოვოს ემიტენტს აღმოჩენილი დარღვევების აღმოფხვრა. დარღვევების აღმოფხვრის შემთხვევაში სამინისტროს წერილობითი ნებართვის საფუძველზე ემიტენტს უფლება ექნება გააგრძელოს ფასიანი ქაღალდების გამოშვება. 2.13. სამინისტროს შეუძლია გააუქმოს ემისიის პროსპექტის სახელმწიფო რეგისტრაცია და ჩამოერთვას ემიტენტს შესაბამისი ლიცენზია თუ იგი არ აღმოფხვრის სამინისტროს მიერ აღმოჩენილ დარღვევებს ან თუ აღმოჩნდება, რომ მის მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებში ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ ემიტენტს უნდა ეცნობოს წერილობით. ეს ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება ემიტენტს შეუძლია სასამართლოში. 2.14. აუცილებელია, რომ ემიტენტს თანამშრომლად მუდმივად ყავდეს ერთი მაინც პიროვნული ლიცენზიის მქონე სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს შეუჩეროს ემიტენტს ლიცენზიის მოქმედება. ვადაგადაცილებული პიროვნული ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირი არ შეიძლება ჩაითვალოს სპეციალისტად. 2.15. ემისირებული ფასიანი ქაღალდების განადგურების შემთხვევაში საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 22 ივნისის № 503 განკარგულებისა და 1994 წლის 23 აგვისტოს № 590 დადგენილების შესაბამისად ემიტენტს ევალება მიმართოს „ახალ ქართულ ბანკთან“ არსებულ განაღდებული ფასიანი ქაღალდების შემოწმებისა და განადგურების საწარმოს. 3. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინსტიტუციონალური მონაწილის ინსტიტუციონალური ლიცენზირება 3.1. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინსტიტუციონალური მონაწილის (შემდგომში ინსტიტუციონალური მონაწილე) ინსტიტუციონალური ლიცენზიის (შემდგომში ინსტიტუციონალური ლიცენზია) მისაღებად იურიდიულმა პირმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: - განცხადება ინსტიტუციონალური ლიცენზიის მიღების შესახებ; - წესდება (2 ეგზემპლარი); - სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; - იურიდიული პირის ყველა იმ თანამშრომლის სია, ვინც უნდა ხელმძღვანელობდეს ან მონაწილეობას ღებულობდეს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელებაში; - პიროვნული ლიცენზიის მქონე პირთა სია ლიცენზიების ასლებით. (არა ნაკლებ ორი პირისა). პიროვნული ლიცენზიის ქონა აუცილებელია იურიდიული პირის ყველა იმ თანამშრომლისათვის, ვინც ხელმძღვანელობს ან მონაწილეობას ღებულობს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელებაში; - დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული წინა წლის ბალანსი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, ნახევარი წლის ან ცხრა თვის ბალანსი იმის მიხედვით, თუ როდის ჩაბარდა დოკუმენტები სამინისტროს ლიცენზიის მისაღებად; - საკუთარი კაპიტალის მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ, ყველა ინსტიტუციონალური მონაწილისათვის, გარდა საინვესტიციო კომპანიისა, მინიმალური საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს 5000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტის გადაანგარიშებულს ეროვნულ ვალუტაში. საინვესტიციო კომპანიისთვის ეს თანხა შეადგენს 10000 აშშ დოლარის ექვივალენტს გადაანგარიშებულს ეროვნულ ვალუტაში; - მომსახურე ბანკის (ბანკების) ცნობა ანგარიშის (ანგარიშების) მდგომარეობის შესახებ (ამ ცნობის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ ბანკებს); - დოკუმენტების ასლები-სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდის თაობაზე. 3.2. აუცილებელია, რომ ინსტიტუციონალურ მონაწილეს თანამშრომლად მუდმივად ყავდეს ორი მაინც პიროვნული ლიცენზიის მქონე სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს შეაჩეროს ინსტიტუტციონალურ მონაწილის ლიცენზიის მოქმედება. ვადაგადაცილებული პიროვნული ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირი არ შეიძლება ჩაითვალოს სპეციალისტად. 4. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საბირჟო საქმიანობის ლიცენზირება 4.1. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ლიცენზია საბირჟო საქმიანობაზე (შემდგომში საბირჟო საქმიანობაზე ლიცენზია) შეიძლება მიეცეთ საფონდო ბირჟებსა (შემდგომში ბირჟები) და სხვა სახის (უნივერსალური, სავალუტო, სასაქონლო) ბირჟების საფონდო განყოფილებებს (შემდგომში საფონდო განყოფილება). 4.2. საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის მიღების მსურველებმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები; - განცხადება საბირჟო საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ; - წესდება (2 ეგზემპლარი); - სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; - ბირჟის (საფონდო განყოფილების) ყველა იმ თანამშრომლის სია, ვინც უნდა ხელმძღვანელობდეს ან მონაწილეობას ღებულობდეს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელების ორგანიზაციაში; - პიროვნული ლიცენზიის მქონე პირთა სია ლიცენზიების ასლებით, (არა ნაკლებ ხუთი პირისა). პიროვნული ლიცენზიის ქონა აუცილებელია ბირჟის (საფონდო განყოფილების) ყველა იმ თანამშრომლისათვის, ვინც ხელმძღვანელობს ან მონაწილეობას ღებულობს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელების ორგანიზაციაში; - დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული წინა წლის ბალანსი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, ნახევარი წლის ან ცხრა თვის ბალანსი იმის მიხედვით, თუ როდის ჩააბარა დოკუმენტები სამინისტროს ლიცენზიის მისაღებად; - საკუთარი კაპიტალის მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ; - მომსახურე ბანკის (ბანკების) ცნობა ანგარიშის (ანგარიშების) მდგომარეობის შესახებ; - ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელების წესები, ლისტინგის მოთხოვნები, კოტირების მექანიზმი და საარბიტრაჟო კომისიის დებულება; - დოკუმენტების ასლები სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდის თაობაზე. 4.3. ბირჟაზე (საფონდო განყოფილებაში) ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელების წესი და ბირჟის (საფონდო განყოფილების) ფუნქციონირების სარეგლამენტაციო სხვა დოკუმენტები აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგ მოთხოვნებს: - ვაჭრობის ღიად და საჯაროდ ჩატარება; -საბირჟო გარიგებების დადება აუცილებლად (საფონდო განყოფილების) შენობაში; - გარიგებების რეგისტაცია და ამის შესახებ საბირჟო ვაჭრობის მონაწილეობის ინფორმაცია (გარიგებების ფასის შესახებ ინფორმაციის ჩათვლით) საბირჟო კრებების მსვლელობის დროს; - იმ ფასიან ქაღალდებზე მონაცემების პუბლიკაციის აუცილებლობა, რომელთა კოტირება დაშვებულია არსებულ ბირჟაზე (საფონდო განყოფილებაში); - ბირჟის წევრების, ემიტენტების და ინვესტორების თანასწორუფლებრივი მდგომარეობის აუცილებლობა; - არაკეთილსინდისიერი გარიგებების თავიდან აცილების აუცილებლობა, რომლებიც არ არიან დამყარებული სამართლიან და თანაბარუფლებიან ვაჭრობის პრინციპებზე და ზიანს აყენებენ ინვესტორთა ინტერესებს; - ბირჟის დაქირავებული მოსამსახურეების მიერ, სხვა პირთათვის ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განსახორციელებლად, აგრეთვე პირადი ინვესტირების მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირი კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემის ან გამოყენების აკრძალვა; - ბირჟის (საფონდო განყოფილების) წევრებიდან, აგრეთვე მათი თანამშრომლებისადმი საკვალიფიკაციო მოთხოვნების წაყენება; - ბირჟის წევრად მიღების და წევრობიდან გასვლის წესი; - ბირჟის წევრების უფლებები და მოვალეობები; - ბირჟის წევრებს შორის, აგრეთვე ბირჟასა და მის წევრებს შორის, ბირჟის წევრებს და მათ კლიენტებს შორის, ბირჟის წევრებსა და ბირჟის თანამშრომლებს შორის კამათის, უთანხმოების გადაწყვეტის წესი და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი; - ბირჟის (საფონდო განყოფილების) მხრიდან ბირჟის (საფონდო განყოფილების) წევრების მიერ წესდებისა და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელების წესების დაცვაზე კონტროლის მექანიზმი; - ბირჟაზე (საფონდო განყოფილებაში) ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების (ლისტინგის) წესი, აგრეთვე ბირჟის (საფონდო განყოფილების) ვაჭრობიდან ფასიანი ქაღალდების ამოღების (დელისტინგის) წესი; - საბირჟო გარიგებების გაფორმების და რეგისტრაციის წესი; - საბირჟო გარიგებებზე მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის და გადახდის წესი;  - ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებზე გადასახადების გადახდის წესი; - დადებულ გარიგებებზე ანგარიშსწორების წესი. 4.4. აუცილებელია, რომ ბირჟას (საფონდო განყოფილებას) თანამშრომლად ყავდეს ხუთი მაინც პიროვნული ლიცენზიის მქონე სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს შეუჩეროს ბირჟას (საფონდო განყოფილებას) ლიცენზიის მოქმედება ვადაგადაცილებული პიროვნული ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირი არ შეიძლება ჩაითვალოს სპეციალისტად. 5. საინვესტიციო ფონდების (არასაპრივატიზაციო, არასპეცილიზებული) საქმიანობის ლიცენზირება 5.1. საინვესტიციო ფონდების (შემდგომში ფონდის) საქმიანობის ლიცენზიის მიღებაზე დოკუმენტების წარმოდგენა სამინისტროში შეუძლიათ მხოლოდ იმ სააქციო საზოგადოებებს (შემდგომში საზოგადოება), რომელთა წესდება მოყვანილია „მეწარმეობის შესახებ“ კანონის და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ დებულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში. 5.2. ფონდის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად საზოგადოებამ სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: - განცხადება საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ: - წესდება (2 ეგზემპლარი); - სადეპოზიტო ხელშეკრულება; - საინვესტიციო ფონდის მმართველთან დადებული ხელშეკრულება; - საინვესტიციო დეკლარაცია; - სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი; - საზოგადოების ყველა იმ თანამშრომლის სია, ვინც უნდა ხელმძღვანელობდეს ან მონაწილეობას ღებულობდეს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელებაში; - პიროვნული ლიცენზიის მქონე პირთა სია ლიცენზიების ასლების (არა ნაკლებ ორი პირისა). პიროვნული ლიცენზიის ქონა აუცილებელია ყველა იმ თანამშრომლისათვის, ვინც ხელმძღვანელობს ან მონაწილეობას ღებულობს ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელებაში; - დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული წინა წლის ბალანსი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის, ნახევარი წლის ან ცხრა თვის ბალანსი იმის მიხედვით, თუ როდის ჩაბარდა დოკუმენტები სამინისტროს ლიცენზიის მისაღებად; - საკუთარი კაპიტალის მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დამოწმებული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. - მომსახურე ბანკის (ბანკების) ცნობა ანგარიშის (ანგარიშების) მდგომარეობის შესახებ; - დოკუმენტების ასლები სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდის თაობაზე. 5.3.ფონდმა, საინვესტიციო ფონდების (არასაპრივატიზაციო, არასპეციალიზირებული) საქმიანობის ლიცენზიის მიღებასთან ერთად უნდა მიიღოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების (ემიტენტის) ლიცენზიაც, ფასიანი ქაღალდების გამოშვების (ემიტენტის) ლიცენზიის მიღების პირობები აღწერილია წინამდებარე წესის 2. თავში. 5.4. აუცილებელია, რომ ფონდს თანამშრომლად მუდმივად ყავდეს ორი მაინც პიროვნული ლიცენზიის მქონე სპეციალისტი წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს შეურჩიოს ფონდს ლიცენზიის მოქმედება. ვადაგადაცილებული პიროვნული ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირი არ შეიძლება ჩაითვალოს სპეციალისტად. 6. საინვესტიციო ფონდის (არასაპრივატიზაციო, არასპეციალიზებული) მმართველის საქმიანობის ლიცენზირება ------------------------------------------------------------------------------------------------------ 6.1. საინვესტიციო ფონდის (არასაპრივატიზაციო, არასპეციალიზირებული) მმართველის (შემდგომში ფონდის მმართველის) ლიცენზირების შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მიღების კანდიდატი ფიზიკური პირია, მან ლიცენზიის მისაღებად სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: - განცხადება საინვესტიციო ფონდის მმართველის საქმიანობის ლიცენზიის მიღების შესახებ; - საინვესტიციო ფონდთან დადებული ხელშეკრულება ფონდის მართვის შესახებ (თუ ასეთი არსებობს); - პიროვნული ლიცენზიის ასლი; - სპეციალისტის ანკეტა შევსებული სახით. (იხ. დანართი 2.); - ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი; - დოკუმენტების ასლები სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდის თაობაზე. 6.2. თუ ფონდის მმართველის ლიცენზიის მიღების კანდიდატი იურიდიული პირია, მან ლიცენზიის მისაღებად უნდა წარმოადგინოს სამინისტროში შემდეგი დოკუმენტები: - განცხადება საინვესტიციო ფონდის მმართველის საქმიანობის ლიცენზიების მიღების შესახებ; - საინვესტიციო ფონდთან დადებული ხელშეკრულება ფონდის მართვის შესახებ (თუ ასეთი არსებობს); - ინსტიტუციონალური ლიცენზიის ასლი; - დოკუმენტების ასლები სალიცენზიო მოსაკრებლების გადახდის თაობაზე. 6.3. აუცილებელია, რომ ფონდის მმართველს, იურიდიული პირის შემთხვევაში, თანამშრომლად მუდმივად ყავდეს ორი მაინც პიროვნული ლიცენზიის მქონე სპეციალისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს შეუჩეროს ფონდის მმართველს ლიცენზიის მოქმედება. ვადაგადაცილებული პიროვნული ლიცენზიის მქონე ფიზიკური პირი არ შეიშლება ჩაითვალოს სპეციალისტად. 7. საერთო მოთხოვნები 7.1. წარმოდგენილ დოკუმენტებში ინფორმაციის სისწორის გადასამოწმებლად ლიცენზიის მიღების კანდიდატს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს (შემდგომში კანდიდატს), შეიძლება მოეთხოვოს დამატებითი მონაცემები (დოკუმენტები) ამ ინფორმაციის ირგვლივ. 7.2. სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ჭეშმარიტებაზე. 7.3. სალიცენზიო მოსაკრებლების ჩარიცხვა წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 23 მაისის № 281 დადგენილებით განსაზღვრული წესის მიხედვით: 50% რესპუბლიკურ ბიუჯეტში და 50% სამინისტროს სპეცანგარიშზე. 7.4. წინამდებარე წესით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ნებადართული ზოგიერთი ტიპის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა უნდა მოხდეს 30 დღის განმავლობაში დოკუმენტების ჩაბარებიდან. ამ დროის განმავლობაში სამინისტრო გასცემს შესაბამის საქმიანობაზე ლიცენზიას ან დასაბუთებულ წერილობით უარს ეტყვის კანდიდატს. 7.5. კანდიდატს შეიძლება უარი ეთქვას შესაბამისი ლიცენზიის გაცემაზე, თუ მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება წინამდებარე წესის ან იმ საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს, რომლებიც არეგულირებენ საქართველოს რესპუბლიკის ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარს, სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება. ამ შემთხვევაში კანდიდატს დოკუმენტების განმეორებით წარმოდგენა შესაბამისი ლიცენზიის მიღებაზე შეეძლება ექვსი თვის გავლის შემდეგ უარის თქმიდან. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება კანდიდატს შეუძლია სასამართლოში. 7.6. თუ სამინისტროს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისადმი პრეტენზიები არ გააჩნია, ის ვალდებულია გასცეს შესაბამისი ლიცენზია (იხ. დანართები 4, 5, 6, 7, 8, 9). ეს არ ეხება პიროვნულ ლიცენზიას, რომლის მიღების პირობები აღწერილია წინამდებარე წესის 1. თავში. 7.7. ლიცენზიის მისაღებად სამინისტროში მოსულ ფიზიკურ პირს ან იურიდიული პირის წარმომადგენელს აუცილებლად თან უნდა ქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მინდობილობა (იურიდიული პირის წარმომადგენელს). 7.8. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა (აუცილებლად პირველმა პირმა) ხელისმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ გაცნობილია საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 1995 წლის 1 ივნისის № 46 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ მონაწილეთა პიროვნული და ინსტიტუციონალური ლიცენზირების წესს“ და პასუხისმგებლობას იღებს მისი მოთხოვნების შესრულებაზე. 7.9. ლიცენზიის ასლი გამოკრული უნდა იყოს ორგანიზაციაში თანამშრომლებისა და კლიენტებისათვის თვალსაჩინო ადგილას. იქვე უნდა იყოს გამოკრული პიროვნული ლიცენზიის მქონე ყველა თანამშრომლის სია. 7.10. სამინისტრო აწარმოებს ემიტენტების ემისიის პროსპექტების სახელწმიფო რეგისტრაციას და სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიების რეესტრს საქმიანობის მიხედვით. 7.11. ლიცენზიის მოქმედების ვადა ერთი წელია. ყოველი წლის 30 იანვრიდან სამინისტროს მიერ ლიცენზირებულმა იურიდიულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ სამინისტროში ანგარიში ლიცენზირებული საქმიანობის შესახებ გასული ერთი წლის განმავლობაში. სამინისტრო, წარმოდგენილი ანგარიშის საფუძველზე, ერთი თვის განმავლობაში გადაწყვეტს ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხს (ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელება არ ეხებათ ემიტენტებს). ამ საკითხის გადაწყვეტამდე ძალაშია სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია. 7.12. კონტროლს სამინისტროს მიერ გაცემული ყველა ლიცენზიის გამოყენებაზე ახორციელებს სამინისტრო. 7.13. ლიცენზიის მიღების შემდეგ, ლიცენზიის მფლობელი იურიდიული პირის მიერ წესდებაში შეტანილი ყველა ცვლილება ერთი თვის განმავლობაში უნდა ეცნობოს სამინსიტროს. 7.14. სამინისტროს უფლება აქვს მის მიერ გაცემული ლიცენზიის გამოყენების კონტროლის მიზნით მოსთხოვოს ლიცენზიის მფლობელს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) ლიცენზირებულ საქმიანობასთან დაკავშირებული მასალების წარმოდგენა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიცენზირებული საქმიანობის ადგილზე შემოწმება. 7.15. სამინისტროს შეუძლია შეაჩეროს მის მიერ გაცემული ლიცენზიის მოქმედება იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი ან იურიდიული პირი: - უარს განაცხადებს სამინისტროს მიერ მოთხოვნილი იმ დოკუმენტების წარმოდგენაზე, რომლებიც ეხება მის საქმიანობას ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე; - უარს განაცხადებს სამინისტროს მიერ გამოვლენილი ნაკლოვანების აღმოფხვრაზე; - დაარღვევს საგადასახადო კანონმდებლობას; - აგრეთვე იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაციაში აღმოჩნდებიან თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც ექვემდებარება სამინისტროს მიერ პიროვნულ ლიცენზირებას, მაგრამ მათ პიროვნული ლიცენზიები არ ექნებათ მიღებული (ეს შემთხვევა ეხება მხოლოდ იურიდიულ პირებს). 7.16. სამინისტროს შეუძლია გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზია იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი ან იურიდიული პირი: - ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილ დოკუმენტებში შეიტანს არასწორ ინფორმაციას ან საერთოდ დამალავს მას, სულ ერთია, ეს იქნება აღმოჩენილი ლიცენზიის მიღებამდე თუ მის შემდეგ: - აღმოჩნდება ფასიანი ქაღალდებით არაკანონიერი გარიგების მონაწილე; - დაარღვევს წინამდებარე წესისა და ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მარეგულირებელ სხვა საკანონმდებლო-ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს; - იქნება მხილებული კონფედენციალური ინფორმაციის უკანონო გამოყენებაში; - ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარზე საქმიანობის შედეგად გამოცხადდება გადახდისუუნაროდ; - გაიმეორებს 7.15. პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებს. 7.17. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიულ პირს ჩამოერთმევა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზია, მან განმეორებით ლიცენზიის მიღების საკითხი სამინისტროს წინაშე შეიძლება დააყენოს სამი წლის მერე ლიცენზიის ჩამორთმევიდან. 7.18. ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ მონაწილეთა პიროვნული და ინსტიტუციონალური ლიცენზიების გაცემა უნდა ხდებოდეს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე. 7.19. წინამდებარე წესი მოქმედებაში შედის სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან. დანართი 1 ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატის ანკეტა ---------------------------------------------------------------------------------------------- 1. გვარი, სახელი, მამის სახელი 2. დაბადების წელი, თვე, რიცხვი. 3. მოქალაქეობა. 4. სახლის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. 5. რომელი უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრეთ, რომლ წელს და რა სპეციალობით. სხვა საატესტაციო დოკუმენტები თუ გაქვთ მიღებული, რომელ წელს და საიდან. 6. ჩამოთვალეთ სრული ნუსხა იმ საქმიანობისა, რომელსაც ეწეოდით სკოლის დამთავრების შემდეგ, საქმიანობის დაწყებისა და დამთავრების თვის და წლის ჩვენებით, ორგანიზაციის დასახელებით და მასში დაკავებული თანამდებობით. 7. იყავით თუ არა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის; ყალბი დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ფულის კეთებისთვის; მიტაცების ან მექრთამეობისათვის. თუ იყავით, როდის და რა ხნით. 8. გეკრძალებოდათ თუ არა როდესმე, სასამართლო წესით, მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავება თუ გეკრძალებოდათ, როდის და ვისი გადაწყვეტილებით. 9. გეკრძალებოდათ თუ არა როდესმე საბუღალტრო ან სააუდიტორო საქმიანობა თუ გეკრძალებოდათ, როდის და ვისი გადაწყვეტილებით. 10. იყავით თუ არა როდესმე მხილებული საფინანსო ან სხვა სახელმწიფოებრივი ორგანოებისადმი არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებაში. თუ იყავით, როდის და ვის მიერ. 11. იყავით თუ არა როდესმე მხილებული უცხოეთის მთავრობების ან სასამართლო ორგანოების მიერ არაკეთილსინდისიერებაში. თუ იყავით, როდის და ვის მიერ. 12. ჩამოთვალეთ, სრული სახელწოდებისა და იურიდიული მისამართის მითითებით, ის საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტები, რომელთა მესაკუთრეს (ან თანამფლობელს) წარმოადგენთ თქვენ. 13. ჩამოთვალეთ, სრული სახელწოდებისა და იურიდიული მისამართის მითითებით, ის საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტები, რომლებშიც თქვენ მუშაობთ. მიუთითეთ რა თანამდებობებზე. 14. იყავით თუ არა როდესმე მესაკუთრე (ან თანამფლობელი) ან სპეციალისტი იმ საფინანსო ან საინვესტიციო ინსტიტუტებისა, რომლებიც გაკოტრდნენ ან ჩამოერთვათ ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია. ანკეტაში არასწორად შევსებული ან არ შეტანილი მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში, სულ ერთია, ეს იქნება პიროვნული ლიცენზიის მიღებამდე თუ მის შემდეგ, კანდიდატს ან უკვე სპეციალისტს ჩამოერთმევა მიღებული პიროვნული ლიცენზია და აეკრძალება მუშაობა საქართველოს რესპუბლიკის ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ორი წლის განმავლობაში. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში მას საერთოდ აეკრძალება მუშაობა საქართველოს რესპუბლიკის ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 1995 წლის 1 ივნისის № 46 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ მონაწილეთა პიროვნული და ინსტიტუციონალური ლიცენზირების წესს“ გავეცანი. პასუხისმგებლობას ვიღებ მისი მოთხოვნების შესრულებაზე. კანდიდატის ხელისმოწერა                                                          თარიღი --------------------------------------                                       ----------------------- დანართი 2 სპეციალისტის ანკეტა ---------------------------------------- ანკეტაში ივსება სპეციალისტის მიერ ლიცენზიის მიღების შემდგომი მონაცემები ------------------------------------------------------------------------------------------------ 1. გვარი, სახელი, მამის სახელი. 2. მოქალაქეობა. 3. სახლის მისამართი, სადაც ხართ ჩაწერილი. 4. რა საატესტაციო დოკუმენტები მიიღეთ პიროვნული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში. 5. ჩამოთვალეთ სრული ნუსხა იმ საქმიანობისა, რომელსაც ეწეოდით პიროვნული ლიცენზიის მიღების შემდეგ, ორგანიზაციის დასახელებით და მასში დაკავშირებული თანამდებობით. 6. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში იყავით თუ არა ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულებისთვის; ყალბი დოკუმენტების, ფასიანი ქაღალდების, ფულის კეთებისათვის; მიტაცების ან მექრთამეობისათვის. 7. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში გეკრძალებათ თუ არა სასამართლო წესით, მატერიალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული თანამდებობის დაკავება. თუ გეკრძალებოდათ, ვისი გადაწყვეტილებით. 8. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში გეკრძალებათ თუ არა საბუღალტრო ან სააუდიტორო საქმიანობა. თუ  გეკრძალებოდათ, ვისი გადაწყვეტილებით. 9. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში იყავით თუ არა მხილებული საფინანსო ან სხვა სახელმწიფოებრივი ორგანოებისადმი არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდებაში. თუ იყავი, ვის მიერ. 10. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში იყავით თუ არა მხილებული უცხოეთის მთავრობების ან სასამართლო ორგანოების მიერ არაკეთილსინდისიერებაში. თუ იყავით, ვის მიერ. 11. ჩამოთვალეთ, სრული სახელწოდებისა და იურიდიული მისამართის მითითებით, ის საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტები, რომელთა მესაკუთრეს (ან თანამფლობელს) წარმოადგენთ თქვენ. 12. ჩამოთვალეთ, სრული სახელწოდებისა და იურიდიული მისამართის მითითებით, ის საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტები, რომლებშიც თქვენ მუშაობთ. მიუთითეთ რა თანამდებობებზე. 13. პიროვნული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში იყავით თუ არა მესაკუთრე (ან თანამფლობელი) ან სოციალური იმ საფინანსო ან საინვესტიციო ინსტიტუტებისა, რომლებიც გაკოტრდნენ ან ჩამოერთვათ ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საქმიანობის შესაბამისი ლიცენზია. 14. ჩამოთვალეთ პიროვნული ლიცენზიის მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებით განხორციელებულ რომელ ოპერაციებში გაქვთ მიღებული მონაწილეობა. ანკეტაში არასწორად შევსებული ან არ შეტანილი მონაცემების აღმოჩენის შემთხვევაში, სულ ერთია, ეს იქნება პიროვნული ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელებამდე თუ მის შემდეგ, სპეციალისტს ჩამოერთმევა მიღებული პიროვნული ლიცენზია და აეკრძალება მუშაობა საქართველოს რესპუბლიკის ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ორი წლის განმავლობაში. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში მას საერთოდ აეკრძალება მუშაობა საქართველოს რესპუბლიკის ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 1995 წლის 1 ივნისის №46 ბრძანებით დამტკიცებულ „ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ მონაწილეთა პიროვნული და ინსტიტუციონალური ლიცენზირების წესს“ გავეცანი. პასუხისმგებლობას ვიღებ მისი მოთხოვნების შესრულებაზე. სპეციალისტის ხელისმოწერა                                                      თარიღი ---------------------------------------------                            -------------------------------- დანართი 3 სამინისტროს ბლანკი -------------------------------------------- ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზია № ----------- ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------                                                 (სახელი, მამის სახელი, გვარი) დაბადების წელი, თვე, რიცხვი ----------------------------------------------------------------- მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------- პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი ------------------------------------------------ მასზედ, რომ მას აქვს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელების უფლება საკუთარი და მოზიდული სახსრებით. შეუძლია ფასიანი ქაღალდების გამოშვების და მიმოქცევის სფეროში საშუამავლო და კომერციული საქმიანობის განხორციელება. ლიცენზია გაიცა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 199 _ წლის „  “ _______________ № _____________ ბრძანების საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას მფლობელს მისი გამცემი ორგანოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. ლიცენზია გაიცა      199 _ წლის „     “ ---------------------------- ლიცენზია ძალაშია 199_ წლის „      “ ---------------------------- - მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე  საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს. ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_ წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე დანართი 4 სამინისტროს ბლანკი ------------------------------------------- ფასიანი ქაღალდების გამოშვების ლიცენზია № ------------ ემიტენტი ------------------------------------------------------------------------------------------ მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------- ემისიის მოცულობა ------------------------------------------------------------------------------ ფასიანი ქაღალდების სახეობა ------------------------------------------------------------------ ემისიის ფორმა ------------------------------------------------------------------------------------ ერთი ცალი ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულება --------------------------------------------------------------------- რაოდენობა ----------------------------- ცალი № ---------------------- სერია ---------------------------- ფასიანი ქაღალდების გამოშვება ნებადართულია წარმოდგენილი ნიმუშების შესაბამისად (თან ერთვის ერთ ფურცელზე). ემიტენტი ვალდებულია ემისიის პროსპექტი გააცნოს ყველა პოტენციალურ ინვესტორს (აქციონერს) და გამოაქვეყნოს ოფიციალურ პრესაში. პასუხისმგებლობა ემისიის პროსპექტში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე ეკისრება ემიტენტს. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო ინვესტორთა დაცვის მიზნით უფლებამოსილია განახორციელოს შერჩევითი შემოწმება წარმოდგენილი ემისიის პროსპექტის მონაცემების სისწორეზე. ლიცენზია გაიცა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 199 - წლის „    “______________ № _______________ ბრძანების საფუძველზე. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას მფლობელს მისი გამცემი ორგანოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. ლიცენზია გაიცა      199_ წლის „     “ -------------------------------- ლიცენზია ძალაშია 199_ წლის „     “ -------------------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს. დანართი 3 სამინისტროს ბლანკი ------------------------------------------ ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ინსტიტუციონალური მონაწილის ინსტიტუციონალური ლიცენზია № ------------ ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------                         (იურიდიული პირის დასახელება) იურიდიული მისამართი ----------------------------------------------------------------------- საბანკო რეკვიზიტები --------------------------------------------------------------------------- მასზედ, რომ მას აქვს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე ფასიანი ქაღალდებით ოპერაციების განხორციელების უფლება საკუთარი და მოზიდული სახსრებით. შეუძლია ფასიანი ქაღალდების გამოშვების და მიმოქცევის სფეროში საშუამავლო და კომერციული საქმიანობის განხორციელება. ლიცენზია გაიცა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 199_ წლის „     “------------------- №----------------- ბრძანების საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას მფლობელს მისი გამცემი ორგანოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. ლიცენზია გაიცა 199 _ წლის „   “ ------------------------- ლიცენზია ძალაშია 199_ წლის „     “ -------------------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს. ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე დანართი 6 სამინისტრო ბლანკი -------------------------------------- ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საბირჟო საქმიანობის ლიცენზია № _______ ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------              (საფონდო ბირჟის, სხვა სახის ბირჟის საფონდო განყოფილების დასახელება) იურიდიული მისამართი ----------------------------------------------------------------------- საბანკო რეკვიზიტები -------------------------------------------------------------------------- ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საბირჟო საქმიანობის განხორციელებისათვის. ლიცენზია გაიცა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 199_ წლის „    “------------------- № -------------- ბრძანების საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას მფლობელს მისი გამცემი ორგანოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. ლიცენზია გაიცა 199 _ წლის „   “ ------------------------- ლიცენზია ძალაშია 199_ წლის „     “ -------------------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს. ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე დანართი 7 სამინისტროს ბლანკი -------------------------------------- ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საინვესტიციო ფონდის (არასაპრივატიზაციო, არასპეციალიზებული) საქმიანობის ლიცენზია № ------------- ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------                         (საინვესტიციო ფონდის დასახელება) იურიდიული მისამართი ---------------------------------------------------------------------- საბანკო რეკვიზიტები -------------------------------------------------------------------------- ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საინვესტიციო ფონდის საქმიანობაზე დამტკიცებული წესების შესაბამისად და საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ლიცენზია გაიცა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 199_ წლის „    “--------------------------------- №----------------- ბრძანების საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას მფლობელს მისი გამცემი ორგანოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. ლიცენზია გაიცა 199 _ წლის „   “ ------------------------- ლიცენზია ძალაშია 199_ წლის „     “ -------------------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს. ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე დანართი 8 სამინისტროს ბლანი ----------------------------------------- ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საინვესტიციო ფონდის (არასაპრივატიზაციო, არასპეციალიზირებული) მმართველის საქმიანობის ლიცენზია № ----------------- (ფიზიკური პირისათვის) ეძლევა ---------------------------------------------------------------------------------------------                                                 (სახელი, მამის სახელი, გვარი) დაბადების წელი, თვე, რიცხვი ----------------------------------------------------------------- მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------- პიროვნული ლიცენზიის ნომერი და აღების თარიღი --------------------------------------- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ------------------------------------------------ ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საინვესტიციო ფონდის მმართველის საქმიანობაზე დამტკიცებული წესების შესაბამისად და საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ლიცენზია გაიცა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 199_ წლის „     “ ------------------------- № ----------- ბრძანების საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას მფლობელს მისი გამცემი ორგანოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში. ლიცენზია გაიცა 199 _ წლის „   “ ------------------------- ლიცენზია ძალაშია 199_ წლის „     “ -------------------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს. ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე დანართი 9 სამინისტროს ბლანკი ------------------------------------------------- ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საინვესტიციო ფონდის (არასაპრივატიზაციო, არასპეციალიზირებული) მმართველის საქმიანობის ლიცენზია № ----------------- (იურიდიული პირისათვის) ეძლევა --------------------------------------------------------------------------------------------                         (იურიდიული პირის დასახელება) იურიდიული მისამართი ----------------------------------------------------------------------- საბანკო რეკვიზიტები --------------------------------------------------------------------------- ინსტიტუციონალური ლიცენზიის ნომერი და აღების თარიღი ------------------------- ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარზე საინვესტიციო ფონდის მმართველის საქმიანობაზე დამტკიცებული წესების შესაბამისად და საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ლიცენზია გაიცა საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს 199 _ წლის „   “ ---------------------- № ------------------- ბრძანების საფუძველზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე. ლიცენზია შეიძლება ჩამოერთვას მფლობელს მისი გამცემი ორგანოს მიერ საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობისა და საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში ლიცენზია გაიცა 199 _ წლის „   “ ------------------------- ლიცენზია ძალაშია 199_ წლის „     “ -------------------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არა აქვს. ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე ------------------------------------------------------------------------------------------------------ ლიცენზიას გაუგრძელდა ვადა 199_წლის „     “----------------------- -მდე ფინანსთა მინისტრი                                                           დ. იაკობიძე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატების საატესტაციო კომისიის დებულება I. საატესტაციო კომისიის შემადგენლობა 1. საატესტაციო კომისიის (შემდგომში კომისიის) შემადგენლობა კომპლექტდება ფასიანი ქაღალდების ინდუსტრიის ფუნქციონირების სფეროში სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან. 2. კომისიის შემადგენლობის ფორმირება წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოს (შემდგომში ფასიანი ქაღალდების სამმართველო) მიერ კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. მასვე შეუძლია კომისიის შემადგენლობაში ცვლილებების შექმნა. II. კომისიის საქმიანობის მიზანი და საგანი 3. კომისიის უმთავრესი მიზანია ხელი შეუწყოს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ნორმალურ ფუნქციონირებას. 4. კომისიის საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნული ლიცენზიის მიღების კანდიდატის (შემდგომში კანდიდატის) კვალიფიკაციის დადგენა. კანდიდატის კვალიფიკაციის დადგენა ხდება კომისიის მიერ კანდიდატის ატესტაციის საფუძველზე. ატესტაციის ფორმას (ზეპირი გასაუბრება, წერით გამოცდა ტესტის ფორმით და სხვა) ადგენს კომისია ფასიანი ქაღალდების სამმართველოსთან შეთანხმებით. თემატიკას, რომლის მიხედვითაც მოხდება კანდიდატის ატესტაცია, ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი ფასიანი ქაღალდების სამმართველოს წარდგინებით. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მიერ 1995 წლის „   “ ივნისის № ---------- ბრძანებით დამტკიცებული და საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს მიერ 1995 წლის „    “ ივნისის ---------------- ნომრით რეგისტრირებული „ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ მონაწილეთა პიროვნული და ინსტიტუციონალური ლიცენზირების წესის“  1.1. პუნქტის მოთხოვნით გათვალისწინებული კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვისა და კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო გასცემს ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის პიროვნულ ლიცენზიას ან ეტყვის წერილობით უარს კანდიდატს ლიცენზიის გაცემაზე. 5. კომისიის საქმიანობის მიმართულებებია: - ფასიანი ქაღალდების ბაზრის გარშემო არსებული საზღვარგარეთული და სამამულო ლიტერატურის და ინფორმაციის (კანონების, საკანონმდებლო აქტების და სხვა) გაანალიზება და განზოგადება: - სასწავლო-მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება იმავე სფეროში; - საატესტაციო ფორმების დამუშავება და სრულყოფა. III. კომისიის მუშაობის რეგლამენტი 6. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ ფასიანი ქაღალდების სამმართველოს მოწვევით და მისი გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით. 7. კომისიის წევრები პასუხს არ აგებენ ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე. საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოსთან შექმნილი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროში ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს დებულება I. საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა 1. საკონსულტაციო საბჭოს (შემდგომში საბჭო) შემადგენლობის ფორმირება ხდება სათანადო ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან შემდეგ სფეროებში: - ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზარი; - ფასიანი ქაღალდების პირველადი და მეორადი ბაზარი; - პრივატიზაცია, აქციონირების საფუძვლები; - ფინანსური ბაზრები, ფულის მიმოქცევის სფერო; - საფონდო ბირჟა, საბირჟო ვაჭრობის მექანიზმი; - საბანკო საქმიანობა; - ფინანსური საქმიანობის კომპიუტერიზაცია და პროგრამირება; -ფინანსური საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; - საერთაშორისო სამართალი; - ხაზინა (შექმნის და ფუნქციონირების საფუძვლები); - საერთაშორისო სავალუტო სისტემა. 2. საბჭოს შემადგენლობის ფორმირება წარმოებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს ფასიანი ქაღალდების სამმართველოს (შემდგომში ფასიანი ქაღალდების სამმართველო) მიერ. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი. მასვე შეუძლია საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა. II. საბჭოს საქმიანობის მიზანი და საგანი 3. საბჭოს უმთავრესი მიზანია რეალურად შეუწყოს ხელი ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის ცივილურ ქვეყნებში მოქმედი პრინციპებით დაფუძნება-ჩამოყალიბებას, მის რაციონალურად განვითარებასა და ნორმალურად ფუნქციონირებას. 4. საბჭოს საქმიანობის საგანს წარმოადგენს რესპუბლიკაში უმაღლეს დონეზე მისაღები გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესში უშუალო მონაწილეობა და დასაბუთებული რეკომენდაციების შემუშავება შემდეგ საკითხებზე: - ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული სახელმწიფოებრივი რეგულირებისა და რეგლამენტირების პრინციპები, მეთოდები და ფორმები; - აქციონერების მეთოდოლოგია; - ფასიანი ქაღალდების გამოშვება და მიმოქცევა; - ფასიანი ქაღალდების პირველადი და მეორადი ბაზრის მოწყობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი საფუძვლები; - ფასიანი ქაღალდების ორგანიზებული ბაზრის მონაწილეთა ლიცენზირება; - საფინანსო და საინვესტიციო ინსტიტუტებისა და მათი სპეციალისტების პროფესიონალური პასუხისმგებლობა მათი ინდივიდუალური და ინსტიტუციონალური კლიენტების წინაშე; - ემიტენტების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის ანალიზის საფუძველები. 5. საბჭოს საქმიანობის მიმართულებებია: - საკანონმდებლო, სამთავრობო, ნორმატიული, ინსტრუქციული და ოპერატიულ დოკუმენტების პროექტების შესაძლო ვარიანტების შემუშავება ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროში.  III. საბჭოს მუშაობის რეგლამენტი 6. ფასიანი ქაღალდების სამმართველო იწვევს საბჭოს ცალკეულ წევრებს ან მათგან შემდგარ მცირე ჯგუფებს საკონსულტაციოდ საჭიროებისამებრ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია საბჭოს მთელი შემადგენლობით შეკრება. 7. ფინანსთა სამინისტრო და საბჭოს წევრები არ აგებენ პასუხს ერთმანეთის საქმიანობის შედეგებზე.