სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 22.12.2005
ძალის დაკარგვა 01.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №ნოტარიუსის სახელი და გვარი, რომელმაც დაამოწმა ანდერძის გაუქმების (შეცვლის) აქტი
სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.007.961
გამოქვეყნების წყარო სსმ, 150, 27/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (11)
| 1 | ინფორმაცია მოანდერძისა და ანდერძის შესახებ |
| 2 | ინფორმაცია ანდერძის შეცვლის ან გაუქმების შესახებ |
| 3 | ინფორმაცია ანდერძის შინაარსის შესახებ |
| 4 | ინფორმაცია ანდერძის აღმსრულებლის შესახებ |
| 5 | ინფორმაცია საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) შესახებ |
| 6 | ნოტარიუსის შენიშვნები |
| სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი | სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი |
| სანოტარო აქტის შინაარსი | სანოტარო საზღაური |
| სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი და ზუსტი დრო | სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი |
| ლეგატარის სახელი და გვარი (იურიდიული პირის დასახელება) და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები | საანდერძო ლეგატის შინაარსი |
| გარდაცვლილი პირის გვარი, სახელი | გარდაცვალების თარიღი |
დოკუმენტის ტექსტი
სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; text-decoration:underline;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.15pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 42.5pt .75in 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.22.027.007.961
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №2359
2005 წლის 22 დეკემბერი
ქ. თბილისი
სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ თანდართული ინსტრუქცია.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
3. თანდართული ინსტრუქციის 58-ე მუხლი ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან.
4. ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლისთანავე ძალას კარგავს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №321 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქცია.
კ. კემულარია
დებულება
სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ
კარი I
ზოგადი ნაწილი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება განსაზღვრავს ნოტარიუსის (ნოტარიუსის შემცვლელი პირის), აგრეთვე ნოტარიუსთან გათანაბრებული სხვა თანამდებობის პირის მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესს.
მუხლი 2🔗. ნოტარიუსის ფუნქციები
1. ნოტარიუსი:
ა) ადასტურებს გარიგებებს, რომელთა სანოტარო ფორმაც სავალდებულოა მათი ნამდვილობისათვის;
ბ) ადასტურებს გარიგებებს, რომელთა სანოტარო ფორმაც არ არის სავალდებულო, მაგრამ პირს სურს ამ გარიგებისათვის უდავო ხასიათის მინიჭება;
გ) ამოწმებს პირის ხელმოწერის ნამდვილობას;
დ) ამოწმებს ფაქტებს, განცხადებებს, დოკუმენტის ასლებსა და ამონაწერებს;
ე) შესანახად იღებს დოკუმენტებს, ფულსა და/ან ფასიან ქაღალდებს;
ვ) გასცემს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოწმობებს, რომლებიც ადასტურებენ პირის უფლებას (სამკვიდრო მოწმობა, საკუთრების მოწმობა და სხვა);
ზ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
2. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით სამართლებრივ დახმარებას უწევს პირებს. იგი არის თავისი კლიენტის მიუკერძოებელი იურიდიული მრჩეველი.
3. ნოტარიუსი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონით, ამ ინსტრუქციითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 3🔗. სანოტარო საქმიანობის პრინციპები
სანოტარო საქმიანობა ხორციელდება ნოტარიუსის დამოუკიდებლობისა და პროფესიული მიუკერძოებლობის, კანონიერების, ნოტარიუსის სამოქალაქო პასუხისმგებლობის, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ზუსტი და ნათელი დოკუმენტების შედგენის, ნოტარიუსის საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის, ნოტარიუსის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების პრინციპების საფუძველზე.
მუხლი 4🔗. სანოტარო მოქმედების შესრულება სხვა თანამდებობის პირის მიერ
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ნოტარიუსთან გათანაბრებული სხვა თანამდებობის პირების მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის, ამ ინსტრუქციისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ნოტარიუსის უფლებები
ნოტარიუსს უფლება აქვს:
ა) შეასრულოს თავისი ფუნქციები ყოველგვარი ჩარევისა და დაბრკოლების გარეშე;
ბ) გამოითხოვოს სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ) მიიღოს საზღაური სანოტარო მომსახურებისათვის, მათ შორის აინაზღაუროს სანოტარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯები, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია თავისი ვალდებულებების ეფექტური შესრულებისათვის ნოტარიუსის ღირსებისა და სანოტარო ბიუროს ხელშეუვალობის დასაცავად.
მუხლი 6🔗. ნოტარიუსის ძირითადი ვალდებულებანი
1. სანოტარო მოქმედების შესრულებისას ნოტარიუსი ვალდებულია იყოს მიუკერძოებელი და:
ა) შეასრულოს თავისი პროფესიული ვალდებულებები საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად;
ბ) დაიცვას ნოტარიუსის პროფესიული ეთიკის წესები;
გ) სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური არ იურიდიული პირის ან მათი წარმომადგენლის ვინაობა, უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა, ნების თავისუფალი გამოვლენის ნამდვილობა; სანოტარო მოქმედების მონაწილეს განუმარტოს მისი უფლებები და ვალდებულებები, გააფრთხილოს სანოტარო მოქმედების იურიდიული შედეგების შესახებ;
დ) მუდმივად იზრუნოს თავისი პროფესიული მომზადების ხარისხის ასამაღლებლად;
ე) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება;
ვ) არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ იგი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მორალს და/ან საჯარო წესრიგს;
ზ) დროულად გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელები ნოტარიუსთა პალატაში.
2. ნოტარიუსს ეკრძალება კლიენტთან სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებული თანამშრომლობის, ან პარტნიორობის შესახებ გარიგების დადება ნებისმიერი ფორმით.
3. ნოტარიუსს ეკრძალება:
ა) შუამავლობა თავის კლიენტებს შორის გარიგების დადებისას და/ან გარანტიის მიცემა ერთ-ერთი მხარისათვის;
ბ) სანოტარო აქტში შეიტანოს თუნდაც ერთი პუნქტი, მიმართული საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ;
გ) საკუთარი სანოტარო საქმიანობისა და პროფესიული თვისებების რეკლამირება. სანოტარო საქმიანობის რეკლამად არ მიიჩნევა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით სანოტარო ბიუროს ფირნიშის განთავსება.
4. ნოტარიუსი ვალდებულია შეკითხვის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში ამომწურავი წერილობითი პასუხი გასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, მოსამართლის, ნოტარიუსთა პალატის შეკითხვას და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, გარდა პროფესიული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისა.
მუხლი 7🔗. უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე
1. ნოტარიუსს ეკრძალება უსაფუძვლო უარის თქმა სანოტარო მოქმედების შესრულებასა და/ან პროფესიული მომსახურების გაწევაზე.
2. ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლითა და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის გაცხადებისას ნოტარიუსი გამოსცემს წერილობით დადგენილებას, რომელშიც მიეთითება:
ა) ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი;
ბ) დადგენილების მიღების თარიღი;
გ) იმ პირის მონაცემები, რომელსაც ეთქვა უარი სანოტარო მოქმედების შესრულებაზე;
დ) საქმის გარემოებები და სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის საფუძვლები;
ე) გასაჩივრების წესი.
3. ნოტარიუსის დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონიერება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილსამყოფელის მიხედვით, ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დადგენილება უნდა გაიცეს მოთხოვნიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადაში.
მუხლი 8🔗. პროფესიული საიდუმლოება
1. ნოტარიუსი და სანოტარო მოქმედების შემსრულებელი სხვა პირი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს კლიენტის პირადი ცხოვრების შესახებ ყველა ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა ნოტარიუსის ფუნქციების შესრულებისას. ეს ვალდებულება ძალაში რჩება ნოტარიუსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგაც.
2. ანდერძის შესახებ ნებისმიერი ცნობა ან ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ მოანდერძის გარდაცვალების შემდეგ იმ პირობით, თუ წარდგენილი იქნება მოანდერძის გარდაცვალების მოწმობა, ან ანდერძი ოფიციალურად გამოქვეყნდება.
მუხლი 9🔗. ნოტარიუსის პროფესიული საქმიანობის გარანტიები
საზოგადოებრივი წესრიგის დამცველნი ვალდებულნი არიან დაიცვან სანოტარო ბიურო, როგორც საჯარო დაწესებულება.
მუხლი 10🔗. სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი
1. ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თავის სანოტარო ბიუროში, რომელიც მისი სამუშაო ადგილია. ამასთანავე, ნოტარიუსი უფლებამოსილია კლიენტის მოთხოვნით, კლიენტის ინტერესებიდან გამომდინარე, სანოტარო მოქმედება შეასრულოს სანოტარო ბიუროს ფარგლებს გარეთ.
2. იმ შემთხვევაში, თუ სანოტარო მოქმედება სრულდება სანოტარო ბიუროს გარეთ, აქტში უნდა მიეთითოს სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი.
3. სანოტარო ბიურო უნდა განთავსდეს იმ უბანში, რომელიც განესაზღვრა ნოტარიუსს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისათვის ნოტარიუსის სამუშაო უბნად ითვლება ის რაიონი (ქალაქი, რომელიც არ შედის რაიონის დაქვემდებარებაში) ან ქალაქის (სხვა დასახლებული პუნქტის) რაიონი (უბანი), რომელშიც დაინიშნა ნოტარიუსი.
4. ერთსა და იმავე სამუშაო უბანში დანიშნული ნოტარიუსები უფლებამოსილნი არიან შექმნან საერთო სანოტარო ბიურო. საერთო სანოტარო ბიუროს შექმნის შემთხვევაში თითოეული ნოტარიუსი ინდივიდუალურად აგებს პასუხს თავისი საქმიანობისათვის. ნოტარიუსთა პალატის შუამდგომლობის საფუძველზე საერთო სანოტარო ბიუროს შექმნა აღირიცხება იუსტიციის სამინისტროში არსებულ სანოტარო ბიუროთა ერთიან სახელმწიფო რეესტრში.
5. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შეცვლის შესახებ წინასწარ აცნობოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
6. სანოტარო ბიურო უნდა იყოს იზოლირებული. აკრძალულია სანოტარო ბიუროს განთავსება იმ შენობაში, რომელიც უკავია ბანკს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ტერიტორიულ ორგანოებს, ნოტარიუსთა პალატას, გასართობ დაწესებულებებს (რესტორანი, სამორინე, კაფე-ბარი და სხვა), აგრეთვე, შენობაში, სადაც მოქმედებს სპეციალური სასაშვო-გამშვები რეჟიმი.
7. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო ბიუროს ფილიალი გახსნას მხოლოდ თავის სამუშაო უბანში სანოტარო ბიუროს გახსნისათვის დადგენილი წესით. ამასთანავე, ფილიალის გახსნა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს მოქალაქეთა შეუფერხებელი მომსახურების აუცილებლობა.
8. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს შესასვლელში გამოსაჩენ ადგილზე გამოაკრას ფირნიში (აბრა). აკრძალულია ნოტარიუსის ფირნიშზე სარეკლამო ინფორმაციის განთავსება. ფირნიშზე შეიძლება გამოსახული იყოს მხოლოდ სანოტარო ბიუროს მისამართი (განთავსების ადგილი), ნოტარიუსის სახელი და გვარი, საქართველოს სახელმწიფო გერბი, სანოტარო ბიუროს ტელეფონი/ფაქსი.
მუხლი 11🔗. სანოტარო ბიუროს თანამშრომელი
1. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაიქირავოს სანოტარო ბიუროს თანამშრომელი. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო ბიუროს თანამშრომელთან დადოს წერილობითი ხელშეკრულება, რომელშიც აღინიშნება სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის შესახებ თანამშრომლის ვალდებულების შესახებ.
2. ნოტარიუსი ვალდებულია ზედამხედველობა გაუწიოს თავის სანოტარო ბიუროს თანამშრომელს.
მუხლი 12🔗. ნოტარიუსის ბეჭედი და ხელმოწერა
1. ნოტარიუსს უნდა ჰქონდეს მხოლოდ ერთი ბეჭედი, რომლის ანაბეჭდის ნიმუში უნდა წარედგინოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. იმავე წესით წარდგენილ უნდა იქნეს ნოტარიუსის ხელმოწერის ნიმუში. ნოტარიუსის ხელმოწერა და სამსახურებრივი ბეჭდის ანაბეჭდი უნდა შესრულდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის თანდასწრებით.
2. ნოტარიუსმა დამატებით, დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, შეიძლება გამოიყენოს რელიეფური ბეჭედი (ტვიფრული ბეჭედი), რომლის გამოყენების შესახებ ნოტარიუსი ვალდებულია წინასწარ აცნობოს ამ პუნქტის პირველ აბზაცში მითითებულ ორგანოებს. ნოტარიუსი არ ასრულებს სანოტარო მოქმედებას ამ პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულებამდე.
3. აკრძალულია ნოტარიუსის ხელმოწერის დასმა მექანიკური საშუალების გამოყენებით.
4. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტს დაუსვას თავისი ბეჭედი და ხელმოწერა. აქტს ხელმოწერის გარეშე ძალა არ აქვს.
5. ნოტარიუსი ვალდებულია გულმოდგინედ შეინახოს ბეჭედი. აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის. ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს პოლიციას ქვემდებარეობის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა პალატას. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია ცნობა ბეჭდის დაკარგვის შესახებ გამოაქვეყნოს პრესაში.
6. ბეჭდის დაკარგვის შესახებ ცნობის გამოქვეყნების შემდეგ დაკარგული ბეჭდის სანაცვლოდ ნოტარიუსი ვალდებულია დადგენილი წესით დაამზადოს ბეჭედი, რომელსაც უნდა ჰქონდეს დაკარგული ბეჭდისაგან განმასხვავებელი მცირე დეტალი. ნოტარიუსი უფლებამოსილია ახალი ბეჭედი გამოიყენოს მხოლოდ ბეჭდის ანაბეჭდის ნიმუშების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პროცედურის შესრულების შემდეგ.
7. ახალი ბეჭდის დამზადების შემდეგ დაკარგული ბეჭდის პოვნის შემთხვევაში ნაპოვნი ბეჭედი უნდა გაიჭრას ორ ნაწილად. ბეჭდის გაჭრილი ნაწილები ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში. აღწერილი პროცედურის შესახებ უნდა შედგეს ბეჭდის განადგურებისა და შენახვის აქტი, ბეჭდის გაჭრილი ნაწილები უნდა მოთავსდეს კონვერტში და კონვერტი უნდა დაილუქოს. ბეჭდის განადგურებას უნდა ესწრებოდნენ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები, ნოტარიუსი, რომლის ბეჭედი დაიკარგა, აგრეთვე ერთი ნოტარიუსი.
8. ნოტარიუსი, რომელსაც შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება, ვალდებულია თავისი ბეჭედი დაუყოვნებლივ ჩააბაროს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. ჩაბარებული ბეჭედი უნდა განადგურდეს ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.
9. ამ მუხლით დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ის ბეჭედი, რომელიც აღარ უნდა იქნეს გამოყენებული სხვა მიზეზების (ნოტარიუსის გვარის, სახელის, ბიუროს მისამართის შეცვლა და სხვა გარემოებები) გამო.
თავი II
ზოგადი დებულებები სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ
მუხლი 13🔗. სანოტარო მოქმედებათა სახეები
1. ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედება სრულდება სანოტარო დადასტურების ან სანოტარო დამოწმების ფორმით. სანოტარო დადასტურების დროს ნოტარიუსი ადასტურებს დასადასტურებელი გარიგების (დოკუმენტის) მთელ შინაარსს, მის შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და გარიგების მონაწილეთა ნების შესატყვისობას მოქმედ სამართალთან.
2. სანოტარო დადასტურებისას ნოტარიუსი ადგენს სანოტარო აქტს ამ დებულებით დადგენილი წესების დაცვით, რა დროსაც იგი ვალდებულია:
ა) დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილის ქმედუნარიანობა;
ბ) დაადგინოს სანოტარო მოქმედების მონაწილის უფლებამოსილება;
გ) დაადგინოს ყველა ის ფაქტი და გარემოება, რაც აუცილებელია სამართლებრივად გამართული გარიგების დასადასტურებლად და ამ მიზნით გამოითხოვოს ყველა ის დოკუმენტი, რომლის გამოთხოვაც აუცილებელია ამ ინსტრუქციით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე;
დ) დაადგინოს მიზანი, რომლის მიღწევაც სურს (მხარეს) მხარეებს;
ე) განუმარტოს სანოტარო მოქმედების მონაწილეს სანოტარო აქტის სამართლებრივი შედეგები;
ვ) დარწმუნდეს მხარეთა განზრახვის სერიოზულობასა და სანოტარო აქტის შინაარსის მხარის ნებასთან შესაბამისობაში;
ზ) შეასრულოს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო პროცედურები.
3. სანოტარო დამოწმების დროს ნოტარიუსი არ ამოწმებს დოკუმენტში ჩამოყალიბებული ფაქტების ნამდვილობას, არამედ მხოლოდ ამოწმებს, რომ ხელმოწერა დოკუმენტზე ეკუთვნის კონკრეტულ პირს. ასევე ამოწმებს დოკუმენტის პირისა და ამონაწერის დედანთან სისწორეს, დოკუმენტის ერთი ენიდან მეორეზე თარგმნის სისწორეს.
4. დამოწმება სრულდება დოკუმენტზე ნოტარიუსის დამადასტურებელი წარწერის (ფორმულარის) შესრულების გზით, ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. სანოტარო მოქმედების შესრულების ფორმალური საფუძვლები
1. სანოტარო აქტი სრულდება შესაბამისი მოქმედების შესრულებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტის გამოთხოვის შემდეგ.
2. სანოტარო მოქმედების შესრულების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს, ნოტარიუსის ან საჯარო უფლებამოსილებით აღჭურვილი სხვა პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული (შესრულებული, დამოწმებული) დოკუმენტი (აქტი) ან ნოტარიუსის მიერ ფაქტების და მოვლენების უშუალოდ აღქმა. ამ წესიდან გამონაკლისია შინაურული ანდერძი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ნოტარიუსთან წარდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებული ასლი.
4. სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება აგრეთვე ფანქრით შედგენილი დოკუმენტები.
5. სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს ნოტარიუსი საქმისწარმოებაში მიიღებს, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზაცია არ მოითხოვება.
6. არ მიიღება ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მიღებული დოკუმენტები.
7. ნოტარიუსი უფლებამოსილია არ გასცეს შესრულებული სანოტარო აქტები და მათზე თანდართული დოკუმენტები ნოტარიუსის საზღაურისა და/ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ხარჯების გადახდამდე.
მუხლი 15🔗. სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა
1. ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა მძღოლის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა.
2. თუ ნოტარიუსს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი პირადად იცნობს სანოტარო აქტის მონაწილეს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. ნოტარიუსისათვის ცნობილად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, პირი რომლის პირადობაც მას უკვე დადგენილი აქვს სხვა სანოტარო მოქმედების შესრულებისას.
4. 16 წლამდე არასრულწლოვნის პირადობას, რომელსაც არა აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნოტარიუსი ადგენს დაბადების მოწმობით, არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის, მშვილებლის, მეურვის, მზრუნველის) თანდასწრებით, რომელიც ადასტურებს არასრულწლოვანის პირადობას.
5. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტში მიუთითოს სანოტარო მოქმედების მონაწილეთა სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, რეკვიზიტები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა, რომლითაც დადგინდა სანოტარო აქტის მონაწილის პირადობა. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ნოტარიუსმა სანოტარო აქტში უნდა აღნიშნოს, რომ პიროვნება მისთვის ცნობილია. ასეთ შემთხვევაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტების მითითება სავალდებულო არ არის.
მუხლი 16🔗. სანოტარო მოქმედების მონაწილის ქმედუნარიანობის შემოწმება
ნოტარიუსი ვალდებულია დარწმუნდეს სანოტარო აქტის მონაწილის ქმედუნარიანობაში და თავისი რწმენის შესახებ მიუთითოს დამადასტურებელ წარწერაში. ნოტარიუსი ვალდებულია არ შეასრულოს სანოტარო მოქმედება, თუ ეჭვი ეპარება მასში მონაწილე პირის ქმედუნარიანობაში.
მუხლი 17🔗. სანოტარო აქტის შედგენის ფორმალური წესები
1. სანოტარო აქტი უნდა შედგეს მკაფიო და ნათელი ენით ისე, რომ გამოირიცხოს მისი არაერთგვაროვანი განმარტება.
2. სანოტარო აქტი უნდა დაიბეჭდოს მექანიკურ ან ელექტრონულ საბეჭდ მანქანაზე, კომპიუტერზე ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით; დასაშვებია სანოტარო აქტის ხელით დაწერა სინათლემდეგი და წყალმდეგი მელნის გამოყენებით. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად. სანოტარო აქტი სრულდება A4 ფორმატის ((210X297 მმ) მყარ თეთრი ფერის ქაღალდზე, რომლის სიმკვრივეა არანაკლებ 80 გრ/კვ.მ. ამასთანავე, სანოტარო აქტის ყდისათვის დასაშვებია სხვა ფერის ქაღალდის გამოყენება. დოკუმენტის გაყალბებისაგან დაცვის მიზნით, ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტი შეასრულოს დამცავი ნიშნების მქონე ქაღალდის გამოყენებით.
3. შემოკლება სანოტარო აქტში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
4. დოკუმენტები, რომელთა საფუძველზე შესრულდა სანოტარო მოქმედება და რომლებიც უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, დაერთვის სანოტარო აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება სანოტარო არქივში. სანოტარო აქტის მონაწილის მოთხოვნით, დანართი შეიძლება დაერთოს სანოტარო აქტის სხვა ეგზემპლარსაც.
5. თუ დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ერთ-ერთ პირობას მაინც:
ა) ფურცლები უნდა იყოს აკინძული, ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული. ამასთანავე, ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული, რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი ოყოს ზონრის გახსნა. ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული. ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე, რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე. ამასთანავე, ამავე წესით მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა;
ბ) თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი, ბეჭედდასმული და ერთვოდეს პასუხისმგებელი თანამდებობის პირის ხელმოწერა.
6. სანოტარო აქტს, რომელიც ინახება სანოტარო არქივში, უნდა დაერთოს (აიკინძოს სანოტარო აქტთან ერთად ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით დადგენილი წესით) ყველა დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესრულდა სანოტარო მოქმედება, გარდა შემდეგი დოკუმენტებისა: ავტომოტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სანოტარო აქტში უნდა მიეთითოს აღნიშნული დოკუმენტების რეკვიზიტები. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც შესრულდა სანოტარო მოქმედება, ინახება ნოტარიუსის არქივში, დასაშვებია სანოტარო აქტში მიეთითოს ამ დოკუმენტის რეკვიზიტები და შესაბამისი სანოტარო საქმე, სადაც ინახება ეს დოკუმენტი.
7. სანოტარო მოქმედების მონაწილე ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს ყველა დოკუმენტი დედნის ან დამოწმებული (სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ) ასლის სახით. სანოტარო აქტს დაერთვის დოკუმენტის დედანი ან წარდგენილი დედნის ასლი. დოკუმენტის ასლს, რომელიც ინახება სანოტარო არქივში და აკინძულია სანოტარო აქტთან ერთად ამ მუხლის მე-5 პუნქტის “ა” ქვეპუნქტით დადგენილი წესით, გააჩნია დედნის შესაბამისი იურიდიული ძალა და დასაშვებია სანოტარო არქივიდან მის შესახებ ასლების (ამონაწერების) გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 18🔗. რიცხვები სანოტარო აქტში
სანოტარო აქტში რიცხვები უნდა დაიწეროს სიტყვებით იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ასახავს სანოტარო მოქმედების შესრულების თარიღსა და გარიგების ღირებულებას.
მუხლი 19🔗. სანოტარო აქტის ენა
1. სანოტარო აქტი უნდა შედგეს სახელმწიფო ენაზე. ამასთანავე, სანოტარო მოქმედების მონაწილის (მონაწილეების) მიერ სახელმწიფო ენის ან მისი დამწერლობის არცოდნისას, ნოტარიუსი სანოტარო მოქმედებას ასრულებს თარჯიმნის მონაწილეობით. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სანოტარო აქტი შედგეს კლიენტისთვის გასაგებ ენაზეც. თარჯიმნის მონაცემები ნოტარიუსის მიერ შეიტანება რეესტრსა და სანოტარო აქტში. თუ ნოტარიუსმა იცის შესაბამისი ენა, თარგმნის თვითონ და ამის შესახებ მიუთითებს აქტში.
2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს კლიენტმა, ხოლო რამდენიმე მხარის არსებობისას თარჯიმნის არჩევისათვის აუცილებელია ყველა კლიენტის თანხმობა.
3. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო აქტში მიუთითოს, რომ თარჯიმანი არჩეულია კლიენტის მიერ (კლიენტების თანხმობით). აკრძალულია სანოტარო მოქმედების მონაწილე მხარის, ან მოწმის მიერ თარჯიმნის ფუნქციის შესრულება.
4. თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის შესაბამისი ენა (ენები) და იძლევა სწორი თარგმნის გარანტიას. ამის შესახებ უნდა აღინიშნოს სანოტარო აქტში.
მუხლი 20🔗. მოწმეები
1. მოწმეთა დასწრება სავალდებულოა, თუ მოწმდება აქტი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე არის ყრუ-მუნჯი, ყრუ, ბრმა, წერა-კითხვის არმცოდნე;
2. მოწმეთა დასწრება სავალდებულოა აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში.
3. მოწმეთა დასწრება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ მოწმეთა დასწრებას მოითხოვს ნოტარიუსი ან სანოტარო აქტის რომელიმე მონაწილე. ნოტარიუსი ვალდებულია მოწმეთა დასწრების ან მოწმეთა დასწრებაზე უარის თქმის შესახებ ნებისმიერი განცხადება შეიტანოს სანოტარო აქტში.
4. მოწმე შეიძლება იყოს სრულწლოვანი და ქმედუნარიანი პირი.
5. მოწმე უნდა იყოს წერა-კითხვის მცოდნე.
6. მოწმეს არ უნდა ჰქონდეს შეზღუდული სამოქალაქო ქმედუნარიანობა და არ უნდა იყოს დაინტერესებული სანოტარო აქტით.
7. მოწმე არ შეიძლება იყოს სანოტარო აქტის მონაწილე რომელიმე მხარისა და/ან ნოტარიუსის ნათესავი აღმავალი და დამავალი ხაზით მესამე რიგის ჩათვლით.
8. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სანოტარო აქტის შეპირობებას მოწმეები უნდა ესწრებოდნენ ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტის წაკითხვის დაწყებიდან მაინც სანოტარო აქტის შედგენის სრულად დასრულებამდე.
მუხლი 21🔗. სანოტარო აქტზე ხელმოწერის წესი
1. სანოტარო აქტს ტექსტის ბოლოს ხელი უნდა მოაწეროს სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილემ (მხარე, მოწმე, თარჯიმანი, სპეციალისტი) ნოტარიუსის თანდასწრებით. ხელმოწერა უნდა შეიცავდეს ხელმომწერის სახელსა და გვარს. სახელი და გვარი უნდა დაიწეროს სრულად და გარკვევით. სანოტარო აქტს ჯერ ხელს აწერს აქტის მხარე, შემდეგ აქტის სხვა მონაწილე (მოწმე, თარჯიმანი, სპეციალისტი) მათი არსებობის შემთხვევაში. სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის მიერ აქტის ხელმოწერის შემდეგ აქტს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა.
2. თუ მხარეს არ შეუძლია ხელმოწერა, ასეთ შემთხვევაში, მის ნაცვლად და მისი თხოვნით სანოტარო აქტს ხელს აწერს სხვა პირი, რომელიც უნდა ესწრებოდეს სანოტარო მოქმედების შესრულებას. ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს სანოტარო აქტის მხარის ნაცვლად ხელმომწერი პირის პირადობა ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით. ნოტარიუსმა სანოტარო აქტში უნდა მიუთითოს მხარის მიერ გაცხადებული ის მიზეზი, რის გამოც მას არ შეუძლია ხელმოწერა, აგრეთვე, მის ნაცვლად ხელმომწერი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები. თუ სანოტარო მოქმედების მონაწილე პირი წერა-კითხვის უცოდინარი ან უსინათლოა, ნოტარიუსი ვალდებულია წაუკითხოს მას სანოტარო აქტის ტექსტი, რის შესახებაც უნდა აღინიშნოს აქტში.
3. თუ პირმა არ იცის ის ენა, ან მისი დამწერლობა, რომელზეც შედგენილია სანოტარო აქტი, იგი ხელს აწერს იმ ენაზე, რომელიც მან იცის.
4. ნოტარიუსის მიერ პირის ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმებისას, დასაშვებია ხელმოწერის შესრულება ნოტარიუსის თანდასწრების გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ხელმომწერმა ნოტარიუსის წინაშე მკაფიოდ და ნათლად უნდა განაცხადოს, რომ ხელმოწერა ნამდვილად მას ეკუთვნის. აღნიშნული განცხადება შეტანილ უნდა იქნეს ნოტარიუსის ფორმულარში ან სანოტარო აქტში.
5. ნოტარიუსმა და სანოტარო აქტის ყველა მონაწილემ (მხარე, თარჯიმანი, მოწმე) ხელი უნდა მოაწეროს სხვადასხვა ენაზე შედგენილ ყველა ტექსტს.
მუხლი 22🔗. სანოტარო აქტის სავალდებულო რეკვიზიტები
სანოტარო აქტი უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ რეკვიზიტებს:
ა) აქტის შედგენის ადგილი და სიტყვებით დაწერილი თარიღი;
ბ) სანოტარო აქტის რეესტრში რეგისტრაციის ნომერი;
გ) აქტის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დრო, თუ ამას მოითხოვს სანოტარო აქტის რომელიმე მონაწილე; სავალდებულოა ანდერძის შედგენის დაწყებისა და დამთავრების დროის მითითება;
დ) ნოტარიუსის შესახებ მონაცემები: სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი;
ე) სანოტარო აქტის ყველა მონაწილის (მათ შორის, მოწმის და თარჯიმნის) სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, რეკვიზიტები პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა, რომლითაც დადგინდა სანოტარო აქტის მონაწილეთა პირადობა; თუ სანოტარო აქტის მონაწილე წარმოდგენილია მინდობილი პირით, სანოტარო აქტში უნდა მიეთითოს მინდობილი პირის იგივე მონაცემები;
ვ) სანოტარო აქტის დებულებები;
ზ) სანოტარო აქტის დანართი დოკუმენტების ჩამონათვალი და მათი რეკვიზიტები;
თ) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის, მათ შორის სანოტარო მომსახურებასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოსა და სხვა ხარჯების ზუსტ ოდენობას, აგრეთვე, ნორმატიული აქტების იმ მუხლებს, რომელთა საფუძველზე მოხდა მათი გამოანგარიშება;
ი) სანოტარო აქტის წამკითხველის ვინაობა;
კ) ნოტარიუსისა და სანოტარო მოქმედების ყველა მონაწილის ხელმოწერები;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეკვიზიტები.
მუხლი 23🔗. ნოტარიუსის დამადასტურებელი წარწერა (ფორმულარი)
1. ნოტარიუსის ფორმულარში უნდა მიეთითოს:
ა) სანოტარო მოქმედების შესრულების ადგილი და თარიღი;
ბ) სანოტარო მოქმედებისათვის მინიჭებული რეესტრის ნომერი;
გ) ნოტარიუსის შესახებ მონაცემები: სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი;
დ) სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაურის ოდენობა, აგრეთვე ნორმატიული აქტების მუხლები, რომელთა საფუძველზეც მოხდა მათი გამოანგარიშება.
2. დასაშვებია ნოტარიუსის ფორმულარში ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა მონაცემების მითითება.
3. ფორმულარი შეიძლება განთავსდეს როგორც სანოტარო აქტის დასაწყისში, ისე ბოლოში, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი. ფორმულარი შეიძლება განთავსდეს ცალკე ფურცელზეც და აიკინძოს სანოტარო აქტის სხვა ნაწილებთან ერთად. ფორმულარს უნდა დაერთოს ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია გამოიყენოს სტანდარტული ფორმულარი (ფორმულარის შტამპი), რომელიც შეიძლება შეივსოს ხელით ან მექანიკური საშუალებების გამოყენებით.
მუხლი 24🔗. სანოტარო მოქმედების შესრულება მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე
1. მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) საფუძველზე სანოტარო მოქმედების შესრულებისას მინდობილობის დედანი ან დამოწმებული ასლი თან უნდა დაერთოს იმ სანოტარო აქტს, რომელიც ინახება ნოტარიუსთან. სანოტარო აქტის ყველა ეგზემპლარში სავალდებულოა მიეთითოს იმ მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც შესრულდა სანოტარო მოქმედება.
2. თუ მინდობილობა უკვე ინახება ნოტარიუსის არქივში, მინდობილობის ხელახალი წარდგენა არ არის სავალდებულო; ამ შემთხვევაში სანოტარო აქტს მინდობილობა არ დაერთვის და სანოტარო აქტში მიეთითება ნოტარიუსის არქივში არსებული მინდობილობის რეკვიზიტები.
3. გადანდობის უფლებამოსილების საფუძველზე შედგენილი მინდობილობის (რწმუნებულების, დავალების ხელშეკრულების) მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელ იმ დოკუმენტში დათქმულ უფლებამოსილების ვადას, რომლის საფუძველზეც ხორციელდება გადანდობა. სანოტარო აქტს, რომელიც რჩება ნოტარიუსის არქიში, თან უნდა დაერთოს ის მინდობილობა ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც შესრულდა სანოტარო მოქმედება.
4. თუ სანოტარო მოქმედება უნდა შესრულდეს სხვა პირის თანხმობის საფუძველზე, თანხმობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
5. ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს წარმომადგენლის უფლებამოსილების ფარგლები. იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში პირდაპირ და არაორაზროვნად არ არის მითითებული წარმომადგენლის იმ კონკრეტული უფლებამოსილების (ქონების ვალდებულებით დატვირთვის, უფლებამოსილების მესამე პირისათვის გადაცემის, გაყიდვის, გაჩუქების …) შესახებ, რომლის ფარგლებშიც სურს წარმომადგენელს გარიგების დადება, ნოტარიუსს ეკრძალება სანოტარო მოქმედების შესრულება.
მუხლი 25🔗. სანოტარო აქტის გაფორმება ყრუ და/ან მუნჯი პირის მონაწილეობით
1. სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა-კითხვის მცოდნე ყრუმ თავად უნდა წაიკითხოს აქტი და მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.
2. სანოტარო მოქმედების მონაწილე წერა კითხვის მცოდნე ყრუ-მუნჯმა თავად უნდა წაიკითხოს აქტი და აქტის ბოლოს ნოტარიუსის ხელმოწერამდე თავისი ხელით უნდა დაწეროს, რომ დოკუმენტი თავად წაიკითხა, აქტი შეესაბამება მის ნებას და იგი იწონებს აქტს.
3. საჭიროების შემთხვევაში, ნოტარიუსი ვადებულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას დაისწროს სპეციალისტი ან ის პირი, რომელმაც იცის ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის ენა.
4. ნოტარიუსი ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი წესების დაცვის შესახებ მიუთითოს სანოტარო აქტში.
მუხლი 26🔗. სანოტარო აქტის გაფორმება წერა-კითხვის არმცოდნე ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის მონაწილეობით
1. თუ სანოტარო აქტი ფორმდება წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა, ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედება შეასრულოს მოწმის და ისეთი პირის თანდასწრებით, რომელსაც შეუძლია გააგებინოს მას საქმის არსი და დაადასტუროს თავისი ხელის მოწერით, რომ გარიგების შინაარსი შეესაბამება ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი მხარის ნებას. თუ ანდერძი ფორმდება ყრუ-მუნჯი, ბრმა ან წერა-კითხვის უცოდინარი ყრუ-მუნჯის, ასევე ბრმა ან წერა-კითხვის არმცოდნე ბრმა პირის მონაწილეობით, ნოტარიუსი მოქმედებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1361 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
2. ნოტარიუსი ვალდებულია ამ კანონით დადგენილი წესით დაადგინოს მოწვეული პირის პირადობა. იგი ვალდებულია ნოტარიუსს დაუდასტუროს, რომ მან იცის ყრუ, მუნჯი ან ყრუ-მუნჯი პირის ენა და იძლევა ამ პირის ნების სრული და სწორი განმარტების გარანტიას. ნოტარიუსი აფრთხილებს მოწვეულ პირს არასწორი თარგმანისათვის ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობის შესახებ. ამ პროცედურების შესრულების შესახებ უნდა აღინიშნოს სანოტარო აქტში.
მუხლი 27🔗. სანოტარო აქტში შესწორების შეტანის წესი
1. სანოტარო აქტში შესწორება (ამოღება, ცვლილება, დამატება) შეიტანება შემდეგი წესით:
ა) სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), რომელიც ამოღებულ უნდა იქნეს, შემოიხაზება იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შემოხაზული სიტყვის (ასოს, წინადადების, ციფრის) წაკითხვა. ამგვარად მონიშნული სიტყვის (ასოს, წინადადების, ციფრის) გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: ,,ამოღებულია“, ხოლო შემდეგ უნდა განმეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი);
ბ) სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა შესწორდეს, შემოიხაზება და გვერდით დაისმება ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: ,,ამოღებულია“, შემდეგ უნდა გამეორდეს მონიშნული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), ხოლო შემდეგ უნდა მიეთითოს: ,,უნდა იყოს“ და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), რომლითაც იცვლება ამოღებული სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი);
გ) გამოტოვებული სიტყვის (ასოს, წინადადების, ციფრის) ადგილზე უნდა დაისვას ციფრი. ეს ციფრი უნდა დაისვას აგრეთვე დოკუმენტის ტექსტის ბოლოს, მაგრამ მხარეთა ხელმოწერამდე. ციფრის გვერდით უნდა მიეთითოს: ,,დამატებულია“ და უნდა დაიწეროს ის სიტყვა (ასო, წინადადება, ციფრი), რომელიც უნდა ჩაისვას ციფრით აღნიშნულ ადგილზე.
2. შესწორებები იმ სანოტარო აქტში, რომელიც უკვე ხელმოწერილია მხარეთა მიერ, შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით იმ განსხვავებით, რომ სანოტარო აქტის ტექსტის ბოლოს ცვლილებების შესახებ არსებული მითითებების შემდეგ სავალდებულოა მხარეებისა და ნოტარიუსის განმეორებითი ხელმოწერები და ნოტარიუსის ბეჭედი.
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო მოქმედების მონაწილის მოთხოვნით ან საკუთარი ინიციატივით სანოტარო აქტის ტექსტში შეასწოროს სანოტარო აქტის შედგენისას დაშვებული აშკარა მექანიკური შეცდომები. აშკარა მექანიკურ შეცდომად ჩაითვლება სანოტარო აქტის ტექსტში დაშვებული კალმისმიერი, ორთოგრაფიული, არითმეტიკული ან სხვა სახის ხარვეზები, რომელთა მექანიკური ხასიათი თვალნათლივ დასტურდება ამავე სანოტარო აქტის სხვა ნაწილებიდან და/ან თანდართული დოკუმენტებიდან და რომელთა გასწორებაც არ იწვევს სანოტარო აქტის შინაარსის არსებით შეცვლას. აშკარა მექანიკური შეცდომების გასწორებისას, სანოტარო აქტის ტექსტის ბოლოს ცვლილებების შესახებ ამ მუხლით გათვალისწინებული მითითების შემდეგ მხარეების განმეორებითი ხელმოწერები სავალდებულო არ არის. შესწორებულ ვარიანტზე დაისმება ნოტარიუსის ხელმოწერა და ბეჭედი.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტის ასლში დოკუმენტის დედნის ტექსტი გადმოსცეს საბოლოოდ გასწორებული სახით დედანში შეტანილ ცვლილებებზე მითითებების გარეშე.
მუხლი 28🔗. სანოტარო აქტების შენახვა და გაცემა
1. სანოტარო არქივში შენახვას ექვემდებარება შემდეგი დოკუმენტები:
ა) ხელშეკრულებები;
ბ) მინდობილობები (რწმუნებულებები);
გ) სამკვიდრო მოწმობები;
დ) საკუთრების მოწმობები;
ე) ანდერძები.
2. ნოტარიუსი უფლებამოსილია საკუთარი სურვილით ან მხარის მოთხოვნით სანოტარო არქივში დაიტოვოს ის აქტებიც, რომელთა შენახვა სანოტარო არქივში არ არის სავალდებულო.
3. ამ ინსტრუქციით დადგენილი გამონაკლისის გარდა (ანდერძი მოქალაქისა, რომელიც ცოცხალია), ნოტარიუსს უფლება აქვს სანოტარო აქტის დედანი, რომელიც ინახება ნოტარიუსთან, შესაბამისი განჩინების საფუძველზე დროებით გადასცეს სასამართლოს, სასამართლო ვალდებულია ნოტარიუსს მისცეს ცნობა სანოტარო აქტის დედნის მიღების შესახებ. ნოტარიუსი ვალდებულია დედნის ადგილზე მოათავსოს დედნის დამოწმებული ასლი, რომელსაც უნდა დაერთოს სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება (ბრძანება, განჩინება, დადგენილება).
4. სასამართლო წარმოების დასრულებისთანავე სანოტარო აქტის დედანი უნდა დაბრუნდეს ნოტარიუსის სანოტარო არქივში.
5. ნოტარიუსის არქივში ან სხვა საჯარო არქივში დაცული სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს აქვს დედნის იურიდიული ძალა.
თავი III
სანოტარო მოქმედებათა სავალდებულო რეესტრები და მათი წარმოება
მუხლი 29🔗. სანოტარო მოქმედებათა რეესტრები და მათი ინდექსები
1. ნოტარიუსი ვალდებულია ჰქონდეს სანოტარო მოქმედებათა შემდეგი რეესტრები:
ა) სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის საერთო რეესტრი, რომელშიც აღირიცხება ყველა სანოტარო მოქმედება, გარდა ამ მუხლის შემდეგ პუნქტებში მითითებული აქტებისა.
რეესტრი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
1-ლი სვეტი: სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი;
მე-2 სვეტი: სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი;
მე-3 სვეტი: სანოტარო აქტის მონაწილის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი;
მე-4 სვეტი: სანოტარო აქტის მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები;
მე-5 სვეტი: სანოტარო აქტის შინაარსი. ამ სვეტში დეტალურად უნდა ჩაიწეროს იმ აქტის შინაარსი, რომელიც არ რჩება სანოტარო არქივში. იმ აქტის შესახებ, რომელიც ინახება სანოტარო არქივში, შეიტანება ზოგადი ინფორმაცია (სანოტარო აქტის დასახელება);
მე-6 სვეტი: სანოტარო საზღაური. მასში შეიტანება სანოტარო მოქმედებისათვის გადახდილი საზღაურის ზუსტი ოდენობა და მასზე დარიცხული დღგ (დღგ-ით დაბეგვრის შემთხვევაში);
მე-7 სვეტი: სანოტარო აქტის მიმღების ხელმოწერა. რეესტრში ხელს აწერს სანოტარო აქტის მიმღები პირი. დასაშვებია რეესტრში ხელი მოაწეროს სანოტარო მოქმედების მონაწილე სხვა პირმაც.
ბ) სამემკვიდრეო საქმეთა საერთო რეესტრი. მასში შეიტანება სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებები.
სამემკვიდრეო საქმეთა საერთო რეესტრი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
1-ლი სვეტი: სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი;
მე-2 სვეტი: სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი;
მე-3 სვეტი: სანოტარო აქტის მონაწილის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი;
მე-4 სვეტი: სანოტარო აქტის მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები;
მე-5 სვეტი: სანოტარო აქტის შინაარსი. ამ სვეტში დეტალურად უნდა ჩაიწეროს იმ აქტის შინაარსი, რომელიც არ რჩება სანოტარო ბიუროში. იმ აქტის შესახებ, რომელიც ინახება სანოტარო არქივში, შეიტანება ზოგადი ინფორმაცია (სანოტარო აქტის დასახელება);
მე-6 სვეტი: სანოტარო საზღაური. მასში შეიტანება სანოტარო მოქმედებისათვის გადახდილი საზღაურის ზუსტი ოდენობა და მასზე დარიცხული დღგ (დღგ-ით დაბეგვრის შემთხვევაში);
მე-7 სვეტი: სანოტარო აქტის მიმღების (განმცხადებლის) ხელმოწერა.
გ) ანდერძების რეესტრი. მასში შეიტანება ანდერძი, ანდერძების გაუქმების აქტები და სხვა მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ანდერძთან.
ანდერძების საერთო რეესტრი შედგება ორი ნაწილისაგან.
I ნაწილი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
1-ლი სვეტი: ანდერძის რეგისტრაციის თარიღი და ზუსტი დრო;
მე-2 სვეტი: ანდერძის სარეგისტრაციო ნომერი;
მე-3 სვეტი: მოანდერძის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი; მოწმეების სახელი და გვარი (მათი არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელი ადგილი.
მე-4 სვეტი: მოანდერძის (მოწმეების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები;
მე-5 სვეტი: ანდერძის შინაარსი;
მე-6 სვეტი: სანოტარო საზღაური. მასში შეიტანება სანოტარო მოქმედებისათვის გადახდილი საზღაურის ზუსტი ოდენობა და მასზე დარიცხული დღგ (დღგ-ით დაბეგვრის შემთხვევაში);
მე-7 სვეტი: ანდერძის მიმღების ხელმოწერა.
II ნაწილი – ანდერძის ალფაბეტური დავთარი – შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:
1-ლი განყოფილება: ინფორმაცია მოანდერძისა და ანდერძის შესახებ. იგი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
1-ლი სვეტი: მოანდერძის სახელი და გვარი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები (დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და სხვა);
მე-2 სვეტი: ანდერძის შედგენის დაწყებისა და დასრულების დრო;
მე-3 სვეტი: ანდერძის სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ანდერძების რეესტრის პირველ ნაწილში რეგისტრაციისას.
მე-2 განყოფილება: ინფორმაცია ანდერძის შეცვლის, ან გაუქმების შესახებ. იგი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
1-ლი სვეტი: ანდერძის გაუქმების (შეცვლის) აქტის სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ანდერძების რეესტრის პირველ ნაწილში რეგისტრაციისას;
მე-2 სვეტი: ნოტარიუსის სახელი და გვარი, რომელმაც დაამოწმა ანდერძის გაუქმების (შეცვლის) აქტი.
მე-3 სვეტი: ანდერძის გაუქმების (შეცვლის) აქტის თარიღი და შედგენის ზუსტი დრო;
მე-4 სვეტი: შენიშვნები.
მე-3 განყოფილება: ინფორმაცია ანდერძის შინაარსის შესახებ. იგი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
1-ლი სვეტი: საანდერძო განკარგულების შინაარსი, ანდერძისმიერი მემკვიდრის (სათადარიგო მემკვიდრის) ვინაობა და იდენტიფიკაციის მონაცემები (მათი არსებობისას);
მე-2 სვეტი: შენიშვნები.
მე-4 განყოფილება: ინფორმაცია ანდერძის აღმსრულებლის შესახებ. იგი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
1-ლი სვეტი: ანდერძით დანიშნული ანდერძის აღმსრულებლის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები;
მე-2 სვეტი: იმ პირის სახელი და გვარი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, რომელსაც ანდერძით დაევალა ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა;
მე-3 სვეტი: შენიშვნები.
მე-5 განყოფილება: ინფორმაცია საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) შესახებ. იგი შედგება შემდეგი სვეტისაგან:
1-ლი სვეტი: ლეგატარის სახელი და გვარი (იურიდიული პირის დასახელება) და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები;
მე-2 სვეტი: საანდერძო ლეგატის შინაარსი;
მე-3 სვეტი: შენიშვნები.
მე-6 განყოფილება: ნოტარიუსის შენიშვნები. იგი შედგება ერთი სვეტისაგან და მასში შეიტანება ნოტარიუსის შენიშვნები ანდერძთან დაკავშირებით. შენიშვნები შეიტანება ნოტარიუსის შეხედულებისამებრ.
დ) თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების რეესტრი; მასში შეიტანება თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების აქტები და მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები. იგი შედგება იმავე სვეტებისაგან, რაც დადგენილია საერთო რეესტრისათვის.
ე) ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების რეესტრი; მასში შეიტანება ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში შენახვისა და გადაცემის, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები. იგი შედგება იმავე სვეტებისაგან, რაც დადგენილია საერთო რეესტრისათვის.
2. ნოტარიუსი ვალდებულია ჰქონდეს სამემკვიდრეო საქმეთა ალფავიტური ჟურნალი და აწარმოოს იგი. ჟურნალი შედგება შემდეგი სვეტებისაგან:
1-ლი სვეტი: გარდაცვლილი პირის გვარი, სახელი;
მე-2 სვეტი: გარდაცვალების თარიღი;
მე-3 სვეტი: მემკვიდრის გვარი, სახელი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები;
მე-4 სვეტი: განცხადების სარეგისტრაციო ნომერი;
მე-5 სვეტი: ნოტარიუსის შენიშვნები.
3. სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერი შედგება შესაბამისი სანოტარო მოქმედების ინდექსისა და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომერისაგან. ინდექსებსა და ჩანაწერის რიგით ნომერს შორის უნდა დაისვას ტირე. ინდექსისა და ჩანაწერის რიგითი ნომერი ერთობლივად ქმნის სანოტარო აქტის (მოქმედების) სარეგისტრაციო ნომერს.
4. სანოტარო მოქმედებებს (აქტებს) ენიჭებათ შემდეგი ინდექსები:
ა) საერთო რეესტრში გასატარებელ სანოტარო მოქმედებებს (გარდა ანდერძებთან და სამემკვიდრეო საქმეების წარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებებისა) – 1;
ბ) სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებით შესრულებულ სანოტარო მოქმედებებს (განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ, დადგენილება სამკვიდროს მმართველის დანიშვნის შესახებ, სამკვიდრო მოწმობა და სხვა) – 2;
გ) ანდერძთან დაკავშირებულ სანოტარო მოქმედებებს (ანდერძებს, ანდერძის მოშლის, ანდერძის შესანახად მიღების შესახებ სანოტარო აქტებს) – 3;
დ) თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების რეესტრში გასატარებელ სანოტარო მოქმედებს – 4;
ე) ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების რეესტრში გასატარებელ სანოტარო მოქმედებებს – 5.
5. თითოეული სახის რეესტრის, აგრეთვე სამემკვიდრეო საქმეთა ალფავიტური ჟურნალის ნიმუშები თან ერთვის წინამდებარე ინსტრუქციას. რეესტრები და ალფავიტური ჟურნალი მზადდება თანდართული ნიმუშების მიხედვით (დანართი 1, 2, 3, 4, 5, 6).
6. რეესტრი უნდა იყოს ზონარგაყრილი, ხოლო ზონარი კვანძის შეკვრის ადგილზე – ფურცლით დაწებებული და ბეჭდით დაბეჭდილი; ბეჭდის ნაწილი უნდა აისახოს დაწებებულ ფურცელზე, ხოლო ნაწილი – რეესტრის ყდაზე.
7. თითოეული ფურცელი უნდა დაინომროს, ხოლო ყდის მესამე გვერდზე სიტყვებით უნდა დაიწეროს ფურცლების რაოდენობა.
8. ყდის მესამე გვერდზე ხელი უნდა მოაწეროს რეესტრის გაცემაზე უფლებამოსილმა პირმა.
მუხლი 30🔗. რეესტრების კოდი
1. თითოეულ სანოტარო მოქმედებათა რეესტრს აქვს კოდი, რომელიც შედგება რეესტრის გაცემის რიგითი ნომრისა და რეესტრის გაცემის თარიღისაგან (მაგალითად: 27/02.09.2003, სადაც ,,27“ აღნიშნავს რეესტრის გაცემის რიგით ნომერს, ხოლო ,,02.09.2003“ – რეესტრის გაცემის თარიღს).
2. რეესტრის გამცემი ორგანო ვალდებულია გაცემისას რეესტრს მიანიჭოს კოდი. კოდი უნდა დაიწეროს რეესტრის ყდის ბოლო გვერდზე.
3. რეესტრს გასცემს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
მუხლი 31🔗. რეესტრის გაცემის წესი
1. რეესტრების გაცემა აღირიცხება რეესტრების აღრიცხვის ჟურნალში.
2. რეესტრის აღრიცხვის ჟურნალში აღინიშნება:
ა) რეესტრის სახე;
ბ) რეესტრის კოდი;
გ) რეესტრში ფურცელთა რაოდენობა;
დ) რეესტრის გაცემის თარიღი;
ე) რეესტრის მიმღები ნოტარიუსის სახელი და გვარი;
ვ) რეესტრის მიმღები პირის ხელმოწერა.
მუხლი 32🔗. სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაცია
1. ნოტარიუსი ვალდებულია სანოტარო მოქმედებები დანომროს პროგრესირებადი და განგრძობადი ნუმერაციით და იგივე ნომრით ჩაწეროს (გაატაროს რეგისტრაციაში) სანოტარო მოქმედებათა რეესტრში.
2. რეესტრში ჩანაწერი კეთდება სანოტარო აქტის შედგენის დასრულების შემდეგ აქტზე ნოტარიუსის ხელმოწერისთანავე.
3. რეესტრში ჩანაწერს ასრულებს ნოტარიუსი ან სანოტარო ბიუროს თანამშრომელი სინათლემდეგი ან წყალმდეგი მელნით. დაუშვებელია რეესტრში ჩანაწერის გაკეთება ფანქრით. ჩანაწერები რეესტრში უნდა გაკეთდეს მჭიდროდ იმდაგვარად, რომ გამოირიცხოს ორ ჩანაწერს შორის სხვა ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა. რეესტრში ჩანაწერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ შესაძლებელი იყოს მისი ადვილად წაკითხვა.
4. ყველა სანოტარო მოქმედება რეგისტრირდება სანოტარო მოქმედებათა რეესტრში. ყოველ სანოტარო მოქმედებას ეძლევა ცალკე რიგითი ნომერი. აკრძალულია სხვადასხვა სანოტარო მოქმედებებისათვის (აქტისათვის) ერთი და იგივე ნომრის მინიჭება. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსთან წარდგენილი იქნება ერთი დოკუმენტი რამდენიმე ეგზემპლარად, მას მიენიჭება ერთი სარეგისტრაციო ნომერი და სარეგისტრაციო წიგნში აღინიშნება ეგზემპლარების რაოდენობა. ის ნომერი, რომლითაც სანოტარო მოქმედება რეგისტრირებულია სანოტარო რეესტრში, აღინიშნება ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტებსა და დამადასტურებელ წარწერებში.
5. ნუმერაცია იწყება ერთიდან. ყოველი წლის დასაწყისში ნუმერაცია იწყება თავიდან. ნუმერაციაში შეცდომის დაშვების შემთხვევაში ნოტარიუსი ვალდებულია შეცდომის შესახებ აღნიშნოს რეესტრის ყდის შიდა მხარეს ან გრაფაში ,,შენიშვნებისათვის”.
6. ყველა სანოტარო მოქმედება, რომელსაც შეასრულებს ნოტარიუსი, სავალდებულოა რეგისტრირებულ იქნეს შესაბამის რეესტრში.
მუხლი 33🔗. სანოტარო აქტებისა და რეესტრების შენახვა
1. სანოტარო აქტები და რეესტრები ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სანოტარო აქტები და სანოტარო მოქმედებათა რეესტრები და სამემკვიდრეო საქმეთა ალფავიტური ჟურნალი, რომლებიც მუდმივ შენახვას ექვემდებარება, ნოტარიუსთან ინახება თანამდებობაზე ყოფნის ვადით, შემდეგ გადაეცემა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.
3. ნოტარიუსი ვალდებულია, არქივში სანოტარო აქტები დაალაგოს პროგრესირებადი ნუმერაციისა ან სანოტარო მოქმედებათა სახეების შესაბამისად.
მუხლი 34🔗. იმ ნოტარიუსის სანოტარო აქტების, ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შენახვა, რომელსაც შეუჩერდა ან შეუწყდა უფლებამოსილება, ან რომლის სანოტარო ბიურო განთავსდა სხვა დასახლებულ პუნქტში
1. ნოტარიუსი, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება, ან რომლის სანოტარო ბიურო განთავსდა სხვა დასახლებულ პუნქტში, ვალდებულია რეესტრები, სანოტარო აქტები, ბეჭედი, მის მიერ მიღებული ფული და სხვა ფასიანი ქაღალდები საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით გადასცეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნოტარიუსთა პალატებს.
2. წინა პუნქტში მითითებული მასალების მიმღები პირი ვალდებულია:
ა) აღწეროს სანოტარო აქტები, რეესტრები, ნოტარიუსის ბეჭდები, ფული, სხვა ფასიანი ქაღალდები, სხვა საგნები და უზრუნველყოს მათი დაცვა;
ბ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაანადგუროს ნოტარიუსის ბეჭედი; ხოლო სანოტარო აქტები, რეესტრები ჩააბაროს დოკუმენტების მიმღებს, ხოლო განადგურებული ბეჭედი ჩააბაროს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
3. ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს სანოტარო აქტების, რეესტრების, ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დაცვა და შენახვა.
4. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ვალდებულია ამ მუხლით დადგენილი ღონისძიებების შესრულების შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
5. ნოტარიუსს, რომელსაც შეუჩერდა უფლებამოსილება ან რომელიც გადავიდა სხვა დასახლებულ პუნქტში და შემდგომში ხელახლა დაინიშნა იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც ადრე მუშაობდა, უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით არქივიდან დაიბრუნოს მის მიერ შესრულებული სანოტარო აქტები და რეესტრები.
მუხლი 35🔗. დაკარგული დოკუმენტების მოძიება
1. თუ ამ ინსტრუქციის 34-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესრულებისას დადგინდება, რომ ადგილზე არ არის რომელიღაც სანოტარო აქტი, ფული ან სხვა ფასიანი ქაღალდი, ან თუ აღმოჩნდება, რომ სანოტარო აქტი, ფული ან სხვა ფასიანი ქაღალდი დაკარგულია, პროცედურის შემსრულებელი ამის შესახებ წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს, რათა მას მიეცეს თავისი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.
2. თუ დაკარგული სანოტარო აქტის მონაწილე მხარეს, სხვა ნოტარიუსს, ან სხვა სახელმწიფოს ორგანოს აქვს დაკარგული სანოტარო აქტის ასლი ან ამონაწერი, ასლის ან ამონაწერის მფლობელი ვალდებულია ასლი ან ამონაწერი გადასცეს შესაბამის სახელმწიფო სანოტარო არქივს სანოტარო წესით დადასტურებული ასლის დასამზადებლად. დადასტურებული ასლი შენახულ უნდა იქნეს დაკარგული აქტის ნაცვლად, ხოლო ასლი ან ამონაწერი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მფლობელს.
მუხლი 36🔗. ასლის, ამონაწერის, ცნობების გაცემა, ანდერძის გამოქვეყნება
ნოტარიუსთა პალატის ან სახელმწიფო საარქივო დაწესებულების პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გასცეს ცნობები, არქივში დაცული სანოტარო აქტების ასლები და ამონაწერები, შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცედურები განმცხადებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით საზღაურის გადახდით.
კარი II
კერძო ნაწილი
თავი I
იურიდიული პირის მონაწილეობით სანოტარო აქტის შედგენის საფუძვლები
მუხლი 37🔗. სანოტარო აქტის შედგენა იურიდიული პირის მონაწილეობით
1. თუ სანოტარო აქტის მონაწილე არის იურიდიული პირი, ნოტარიუსი ვალდებულია მოითხოვოს იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ამონაწერი კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების მარეგისტრირებელი ორგანოდან;
ბ) უცხოეთის ქვეყნის შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული აქტი იურიდიული პირის რეგისტრაციისა და უფლებამოსილი წარმომადგენლების ვინაობის შესახებ, თუ იურიდიული პირი არარეზიდენტია (რეგისტრირებულია უცხოეთში);
გ) იურიდიული პირის წესდება (დებულება), რომელიც უნდა იყოს დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
2. არ მიიღება ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ამონაწერების გაცემიდან გასულია 15 დღეზე მეტი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოდან მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებიდან, ან თუ ლეგალიზება სავალდებულო არ არის დოკუმენტის გაცემიდან 6 თვის ვადაში.
მუხლი 38🔗. კომერციული იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში პარტნიორის (აქციონერის) წილთან (აქციასთან) დაკავშირებული გარიგებები
1. კომერციული იურიდიული პირების საწესდებო კაპიტალში პარტნიორთა (აქციონერთა) საკუთრებაში არსებული წილების (აქციების) გასხვისების ხელშეკრულებათა სანოტარო წესით დამოწმებისათვის ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ბ) აქცია (სერტიფიკატი);
გ) უცხოეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული და კანონმდებლობით დადგენილი წესით ლეგალიზებული აქტი იურიდიული პირის რეგისტრაციისა და უფლებამოსილი წარმომადგენლის ვინაობის შესახებ, თუ იურიდიული პირი არარეზიდენტია (რეგისტრირებულია უცხოეთში);
დ) იურიდიული პირის წესდება (დებულება), რომელიც უნდა იყოს დედანი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ე) რეგისტრატორის მიერ გაცემული ამონაწერი, თუ გარიგების საგანი არის ანგარიშვალდებული საწარმოს აქცია და ანგარიშვალდებული საწარმოს აქციათა რეესტრს აწარმოებს რეგისტრატორი;
ვ) საწარმოს მიერ გაცემული ამონაწერი აქციათა რეესტრის წიგნიდან, თუ საწარმო არ არის ანგარიშვალდებული საწარმო და იგი დამოუკიდებლად აწარმოებს აქციათა რეესტრის წიგნს.
2. ნოტარიუსი ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არის გასასხვისებელი წილი (აქცია) დატვირთული ან ყადაღადადებული. ნოტარიუსი ვალდებულია წილის უფლებრივი დატვირთვის ან წილზე ყადაღის დადების არსებობის შესახებ მონაცემები გამოითხოვოს საჯარო რეესტრიდან, ხოლო აქციების გასხვისების შემთხვევაში აგრეთვე აქციათა რეესტრის წიგნიდან.
მუხლი 39🔗. საწესდებო კაპიტალის ქონებრივი შენატანით შევსების წესი
1. იმ შემთხვევაში, როცა საწესდებო კაპიტალი უნდა შეივსოს ქონებრივი შენატანით და ქონებრივი შენატანი არის უძრავი ქონება, ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი ქონების საწესდებო კაპიტალში შეტანის აქტი იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია ქონების შესაბამისი სახის გასხვისებისათვის.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უნდა მოხდეს ერთობლივ საქმიანობაში (ამხანაგობაში) ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილის შენატანის სახით უძრავი ქონების შეტანა იმ შემთხვევაში, თუ შენატანი ხდება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) საერთო საკუთრება.
თავი II
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებები
მუხლი 40🔗. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი
1. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების (ნასყიდობა, უზურფრუქტი, აღნაგობა, ქირავნობა, იჯარა, იპოთეკა და სხვა) შედგენისას ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ბ) ცნობა ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ.
2. თუ უძრავი ქონების მესაკუთრე იურიდიული პირია, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ამ ინსტრუქციის 37-ე მუხლით დადგენილი დოკუმენტაციაც.
3. იმ შემთხვევაში, თუ უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სანოტარო აქტით არ იცვლება უძრავი ქონების მესაკუთრე, ნოტარიუსი ვალდებულია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან შეინახოს სანოტარო არქივში, ხოლო უძრავი ქონების მესაკუთრეს მოთხოვნის შემთხვევაში მისცეს ცნობა იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრიდან ამონაწერი ინახება სანოტარო არქივში როგორც შესაბამისი ხელშეკრულების დანართი. ცნობაში უნდა მიეთითოს ამონაწერის რეკვიზიტები, იმ ხელშეკრულების რეკვიზიტები, რომელსაც თან ერთვის ამონაწერი.
მუხლი 41🔗. პრივატიზაციის ხელშეკრულებათა დამოწმების წესი
1. პრივატიზაციის ხელშეკრულებები უნდა დამოწმდეს საპრივატიზებო ობიექტების სახეებისათვის დადგენილი გასხვისების წესების დაცვით.
2. პრივატიზების უფლების მქონე პირის მიერ თავის უფლებაზე უარის თქმა უნდა განხორციელდეს სანოტარო წესით დადასტურებული განცხადების საფუძველზე. ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს უფლებაზე უარის განმცხადებელს უარის თქმის შედეგები, კერძოდ, ის გარემოება, რომ იგი უარის თქმით კარგავს საკუთრების შეძენის უფლებას პრივატიზებულ ბინაზე.
მუხლი 42🔗. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება
1. ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს საკუთრების მოწმობა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ იმ ბინებზე, რომლებიც, საქართველოს რესპულიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების შესაბამისად, საკუთრებაში გადაეცათ ამ ბინების მფლობელებს და რომლებიც ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლამდე არ არის აღრიცხული ამ ბინების მფლობელთა საკუთრებაში.
2. საკუთრების მოწმობა გაიცემა ბინის მფლობელთა განცხადების საფუძველზე. განცხადებაზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
3. საკუთრების მოწმობის მიღების უფლება აქვს ორდერში შეტანილ ყველა პირს, ან იმ პირებს, რომლებიც ცნობილნი არიან ორდერში შეტანილი პირების მემკვიდრეებად. უფლებაზე უარის თქმა დაიშვება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
4. განმცხადებელი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) ბინაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინის ორდერი ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მეპაიე-წევრად ცნობის შესახებ, ან სამკვიდრო მოწმობა, ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ან სხვა აქტი, რომელიც გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც ადასტურებას უფლებას ბინაზე);
ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
გ) ცნობა ბინაზე ყადაღის არარსებობის შესახებ.
მუხლი 43🔗. უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრე
საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. აკრძალულია სანოტარო მოქმედების შესრულებისას უძრავი ქონებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებული პირის გარდა სხვა პირის თანხმობის გამოთხოვა.
მუხლი 44🔗. მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დამოწმების წესი
რეგისტრაციაუნარიანი მოძრავი ნივთის გასხვისების, ვალდებულებით დატვირთვის ან გაქირავებისას ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ცნობა საჯარო რეესტრიდან ნივთის ვალდებულებით დატვირთვის შესახებ. ხოლო, თუ გარიგების საგანია სატრანსპორტო საშუალება, დამატებით გამოითხოვება შსს საინფორმაციო ცენტრიდან ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების ძებნაში ან გატაცებულთა სიაში არყოფნის თაობაზე.
თავი III
ნოტარიუსის არქივში დაცული აქტების ასლების, აქტებიდან ამონაწერებისა და აქტების შესახებ მოწმობების გაცემა. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება; სხვა სანოტარო მოქმედებები
მუხლი 45🔗. დოკუმენტების გაცემის ვალდებულება და წესი
1. ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს თავის არქივში დაცული აქტების ასლები, აქტებიდან ამონაწერები და აქტების შესახებ მოწმობები, გარდა ანდერძისა, რომლის გამოქვეყნების დრო არ არის დამდგარი.
2. ამ მუხლის წინა პუნქტში მითითებული დოკუმენტების მიღების უფლება აქვს ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ პირებს. ხარჯებს იხდის დოკუმენტის მიმღები.
3. დამოწმებულ ასლს აქვს დედნის იურიდიული ძალა. ამასთან, სასამართლოში საქმის განხილვისას თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტის დედნების წარდგენას, აღნიშნულს ნოტარიუსი განახორციელებს მხოლოდ სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების (ბრძანების, განჩინების, დადგენილების) საფუძველზე, რომელიც ინახება ნოტარიუსთან და თან დაერთვის სანოტარო არქივში დატოვებულ სანაცვლო დოკუმენტაციას. სასამართლოს უფლება აქვს მოითხოვოს სრული ასლის ან დედნის წარდგენა.
4. ნოტარიუსი უფლებამოსილია სანოტარო აქტის მონაწილის მოთხოვნით გასცეს აქტის მხოლოდ დანართის ასლი, მაგრამ ვალდებულია ასლზე მიუთითოს, რომ ეს არის მის არქივში დაცული სანოტარო აქტის დანართი.
5. ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს ასლის ასლი (ან ამონაწერი) იმ სანოტარო აქტისა, რომელიც შედგენილია სხვა ნოტარიუსის მიერ და რომელიც ინახება მის არქივში როგორც დანართი მის მიერ შედგენილი სხვა სანოტარო აქტისა.
მუხლი 46🔗. ასლისა და ამონაწერის სისწორის დამოწმების ფორმულარი
ასლისა და ამონაწერის სისწორის დამოწმების ფორმულარი იწერება ასლისა და ამონაწერის ბოლოში ან ცალკე ფურცელზე, რომელიც აიკინძება ასლთან ერთად. იგი უნდა შეიცავდეს:
ა) დამოწმებას, რომ ასლი ან ამონაწერი იდენტურია დედნისა, რომელიც წარმოდგენილია ნოტარიუსთან ან ინახება ნოტარიუსის არქივში;
ბ) ასლის ან ამონაწერის გაცემის თარიღსა და ადგილს;
მუხლი 47🔗. ასლის, ამონაწერისა და მოწმობის გაცემის ვადა
ნოტარიუსი ვალდებულია ასლი, ამონაწერი ან მოწმობა გასცეს უმოკლეს დროში, მაგრამ მოთხოვნიდან არა უგვიანეს სამი დღისა.
მუხლი 48🔗. ფაქტებისა და განცხადებების დამოწმება
1. ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს ფაქტები და განცხადებაზე ხელმოწერის სინამდვილე.
2. ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას დოკუმენტის დამოწმებაზე, თუ დოკუმენტის შინაარსი ეწინააღმდეგება კანონმდებლობას, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი გამონაკლისებისა (იურიდიული პირების ორგანოების სხდომებისა და/ან კრების ოქმების შედგენა და დამოწმება ნოტარიუსის მიერ).
3. ნოტარიუსი განცხადების დამოწმებისას ადასტურებს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა ხელმომწერს ეკუთვნის და დოკუმენტზე ხელი ნამდვილად განმცხადებელმა მოაწერა. ნოტარიუსი არ ადასტურებს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მის ნამდვილობაზე.
4. ნოტარიუსი ფაქტების ნამდვილობას ამოწმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას. ფაქტების დამოწმებისას ნოტარიუსი პასუხს აგებს მის მიერ აღწერილი და დამოწმებული ფაქტების ნამდვილობაზე.
5. აკრძალულია გარიგების დამოწმება ფაქტებისა და განცხადებების დამოწმების ფორმით.
6. აკრძალულია ისეთი ფაქტების დამოწმება, რომელთა ნამდვილობისათვის აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს აქტი (მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი ფაქტები).
მუხლი 49🔗. დოკუმენტების ასლების დადასტურება
1. ნოტარიუსი ადასტურებს ასლის იდენტურობას პირის მიერ წარდგენილ დედანთან.
2. თუ დედანი შედგენილია არასახელმწიფო ენაზე, დედნის ასლს უნდა დაერთოს დოკუმენტის თარგმანი.
3. თუ ნოტარიუსმა იცის დედნის ენა, იგი უფლებამოსილია დედნის ასლი დაამოწმოს თარგმანის გარეშე.
4. აკრძალულია პასპორტის, პირადობის მოწმობის, მართვის მოწმობის ასლის სისწორის დამოწმება, გარდა მათი თარგმანისა.
მუხლი 50🔗. ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ფიზიკური პირის იგივეობის დადასტურება
1. ნოტარიუსი ადასტურებს ფიზიკური პირის იგივეობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან შესაბამისი მოწმობის გაცემით. ფოტოსურათზე გამოსახული პირის არასრულწლოვანთან იგივეობის დადასტურებისას გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესი.
2. მოწმობაში აუცილებლად უნდა მიეთითოს: ფოტოსურათზე გამოსახული პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა ფოტოსურათზე გამოსახული პირის პირადობა. მოწმობის ზედა მარცხენა კუთხეში უნდა განთავსდეს ფოტოსურათი და მას უნდა დაესვას ნოტარიუსის ბეჭედი ისე, რომ ბეჭდის ნაწილი აისახოს ფოტოსურათის ქვედა მარჯვენა მხარეს, ხოლო ნაწილი იმ ფურცელზე, რომელზედაც განთავსებულია ფოტოსურათი.
მუხლი 51🔗. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება
1. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაადასტუროს ნოტარიუსისათვის ან ნოტარიუსის თანდასწრებით სხვა პირისათვის დოკუმენტის გადაცემის დრო.
2. ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს დოკუმენტის გადაცემისა და დოკუმენტის მიმღების პირადობა და მიუთითოს, რა წესით მოხდა დოკუმენტის გადაცემა.
3. დოკუმენტის გადაცემის დროის შესახებ ნოტარიუსი გასცემს მოწმობას, რომელშიც უნდა მიუთითოს დოკუმენტის გამცემ და მიმღებ პირთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა ამ პირთა ვინაობა, გადაცემული დოკუმენტების დასახელება და მათი რეკვიზიტები.
მუხლი 52🔗. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება
ნოტარიუსი უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ პირი ცოცხალია, თუ ეს პირი პირადად მივიდა ნოტარიუსთან. ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს მოწმობა, რომელშიც უნდა მიუთითოს: ცოცხლად მყოფი პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა პირის პირადობა.
მუხლი 53🔗. იურიდიული პირის კრების ოქმი
1. იურიდიული პირის (სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები, პოლიტიკური გაერთიანებები…) კრების ან სხვა ორგანოს სხდომის ოქმის შედგენისას ნოტარიუსი ვალდებულია ოქმში მიუთითოს კრების (სხდომის) ჩატარების ადგილი და დრო, კრების (სხდომის) თავმჯდომარის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები, აგრეთვე აღნიშნოს ყველაფერი ის, რაც მისი თანდასწრებით ითქვა კრებაზე (სხდომაზე), დეტალურად ჩაიწეროს გადაწყვეტილებების მიღების პროცედურა და გადაწყვეტილებების ტექსტი.
2. ოქმს ხელს აწერს ნოტარიუსი და კრების (სხდომის) თავმჯდომარე.
3. ნოტარიუსს ეკრძალება უარი განაცხადოს კრებაზე (სხდომაზე) მომხდარი ფაქტებისა და განცხადებების ოქმში შეტანაზე ნებისმიერი მოტივით.
4. იმ შემთხვევაში, როცა ნოტარიუსთან წარდგენილი იქნება სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების კრების ოქმი (გარდა სააქციო საზოგადოებისა), ნოტარიუსი ადასტურებს ხელმომწერი პირების ხელმოწერას ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
მუხლი 54🔗. სხვა ფაქტების დადასტურება
1. ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს მოწმობები იურიდიული პირების არსებობის, ადგილსამყოფლის, წარმომადგენლის, იურიდიული სტატუსისა და სხვა გარემოებების შესახებ საჯარო რეესტრის (სამეწარმეო რეესტრის) მონაცემების საფუძველზე, აგრეთვე საჯარო რეესტრში (სამეწარმეო რეესტრის) არსებული სხვა მონაცემების შესახებ.
2. მოწმობაში უნდა მიეთითოს, რა დოკუმენტის საფუძველზე გაიცა მოწმობა და უნდა აღინიშნოს ამ დოკუმენტის სრული რეკვიზიტები.
მუხლი 55🔗. მოთხოვნებისა და განცხადებების გადაცემა
1. დაინტერესებული პირის მოთხოვნით ნოტარიუსი ადგენს დოკუმენტის გადაცემის სანოტარო აქტს, რომელშიც სიტყვა-სიტყვით გადმოსცემს გადასაცემი დოკუმენტის (მოთხოვნა, განცხადება) ტექსტს, აღწერს გადასაცემ დოკუმენტში მითითებული საქმის გარემოებებს, არსს, დროსა და ადგილს. დოკუმენტის გადაცემის სანოტარო აქტს ხელს აწერს პირი, რომლის თხოვნითაც შედგა აქტი.
2. ნოტარიუსი ვალდებულია დოკუმენტის მიმღებს დათქმულ ადგილზე პირადად აუწყოს, რომ მას დავალებული აქვს წაუკითხოს ან გადასცეს გადასაცემი დოკუმენტი, ხოლო შემდეგ პირადად წაუკითხოს ან გადასცეს გადასაცემი დოკუმენტი. ამ პროცედურის შესრულებისა და დოკუმენტის მიმღების პასუხის შესახებ უნდა აღინიშნოს დოკუმენტის გადაცემის აქტში.
3. ნოტარიუსი ვალდებულია დაინტერესებული პირის თხოვნით კონტრაგენტს დოკუმენტი (განცხადება, მოთხოვნა) გადასცეს ფოსტის საშუალებით.
4. დოკუმენტის გადაცემის შესახებ ნოტარიუსი გასცემს მოწმობას, რომელშიც უნდა მიეთითოს: დოკუმენტის გამგზავნისა და მიმღების სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, გადაცემის ადგილი, დრო, გადაცემული დოკუმენტის შინაარსი, დოკუმენტის პასუხი. მოწმობას თან უნდა დაერთოს დოკუმენტის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი საბუთი (დოკუმენტის გადაცემის სანოტარო აქტი ან საფოსტო ქვითარი).
მუხლი 56🔗. თარგმანის სისწორის დამოწმება
1. ნოტარიუსი ადასტურებს ერთი ენიდან მეორე ენაზე დოკუმენტის თარგმანის სისწორეს, თუ ნოტარიუსმა იცის ორივე ენა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსმა არ იცის ის ენა, რომელზედაც თარგმნილია დოკუმენტი, ნოტარიუსი ადასტურებს მხოლოდ თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობას. ნოტარიუსი ვალდებულია დამადასტურებელ ფორმულიარში მიუთითოს, რომ იგი ადასტურებს მხოლოდ თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობას.
3. დოკუმენტის დედანს ან ასლს უნდა დაერთოს თარგმანი, თარგმანს ხელს უნდა აწერდეს თარჯიმანი. დოკუმენტი უნდა აიკინძოს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
4. თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ნოტარიუსი ვალდებულია თარჯიმანი გააფრთხილოს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დადგენილია არასწორი თარგმანის შემთხვევაში.
მუხლი 57🔗. თამასუქის, ჩეკის და სხვა საკრედიტო დოკუმენტის გაპროტესტება
თამასუქის, ჩეკისა და სხვა საკრედიტო დოკუმენტების პროტესტის შედგენა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 58🔗. სააღსრულებო ფურცლის გაცემა
1. ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
2. სააღსრულებო ფურცლის გაცემის საფუძველია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი და სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს მხარეთა შეთანხმებას ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფერცლის გაცემის თაობაზე.
3. სააღსრულებო ფურცელი არ გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ გასულია მოთხოვნის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
4. სააღსრულებო ფურცელი უნდა შეიცავდეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონითა და ამ ინსტრუქციით დადგენილ რეკვიზიტებს.
5. სააღსრულებო ფურცელი დგება ორ ეგზემპლარად. ერთი რჩება ნოტარიუსის არქივში, მეორე აიკინძება იმ დოკუმენტებთან ერთად, რომელიც ადასტურებს მოთხოვნას და გადაეცემა დაინტერესებულ პირს.
თავი IV
ანდერძის შენახვისა და გამოქვეყნების წესი
მუხლი 59🔗. ანდერძის შენახვისა და გამოქვეყნების წესი
1. ანდერძი დგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სანოტარო ბიუროში და მეორე გადაეცემა მოანდერძეს.
2. ანდერძი, რომელიც დაამოწმა ნოტარიუსმა, უნდა მოთავსდეს A4 ფორმატის კონვერტში და იგი უნდა იყოს დალუქული. კონვერტზე დაწებების ადგილას ხელი უნდა მოაწეროს მოანდერძემ, მოწმეებმა (მათი არსებობის შემთხვევაში) და ნოტარიუსმა, აგრეთვე დაისვას ნოტარიუსის ბეჭედი.
3. მოანდერძის გარდაცვალების მოწმობის ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების წარდგენის შემდეგ ნოტარიუსი ვალდებულია დანიშნოს დალუქული ანდერძის გამოქვეყნების დღე და მოიწვიოს დაინტერესებული პირები.
4. კონვერტი უნდა გაიხსნას მოწვეული პირების თანდასწრებით.
5. ნოტარიუსი ვალდებულია ანდერძის გამოქვეყნების შესახებ შეადგინოს ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს: ნოტარიუსის სახელი და გვარი, ოქმის შედგენის თარიღი, მოწვეული და დამსწრე პირების ვინაობა და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, ინფორმაცია კონვერტისა და ლუქის მთლიანობის შესახებ, ანდერძის შესახებ ინფორმაცია (მოანდერძის ვინაობა, ანდერძის შედგენის თარიღი და სარეგისტრაციო ნომერი, ანდერძის შინაარსი).
6. ოქმს ხელი უნდა მოაწერონ დამსწრე პირებმა და ნოტარიუსმა. ოქმის დამოწმებული ასლის მიღების უფლება აქვს ყველა უფლებამოსილ პირს.
7. ანდერძი, რომელიც გამოქვეყნდა, უნდა დარჩეს ნოტარიუსთან, რომელთანაც იგი ინახებოდა, ხოლო ანდერძისმიერ მემკვიდრეს ან სხვა უფლებამოსილ პირს უნდა მიეცეს ანდერძის დამოწმებული ასლი.
8. ანდერძის დადასტურებისას მოანდერძეს არ მოეთხოვება იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც ადასტურებენ მის უფლებამოსილებას საანდერძო ქონებაზე
თავი V
სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სამკვიდროს დაცვა
მუხლი 60🔗. სამკვიდრო მოწმობის გაცემა. სამკვიდროს დაცვა
1. ნოტარიუსი გასცემს სამკვიდრო მოწმობას, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში იღებს ზომებს სამკვიდრო ქონების დასაცავად, აღწერს სამკვიდრო ქონებას, ნიშნავს სამკვიდროს მმართველს.
2. ამ მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ ფუნქციებს ასრულებს ნოტარიუსი, რომლის სამუშაო უბანშიც გაიხსნა მემკვიდრეობა. ამ წესის დარღვევით გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილია.
3. თუ სამკვიდრო მოწმობა უნდა გაიცეს შინაურული ანდერძის საფუძველზე, ნოტარიუსი ვალდებულია მოსთხოვოს მხარეს ექსპერტის დასკვნა ხელნაწერის გარდაცვლილისადმი კუთვნილების შესახებ.
მუხლი 61🔗. განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ
სამკვიდროს მიღების (სამკვიდრო მოწმობის გაცემის) შესახებ განცხადებაზე მემკვიდრის ხელმოწერის ნამდვილობა უნდა დადასტურდეს სანოტარო წესით.
მუხლი 62🔗. სამკვიდრო მოწმობის გაცემა
1. სამკვიდრო მოწმობის გაცემისათვის ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს:
ა) მამკვიდრებლის გარდაცვალების მოწმობა;
ბ) მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანდერძი, მამკვიდრებლისა და მემკვიდრის ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტები).
2. სამკვიდროს გახსნის ადგილი დასტურდება სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტით.
3. იმ შემთხვევაში, თუ სამკვიდრო უძრავი ქონებაა, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლით დადგენილი დოკუმენტაცია.
4. მემკვიდრეები, რომლებსაც კანონით დადგენილ ვადაში არ მიუღიათ სამკვიდრო, შეიძლება შეტანილ იქნენ სამკვიდრო მოწმობაში ყველა იმ მემკვიდრის თანხმობით, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს. თანხმობა გაცხადებულ უნდა იქნეს წერილობით სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე.
მუხლი 63🔗. სამკვიდროს დაცვა
1. ნოტარიუსი ვალდებულია მიიღოს ზომები სამკვიდროს დასაცავად საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ შემთხვევებში.
2. სამკვიდროს დაცვის მიზნით ნოტარიუსი ვალდებულია აღწეროს სამკვიდრო ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით.
3. თუ სამკვიდრო ან მისი ნაწილი არ იმყოფება იმ დასახლებულ პუნქტში, სადაც გაიხსნა მემკვიდრეობა, მაშინ ნოტარიუსი ქონების აღწერას ავალებს იმ ნოტარიუსს, რომელიც თავის ფუნქციებს ასრულებს დასახლებულ პუნქტში, სადაც იმყოფება სამკვიდრო ან მისი ნაწილი. ნოტარიუსი, რომელმაც მიიღო დავალება, ვალდებულია დაუყოვნებლივ აღწეროს სამკვიდრო (მისი ნაწილი) და ქონების აღწერის აქტი ჩაწეროს სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრის პირველ ნაწილში. ამ შემთხვევაში ქონების აღწერის აქტის ერთი ეგზემპლარი უნდა გაეგზავნოს ნოტარიუსს, რომლის დავალებითაც აღიწერა სამკვიდრო, ხოლო მეორე ეგზემპლარი – შენახულ უნდა იქნეს სამკვიდროს (მისი ნაწილის) აღმწერი ნოტარიუსის არქივში.
მუხლი 64🔗. დადგენილება სამკვიდროს დაცვის შესახებ
1. სამკვიდროს აღწერის შესახებ ნოტარიუსი ვალდებულია მიიღოს დადგენილება სამკვიდროს დაცვის მიზნით ქონების აღწერის შესახებ. დადგენილება აღირიცხება რეესტრში.
2. დადგენილებაში უნდა მიეთითოს: დადგენილების მიღების თარიღი, დადგენილების მიმღები ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი, დადგენილების მიღების საფუძვლები, სამკვიდროს ადგილმდებარეობა.
მუხლი 65🔗. ქონების აღწერა
1. ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს ქონების აღწერის აქტი, რომელშიც უნდა მიუთითოს:
ა) აქტის შედგენის დრო და ადგილი;
ბ) ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი;
გ) აქტის შედგენის საფუძველი (დადგენილება, რომლის საფუძველზეც ხდება აღწერა);
დ) აღწერის დამსწრე პირების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები;
ე) მამკვიდრებლის ვინაობა;
ვ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის დასახელება, მათი განმასხვავებელი ნიშნები (წონა, მეტრაჟი, ცვეთა და სხვა);
ზ) აქტში შეტანილი თითოეული საგნის ცალკე შეფასება და მთელი ქონების შეფასება;
თ) თუ საგნები ან/და სადგომები დაილუქა – რომელი საგნები ან/და სადგომები დაილუქა და რამდენი ბეჭედი დაედო ლუქს;
ი) იმ პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების რეკვიზიტები, ვისაც გადაეცა ქონება შესანახად;
კ) აღწერილი ქონების შენახვის ვადა;
ლ) განმარტება, რომ ქონების შემნახველს ნოტარიუსმა განუმარტა მისი მოვალეობა ქონების შენახვისა და გადაცემული ქონების გასხვისების, გაფლანგვის ან გადამალვისათვის პასუხიმგებლობის შესახებ;
მ) აღწერის დამსწრე პირების შენიშვნები და განცხადებანი. ამ შენიშვნაზე ნოტარიუსის განკარგულებანი;
ნ) აღწერის დაწყებისა და დასრულების დრო.
2. ქონების აღწერისას ქონებას აფასებს ნოტარიუსი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით. ნოტარიუსს უფლება აქვს შეფასება დაავალოს ექსპერტს და /ან აუდიტორს.
3. ქონების აღწერის აქტს ხელი უნდა მოაწერონ აღწერაზე დამსწრე პირებმა და ნოტარიუსმა.
4. ქონების აღწერას ნოტარიუსის გარდა უნდა დაესწროს ის პირი, რომლის განცხადებითაც მიღებულ იქნა დადგენილება ქონების აღწერის შესახებ, აგრეთვე ორი ნეიტრალური პირი, რომელიც აკმაყოფილებს მოწმისათვის დადგენილ კრიტერიუმებს.
5. თუ ქონების აღწერა გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან წყდება, აღწერის აქტში უნდა მიეთითოს აღწერის შეწყვეტისა და განახლების მიზეზები და დრო, აგრეთვე ლუქისა და ბეჭდის მდგომარეობა აღწერის განახლებისას.
6. აღწერის აქტი დგება არანაკლებ სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება სანოტარო არქივში, ერთი გადაეცემა დაინტერესებულ პირს, ვისი განცხადებითაც მოხდა ქონების აღწერა, ხოლო ერთი გადაეცემა ქონების შემნახველ პირს.
მუხლი 66🔗. ბრუნვიდან ამოღებული ნივთები
ნოტარიუსი ვალდებულია აღწერის აქტში შეიტანოს აღწერისას აღმოჩენილი ნივთები, რომლებიც ამოღებულია ბრუნვიდან, ამასთანავე, იგი ვალდებულია აღნიშნული ნივთები მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს პოლიციის ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით.
მუხლი 67🔗. სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
1. ნოტარიუსი ვალდებულია დანიშნოს სამკვიდროს მმართველი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.
2. სამკვიდროს მმართველი ინიშნება ნოტარიუსის დადგენილებით. დადგენილებაში უნდა მიეთითოს:
ა) დადგენილების მიღების თარიღი;
ბ) დადგენილების მიმღები ნოტარიუსის სახელი და გვარი, სანოტარო ბიუროს მისამართი;
გ) დადგენილების მიღების საფუძვლები;
დ) სამკვიდროს ადგილმდებარეობა და აღწერა;
ე) მმართველის სახელი, გვარი, სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი;
ვ) მმართველის უფლებები და ვალდებულებები, აგრეთვე ნოტარიუსის განმარტება სამკვიდროს გაფლანგვის, გადამალვის, გასხვისების შესახებ მმართველის პასუხიმგებლობის შესახებ;
ზ) სამკვიდროს მართვის ვადა.
3. დადგენილებას თან ერთვის მმართველის თანხმობა მმართველად დანიშვნის შესახებ.
თავი VI
დოკუმენტების, ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღება
მუხლი 68🔗. დოკუმენტების დეპოზიტში მიღება
1. ნოტარიუსი ვალდებულია პირის თხოვნით დეპოზიტში მიიღოს დოკუმენტები. ნოტარიუსი უფლებამოსილია უარი თქვას დოკუმენტების დეპოზიტში მიღებაზე, თუ აქვს პატივსადები საფუძველი.
2. ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს დოკუმენტის დეპონირების ოქმი; ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, დეპონენტის სრული რეკვიზიტები, დოკუმენტის სრული რეკვიზიტები, დოკუმენტის მდგომარეობა (ტექსტში არსებული ჩასწორებები, ლაქები და სხვა მსგავსი გარემოებები) და დეპონენტის განცხადება დოკუმენტის დაბრუნების შესახებ (განცხადების არსებობის შემთხვევაში). ოქმსა და დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა და დეპონენტმა.
3. ნოტარიუსმა დოკუმენტი და დოკუმენტის დეპონირების ოქმი უნდა შეინახოს თავის არქივში, ხოლო დეპონენტს უნდა მისცეს ოქმის ასლი.
4. დოკუმენტი შეიძლება დაუბრუნდეს დეპონენტს ან მისი მემკვიდრეებს, ან დეპონირების მომენტში დასახელებულ სხვა პირს, თუ ამის შესახებ დეპონენტმა განაცხადა დოკუმენტის დეპონირების მომენტში და გაცხადება ასახულია დეპონირების ოქმში.
5. ნოტარიუსი ვალდებულია დოკუმენტის დაბრუნების შემთხვევაში შეადგინოს დოკუმენტის დაბრუნების ოქმი. ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, დოკუმენტის მიმღების სრული რეკვიზიტები და დოკუმენტის მიღების საფუძველი, დოკუმენტის სრული რეკვიზიტები, დოკუმენტის მდგომარეობა (ტექსტში არსებული ჩასწორებები, ლაქები და სხვა მსგავსი გარემოებები) და მითითება იმისი შესახებ, რომ დოკუმენტი იმყოფება იმავე მდგომარეობაში, როგორც დეპონირების დროს. ოქმს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა და დოკუმენტის მიმღებმა.
მუხლი 69🔗. ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღება
1. ნოტარიუსი დეპოზიტში იღებს ფულსა და/ან სხვა ფასიან ქაღალდებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ფულს ან ფასიან ქაღალდებს დეპოზიტში იღებს ნოტარიუსი ვალდებულების შესრულების ადგილის მიხედვით.
3. ნოტარიუსი უფლებამოსილია დეპოზიტში მიიღოს ფული, თამასუქები, ჩეკები, სახელმწიფო ობლიგაციები და სხვა საკრედიტო და/ან ფასიანი ქაღალდები მათი კრედიტორისადმი გადაცემის მიზნით. ფული (ფასიანი ქაღალდები) შეტანილ უნდა იქნეს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე. შეტანა შეიძლება განხორციელდეს როგორც ნაღდი ფულით, ასევე გადარიცხვით.
4. ნოტარიუსი ვალდებულია შეადგინოს ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების ოქმი; ოქმში უნდა აღინიშნოს: ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი, გადამცემის სრული რეკვიზიტები, ფულის რაოდენობა, ფასიანი ქაღალდების სრული რეკვიზიტები, გადაცემის მიზეზები, გადამცემის მითითებები ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების მესამე პირისათვის (კრედიტორისადმი) გადაცემის შესახებ, აგრეთვე, მოვალის მიერ გაცხადებული მიზეზი, თუ რატომ უშუალოდ არ შეასრულა ვალდებულება. ნოტარიუსი იღებს რა დეპოზიტში ვალდებულების საგანს (ფული, ფასიანი ქაღალდები), არ ამოწმებს ვალდებულების წარმოქმნის საფუძველს. ოქმს ხელი უნდა მოაწეროს ნოტარიუსმა და გადამცემმა.
5. ნოტარიუსმა ოქმი უნდა შეინახოს თავის არქივში, ხოლო ასლი უნდა გადასცეს გადამცემს.
მუხლი 70🔗. ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების შენახვის წესი
1. ნოტარიუსი ვალდებულია:
ა) მიღებული ფული და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები გაატაროს რეესტრში, სადაც აღინიშნება მიღებული ქონების დასახელება და ოდენობა, გადამცემის რეკვიზიტები, გადაცემის თარიღი და მიზანი, მიმღები სუბიექტის რეკვიზიტები; დავალების შესრულების შემდეგ ნოტარიუსი ვალდებულია შესაბამისი აღნიშვნა გააკეთოს რეესტრში;
ბ) მიღებული ფული და/ან სხვა ფასიანი ქაღალდები შეინახოს თავისი ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდებისაგან განცალკევებით.
2. ნოტარიუსი ფულის ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღების შესახებ აცნობებს კრედიტორს და ამ უკანასკნელის მოთხოვნით გადასცემს მას ვალდებულების საგანს. მიმღები ვალდებულია ფულისა და/ან ფასიანი ქაღალდების მიღების დასტურად ხელი მოაწეროს რეესტრში. მიმღები (კრედიტორი) ვალდებულია აანაზღაუროს ფულის და/ან ფასიანი ქაღალდების დეპოზიტზე მიღებისათვის დადგენილი საზღაური. ნოტარიუსის მიერ მიღებული თანხიდან დაიქვითება სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის საზღაური, ხოლო ნაშთი დეპოზიტში მიიღება.
მუხლი 71🔗. ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემის შეუძლებლობა
თუ კრედიტორი უარს აცხადებს ფულის ან ფასიანი ქაღალდების მიღებაზე, ნოტარიუსი ამის შესახებ აცნობებს მოვალეს და მოითხოვს შენატანის უკან დაბრუნებას. კრედიტორის უარი შენატანის მიღებაზე უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. უარის თქმად ჩაითვლება, თუ კრედიტორი არ მიიღებს დეპოზიტის საგანს მისი შეტანიდან სამი წლის განმავლობაში. მოვალეს შენატანის დაბრუნებისათვის ნოტარიუსის მიერ განესაზღვრება ვადა, რომელიც არ შეიძლება იყოს სამ თვეზე ნაკლები. თუ მიცემული ვადის განმავლობაში მოვალე არ დაიბრუნებს შენატანს ან თუ იგი უარს აცხადებს შენატანის დაბრუნებაზე, მაშინ ვალდებულების საგანი ჩაითვლება სახელმწიფო საკუთრებად. მოუკითხავი სადეპოზიტო თანხები ნოტარიუსის მიერ ჩაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, გარდა სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის დაქვითული თანხისა.
მუხლი 72🔗. ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების ნოტარიუსისათვის გადაცემის იურიდიული შედეგები
1. ფულისა და/ან სხვა ფასიანი ქაღალდების ნოტარიუსისათვის გადაცემას აქვს იგივე იურიდიული შედეგები, რაც სასამართლოსთვის გადაცემას.
2. ამ ინსტრუქციით დადგენილი წესები გამოიყენება აგრეთვე მაშინ, როცა ნოტარიუსი ამ ინსტრუქციის შესაბამისად იღებს სამკვიდროში არსებულ დოკუმენტებს, აქტებს, ფულს, სხვა ფასიან ქაღალდებს, სხვა საგნებს და მაშინაც, როცა ქონების მართვა მინდობილი აქვს ნოტარიუსს. ამ შემთხვევებში გადაცემის ვადა დამოკიდებულია კანონით დადგენილი პროცედურების შესრულებასა და კანონით დადგენილი ვადების დაცვით ამ პროცედურების უმოკლეს დროში შესრულების აუცილებლობაზე.
თავი VII
გარიგების გაუქმების წესი
მუხლი 73🔗. გარიგების გაუქმების წესი
1. გარიგება უნდა გაუქმდეს დამოუკიდებელი აქტის შედგენით სანოტარო მოქმედების შესრულების ზოგადი წესების დაცვით. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარიგება უნდა გაუქმდეს გარიგების დამოწმებისათვის დადგენილი წესების დაცვით. სანოტარო აქტზე, რომლის გაუქმებაც ხდება, შესაბამისი წარწერით უნდა აღინიშნოს გარიგების გაუქმების თაობაზე. წარწერაში მითითებული უნდა იყოს გაუქმების აქტის რეკვიზიტები (სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი და შედგენის თარიღი, მხარეები და სხვა საჭირო მონაცემები).
2. იმ შემთხვევაში, თუ უქმდება გარიგება, რომელიც დამოწმებული იყო სხვა ნოტარიუსის მიერ, ნოტარიუსი, რომელმაც დაამოწმა გარიგების გაუქმება, ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს იმ ნოტარიუსს, რომლის მიერ შედგენილი სანოტარო აქტიც გაუქმდა. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს გაუქმების აქტის ყველა რეკვიზიტი (სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი და შედგენის თარიღი, მხარეები, იმ აქტის დასახელება, რომელიც გაუქმდა და სხვა საჭირო მონაცემები).
3. ანდერძი უნდა გაუქმდეს სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად.
4. იმ გარიგების გაუქმებისას, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის საჯარო რეესტრში რეგისტრაციას, მაგრამ რეგისტრაცია არ განხორციელებულა, ნოტარიუსი უფლებამოსილია მხარეებისაგან გამოითხოვოს შესაბამისი სანოტარო აქტის ყველა ეგზემპლარი (დედანი), ცნობა, რომ რეგისტრაცია არ განხორციელებულა და შეადგენოს რეესტრში დაურეგისტრირებელი გარიგების გაუქმების შესახებ მხარეთა შეთანხმების აქტი, სადაც გაუქმების შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით მიუთითებს გაუქმებული სანოტარო აქტის ეგზემპლარზე.
დანართი 1
სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციის საერთო რეესტრი (ინდექსი – 1)
სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი
სანოტარო სარეგისტრაციო ნომერი
სანოტარო აქტის მონაწილის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები
სანოტარო აქტის შინაარსი
სანოტარო საზღაური
სანოტარო აქტის მიმღების ხელმოწერა
დანართი 2
სამემკვიდრეო საქმეთა საერთო რეესტრი (ინდექსი – 2)
სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი
სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი
სანოტარო აქტის მონაწილის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები
სანოტარო აქტის შინაარსი
სანოტარო საზღაური
სანოტარო აქტის მიმღების ხელმოწერა
დანართი 3
ანდერძების საერთო რეესტრი (ინდექსი – 3)
სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი და ზუსტი დრო
სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი
სანოტარო აქტის მონაწილის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი; მოწმეების სახელი და გვარი (მათი არსებობის შემთხვევაში), საცხოვრებელი ადგილი
მოანდერძის (მოწმეების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები
(I ნაწილი, ინდექსი –3)
სანოტარო აქტის შინაარსი
სანოტარო საზღაური (გადახდილი საზღაურის ზუსტი ოდენობა და დღგ)
სანოტარო აქტის მიმღების ხელმოწერა
ანდერძების ალფაბეტური დავთარი (II ნაწილი. ინდექსი – 3)
1
ინფორმაცია მოანდერძისა და ანდერძის შესახებ
მოანდერძის სახელი და გვარი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები (დაბადების თარიღი, პირადი ნომერი და სხვა)
ანდერძის შედგენის დაწყებისა და დასრულების დრო
ანდერძის სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ანდერძების რეესტრის პირველ ნაწილში რეგისტრაციისას
2
ინფორმაცია ანდერძის შეცვლის ან გაუქმების შესახებ
ანდერძის გაუქმების (შეცვლის) აქტის სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ანდერძების რეესტრის პირველ ნაწილში რეგისტრაციისას
ნოტარიუსის სახელი და გვარი, რომელმაც დაამოწმა ანდერძის გაუქმების (შეცვლის) აქტი
ანდერძის გაუქმების (შეცვლის) აქტის თარიღი და შედგენის ზუსტი დრო
შენიშვნები
3
ინფორმაცია ანდერძის შინაარსის შესახებ
საანდერძო განკარგულების შინაარსი, ანდერძისმიერი მემკვიდრის (სათადარიგო მემკვიდრის) ვინაობა და იდენტიფიკაციის მონაცემები (მათი არსებობისას)
შენიშვნები
4
ინფორმაცია ანდერძის აღმსრულებლის შესახებ
ანდერძით დანიშნული ანდერძის აღმსრულებლის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები
იმ პირის სახელი და გვარი, იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები, რომელსაც ანდერძით დაევალა ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნა
შენიშვნები
5
ინფორმაცია საანდერძო დანაკისრის (ლეგატის) შესახებ
ლეგატარის სახელი და გვარი (იურიდიული პირის დასახელება) და იდენტიფიკაციის სხვა მონაცემები
საანდერძო ლეგატის შინაარსი
შენიშვნები
6
ნოტარიუსის შენიშვნები
დანართი 4
თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების რეესტრი (ინდექსი – 4)
სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი
სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი
სანოტარო აქტის მონაწილის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები
სანოტარო აქტის შინაარსი
სანოტარო საზღაური
სანოტარო აქტის მიმღების ხელმოწერა
დანართი 5
ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების რეესტრი (ინდექსი – 5)
სანოტარო აქტის რეგისტრაციის თარიღი
სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომერი
სანოტარო აქტის მონაწილის სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილი
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი რეკვიზიტები
სანოტარო აქტის შინაარსი
სანოტარო საზღაური
სანოტარო აქტის მიმღების ხელმოწერა
დანართი 6
სამემკვიდრეო საქმეთა ალფავიტური ჟურნალი
გარდაცვლილი პირის გვარი, სახელი
გარდაცვალების
თარიღი
მემკვიდრის გვარი, სახელი, იდენტიფიკაციის
სხვა მონაცემები
განცხადების სარეგისტრაციო ნომერი
ნოტარიუსის შენიშვნები