დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2047.4  ათასი ლარი.

დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით

პროგრამის კოდი

პრიორიტეტი, პროგრამა, ქვეპროგრამა

2024 წლის გეგმა

03 00

დასუფთავება და გარემოს დაცვა

2 047,4

03 01

დასუფთავება და ნარჩენების გატანა

2 034,0

03 02

მწვანე ნარგავების შეძენა  მოვლა პატრონობა

3,5

03 03

გარემოს დაცვის სხვა ღონისძიებები

9,9

პრიორიტეტის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა:

დასუფთავება და გარემოს  დაცვა

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

03 01

პროგრამის დასახელება:

დასუფთავება და  ნარჩენების გატანა

პროგრამის განმახორციელებელი:

ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2024-2027

პროგრამის მიზანი და აღწერა

მუნიციპალიტეტის ერთ ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ზემოაღნიშნული ღონისძიების ფარგლებში  დაფინანსდება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა,  ბუნკერების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გათავისუფლება.

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სამოქმედო 20 ტერიტორიული ერთეულიდან საყოფაცხოვრებო  ნარჩენების დატვირთვა და გატანა, როგორც კონტეინერული ასევე ზარის პრინციპით. ყოველდღიურ რეჟიმში ხდება  ქ.თეთრიწყაროში 49 ქუჩის, დაბა მანგლისში 17 ქუჩის, სოფელ კოდაში ჩამოსახლებულ დევნილთა დასახლებაში და სოფელ ასურეთში ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის-შვაბების ქუჩის, დაგვა-დასუფთავება. აღნიშნულ საქმიანობას ემსახურება 3 ნაგვის  გამზიდი სპეც. მანქანა (კონტეინერული პრინციპი), 3 (JAC) მარკის თვითმცლელი (ზარის პრინციპით 27 სოფელი)  და 3 მცირე ტვირთამწეობის (VTZ T-16) მარკის ტრაქტორი (დაგვა-დასუფთავების ნარჩენების შეგროვება).   პროგრამა მოიცავს ქუჩებისა და მისი მიმდებარე ტერიტორიების, ეზოების, პარკების დაგვას, ნარჩენების შეგროვებას და  გატანას. მუნიციპალიტეტში დასუფთავების ღონისძიბების განხორციელება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სუბსიდირებით მიღებული სახსრები. მომსახურებაზე შპს „თეთრიწყაროს სერვის ჯგუფის" სუბსიდირებისათვის გათვალისწინებული იქნეს 2034,0 ათასი ლარი

ნარჩენების მართვის პროცესში  გათვალისწინებული იქნება გენდერული ასპექტები. მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ქალებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ძირითადად ქალები არიან ჩართული საოჯახო საქმეებში და მათი არაანაზღაურებადი შრომის ნაწილია საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე ზრუნვა.

ქვეპროგრამის დასახელება

2024 წელი

2025 წელი

2026 წელი

2027 წელი

03 01

დასუფთავება და  ნარჩენების გატანა (ქუჩების დაგვა დასუფთავება)  დასუფთავება და  ნარჩენების გატანა (ნარჩენების გატანა)

2034000

2000000

3000000

3500000

სულ პროგრამა

2034000

2000000

3000000

3500000

მ.შ. კაპიტალური პროგრამები

მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

გამართულად ფუნქციონირებს ნარჩენების მართვის სისტემა, მოსახლეობისთვის სერვისის მიწოდების პროცესში გათვალისწინებულია გენდერული ასპექტები და მუნიციპალიტეტში გაუმჯობესებულია  ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. დასუფთავებული გარემო.

გაუმჯობესებული სანიტარული პირობები.

გაეროს მდგრადი განვითარების მიზანი (SDG),რომლის მიღწევასაც ემსახურება პროგრამა

მიზანი 9 - მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა;

მიზანი 12 - მდგრადი მოხმარება და წარმოება

გათვალისწინებულია თუ არა გენდერული ასპექტები

დიახ

პრიორიტეტის დასახელება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროგრამა:

მწვანე ნარგავების  შეძენა მოვლა პატრონობა

პროგრამის კლასიფიკაციის კოდი:

03 02

პროგრამის დასახელება:

მწვანე ნარგავების შეძენა  მოვლა პატრონობა

პროგრამის განმახორციელებელი:

სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახური

პროგრამის განხორციელების პერიოდი:

2024-2027

პროგრამის მიზანი და აღწერა

მწვანე ნარგავების შესაძენად გათვალისწინებული იქნეს 3,5 ათასი ლარი

ქვეპროგრამის დასახელება

2024 წელი

2025 წელი

2026 წელი

2027 წელი

03 02

მწვანე ნარგავების  შეძენა მოვლა-პატრონობა

3500

სულ პროგრამა

3500

მ.შ. კაპიტალური პროგრამე