ხაშურში, იური გაგარინის ქუჩის VIII ჩიხისა და მისი განშტოებებისათვის ,,ელია წინასწარმეტყველის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 01.08.2024
გამომცემი ორგანო ხაშურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.143.016012
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.08.2024 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმის ადმინისტრაციული ერთეულის პირველი ქუჩის სახელდების თაობაზე გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე ჩიქავას ქუჩის სახელდების თაობაზე თიანეთის მუნიციპალიტეტის, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფ ზემონაქალაქარში მდებარე 1-ლი ქუჩის, შესაბამისი შესახვევების და ჩიხის სახელის შეცვლის და გარდაცვლილი საზოგადო მოღვაწის იოსებ აფციაურის სახელის მინიჭების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმანში მშვიდობის ქუჩის პირველი შესახვევის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურში, იური გაგარინის ქუჩის VIII ჩიხისა და მისი განშტოებებისათვის ,,ელია წინასწარმეტყველის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №42
2024 წლის 01 აგვისტო
ხაშური
ხაშურში, იური გაგარინის ქუჩის VIII ჩიხისა და მისი განშტოებებისათვის ,,ელია წინასწარმეტყველის“ ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო სამსახურის მომართვის საფუძველზე დარეგისტრირებულია ინიციატივა, ხაშურში, იური გაგარინის ქუჩის რამდენიმე VIII ჩიხის არსებობის გამო, განსხვავებული ქუჩისა და მისი განშტოებებისათვის, მოსახლეობასთან კონსულტაციის შედეგად, ,,ელია წინასწარმეტყველის“ ქუჩის სახელის მინიჭების თაობაზე.
მოსახლეობასთან კონსულტაციის მიზნით, საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტები, დადგენილი ვადით გამოქვეყნებული იყო საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და რაიმე სახის შენიშვნები და მოსაზრებები არ შემოსულა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ერთი და იმავე სახელწოდების მქონე რამდენიმე გეოგრაფიული ობიექტის არსებობის გამო სახელწოდების გადარქმევა. ზემოხსენებული გეოგრაფიული ობიექტის სახელდების საკითხი შეთანხმებულია გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიასთან.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხაშურში, იური გაგარინის ქუჩის მე-8 ჩიხს (მდებარეს: ხაშურში იწყება X – 384638, Y-4651590 კოორდინატზე და მთავრდება X – 384292,Y – 4651904, ქუჩის სიგრძე შეადგენს 490 მეტრს, მას აღმოსავლეთიდან მრავალბინიანი კორპუსები, დასავლეთიდან ესაზღვრება კერძო დასახლება და მინისტადიონი, სამხრეთით გრძელდება გაგარინის ქუჩა, ჩრდილოეთით მე-3 შესახვევს ესაზღვრება ე.წ. ზემო სერის სასაფლაო) ეწოდოს ,,ელია წინასწარმეტყველის“ ქუჩა, ხოლო შესახვევებს:
I შესახვევს (იწყება III-X 384454; Y 4651550 კოორდინატზე და მთავრდება IV-X 384576; Y 4651662) ეწოდოს ელია წინასწარმეტყველის I შესახვევი.
II შესახვევს (იწყება V-X 384455; Y 4651623 კოორდინატზე და მთავრდება VI-X 384543; Y 4651706) ეწოდოს ელია წინასწარმეტყველის II შესახვევი.
III შესახვევს (იწყება VII-X384381; Y4651622; კოორდინატზე და მთავრდება VIII-X 384504; Y4651745) ეწოდოს ელის წინასწარმეტყველის III შესახვევი.
2. განკარგულება აღსასრულებლად გაეგზავნოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას.
3. განკარგულება ეცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
4. განკარგულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე.
5. განკარგულება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებგვერდზე www.khashuri.org.ge-ზე.
6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით ხაშურის რაიონულ სასამართლოში (მის.: ხაშური, კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი