„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
020080130.35.162.016661
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2024 წლის 7 აგვისტო

ქ. ახმეტა

 

„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/08/2023, სარეგისტრაციო კოდი: 020080130.35.162.016625) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1.  დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – ზედამხედველობის სამსახური) საჯარო მოსამსახურეებს მიენიჭოთ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 209​3 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 465, 466, 1728, 1729 მუხლებით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ (შემდგომ – „ნარჩენების მართვის კოდექსი“) 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის და საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება.“.

2. დადგენილებას მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს 21 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21

ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს“ (შემდგომ – კეთილმოწყობის სამსახური) მიენიჭოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის და საჯარიმო ქვითრის  შედგენის უფლებამოსილება.“.

3. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი  3

ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე–35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, რომლებზედაც ოქმის შედგენის უფლებამოსილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლით მინიჭებული აქვს მუნიციპალიტეტს (გარდა 431, 432, 465, 466, 1728, 1729 მუხლებით და 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისა), აგრეთვე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის (როდესაც ადგილზე არ შედგება საჯარიმო ქვითარი) უფლებამოსილება მიენიჭოს ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის და საჯარიმო ქვითრის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ზედამხედველობის სამსახურის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების საჯარო მოსამსახურეები, ასევე ა(ა)იპ – „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ უფლებამოსილი პირები.“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს „გ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე შედგენილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე – ა(ა)იპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის“ დირექტორი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.08.2024.
როდის იქნა მიღებული „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.08.2024. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №20. სარეგისტრაციო კოდი — 020080130.35.162.016661.
რამდენი მუხლისგან შედგება „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.08.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ცალკეულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმისა და საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების, მათი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 2 აგვისტოს N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №20, 07.08.2024, სარეგისტრაციო კოდი 020080130.35.162.016661 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6243928/