“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 26.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №721
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970
გამოქვეყნების წყარო სსმ, 154, 31/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,311 სიტყვა · ~22 წთ

დოკუმენტის ტექსტი

“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Consolas; panose-1:2 11 6 9 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {mso-style-link:"Header Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; font-family:Consolas;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:Consolas;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; mso-style-link:Header; font-family:"Times New Roman","serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"Times New Roman","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 58.5pt 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N 721 2005 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების  პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისს დამტკიცებული განათლებისა და მეცნიერების სამნისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირევლი არჩევნების ჩატარების თანდართული დებულება. 2. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარება უზრუნველყონ ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში. 2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი                ა. დიდებულიძე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. არჩევნების გამოცხადების წესი     მუხლი 1🔗. არჩევნების გამოცხადება 1. მართვის ორგანოების არჩევნებს ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულების) რექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – რექტორის მ.შ.) პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-თანამშრომელთა აკადემიურ თანამდებობებზე გადაყვანის დასრულებიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 2. რექტორის მ.შ-ს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით უნდა გამოიკრას დაწესებულების თვალსაჩინო ადგილებში, მათ შორის, ფაკულტეტებზე. 3. ამ დებულებით განსაზღვრულ დღეებში მოიაზრება კალენდარული დღეები, გარდა არასამუშაო დღეებისა, თუ ეს სპეციალურად არ არის განსაზღვრული ამ დებულებით.     მუხლი 2🔗. დაწესებულებების მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების განრიგი 1. აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნები ტარდება ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. 2. რექტორის არჩევნები ტარდება აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. 3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნები ტარდება აკადემიური საბჭოს არჩევნებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. 4. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ტარდება აკადემიური საბჭოს არჩევნებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. 5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევნები ტარდება დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ. 6. ამ დებულებით გათვალიწინებული პირობების დაცვით შესაძლებელია რამდენიმე მართვის ორგანოს არჩევნების ერთდროულად ჩატარება. თავი II. საარჩევნო კომისიები     მუხლი 3🔗. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისია 1. დაწესებულებაში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები. 2. დაწესებულების საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. დაწესებულების კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან. დაწესებულების საარჩევნო კომისიისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის მ.შ.-ს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. დაწესებულების საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორის მ.შ. ფაკულტეტების დეკანის მოვალეობის შემსრულებლის (შემდგომში – დეკანის მ.შ.) წარდგინებით. კომისიის წევრად შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი. 4. დაწესებულების საარჩევნო კომისიაში შეიყვანება დაწესებულებაში არსებული სტუდენტური თვითმმართველობის არა უმეტეს 2 წარმომადგენელი, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომისიის რაოდენობის ფარგლებში. 5. დაწესებულების საარჩევნო კომისია უფლებამოსილია: ა) მიიღოს ყველა გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება ამ დებულებით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე. 6. დაწესებულების საარჩევნო კომისიას ეკისრება ვალდებულება არჩევნების ამ დებულებით დადგენილი წესით ჩატარებაზე. 7. დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. 8. დაწესებულების საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლვს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 9. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას.     მუხლი 4🔗. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია 1. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია დაწესებულებაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წევრისგან. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის 1 წარმომადგენელი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ. 2. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს დაწესებულების საარჩევნო კომისია. 3. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით და ამტკიცებს დაწესებულების საარჩევნო კომისია. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე. 4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.     მუხლი 5🔗. ინტერესთა შეუთავსებლობა დაწესებულებისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული პერსონალის წევრი, აგრეთვე მართვის ორგანოს წევრობის კანდიდატი. თავი III. ფაკულტეტის საბჭო     მუხლი 6🔗. ფაკულტეტის საბჭო 1. ფაკულტეტის საბჭო იკრიბება სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ფაკულტეტის საბჭოში წარმომადგენლების არჩევიდან არა უგვიანეს 5 დღისა. 2. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარი მაინც. ფაკულტეტის საბჭო პირველი შეკრებისთანავე ცნობს თავის უფლებამოსილებას. 3. გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით. თავი IV. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი     მუხლი 7🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა 1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე. 2. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს დაწესებულების რექტორის მ.შ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, არანაკლებ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორმაგი ოდენობისა. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ საბჭოს საერთო რაოდენობის ერთ მესამედს. 3. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენლების რაოდენობა პროპორციულია დაწესებულებაში შესაბამის ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების რაოდენობისა და განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამავე აქტით განისაზღვრება თითოეული ფაკულტეტის მიერ წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა რაოდენობები. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელთა მინიმალური ოდენობა არ შეიძლება იყოს 5-ზე ნაკლები. 4. წარმომადგენლობით საბჭოში შედის აგრეთვე დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.     მუხლი 8🔗. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი 1. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, მათ შორის დოქტორანტი. 2. აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, გარდა დოქტორანტისა. 3. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია. ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების მიერ დაწესებულების საარჩევნო კომისიის დავალების შესაბამისად. 4. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში. 5. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.     მუხლი 9🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორის მ.შ., არა უგვიანეს 5 დღისა. 2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია. 5. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. 6. სპიკერის უფლებამოსილების ვადა წარმოადგენს საბჭოს უფლებამოსილების ვადას. 7. არჩეულ სპიკერს დაწესებულება არჩევიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ.     მუხლი 10🔗. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა 1. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება; ე) ამ დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება ან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. 2. დაუშვებელია უფლებამოსილებაშეწყვეტილი აკადემიური პერსონალის წევრის ნაცვლად არჩეულ იქნეს სტუდენტი და პირიქით. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადით. თავი V. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი     მუხლი 11🔗. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის განსაზღვრა 1. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს დაწესებულების რექტორის მ.შ. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მიეთითება ის, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში. 3. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში. 4. აკადემიური საბჭოს წევრი ირჩევა 4 წლის ვადით, გარდა ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. 5. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა.     მუხლი 12🔗. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარება და უფლებამოსილების ცნობა 1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს. 2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, წილისყრით გამოვლინდება აკადემიური საბჭოს წევრების ერთი მესამედი, რომელთა უფლებამოსილების ვადაა 2 წელი. აკადემიური საბჭო პირველივე სხდომაზე ცნობს თავის უფლებამოსილებას. 3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში ირჩევს დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელიც შედის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში. 4. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა მხოლოდ პროფესორი. თავი VI. რექტორის არჩევის წესი     მუხლი 13🔗. რექტორის არჩევნების გამოცხადება 1. დაწესებულების აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადება ქვეყნდება კანდიდატების რეგისტრაციამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. 3. განცხადება უნდა განთავსდეს შესაბამისი დაწესებულების ვებ-გვერდზე, გამოქვეყნდეს დაწესებულების ბეჭდვით ორგანოში და რექტორობის კანდიდატების რეგისტრაციის შეწყვეტამდე განთავსდეს დაწესებულებაში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 4. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა და რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი.     მუხლი 14🔗. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება 1. კანდიდატების რეგისტრაციაში გატარება იწყება მე-13 მუხლით განსაზღვრული განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. 2. რეგისტრაციაში გატარდება ნებისმიერი კანდიდატურა, რომელიც არის ამ ან სხვა აკრედიტებული დაწესებულების პროფესორი და გააჩნია შესაბამისი დამადასტურებელი საბუთები. რეგისტრაცია გრძელდება ერთი თვის განმავლობაში. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისთვის სავალდებულოა მის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ნომრის და სამოქმედო გეგმის წარდგენა. ამ მუხლით გათვალისწინებული კანდიდატების რეგისტრაციას უზრუნველყოფს დაწესებულების საარჩევნო კომისია, რომელიც რეგისტრაციაში ატარებს კანდიდატებს. 3. კანდიდატურის რეგისტრაციაზე უარი უნდა იყოს წერილობითი ფორმით დასაბუთებული. 4. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.     მუხლი 15🔗. დაწესებულების რექტორის არჩევა 1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 40 დღისა, იმართება დაწესებულების რექტორის არჩევნები. 2. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს საჯაროდ წარუდგენს სამოქმედო გეგმას. 3. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 4. რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით. 5. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადით, ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი VII. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი     მუხლი 16🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა 1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ. 2. განცხადებაში აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს აქტით. 3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია 2 დღის ვადაში გამოასწოროს ხარვეზი. 4. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 17🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 1. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 2. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედეგების შეჯამებას ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს დაწესებულების საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს. 3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს ახალი ან იგივე კანდიდატურა. 4. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. თავი VIII. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურების ხელმძღვანელების არჩევის წესი     მუხლი 18🔗. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად. 2. განცხადება დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს იმ კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატის მიერ პროფესორის აკადემიური ხარისხის ფლობის სავალდებულოობა. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში. 3. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატურას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. 4. წარმომადგენლობითი საბჭო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კანდიდატურას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე. 5. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატურა. 6. კანდიდატურის შერჩევის განმეორებით კონკურსის გამოცხადებისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი ვადები. 7. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განცხადებების რეგისტრაციას და კონკურსის წესით აკადემიური საბჭოს მიერ მისი შერჩევის ფარულობას უზრუნველყოს დაწესებულების საარჩევნო კომისია. 8. დაწესებულების ხარისხის მართვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება ამ თავით გათვალისწინებული პროცედურა.     მუხლი 19🔗. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა 1. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი წარმომადეგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების კანდიდატურებს. 2. ფაკულტეტს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. 3. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატურის/კანდიდატურების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს/ხელმძღვანელებს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების ფორმით. 4. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატურის  აურჩევლობის შემთხვევაში, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატურას წარადგენს 3 დღის ვადაში. 5. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის შერჩევის ფარულობას უზრუნველყოფს დაწესებულების საარჩევნო კომისია. 6. დაწესებულების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩევიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს სამსახურის დროებით დაკომპლექტებას. თავი IX. არჩევნების ორგანიზების და ჩატარების წესი     მუხლი 20🔗. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია 1. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით. 2. მართვის ორგანოში ასარჩევ კანდიდატებს, ფაკულტეტის ამომრჩევლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად. 3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება. 4. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ: ა) საარჩევნო კომისიის წევრებს; ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს. 5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით,          აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა. 6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი დაწესებულებაში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს დაწესებულებაში ან ზიანს აყენებს დაწესებულების ქონებას. 7. დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არ აქვს დაუსაბუთებელი უარი უთხრას წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის აუდიტორიებით, დარბაზებითა და დაწესებულების სხვა ქონებით სარგებლობისათვის. ყველა კანდიდატისათვის დაწესებულების ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი არის წერილობითი ფორმის და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში საჩივრდება დაწესებულების საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში.     მუხლი 21🔗. საარჩევნო სიები 1. საარჩევნო სიებს ადგენს დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მ.შ. დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით, რომელიც პასუხისმგებელია საკადრო საკითხების ორგანიზებაზე. 2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე. 3. დაწესებულების სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, რომელიც ირიცხება დაწესებულებაში და გაივლის რეგისტრაციას. 4. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება ერთდროულად დაწესებულების ერთზე მეტ ფაკულტეტზე, იგი შეიტანება იმ ფაკულტეტის სტუდენტთა საარჩევნო სიაში, რომელზეც იგი სწავლობს დასწრებული სწავლების ფორმით. თუ სტუდენტი ორ ფაკულტეტზე ირიცხება დასწრებული სწავლების ფორმით, მაშინ ის თვითონ ირჩევს, თუ რომელი ფაკულტეტის სიაში იყოს შეყვანილი. 5. დაწესებულების აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, გარდა დოქტორანტისა. 6. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური პერსონალის წევრი დასაქმებულია ერთზე მეტ ფაკულტეტზე, იგი შეიტანება იმ ფაკულტეტის საარჩევნო სიაში, რომელზეც მას აქვს მეტი საათობრივი დატვირთვა. თუ აკადემიური პერსონალის წევრის საათობრივი დატვირთვა თანაბარია რამდენიმე ფაკულტეტზე, იგი თავად განსაზღვრავს, რომელი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საარჩევნო სიაში იქნეს შეტანილი. 7. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი; ბ.ა) სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი – სტუდენტი ამომრჩევლისათვის; ბ.ბ) აკადემიური პერსონალის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების/დადგენილების ან შრომითი ხელშეკრულების ნომერი, ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი – აკადემიური პერსონალისთვის. 8. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში ან იმავე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეტანა.          მუხლი 22🔗. საარჩევნო ბიულეტენი 1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით. 2. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება დაწესებულების მიერ, რომელზედაც პასუხისმგებელია რექტორის მ.შ. 3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება: ა) დაწესებულებისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება; ბ) აღნიშნვა იმის შესახებ, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვის არის განკუთვნილი; გ) აღნიშნვა იმის შესახებ, საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილია აკადემიური პერსონალის თუ სტუდენტთათვის; დ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი. 4. წარმომადგენლობითი საბჭოს ასარჩევად დაუშვებელია პირზე ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის გაცემა, ასევე აკადემიურ პერსონალზე სტუდენტის საარჩევნო ბიულეტენის გაცემა ან პირიქით. 5. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – დაწესებულების კადრების სამსახურის მიერ გაცემული სპეციალური საბუთის საფუძველზე.     მუხლი 23🔗. საარჩევნო ყუთი 1. დაწესებულება არჩევნების ჩასატარებლად უზრუნველყოფს საარჩევნო ყუთებით საარჩევნო კომისიების აღჭურვას. თითოეულ საარჩევნო კომისიას გადაეცემა 2 საარჩევნო ყუთი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე. 2. საარჩევნო ყუთზე თვალსაჩინო ფორმით აღინიშნება, თუ რომელი მართვის ორგანოს არჩევნებისთვისაა იგი, აგრეთვე მინიშნება იმის შესახებ, აკადემიური პერსონალისთვისაა განკუთვნილი თუ სტუდენტთათვის. 3. საარჩევნო ყუთი კენჭისყრამდე მოწმდება, რათა საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები დარწმუნდნენ, რომ იგი ცარიელია. კენჭისყრის დაწყებამდე საარჩევნო ყუთი ილუქება კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების თანდასწრებით და პირველი ამომრჩევლის საარჩევნო ბიულეტენთან ერთად მასში მოთავსდება საკონტროლო ფურცელი, რაც არჩევნების შედეგების ნამდვილობის შემოწმების ერთ-ერთი საშუალებაა. 4. საკონტროლო ფურცელი დგება 2 ეგზემპლარად და მათზე აღინიშნება შესაბამისი ფაკულტეტისა და პირველი ამომრჩევლის რეკვიზიტები, კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. საკონტროლო ფურცლის 1 ეგზემპლარი რჩება საარჩევნო კომისიაში. 5. თუ საარჩევნო ყუთი დაზიანდა არჩევნების პროცესში, საარჩევნო კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. 6. თუ საარჩევნო ყუთში მისი გახსნის შემდეგ არ აღმოჩნდა საკონტროლო ფურცელი, ან მასში მოთავსებული საკონტროლო ფურცლის მონაცემები არ დაემთხვა საარჩევნო კომისიაში არსებულ საკონტროლო ფურცლის მონაცემებს, არჩევნების შედეგები ცხადდება ბათილად.     მუხლი 24🔗. არჩევნების ორგანიზება 1. არჩევნები ტარდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დანიშნულ დღეს. 2. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს დაწესებულება. 3. დაწესებულების ფაკულტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას. 4. დაწესებულების და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიები მუშაობას იწყებენ არჩევნების დღეს დილის 9 საათზე. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს დილის 10 საათზე. 5. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღეს დილის 10 საათამდე წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს. წილისყრის შედეგად გამოვლენილ უნდა იქნეს: ა) რეგისტრატორები; ბ) საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი; გ) ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი. 6. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.     მუხლი 25🔗. არჩევნების პროცედურა 1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპაციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში, მას შემდეგ, რაც წრიულად შემოხაზავს მისთვის სასურველ 1 კანდიდატურას, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა. 2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება.     მუხლი 26🔗. არჩევნების შედეგების შეჯამება 1. კენჭისყრა თავდება არჩევნების დღეს 17 საათზე. 2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა. 3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის 5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატურების მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები. 6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ: ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა; ბ) თუ არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა; გ) თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა; დ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა. ე) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები. 7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები: ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით; ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით; გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა; დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა; ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა; ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. 8. ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა კანდიდატი, რამდენიც, შესაბამისად, დადგენილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.     მუხლი 27🔗. დამკვირვებელი 1. დაწესებულებაში არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე მიმართონ დაწესებულების საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად. 2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში. 3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის: ა) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი; ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი; გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას. 4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიების მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში. 5. დამკვირვებელი უფლებამოსილია: ა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა; ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი; გ) წარადგინოს საჩივარი დაწესებულების საარჩევნო კომისიაში. 6. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას. 7. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს.     მუხლი 28🔗. დარღვევის ოქმი არჩევნების დღეს ამ ბრძანებით დადგენილი წესის დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანდიდატი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველი უფლებამოსილია შეადგინოს დარღვევის ოქმი, რომელშიც მიეთითება: ა) ოქმის შემდგენი პირის სახელი, გვარი, მისამართი. ბ) ოქმის შემდგენი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, საარჩევნო კომისიის წევრი); გ) დარღვევის შინაარსი; დ) დარღვევის დაფიქსირების დრო; ე) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერა, ან აღნიშვნა მის მიერ ხელმოწერაზე უარის შესახებ; ვ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას) და მათი ხელმოწერები; ზ) ოქმის შემდგენი პირის მოთხოვნა; თ) ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა.     მუხლი 29🔗. არჩევნების შედეგების გამოცხადება არჩევნების შედეგები ცხადდება არჩევნების დღეს. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია ვალდებულია ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოაკრას არჩევნების შედეგების აქტი. თავი X. არჩევნების პროცედურისა და შედეგების გასაჩივრების წესი     მუხლი 30🔗. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი 1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა. 2. თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. ამომრჩევლის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაწესებულების კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი/ამომრჩეველი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 2 დღის განმავლობაში. დაწესებულების საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციაზე კანდიდატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის განმავლობაში. 3. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის ვადაში.     მუხლი 31🔗. არჩევნების შედეგების გასაჩივრება 1. თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ დებულებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებულების საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება. 2. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი. ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი); გ) დარღვევის შინაარსი; დ) მოწმეების ვინაობა (იმ შემთხვევაში, თუ არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ ამ ფაქტობრივ გარემოებას); ე) საჩივრის შემომტანი პირის მოთხოვნა; ვ) საჩივრის შემომტანი პირის ხელმოწერა. 3. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 4. დაწესებულების საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. 5. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ ბრძანებით დადგენილი წესის ან/და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე.     მუხლი 32🔗. საბოლოო შედეგების გამოქვეყნება 1. დაწესებულების საარჩევნო კომისია არჩევნების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს ფაკულტეტებზე, ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. 2. არჩევნების საბოლოო შედეგები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.