დროებითი ინსტრუქცია რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ

მიღების თარიღი 28.09.1994
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000005
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 07/10/1994
matsne.gov.ge 1,689 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (6)
904 038
თარიღი მიღებული ავანსის თანხა კუპონებში
დებეტი კრედიტი
076 060
060 960
038 960

დოკუმენტის ტექსტი

დროებითი ინსტრუქცია რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის დადგენილება №25 1994 წლის 28 სექტემბერი ქ. თბილისი დროებითი ინსტრუქცია რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობა ადგენს: დამტკიცდეს დროებითი ინსტრუქცია რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ თანახმად დანართისა. საქართველოს ეროვნული ბანკის გამგეობის თავმჯდომარე                                                               ნოდარ ჯავახიშვილი დროებითი ინსტრუქცია რწმუნებული ბანკების მიერ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1.1. ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს სავალუტო ოპერაციების წარმოებაზე ეროვნული ბანკის ლიცენზიის მქონე ბანკების მიერ /შემდგომში/ იწოდებიან რწმუნებულ ბანკებად/ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნისა და მათი მუშაობის დროებით წესებს. 1.2. რწმუნებული ბანკები პუნქტებს გახსნიან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების /რეზიდენტების/ და საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების /არარეზიდენტების/ ვალუტის გაცვლის ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 1.3. პუნქტი გაიხსნება ბანკის ბრძანების საფუძველზე. ბრძანებაში უნდა აღინიშნოს პუნქტის ადგილმდებარეობა, მუშაკთა რაოდენობა, მათი უფლება-მოვალეობანი, ოპერაციების ჩამონათვალი, რომელთა შესრულების უფლება ეძლევა მოცემულ პუნქტს, თანამდებობის პირები, რომელთაც ევალებათ პუნქტის საქმიანობის ხელმძღვანელობა და კონტროლი, პუნქტის მუშაობის საათები. 1.4. პუნქტი წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და მოქმედებს სავალუტო ოპერაციების წარმოებაზე ეროვნული ბანკის მიერ ბანკისათვის გაცემული ლიცენზიის ფარგლებში. 1.5. პუნქტებს შეუძლიათ აწარმოონ შემდეგი ოპერაციები: - ნაღდი უცხოური ვალუტის შესყიდვა; - საგადამხდელო საშუალებების/საგზაო ჩეკები, ევროჩეკები, საგზაო აკრედიტივები, საკრედიტო ბარათები და სხვა/ განაღდება, იმ შემთხვევაში, თუ ბანკს აქვს სათანადო შეთანხმებები/ხელშეკრულებები/ემიტენტ ბანკებთან და რწმუნებული პირების ხელისმოწერის ნიმუშები; - კლიენტის ხარჯით და დავალებით უცხოური ვალუტის შესყიდვა ხელშეკრულების საფუძველზე; - ნაღდი უცხოური ვალუტის გაყიდვა რეზიდენტებზე; - ვარგისიანობაში ეჭვმიტანილი  უცხოური ვალუტის ფულადი ნიშნების ექსპერტიზაზე მიღება. 1.6. გასახსნელი პუნქტების რაოდენობა შეზღუდული არ არის. 1.7. პუნქტის გახსნა შეიძლება მხოლოდ კაპიტალურ შენობაში, სადაც პუნქტისათვის უნდა გამოიყოს სხვა სამსახურებისაგან იზოლირებული სადგომი, რომელიც უპასუხებს სალაროს ოპერაციების წარმოების ნორმების დაცვის მოთხოვნებს. 2. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის რეგისტრაცია 2.1. ბანკი ვალდებულია პუნქტი გაატაროს რეგისტრაციაში საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირების განყოფილებაში ან ეროვნული ბანკის დაწესებულებაში ადგილმდებარეობის მიხედვით. 2.2. ბანკი წერილობით აცნობებს ეროვნულ ბანკს ან მის დაწესებულებას პუნქტის გახსნის შესახებ და მიმართავს თხოვნით გაატაროს იგი რეგისტრაციაში, წერილს უნდა თან დაერთოს ბრძანების ასლი პუნქტის გახსნის შესახებ და მონაცემები პუნქტის მუშაკებზე. 2.3. ეროვნული ბანკის ლიცენზირების განყოფილება და საკასო ოპერაციების, ფასეულობის დაცვისა და სპეციალური გადაზიდვის სამმართველო ან ეროვნული ბანკის დაწესებულება ვალდებული არიან წერილის მიღებიდან ორი კვირის ვადაში შეამოწმონ უპასუხებს თუ არა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი პუნქტის სადგომი ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს და შემოწმების შედეგების შესახებ შეადგინონ სათანადო აქტი. თუ პუნქტის სადგომი აღნიშნულ მოთხოვნებს უპასუხებს, ეროვნული ბანკის ლიცენზირების განყოფილება ან ეროვნული ბანკის დაწესებულება მას გაატარებს რეგისტრაციაში სარეგისტრაციო ჟურნალში სათანადო ნომრის მინიჭებით და გასცემს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფორმის სარეგისტრაციო მოწმობას. თუ პუნქტის სადგომი ამ მოთხოვნებს არ უპასუხებს, ეროვნულმა ბანკმა ან მისმა დაწესებულებამ წერილობით უნდა აცნობონ ბანკს პუნქტის რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის შესახებ მიზეზების აღნიშვნით. 2.4. ბანკის შენობის გარეთ განთავსებული პუნქტი უნდა აღირიცხოს საგადასახადო ინსპექციაში, ეროვნულ ბანკში ან მის დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ სამი დღის განმავლობაში, რისი დამადასტურებელი საბუთი უნდა წარმოდგენილ იქნას ეროვნულ ბანკში. 3. ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მუშაობის მოწყობა 3.1. პუნქტში სამუშაოდ დაინიშნებიან ბანკის შტატში რიცხული მუშაკები, რომელთაც აქვთ ბანკში მუშაობის გარკვეული გამოცდილება და შეუძლიათ უცხოურ ვალუტასთან დაკავშირებული მუშაობა. 3.2. პუნქტის მუშაკები არიან მატერიალურად პასუხისმგებელი პირები. ისინი სამუშაოზე გაფორმდებიან ბანკის სალაროს მუშაკებისათვის გათვალისწინებული ხელშეკრულების საფუძველზე / იხ. დანართი №1/. 3.3. ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს პუნქტი სატელეფონო კავშირით, დაცვითი სიგნალიზაციით, რკინის კარადით, ბანკნოტის გადასახდელად ვარგისიანობის შემმოწმებელი საშუალებით,  გამომთვლელი მანქანით, ვალუტის კურსებისა და პუნქტის მუშაობის საათების აღმნიშვნელი საინფორმაციო ელექტროტაბლოთი ან სტენდით. 3.4. სავალუტო ოპერაციების განხორციელებისათვის პუნქტს უნდა ჰქონდეს შემდეგი ბლანკები: საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გატანის ნებართვამ შესყიდული და გაყიდული ვალუტის აღრიცხვის რეესტრების, ავანსის მისაღებად განაცხადებისა და ანგარიშგების ბლანკები, ბეჭედი და შტამპი. /იხ. დანართები №№ 2,3,4,5,/. 3.5. საზღვარგარეთ ვალუტის გატანის ნებართვის ბლანკების უნიფიცირებულ ფორმა, რომელიც მკაცრი აღრიცხვის საბუთს წარმოადგენს, შეიმუშავებს, დაამზადებს და ბანკებს ცენტრალიზებული წესით მოამარაგებს ეროვნული ბანკი. 3.6. მკაცრი აღრიცხვის ბლანკები ბანკში პირობითი შეფასებით: ერთი  ცალი - ერთი კუპონი აღირიცხება № 9959 ბალანსგარეშე ანგარიშზე და შეინახება ბანკის სალაროში. 3.7. ბანკი ყოველი პუნქტისათვის დაადგენს ავანსების ლიმიტებს კუპონებსა და უცხოურ ვალუტაში დღის განმავლობაში პუნქტის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ოდენობით. 3.8. ბანკი ავანსს კუპონებსა და უცხოურ ვალუტაში, აგრეთვე მკაცრი აღრიცხვის ბლანკებს გასცემს პუნქტის მუშაკის განაცხადის საფუძველზე. 3.9. პუნქტის მუშაკს ავანსის მიღება შეუძლია ბანკის სალაროში ან პუნქტში. ავანსის მიღებაზე იგი ხელს მოაწერს შესაბამისი სალაროს გასავლის ორდერზე. 3.10. პუნქტში ფასეულობის მიტანას უზრუნველყოფს ბანკი. 4. ვალუტის ყიდვა და გაყიდვა 4.1. ვალუტის ყიდვისას პუნქტის მუშაკი შეამოწმებს რეზიდენტის და არარეზიდენტის მიერ გასაყიდად წარდგენილი ვალუტის ბანკნოტების გადასახდელად ვარგისიანობის, გამოიანგარიშებს კურსის მიხედვით ვალუტის ეკვივალენტს კუპონებში და მისცემს კუთვნილ თანხას კლიენტს კუპონებში. 4.2. უცხოური ვალუტის შესყიდვისას პუნქტებს ეკრძალებათ თვითნებურად დააწესონ რაიმე შეზღუდვები ბანკნოტის ღირებულებისა და ემისიის წლების მიხედვით. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტებმა შეუფერხებლად უნდა მიიღონ მოსახლეობისაგან აშშ დოლარები მიუხედავად გამოშვების წლისა, თუ ბანკნოტი არ არის მოძველებული ან გადასახდელად უვარგისი. მოძველებულად და გადასახდელად უვარგისად ითვლება ბანკნოტი, რომელსაც აქვს შემდეგი დაზიანებები: - დაფლეთილია ნაწილებად და შეწებებულია; - შეცვლილია პირველადი შეფერილობა/დაფერილია საღებავით, მელნით ,იმყოფებოდა ქიმიური ზემოქმედების ქვეშ და სხვა/; - დამწვარია, დაზიანებულია სხვა გზით და არ არის შენახული აღნიშნული ბანკნოტისათვის აუცილებელი ყველა ძირითადი რეკვიზიტი; სავალდებულოა მიღებისათვის ყველა ბანკნოტი: - თუ დაცულია აღნიშნული ბანკნოტისათვის აუცილებელი ყველა რეკვიზიტი: ემიტენტი ბანკის დასახელება, ნომერი და სერია, ნომინალი ციფრებით და სიტყვიერად, ძირითადი ნახატი ბანკნოტის ორივე მხარეს, ბანკნოტის გაყალბებისაგან დამცავი ელემენტები და ა.შ.; - რომელთაც გააჩნიათ ბუნებრივი ცვეთის შედეგად არსებული უმნიშვნელო დეფექტები: გაჭუჭყიანებულია, უმნიშვნელო ნახევები და ცვეთა, მცირე ლაქები და წარწერები, რომლებიც არ ცვლიან აღნიშნული ბანკნოტებისათვის აუცილებელ ყველა რეკვიზიტს. ზემოთ მოყვანილი ნორმების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში განხილული იქნება საკითხი პუნქტის დახურვის შესახებ. 4.3. პუნქტები უცხოურ ვალუტას შეისყიდიან და გაყიდიან კუპონებზე. დაშვებულია ერთი სახის ვალუტის კონვერსია სხვა სახის ვალუტაში. პუნქტებს ეკრძალებათ უარი უთხრან კლიენტს კუპონებზე ვალუტის შესყიდვასა და გაყიდვაზე. 4.4. რეზიდენტისათვის უცხოური ვალუტის გაყიდვისას პუნქტებმა მას უნდა მოსთხოვონ პასპორტის ან რეზიდენტობის დამადასტურებელი სხვა საბუთის წარდგენა. 4.5. რეზიდენტებს უცხოური ვალუტა მიეყიდებათ შეუზღუდავად. 4.6. თუ რეზიდენტი საზღვარგარეთ მიემგზავრება და წარადგენს პასპორტსა და საზღვარგარეთ გასვლის ვიზას, პუნქტის მუშაკი კლიენტს მისცემს საზღვარგარეთ უცხოური ვალუტის გატანის ნებართვას შესყიდული ვალუტის ფარგლებში. ნებართვა შეივსება ორ ცალად პირგადასაღების ქაღალდის ქვეშ, პირველი ცალი მიეცემა კლიენტს, ხოლო მეორე გაყიდული ვალუტის რეესტრთან ერთად შეინახება დღიურ საბუთებში. 4.7. პუნქტის მუშაკი ვალდებულია თითოეული ოპერაცია შესრულებისთანავე ჩაწეროს შესყიდული და გაყიდული ვალუტის რეესტრებში, ხოლო მკაცრი აღრიცხვის ბლანკის შემთხვევაში, მისი ნომერი რეესტრის სათანადო სვეტში. 4.8. პუნქტებს არ აქვთ უფლება აწარმოონ უცხოური ვალუტის მხოლოდ შესყიდვა ან მხოლოდ გაყიდვა. მათ ეს ოპერაციები უნდა განახორციელონ ერთდროულად. 4.9. უცხოური ვალუტის შესყიდვის და გაყიდვის კურსებს კუპონებთან შეფარდებით დაადგენენ ბანკებში. 4.10. ოპერაციების შესრულებისათვის საკომისიო გასამრჯელოს ოდენობას დაადგენენ ბანკები. 5. ანგარიშგება 5.1. პუნქტები ვალდებული არიან ბანკებს ყოველდღე წარუდგინონ ანგარიშგება დადგენილი ფორმით /იხ. დანართი №5/. 5.2. სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ პუნქტის მუშაკი დააჯამებს შესყიდვისა და გაყიდვის რეესტრებს და გამოიყვანს საათებს ვალუტის სახეობის მიხედვით, გამოიანგარიშებს ავანსიდან დარჩენილ თანხებს უცხოურ ვალუტასა და კუპონებში, გახარჯული მკაცრი აღრიცხვის ბლანკებს ნომრების მიხედვით და მოამზადებს ფასეულობის ბანკში გასაგზავნად. აკრძალულია ფასეულობის პუნქტში დატოვება სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ. 5.3. ბანკები ვალდებული არიან უზრუნველყონ პუნქტიდან ფასეულობის წაღება ბანკში. 5.4. თუ სამუშაო საათების შემდეგ პუნქტიდან წაღებული ფასეულობა და საანგარიშგებო საბუთები ბანკში მოხვდება საოპერაციო საათების დამთავრებამდე, ბანკი ვალდებულია შემოსავალში გაატაროს ფასეულობა და ასახოს იმავე დღის ბალანსში. საოპერაციო საათების დამთავრების შემდეგ პუნქტიდან შესული ფასეულობა შეიძლება გატარდეს შემოსავალში და აისახოს ბალანსში მომდევნო დღეს. 6. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობის კონტროლი 6.1. ბანკის ხელმძღვანელი და მისი სავალუტო ქვედანაყოფის უფროსი პასუხისმგებელი არიან პუნქტის მუშაობის სწორი ორგანიზაციის, პუნქტის მუშაკების მიერ ოპერაციების გაფორმების, აღრიცხვის, ანგარიშგების, მატერიალური  ფასეულობის შენახვისა და ჩაბარების წესების დაცვისა და პუნქტის მთელი საქმიანობისათვის. 6.2. ეროვნული ბანკის ბანკების ზედამხედველობის სამმართველო, რომელიც ვალდებულია კონტროლი განახორციელოს პუნქტების მუშაობაზე, პერიოდულად ჩაატარებს შემოწმებებს პუნქტების მიერ ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის თვალსაზრისით და შემოწმების შედეგების შესახებ შეადგენს სათანადო აქტებს. 6.3. თუ შემოწმების შედეგად გამოვლინდა კანონმდებლობისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი სავალუტო ოპერაციების წარმოების წესების დარღვევა, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დახუროს პუნქტი ან ბანკიდან გამოითხოვოს ლიცენზია სავალუტო ოპერაციების წარმოებაზე. სავალუტო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი                                                  ლ. ქისტაური შეთანხმებულია: იურიდიული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                                           ნათელა მოსიძე დანართი № 1 ხელშეკრულება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაკთა სრული ინდივიდუალური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ ქ............................                                 1994 წ.         „              “  -------------------------- ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ვალუტისა და სხვა ფასეულობის დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, ერთი მხრივ -----------------------------------------------------                                                           /რწმუნებული ბანკის დასახელება/ ---------------------------------------------- მისმა თავმჯდომარემ /ან მოადგილე/ ------------------------------------------------- სახით /შემდგომში ადმინისტრაცია /სახელი, მამის სახელი, გვარი/ და, მეორე მხრივ, ბანკი თანამშრომელმა -----------------------------------------------                                                           /თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი/ /შემდგომში მუშაკი/ დადოს ეს ხელშეკრულება შემდეგის შესახებ: 1. მუშაკი, რომელიც იმუშავებს პუნქტში და შეასრულებს სამუშაოს, რაც უშუალოდ დაკავშირებულია ვალუტისა და სხვა ფასეულობათა დათვლასთან, დამუშავებასთან, მიღებასთან, გაცემასა და შენახვასთან იღებს ვალდებულებას: - გაუფრთხილდეს მისთვის მინდობილ ფასეულობას და მიიღოს ზომები რათა თავიდან იქნეს აცილებული ბანკისათვის ზარალის მიყენება; - დროულად აცნობოს ბანკის ხელმძღვანელობას ყველა მოსალოდნელი გარემოება, რომელიც დაემუქრება მასზე მინდობილი ფასეულობის დაცვის უზრუნველყოფას; - მკაცრად დაიცვას ფასეულობის შენახვისა და სალაროს ოპერაციების წარმოების წესები; - არ დაუშვას ფასეულობის შენახვის, გაგზავნის, გადაზიდვის, დაცვის სიგნალიზაციის, ასევე მასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დავალების შესახებ მის ხელთ არსებული ცნობების გათქმა; - იმ შემთხვევაში, თუ მუშაკი ვერ უზრუნველყოფს მისთვის მინდობილი ფასეულობის დაცვას, რაც გამოიწვევს ბანკისათვის ზარალის მიყენებას იგი თავის თავზე იღებს სრულ მატერიალურ პასუხისმგებლობას. 2. ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას: - შეუქმნას მუშაკს ყველა აუცილებელი პირობა ნორმალური მუშაობისათვის და მისთვის მინდობილ ფასეულობის დაცვის უზრუნველსაყოფად; - გააცნოს მუშაკს კანონმდებლობა ბანკისათვის მიყენებული ზარალის გამო მატერიალური პასუხისმგებლობის, შესახებ, აგრეთვე პუნქტის მუშაობისა და ფასეულობის შენახვის, მიღების, გაცემის, დამუშავების, დათვლისა და გადაზიდვის წესები; 3. ადმინისტრაცია ჩაატარებს რევიზიებს და შეამოწმებს პუნქტის მუშაკების მიერ ფასეულობასთან მუშაობის წესების დაცვას. 4. თუ მუშაკის მიზეზით არ იყო უზრუნველყოფილი პუნქტში ფასეულობის დაცვა, ზარალის ოდენობის განსაზღვრა და მისი ანაზღაურება მოხდება კუპონებში კურსის მიხედვით. 5. ამ ხელშეკრულების მოქმედება ვრცელდება მოცემულ პუნქტში მუშაკის საქმიანობის პერიოდზე. 6. ხელშეკრულება შედგენილია ორ ცალად; რომელთაგან ერთი შეინახება ადმინისტრაციაში, ხოლო მეორე გადაეცემა მუშაკს. მხარეთა მისამართები: ადმინისტრაციის --------------------------------------------------------------------------------------------------------------- მუშაკის ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადმინისტრაცია -------------------------------------------                              ხელმოწერა და გვარის გაშიფვრა მუშაკი ----------------------------------------------------------                              ხელმოწერა და გვარის გაშიფვრა ბ. ა. დანართი №2 შესყიდული ვალუტის რეესტრი თარიღი ვალუტის დასახელება კურსი შესყიდული ვალუტის თანხა კურსის მიხედვით შესყიდული ვალუტის ღირებულება კუპონებში ჯამი ვალუტის                                                              გაცემული კუპონების სახეების მიხედვით                                                                   ჯამი პუნქტის მუშაკი -----------------------------------------------                              /ხელმოწერა და გვარის გაშიფვრა/ კონტროლიორი ------------------------------------------------                             /ხელმოწერა და გვარის გაშიფვრა/ დანართი №3 გაყიდული ვალუტის რეესტრი თარიღი ვალუტის დასახელება კურსი გაყიდული ვალუტის თანხა ეკვივალენტი კუპონებში კურსის მიხედვით  ჯამი ვალუტის სახეების მიხედვით მიღებული კუპონების ჯამი პუნქტის მუშაკი -----------------------------------------------                              /ხელმოწერა და გვარის გაშიფვრა/ კონტროლიორი ------------------------------------------------                             /ხელმოწერა და გვარის გაშიფვრა/ დანართი №4 პუნქტის მუშაკის ყოველდღიური ანგარიშგება თარიღი მიღებული ავანსის თანხა კუპონებში მიღებული ავანსის თანხა ვალუტაში შესყიდული ვალუტის თანხა ეკვივალენტი კუპონებში კურსის მიხედვით გაყიდული ვალუტის თანხა ეკვივალენტური კუპონებში კურსის მიხედვით სულ პუნქტის მუშაკის ხელმოწერა          ---------------------------------------------                               /ხელმოწერა და გვარის გაშიფვრა/ კონტროლიორი    ----------------------------------------------------                               /ხელმოწერა და გვარის გაშიფვრა/ დანართი №5 ვალუტის გადამცვლელი პუნქტის ოპერაციების ბუღალტრული გაფორმება ბანკში დებეტი კრედიტი ოპერაციის შინაარსი 904 038 პუნქტის მუშაკისათვის გაცემული ავანსი კუპონებში 076 060 პუნქტის მუშაკისათვის გაცემული ავანსი უცხოურ ვალუტაში 060 076 შესყიდული ვალუტა 076 060 გაყიდული ვალუტა 038 904 ავანსად მიღებული დაუხარჯავი კუპონების დაბრუნება 060 076 ავანსად მიღებული დაუხარჯავი უცხოური ვალუტის დაბრუნება 060 960 საკომისიო გასამრჯელოს თანხა უცხოურ ვალუტაში 038 960 საკომისიო გასამრჯელოს თანხა კუპონებში