2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 16.08.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №32/2024
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.016746
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/08/2024
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.08.2024 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი | კომისიის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს საარჩევნო კოდექსი საარჩევნო უბნის შექმნის დამატებითი ვადისა და ამ საუბნო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ღონისძიებების განსაზღვრის თაობაზე სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის, საარჩევნო უბნებისა და სპეციალური ჯგუფების შექმნის, ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№32/2024
2024 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
2024 წლის 26 ოქტომბერს გასამართი არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო პროცედურისა და ვადის განსაზღვრის შესახებ
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება იმგვარად, რომ 2262 საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები (ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები და ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატები), რაც დაკავშირებულია კენჭისყრის დღეს ტექნოლოგიის გამართვისა და შემოწმების დროის საჭიროებასთან.
ამავდროულად, „კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2023 წლის 6 თებერვლის №7/2023 დადგენილებით დამტკიცებული კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესისა და პირობების (შემდგომში – კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესი) შესაბამისად, გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრების გამოვლენა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო სხვა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრა გაიმართება კენჭისყრის დღეს. ასევე, საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (შემდგომში – საარჩევნო კოდექსი) 61-ე მუხლის თანახმად, კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად წილისყრა იმართება კენჭისყრის დღეს. შესაბამისად, წილისყრის პროცედურების განსხვავებულ ვადებში განხორციელება გამოიწვევს არაერთგვაროვნებას და შესაძლოა ხელი შეუშალოს საარჩევნო პროცესის ორგანიზებულად წარმართვას.
შესაბამისად, საჭიროა საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლით, ასევე, კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესის მე-5 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა საუბნო საარჩევნო კომისიებმა ჩაატარონ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, რის გამოც:
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის, 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 762 მუხლის მე-2 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
საარჩევნო კოდექსის 61-ე მუხლით, კენჭისყრის ელექტრონული საშუალებებით ჩატარების წესის მე-5 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებული კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებელი წილისყრა ჩატარდეს კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა, ამავე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული წესისა და ამ დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილი წილისყრის პროცედურის დაცვით.
მუხლი 2🔗
წილისყრა ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების თანდასწრებით, მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს წილისყრის ჩატარებისა და წილისყრაში მონაწილეობის დამაბრკოლებელ გარემოებას. წილისყრაში არ მონაწილეობენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი. კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით გამოვლენის მიზნით, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით ამზადებს კომისიის წევრების შესაბამისი რაოდენობის წილისყრის ფურცლებს და თითო ფურცელზე აღნიშნავს კომისიის თითო წევრის სახელსა და გვარს. აღნიშნულ ფურცლებს ამოწმებს თავისი ხელმოწერით და კეცავს იმგვარად, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლები იყრება მაგიდაზე, რომლებსაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე წილისყრით გამოსავლენი ფუნქციების შესაბამისი თანმიმდევრობით სათითაოდ იღებს და ავლენს ამ ფუნქციის შემსრულებელ კომისიის წევრს.
მუხლი 3🔗
წილისყრის დასრულების შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს აქტს, რომელშიც შეიტანება წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგები. აქტს ხელს აწერენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. კენჭისყრის დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, წილისყრით ფუნქციათა განაწილების შედეგებს ჩაწერს კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის შესაბამის გვერდზე.
მუხლი 4🔗
თუ კენჭისყრის დღეს არ გამოცხადდა (ან უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა):
ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი/წევრები, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამატებით ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს/წევრებს. ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამცირებს ამომრჩეველთა რეგისტრატორის რაოდენობას, ან იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციას;
ბ) გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი/წევრები ან წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი/წევრები უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის/წევრების ფუნქციას ანიჭებს კომისიის სხვა წევრს/წევრებს;
გ) ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამატებით ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს. ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ან იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს ნაკადის მომწესრიგებლის ფუნქციას;
დ) საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი, ამ შემთხვევაში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დამატებით ფუნქციის შესრულებას ავალებს კომისიის სხვა წევრს ან მის ფუნქციას ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 6🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეგიორგი კალანდარიშვილიკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი