საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის წესები“

მიღების თარიღი 19.12.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №138
სარეგისტრაციო კოდი 000000180.01(2).000.000181
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 06/01/1997
matsne.gov.ge 1,869 სიტყვა · ~9 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის წესები“ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანება №138 1996 წლის 19 დეკემბერი თბილისი საქართველოს კანონის „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ და საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 13 სექტემბრის №596 ბრძანებულების შესაბამისად დამტკიცდეს „ავტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების გაწევის წესები“ I. ზოგადი დებულებანი 1.1. წინამდებარე წესები არეგულირებენ ურთიერთობებს მომხმარებლებსა და შემსრულებლებს შორის, რომლებიც ასრულებენ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტსა და ტექმომსახურებას, ადგენენ მომხმარებელთა უფლებებს სათანადო ხარისხსა და დანიშნულ ვადებში მომსახურების გაწევაზე ან სამუშაოთა შესრულებაზე, მომსახურების (სამუშაოს) და შემსრულებლების შესახებ ინფორმაციის მიღებაზე, განსაზღვრავენ შეკვეთების მიღებისა და გაფორმების წესს, მომხმარებლებთან ანგარიშსწორებას, შემსრულებლებისა და მომხმარებლების მოვალეობებსა და ქონებრივ პასუხისმგებლობას. 1.2. ძირითადი ცნებები, რომლებიც გამოყენებულია წინამდებარე წესებში: „მომხმარებელი“ - საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება, მოქალაქე, რომელიც იყენებს, იძენს, უკვეთავს ან აქვს სურვილი ისარგებლოს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტის ჩატარებითა და ტექნიკური მომსახურებით. „შემსრულებელი“ საწარმო, ორგანიზაცია, დაწესებულება ან ინდივიდუალური-მეწარმე, რომელიც ასრულებს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტსა და ტექმომსახურებას. 1.3. წესები ვრცელდება ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების ყველა სახის ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტზე. 1.4. საწარმოები, ორგანიზაციები და დაწესებულებები, რომლებიც ეწევიან ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებას (ასრულებენ სამუშაოს) ვალდებულნი არიან ჰქონდეთ: გამოკრული აბრა პროფილისა და საქმიანობის ორგანიზაციული ფორმის, საფირმო დასახელების (თუ ასეთი გააჩნიათ), იურიდიული მისამართის (მესაკუთრის ადგილმდებარეობის), აგრეთვე სამუშაო რეჟიმის მითითებით. ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია ჰქონდეს ლიცენზია აღნიშნული სახის მომსახურებაზე და რეგისტრირებული იყოს დადგენილი წესის შესაბამისად. 1.5.შემსრულებელი ვალდებულია მიაწოდოს მომხამრებელს ინფორმაცია ხელმისაწვდომი და თვალსაჩინო ფორმით მომსახურებისა (სამუშაოს შესრულების) და ანაზღაურების წესსა და ფორმაზე. ადგილებში, სადაც ხდება შეკვეთის მიღება, ეს ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ადგილას და აუცილებლად შეიცავდეს: წესებს ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე და რემონტზე; ადგილობრივი ადმინისტრაციის ორგანიების ნორმატიულ დოკუმენტებს იმ საკითხებზე, რომლებიც ეხება ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის სფეროს; ცნობები ადგილობრივ ადმინისტრაციასთან არსებულ იმ ორგანოს შესახებ, რომელიც იცავს მომხმარებელთა უფლებებს; ძირითადი მომსახურების (სამუშაოს) გაწევის ჩამონათვალს და მისი გაწევის ფორმებს, აგრეთვე სხვა სახის მომსახურების (სამუშაოს) გაწევას მომხმარებლის სურვილით; ლიცენზიის ასლი; პრეისკურანტებს (ამონაწერებს პრეისკურანტებიდან) ან ფასებს გაწეული სახის მომსახურებაზე (სამუშაოზე), ასევე ფასებს გამოყენებული სათადარიგო ნაწილებისა და მასალების შესახებ; ჩამონათვალს იმ ადგილებისა, სადაც ნებადართულია მომხმარებლის დასწრება; ცნობებს შეკეთების შესრულების და გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოების) გარანტიების ვადებზე; ნიმუშებს ტიპიური ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტების, ტალონების და სხვა დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ადასტურებენ შეკვეთის მიღებას შემსრულებლის მიერ და მომსახურების (სამუშაოს) ანაზღაურების შესახებ მომსახურების მიერ. თუ მომხმარებელს მიეწოდა არაზუსტი და არასაკმარისი ინფორმაცია შესრულებულ მომსახურებაზე (სამუშაოზე) და შემსრულებელზე, რამაც გამოიწვია უხარისხო მომსახურების გაწევა, მომხამრებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება. მომხმარებლის სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის ან ქონებისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, ეს  უკანასკნელი უფლებამოსილია დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით. II. შეკვეთების მიღება და გაფორმება 2.1. შემსრულებელი კისრულობს მომსახურების (სამუშაოს) შესრულებას, რაც შეესაბამება მის საწესდებო საქმიანობას. 2.2. შეკვეთის გაფორმება ხდება მომხმარებლის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური პასპორტის წარდგენის შემდეგ. მომხმარებელი, რომელიც არ არის ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი წარუდგენს მინდობილობას დამოწმებულს დადგენილი წესით. მომსახურების საწარმო მომხმარებელს წარუდგენს საგარანტიო წერილს სამუშაოთა მოცულობის მითითებით, რომელიც ხელმოწერილია საწარმოს ხელმძღვანელისა და მთავარი ბუღალტრის მიერ. შეკვეთის გაფორმებისას, ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების ტექმომსახურებაზე და რემონტზე აკრძალულია მფლობელისათვის ტექნიკური პასპორტის ჩამორთმევა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში დაზიანებულ და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო შეკვეთის გაფორმებისას მფლობელმა უნდა წარადგინოს სარემონტო სამუშაოების ჩატარებისათვის ნებართვა საგზაო პოლიციიდან. სატრანსპორტო საშუალებების რემონტისას ნომრიანი აგრეგატების შეცვლის შემთხვევაში, საგზაო პოლიციაში მისი შემდგომი დაკანონებისათვის საჭიროა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. ავტომოტოსატრანსპორტო საშულებების რემონტისა და ტექნიკური მომსახურების დროს თუ ტარდება ისეთი სახის სათუნუქე-შესადუღებელი სამუშაოები, რომლის დროსაც იცვლება ან ნადგურდება სატრანსპორტო საშუალების ძრავის, ძარის ან ჩარჩოს საქარხნო ნომერი, აუცილებელია მფლობელმა წარმოადგინოს ამ სახის სამუშაოთა ჩატარებისას სათანადო ნებართვა საგზაო პოლიციიდან. 2.3. ის მომხმარებლები, რომელთაც ეკუთვნით რიგგარეშე მომსახურება, წარმოადგენენ სათანადო დოკუმენტს და ავტომოტოსატრანსპორტო საშულებების ტექნიკურ პასპორტს. რიგგარეშე მომსახურების უფლება მათ უნარჩუნდებათ იმ შემთხვევაშიც, თუ ისინი სარგებლობენ ავტომოტოსატრანსპორტო საშულებებით მინდობილობით. 2.4. ავტომოტოსატრანსპორტო საშულებების სარემონტოდ მიღება ფორმდება დადგენილი ნიმუშის დოკუმენტების შევსების გზით. 2.5. მომსახურების გაწევაზე (სამუშაოს შესრულებაზე) ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს შეკვეთა-განაწესის ან სხვა დადგენილი ფორმის დოკუმენტების სახით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ტეკვიზიტებს: შემსრულებლისა და მომხმარებლის იურიდიულ მისამართს (შემკვეთის გვარს და ინიციალებს, მის ტელეფონს და მისამართს); ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების მარკას, მოდელს და სანომრე ნიშანს, ძირითადი აგრეგატების ნომრებს; შეკვეთის მიღების თარიღს, შეკვეთის დაწყებისა და შესრულების ვადებს, ავანსის თანხას (მთლიან თანხას); მომსახურების (სამუშაოს) დასახელებას, შემსრულებლის სათადარიგო ნაწილებისა და მასალების დასახელებას, მათ ღირებულებას და რაოდენობას; შემსრულებლის საგარანტიო ვალდებულებებს; სხვა რეკვიზიტებს, მათ შორის მხარეების პასუხისმგებლობას შეუსრულებლობაზე, არასათანადო შესრულებაზე, რაც განსაზღვრულია ხელშეკრულებით. საგარანტიო რემონტზე მიღება ფორმდება სარეკლმაციო აქტით. ხელშეკრულება შეიძლება გაფრომდეს ასევე ქვითრის, ჟეტონის, ტალონის, საკასო ჩეკის გაცემით. ხელშეკრულების გაფორმებისას, იმ შემთხვევაში, როცა ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება რჩება სარემონტოდ საწარმოში - შემსრულებელი ვალდებულია ერთდროულად შეადგინოს მიღება-ჩაბარების აქტი, რომელშიც ასახული იქნება მიღებისას ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების კომპლექტურობა, ხილული გარეგანი ხარვეზები და დეფექტები, აგრეთვე მომხმარებლის მიერ გადაცემული სათადარიგო ნაწილები და მასალები. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების მიღებისას მომხმარებელს მიეცემა მიღება-ჩაბარებისა და ხელშეკრულების ასლები. 2.6. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისათვის შეიძლება მომხმარებლის მიერ მოწოდებული სათადარიგო ნაწილების და მასალების გამოყენება, რომლებიც შეესაბამება მოქმედი ნორმატიული დოკუმენტაციისა და სერტიფიკაციის მოთხოვნებს. მათი სერტიფიკაცია აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2.7. მომხმარებლები, რომლებსაც აქვთ რიგგარეშე მომსახურების უფლება, ჩააბარონ თავიანთ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებას ურიგოდ, ამასთან სხვა პირების ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა დაწყებული რემონტი და ტექმომსახურება არ შეჩერდება. 2.8. ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც ლახავენ მომხმარებელთა უფლებებს საქართველოს კანონით „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებულთან შედარებით ითვლება ბათილად. 2.9. შემსრულებელი ვალდებულია თავისდროულად გააფრთხილოს მომხმარებელი: მომხმარებლის მიერ მიწოდებული სათადარიგო ნაწილებისა და მასალების უვარგისობის შესახებ; თუ მომხამრებლის მოთხოვნებს შეუძლიათ გამოიწვიონ შესასრულებელი სამუშაოს ხარისხის გაუარესება. 2.10. მომსახურების (სამუშაო) ვადების შესრულება შეიძლება განისაზღვროს თარიღით (დროის პერიოდით), რომლისათვის მომსახურება (სამუშაო) შეიძლება შესრულდეს, ასევე თარიღით (დროის პერიოდი), როცა შემსრულებელი უნდა შეუდგეს მომსახურების შესრულებას მომხმარებლის სურვილის მიხედვით. მომსახურების (სამუშაოს) დაწყების დღედ ითვლება შეკვეთის მიღების შემდგომი კალენდარული დღე. თუ მომსახურების (სამუშაოს) შესრულების ბოლო დღე არასამუშაოა, მომსახურების დამთავრების დროდ აითვლება მომდევნო სამუშაო დღე. სახლში ან სხვა ადგილას (საბაღე ნაკვეთი, ავტოფარეხი და სხვა) მომხმარებელთა მომსახურებისას შემსრულებელი უზრუნველყოფს თავისი მუშაკის გამოცხადებას მომხმარებლის მიერ დათქმულ დროს, მომხმარებელი კი ვალდებულია შეუქმნას შემსრულებელს მითითების შესაბამისად აუცილებელი პირობები მომსახურების (სამუშაოს) შესასრულებლად. III. მომსახურების გაწევა (სამუშაოს შესრულება) 3.1. შემსრულებელი უზრუნველყოფს: მომსახურების გაწევას (სამუშაოს შესრულებას), რომელიც ხარისხით შეესაბამება სტანდარტების აუცილებელ მოთხოვნებს, ხელშეკრულების პირობებს, ჩვეულებრივად წაყენებულ მოთხოვნებს. საგარანტიო ვალდებულებათა შესრულებას გარემონტებულ ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებებზე. 3.2. შემსრულებელი ვალდებულია: გაუწიოს მომსახურება (შეასრულოს სამუშაო) დათქმულ დროს, რაც დადგენილია ხელშეკრულებით და შეესაბამება ხარისხით სტანდარტების აუცილებელ მოთხოვნებს, ხელშეკრულების პირობებს. დაიცვას დადგენილი (გამოცხადებული) სამუშაო რეჟიმი. სახელმწიფო (მუნიციპალურ) საწარმოებს სამუშაო რეჟიმი განესაზღვრებათ ადგილობრივი მმართველობის ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, სამუშაო რეჟიმს სხვა ფორმის საკუთრების საწარმოებისათვის, განსაზღვრავს (ადგენს) მფლობელი; მისცეს მომხმარებელს ცნობა-ანგარიში ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებებზე ახლად დაყენებული ნომრიანი აგრეგატების შესახებ. 3.3. თუ მომხმარებელმა ითხოვა დამატებითი სამუშაოს წარმოება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ადრე გაფორმებული ხელშეკრულებაში, მაშინ დამატებითი განაცხადის საფუძველზე ფორმდება ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და დგინდება სამუშაოს შესრულების ახალი ვადები. 3.4. თუ მომხმარებელი არ არის თანახმა ნაკლოვანების აღმოფხვრისათვის სამუშაოს ჩატარებაზე, რაც საფრთხეს შეუქმნის მოძრაობის უსაფრთცოებას ან, თუ რემონტის პროცესში შეუძლებელია ამ გაუმართაობის აღმოფხვრა, შემსრულებელი ხელშეკრულებაში აკეთებს ჩანაწერს: „ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებას აქვს დეფექტები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან მოძრაობის უსაფრთხოებას“. 3.5. მომხამრებლის ყოფნა ძირითად საწარმო შენობა-ნაგებობაში საწარმოს ხელმძღვნალობის თანხმობის გარეშე აკრძალულია, ჩამონათვალი უბნებისა, სადაც მომხმარებელს აქვს უფლება იმყოფებოდეს, დგინდება საწარმოს ადმინისტრაციის მიერ. 3.6. მომხმარებელი უფლებამოსილია მიზეზის აუხსნელად დაარღვიოს ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე (სამუშაოს შესრულებაზე) ნებისმიერ დროს, თუ გადაუხდის შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს გასამრჯელოს და აუნაზღაურებს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებულ პირდაპირ ზარალს. შეკვეთის შესრულების (ან გაუქმების) შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მომხმარებელს ანგარიში სათადარიგო ნაწილებისა და მასალების ხარჯვის შესახებ და დაუბრუნოს ნარჩენები, აგრეთვე გამოცვლილი (უვარგისი) კვანძები და დეტალები. 3.7. მომხმარებლისა და შემსრულებლის უფლებები მომსახურების (სამუშაოს) გაწევის ვადების დარღვევის ან შეკვეთის დაგვიანებით მიღების შემთხვევაში: თუ შემსრულებელი თავისდროულად არ შეუდგა მომსახურების (სამუშაოს) გაწევას, ან მისი შესრულებისას გახდა ცხადი, რომ მომსახურება არ იქნება შესრულებული დადგენილ ვადაში, მომხმარებელს უფლება აქვს თავისი არჩევანით: დაუნიშნოს შემსრულებელს ახალი ვადა, რომლის დროსაც უნდა შესრულდეს მომსახურება (სამუშაო); დაავალოს მომსახურების (სამუშაოს) შესრულება სხვა პირს შემსრულებელის ხარჯზე; მოითხოვოს მომსახურების (სამუშაოზე) ანაზღაურების შემცირება; დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება; ახალი ვადების დანიშვნა, რომელთა განმავლობაშიც შემსრულებელი უნდა შეუდგეს მომსახურების გაწევის (სამუშაოს შესრულებას) და შეასრულოს ის, ფორმდება დამატებითი ხელშეკრულებით. მათი დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელი უფლებამოსილია წამოაყენოს ახალი მოთხოვნები, რომლებიც ამ პუნქტით არის გათვალისწინებული. ხელშეკრულების დარღვევისას, თუ შემსრულებელი დროულად არ შეუდგა შეკვეთის შესრულებას ან ასრულებს მას იმდენად ნელა, რომ მისი ვადაში შესრულება შეუძლებელი ხდება, შემსრულებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მან გაწია მომსახურების შესრულების პროცესში, აგრეთვე - უკვე გაწეული მომსახურების საფასური. მომხმარებელს მისი განაცხადების საფუძველზე უბრუნდება შეტანილი ავანსი (მთლიანად) და მისი ნაკეთობა, სათადარიგო ნაწილები და მასალები; შეკვეთის შესრულების დაწყების და (ან) დამთავრების დადგენილი ვადების და აგრეთვე ამ პუნქტის საფუძველზე მომხმარებლის მიერ დანიშნული ახალი ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსრულებელი უხდის მომხმარებელს პირგასამტეხლოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით. 3.8. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება გაიცემა მომხმარებელზე ან მის წარმომადგენელზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის, ხელშეკრულების ასლის, დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, რომლებიც ადასტურებენ მომხმარებლის პიროვნებას, ხოლო წარმომადგენელს უნდა გააჩნდეს დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობა; ხელშეკრულების დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ შემსრულებელს. ამ შემთხვევაში ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება მიეცემა მომხმარებელს წერილობითი განცხადების, პასპორტის ან სხვა დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, რომელიც ადასტურებს მის პიროვნებას. 3.9. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალება გადაეცემა მომხმარებელს შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოს მთლიანობისა და ხარისხიანობის შემოწმების შემდეგ. ყველა სახის პრეტენზია, რომელიც ეხება კომპლექტურობასა და ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების ცალკეული შემადგენელი ნაწილების შეცვლას, მომხმარებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსრულებელს უშუალოდ, ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურებიდან და რემონტიდან მიღების დროს. 3.10. თუ მომხმარებელი აღმოაჩენს ნაკლოვანებებს გაწეულ მომსახურებაში, უფლება აქვს თავისი არჩევანის შესაბამისად მოითხოვოს; გაწეულ მომსახურებაში (შესრულებულ სამუშაოში) ნაკლოვანებების უსასყიდლოდ აღმოფხვრა; გაწეული მომსახურების ანაზრაურების შესაბამისი შემცირება; სამუშაოს განმეორებით უსასყიდლოდ შესრულება ან ხარჯების ანაზღაურება, რომელიც მან გაწია ნაკლოვანებების საკუთარი სახსრებით ან მესამე პირის დახმარებით აღმოფხვრისას; მომხმარებელს უფლება აქვს დაარღვიოს ხელშეკრულება და მოითხოვოს ზარალის ანაზღაურება, თუ დადგენილ ვადაში ნაკლოვანებები არ იქნა აღმოფხვრილი შემსრულებლის მიერ, ასევე თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა ნაკლოვანებები გაწეულ მომსახურებაში (სამუშაოში), ან სხვა მნიშვნელოვანი გადახრები ხელშეკრულების პირობებიდან. ამ დროს ხელშეკრულების დარღვევა ხდება მომხმარებლის წერილობითი განცხადების საფუძველზე მიზეზების მითითებით. 3.11. მომსახურების (სამუშაოს) გაწევის შემდეგ აღმოჩენილი ნაკლოვანებები უნდა აღმოფხვრას შემსრულებელმა მომხმარებლის მიერ დანიშნულ ვადებში. ნაკლოვანებები, რომლებიც აღმოჩენილია მომხმარებლის მიერ მომსახურების მიღებისას, უნდა აღმოიფხვრას 20 დღის განმავლობაში, თუ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული უფრო მოკლე ვადა. მომხმარებლის მიერ დანიშნული ან მხარეთა მიერ შეთანხმებული ვადები ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ფიქსირდება ხელშეკრულებაში ან სხვა მხარეთა მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში. ტექნიკურ მომსახურებასა და რემონტზე გაწეული მომსახურების (სამუშაოს) ხარისხსა და მოცულობაზე პრეტენზიები შეიძლება წარმოადგინოს მომხმარებელმა საგარანტიო ვადის განმავლობაში, რომელიც განსაზღვრულია შემსრულებლის საგარანტიო ვალდებულებებში, ხოლო მათი არ არსებობის შემთხვევაში - 6 თვის ვადის განმავლობაში მომსახურების (სამუშაოს) ჩაბარების შემდეგ. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებათა და მისი აგრეგატების რემონტისას, რომელიც დაკავშირებულია დეფექტების აღმოფხვრასთან და გამოვლენილია საგარანტიო ვადის განმავლობაში, საგარანტიო ვადა გაგრძელდება დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოთა დროის გათვალისწინებით. 3.13. პრეტენზიები რემონტისას გამოყენებული აგრეგატების, კვანძებისა და დეტალების ხარისხზე განიხილება და დაკმაყოფილდება შემსრულებლის მიერ, რომელმაც მოახდინა მათი რეალიზაცია. 3.14. ავტომოტოსატრანსპორტო საშუალებების რემონტისა და ტექნიკური მომსახურებისას წარდგენილი პრეტენზიების შემსრულებელის მიერ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თავისი უფლებების დასაცავად. IV. მომსახურების (სამუშაოს) საფასურის გადახდის ფორმა და წესი 4.1. გაწეული მომსახურების (შეუსრულებული სამუშაოს) საფასურის გადახდის ფორმა და წესი განისაზღვრება მომხმარებლისა და შემსრულებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს გაწეული მომსახურების (შესრულებული სამუშაოს) საფასური მისი ჩაბარებისას, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. 4.2. მომსახურება (სამუშაო), ასევე შეკვეთების შესრულებისას გამოყენებული შემსრულებლის სათადარიგო ნაწილები და მასალები, ანაზღაურდება მომხმარებლის მიერ. 4.3. იმ შემთხვევაში, თუ რემონტის პროცესში გამოვლინდა დამატებითი სამუშაოს შესრულების აუცილებლობა, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ხელშეკრულებით, შემსრულებელს უფლება აქვს შეასრულოს ეს სამუშაო მომხმარებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე იმ თანხის საზღვრებში, რომელიც ხელშეკრულების გაფორმებისას იყო დადგენილი. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვალდებულია სამუშაოთა ახალი ღირებულება შეუთანხმოს მომხმარებელს. V. მომსახურების (სამუშაოს) შემსრულებელთა პასუხისმგებლობა 5.1. მომხმარებელთა უფლებების დარღვევისათვის შემსრულებელს ეკისრება პასუხისმგებლობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 5.2. შემსრულებელს ეკისრება პასუხისმგებლობა მომსახურების (სამუშაოს) დროულად შესრულებაზე წინამდებარე წესების 3.7. პუნქტის შესაბამისად. 5.3. შემსრულებელს ეკისრება პასუხისმგებლობა მომხმარებლის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და ქონებაზე სათადარიგო ნაწილებისა და მასალების, დანადგარების, ხელსაწყოებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით მიყენებული ზიანისათვის, რომლებიც აუცილებელია მომსახურების (სამუშაოს) გაწევისათვის, იმისდა მიუხედავად, შემსრულებლის მეცნიერული და ტექნიკური ცოდნის დონე იძლეოდა თუ არა საშუალებას, რომ მას გამოევლინა მათი განსაკუთრებული თვისებები. VI. კონტროლი 6.1. წინამდებარე წესების დაცვაზე კონტროლს ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში. „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის თანახმად, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ანტიმონოპოლიური სამსახური. საქართველოს ეკონომიკის მინისტრი                                                   ვ. პაპავა