1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ჩამოწერისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ

მიღების თარიღი 10.01.1997
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №08-1-09/03-1-16
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000219
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 21/02/1997
matsne.gov.ge 345 სიტყვა · ~2 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ჩამოწერისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის უფროსის ბრძანება №08-1-09 - № 03-1-16 1997 წლის 10 იანვარი 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებულ  დავალიანებათა ჩამოწერისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სამსახური გაცნობებთ, რომ „1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებულ დავალიანებათა ჩამოწერისა და რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №627 ბრძანებულების შესაბამისად საწარმოებსა და ორგანიზაციებს ჩამოეწერათ 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით წარმოქმნილი ვადაგადაცილებული დავალიანებები, რომლებიც გამოწვეულია ფინანსური სანქციების / სანქცია, ჯარიმა, საურავი/ მიყენების შედეგად. ამასთან საწარმოებსა და ორგანიზაციებს 1999 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ 1996 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ბიუჯეტში ვადაგადაცილებული ძირითადი დავალიანებების დაფარვა, გადავადებულ თანხებზე საშუალოდ წლიური 24 პროცენტიანი სარგებლის გადახდით, რომლის გრაფიკი საწარმოთა ჯგუფების მიხედვით გეცნობებათ დამატებით. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩამოწერის ექვემდებარება აგრეთვე 1999 წლის 1 იანვრამდე გადავადებულ ვადაგადაცილებულ ძირითად დავალიანებებზე 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ გამოანგარიშებული ის ფინანსური სანქციები (ჯარიმა, საურავი), რომლებიც ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღემდე (1996 წლის 23 სექტემბერი) დარიცხულია საწარმოთა და ორგანიზაციათა პირადი აღრიცხვის ბარათზე. ბრძანებულებით გათვალისწინებულ დავალიანებათა ჩამოწერა და გადახდის ვადის გადავადება ხორციელდება 1996 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში გადახდილი თანხების გამოკლებით ე.ი. ჩამოწერასა და გადავადებას არ ექვემდებარება 1996 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის დარიცხული გადასახადისა და ფინანსური სანქციების ის თანხები, რომლებიც უკვე ჩარიცხულია ბიუჯეტში. ჩამოწერასა და გადახდის ვადის გადავადებას არ ექვემდებარება ასევე 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ ჩატარებული შემოწმებებით გამოვლენილი დარღვევებისათვის დარიცხული გადასახადებისა და ფინანსური სანქციების თანხები, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პერიოდების მიხედვით არის დარიცხული ეს თანხები. ჩამოწერასა და გადავადებას არ ექვემდებარება აგრეთვე 1995 წლის შედეგების  მიხედვით გადასახდელად გამოანგარიშებული ის თანხები, რომელთა გადახდის ვადა დამდგარია 1996 წლის 1 იანვრის შემდეგ. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით სახელწმიფო საგადასახადო ინსპექციები თანხების ჩამოწერასთან დაკავშირებით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათში აკეთებენ ჩანაწერს „ჩამოწერილია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის №627 ბრძანებულების შესაბამისად“, ხოლო გადასახდელად გადავადებულ თანხებზე „გადავადებულია საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 23 სექტემბრის № 627 ბრძანებულების შესაბამისად 1999 წლის 1 იანვრამდე“. ამასთან საწარმოები და ორგანიზაციები 1996 წლის 1 იანვრიდან მოყოლებული ბიუჯეტისადმი დავალიანების სახით ბალანსზე რიცხული და ბიუჯეტში გადაუხდელი ფინანსური სანქციის თანხების ჩამოწერას ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახავენ სტორნოს მეთოდით. საქართველოს ფინანსთა                               საგადასახადო სამსახურის უფროსი მინისტრი                                                          დ. სალარიძე დ. იაკობიძე 1996 წლის „17“ ოქტომბერი