საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ

მიღების თარიღი 17.04.1995
გამომცემი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №215
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 4, 28/04/1995
matsne.gov.ge 1,472 სიტყვა · ~7 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დებულებისა და სტრუქტურის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი დადგენილება №215 1995 წლის 17 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დებულებისა დ სტრუქტურის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი აღნიშნავს, რომ განვითარების თანამედროვე ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით ერთიანი საერთო სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის განსაზღვრისა და სისტემური მართვის ამოცანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ საკითხის სწორად გადაწყვეტის აუცილებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს ის გარემოება, რომ რესპუბლიკაში მიმდინარე გარდაუვალი სტრუქტურული ძვრები მრეწველობის პრიორიტეტულ მდგომარეობას განაპირობებს. მრეწველობის, როგორც მთლიანად ეროვნული მეურნეობისა და მატერიალური წარმოების მსხვილი და უმნიშვნელოვანესი დარგის სამრეწველო პოლიტიკის მართვა, როგორც წესი, უშუალოდ სამინისტროს მიერ უნდა ხორციელდებოდეს. ამასთან, ეს სისტემა უნდა მოიცავდეს ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც დარგთა კლასიფიკაციის მიხედვით მრეწველობას მიეკუთვნება. რესპუბლიკის მრეწველობაში შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კრიზისის დაძლევისა და სტაბილიზაციის პროგრამის განხორციელების, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის მაქსიმალურად დაჩქარების, მრეწველობის რეკონსტრუქციის მართვადი ხასიათისა და სტრუქტურული გარდაქმნების სტრატეგიული პროცესის ეფექტიანად გატარების, ეკონომიკის ავტონომიური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: 1. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს საბაზრო ეკონომიკის განხორციელების გარდამავალ ეტაპზე დაეკისროს ერთიანი სახელმწიფო სამრეწველო პოლიტიკის შემუშავების და მისი თანმიმდევრულად განხორციელების ხელმძღვანელობისა და განვითარების მაკოორდინირებელი სისტემის როლი და ფუნქცია, სამრეწველო საწარმოთა საკუთრების ფორმების მიუხედავად. 2. დამტკიცდეს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს თანდართული დებულება და სტრუქტურა. 3. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტის ხარჯზე. სამინისტროს აპარატის ზღვრული რიცხოვნობა განისაზღვრება 70 კაცით (შენობის დაცვისა და მომსახურე პერსონალის გარეშე). 4. ნება დაერთოს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრს იყოლიოს 4 (ოთხი) მინისტრის მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი. სამინისტროში იქმნება კოლეგია 13 წევრის შემადგენლობით. 5. მიზანშეწონილად ჩაითვალოს, რომ საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს სისტემაში შეიქმნას, ნებაყოფლობის საფუძველზე, სამეურნეოანგარიშიანი დარგობრივი გაერთიანებები და ორგანიზაციები № 1 და № 2 დანართების თანახმად. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრომ ხელი შეუწყოს დადგენილი წესით გაერთიანებებისა და ორგანიზაციების შექმნას, დაამტკიცოს მათი დებულებები, შემადგენლობა და მართვის სტრუქტურა. ამასთან დაკავშირებით, ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 13 თებერვლის № 131, 1993 წლის 28 ოქტომბრის № 768 და 1994 წლის 26 დეკემბრის № 876 დადგენილებები. 6. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მართვის სფეროს მიეკუთვნოს სახელმწიფო კონცერნი „მეტალურგმრეწვი“ და ჰოლდინგი „სამთო ქიმია“. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                     ო. ფაცაცია დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აპრილის № 215 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დებულება 1. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტრო (შემდგომში „სამინისტრო“) ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოა, რომელიც ახორციელებს კოორდინაციას მრეწველობის პოლიტიკის დარგში. 2. სამინისტრო თავი საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციით, საქართველოს რესპუბლიკის კანონებით, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის ბრძანებულებებით, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებით და განკარგულებებით. აგრეთვე წინამდებარე დებულებით. 3. სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთმოქმედებით მისთვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. 4. სამინისტროს ძირითადი ამოცანებია: – სახელმწიფო მრეწველობის პოლიტიკის დამუშავება და რეალიზაცია; – მრეწველობის განვითარების პრიორიტეტების დადგენა, არსებული წესით წინადადებების წარდგენა პრეფერენციული და პროტექციონისტული ზომებისათვის, რომლებიც ქმნიან მრეწველობის პრიორიტეტული პროგრამების უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს; – მრეწველობის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შესახებ წინადადებების მომზადება; – მრეწველობის სტრუქტურული და სამეცნიერო-ტექნიკური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; – სახელმწიფო მართვის ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, რომლებიც ახორციელებენ ღონისძიებებს სახელმწიფო მრეწველობის პოლიტიკის დარგში. 5. საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ძირითადი ფუნქციებია; – მრეწველობაში საინვესტიციო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და საინვესტიციო სტიმულირების წინადადებების დამუშავება, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და რეგულირება; – მანქანათმშენებელი, სამედიცინო, მრავალდარგოვანი მრეწველობის დარგების განვითარების სახელმწიფოებრივი რეგულირება; – სახელმწიფო საწარმოების სექტორის ფორმირების, პროდუქციის უმნიშვნელოვანესი სახეობების წარმოების განვითარების, ინტეგრირებული დარგობრივი წარმოებრივ-ტექნოლოგიური კომპლექტების, დარგთაშორისი კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდების შექმნის ხელის შეწყობა; – საქართველოს რესპუბლიკის სამრეწველო კომპლექსში ორგანიზაციული, ფინანსური, ეკონომიკური და სამართლებრივი ღონისძიებების დამუშავება და განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეწარმეობის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციას, მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენციას და მხარდაჭერას; – საქართველოს სამრეწველო კომპლექსში დემონოპოლიზაციის დარგობრივი პროგრამების დამუშავებისა და რეალიზაციის ორგანიზაცია და კოორდინაცია. საბაზრო სტრუქტურების ფორმირება. კონკურენციის განვითარების პროგრამებისა და პროექტების დამუშავებისა და რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება; – მრეწველობის განვითარებაში მოხმარების საგნების წარმოების სტრუქტურისა და მიმართულების ფორმირება; – წინადადებების მომზადება მრეწველობის ცალკეული სახეობის საქმიანობისათვის სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის) გაცემისა და სერტიფიკაციის შესახებ; – მრეწველობის სტრუქტურული გარდაქმნის სამუშაოთა კოორდინაცია, შრომითი რესურსების, დასაქმების, სამუშაო ძალის ბაზრის ფორმირების, სამუშაო ადგილების შექმნის, მუშათა ახალი კვალიფიკაციის შეძენის დარგში სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე; – მრეწველობისათვის კადრების მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება; – მრეწველობაში ფინანსური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის წინადადებათა დამუშავება; – კონვერსიის პოლიტიკის შემუშავებაში, მრეწველობის თავდაცვითი დარგების განვითარებასა და სამობილიზაციო სიმძლავრეების შექმნაში მონაწილეობა; – მრეწველობის საექსპორტო პოტენციალის განვითარების ხელშეწყობა; – ეკონომიკური და ფინანსური სიტუაციის, ცალკეული დარგებისა და მთლიანად მრეწველობის განვითარების ტენდენციის, სასაქონლო ბაზრების მდგომარეობის ანალიზი, ქვეყნის მრეწველობის განვითარებაში დისპროპორციის გამოვლენისა და მათი აღმოფხვრის გზების განსაზღვრა; – მრეწველობის დარგებში სახელმწიფო ინვესტიციური, სახელმწიფოთაშორისი მიზნობრივი პროგრამების, მათ შორის სახელმწიფო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამების დამუშავებასა და რეალიზაციაში მონაწილეობა; – თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან სამრეწველო საწარმოების დარგთაშორისი კოორდინაციის საკითხებზე წინადადებების დამუშავება და განხილვა; – წინადადებების შეტანა, დადგენილი წესით, მრეწველობის განვითარების სახელმწიფოთაშორისი პროგრამების ფორმირებისა და დაფინანსების, პროდუქციის სახელმწიფო საჭიროებისათვის მიწოდებისა და სახელმწიფო დამკვეთის განსაზღვრის შესახებ; – მრეწველობაში საინვესტიციო ფონდების, კრედიტებისა და სხვა დაფინანსების წყაროების გამოყენებით, ანგარიშსწორების მდგომარეობის გაუმჯობესების, ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებისა და სააქციო კაპიტალის მოძრაობის შესახებ წინადადებების შეტანა; – დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად სამრეწველო საწარმოების პროფილის შეცვლისადმი მხარდაჭერა და წინადადებების მომზადება; – მრეწველობის მართვის სისტემის სრულყოფის ღონისძიებების გატარება, საბაზრო ინფრასტრუქტურის შექმნა; – მრეწველობის დაფინანსებისათვის საბიუჯეტო განაცხადის დადგენილი წესით მომზადება; – სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობის მქონე პროექტებისა და პროგრამების ექსპერტიზაში მონაწილეობის მიღება; – მრეწველობაში საწარმოების და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის, აგრეთვე აქციონერული და სხვა კომპანიების შექმნის წინადადებების მომზადება; – დაქვემდებარებული საწარმოების წესდების დამტკიცება, ამ საწარმოთა ხელმძღვანელობის დანიშვნა და გათავისუფლება თანამდებობიდან. მათთან ხელშეკრულების გაფორმება და დარღვევა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სამინისტრო არის უფლებამემკვიდრე იმ კონტრაქტებზე, რომლებიც ადრე დადებული იყო მანქანათმშენებლობის, სამთო, ქიმიური, თავდაცვითი, მსუბუქი, ხე-ტყის დამმუშავებელი, სამედიცინო, მრავალდარგოვანი მრეწველობის და სხვა დარგების წარმოებების, კონცერნების, ასოციაციების და სხვა გაერთიანებების ხელმძღვანელებთან: – საკანონმდებლო აქტების, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებების და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება, რომლებიც უზრუნველყოფენ წარმოების ეფექტიანი მუშაობის და სამრეწველო პოლიტიკის გატარების ხელსაყრელ პირობებს საკუთრების ფორმების მიუხედავად; – მრეწველობაში დარგობრივი შეთანხმების (სატარიფო) დამუშავებაში, გაფორმებასა და შესრულებაში მონაწილეობის მიღება; – შრომის დაცვისა და უსაფრთხოების პირობების ტექნიკური პოლიტიკის დამუშავება და უზრუნველყოფა. დაქვემდებარებული საწარმოების შრომის დაცვის სამსახურების მეთოდური ხელმძღვანელობა და ამ სამსახურების ხელმძღვანელების სწავლება; – დაქვემდებარებული ორგანიზაციების შექმნასა, რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება დადგენილი წესით. ასევე წინადადებების შეტანა საწარმოთა შექმნასა და ლიკვიდაციაზე. 6. სამინისტროს თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლება აქვს: – დაამუშაოს მეთოდური მასალები და რეკომენდაციები მრეწველობის დარგში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; – დადგენილი წესით მიიღოს მონაცემები სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან, სტატისტიკური ორგანოებიდან, ადგილობრივი მმართველობისა და ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოებიდან, ქალაქებიდან, რაც აუცილებელია სამინისტროებისათვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად;   – დადგენილი წესით შექმნას საუწყებათაშორისო კომისიები და საკონსულტაციო საბჭოები მრეწველობის პრობლემების განსახილველად; – მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხების დამუშავებაში; – მონაწილეობა მიიღოს მრეწველობის არასაბიუჯეტო და მიზნობრივი ფონდების ფორმირებასა და გამოყენების ძირითადი მიმართულების განსაზღვრაში; – ხელი შეუწყოს მეცნიერული კვლევების შედეგების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენების, მათ კოორდინაციას და გავრცელებას; – ხელი შეუწყოს მრეწველობაში ინფორმაციული სისტემების შექმნასა და განვითარებას. მომხმარებლის ნორმატიული და ინფორმაციული მასალებით უზრუნველყოფას; – განსაზღვროს მრეწველობაში სამეცნიერო კვლევების მიმართულება, მოიწვიოს თავის კომპეტენციაში შემავალი საკითხების დასამუშავებლად მეცნიერები, სპეციალისტები და მონაწილეობა მიიღოს ფინანსური რესურსების განაწილებაში; – შექმნას კანონმდებლობით დადგენილი წესით საექსპორტო და საკონსულტაციო საბჭოები სამეცნიერო-კვლევითი, ინფორმაციულ-ანალიტიკური და სხვა ორგანიზაციები; – განახორციელოს სამეცნიერო-ტექნიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან. აღმოუჩინოს დამხარება საწარმოებს და ორგანიზაციებს საზღვარგარეთის ფირმებთან კავშირების დამყარებაში; – მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; – განაზოგადოს კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკა იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს კომპეტენციაშია, დაამუშაოს წინადადებები მათი სრულყოფის შესახებ და წინადადებები წარადგინოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტში. 7. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან სახელმწიფოს მეთაური პრემიერ-მინისტრის წარდგინებით და ამტკიცებს პარლამენტი. მინისტრს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც ნიშნავს მინისტრი და ამტკიცებს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი. მინისტრი პირადად აგებს პასუხს სამინისტროსათვის დაკისრებული ამოცანების შესრულებისადმი. ამტკიცებს, დადგენილ ფარგლებში, ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა რაოდენობას, ხელფასის ფონდს, საშტატო განრიგს და ცენტრალური აპარატის ქვედანაყოფების დებულებებს, აგრეთვე მათი შენახვის ხარჯებს დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში შესაბამის პერიოდზე. მინისტრი გამოსცემს ბრძანებებს და განკარგულებებს, იძლევა მითითებებს საკითხებზე, რომლებიც შედის მის კომპეტენციაში. 8. სამინისტროში იქმნება კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრი (კოლეგიის თავმჯდომარე), მისი მოადგილეები და სხვა ხელმძღვანელი მუშაკები. კოლეგიის პერსონალურ შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. სამინისტროს კოლეგია თავის სხდომებზე იხილავს სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. კოლეგიის გადაწყვეტილება მიიღება მის სხდომაზე დამსწრე კოლეგიის საერთო შემადგენლობის დამსწრე კოლეგიის საერთო შემადგენლობის წევრთა ხმის უმრავლესობით. მისი რეალიზაცია ხდება მინისტრის ბრძანებისა და კოლეგიის განკარგულების მეშვეობით. კოლეგიის წევრებსა და კოლეგიის თავმჯდომარეს შორის უთანხმოების შემთხვევაში, თავმჯდომარე ახორციელებს თავის გადაწყვეტილებას, ხოლო კოლეგიის წევრებს, თავის მხრივ, შეუძლიათ შეატყობინონ თავიანთი აზრი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტს. 9. სამინისტროს ცენტრალური აპარატის შენახვის ხარჯების დაფინანსება ხდება რესპუბლიკის ბიუჯეტიდან იმ სახსრებით, რომლებიც მიმართულია აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების შენახვისათვის. 10. სამინისტრო არის იურიდიული პირი; აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, შესაბამისი შტამპებით, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებით საბანკო განყოფილებებში. დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აპრილის № 215 დადგენილებით საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა ხელმძღვანელობა (მინისტრის ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი) ეკონომიკისა და ინფორმაციის სამმართველო წარმოების განვითარებისა და დარგთაშორისი კოორდინაციის სამმართველო სახალხო მოხმარების საქონლის წარმოების განვითარებისა და კოორდინაციის სამმართველო საერთაშორისო ურთიერთობებისა და ინვესტიციების სამმართველო საქმეთა მმართველობა საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება მთავარი იურისტი დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აპრილის № 215 დადგენილებით (დანართი № 1) მრეწველობის სამინისტროს რესპუბლიკური და დარგობრივი გაერთიანების ნუსხა რესპუბლიკის გაერთიანება „საქმსუბუქმრეწვი“ რესპუბლიკური გაერთიანება „საქტეავეჯმრეწვი“ კორპორაცია „ტყავფეხსაცმელმრეწვი“ ჰოლდინგი „სამთო ქიმია“ აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე                                თ. ყიფიანი დამტკიცებულია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 17 აპრილის № 215 დადგენილებით (დანართი № 2) საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსთან მოქმედი სამეურნეოანგარიშიანი ორგანიზაციების ნუსხა რესურსებისა და კომერციის ცენტრი გამოთვლითი ცენტრი კადრების მომზადებისა და გადამზადების ცენტრი კომერციული ბანკი „მირაკლი“ აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე                                თ. ყიფიანი