“საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერიატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 29.12.2005
ძალის დაკარგვა 21.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №1307
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.985
გამოქვეყნების წყარო სსმ, 152, 29/12/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
“საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერიატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {mso-style-link:"Footer Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:26.65pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:9.35pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; mso-style-link:Footer; font-family:"LitNusx","sans-serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 49.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.985
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1307
2005 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის “ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული სახით ინსტრუქცია “საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ”.
მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
ინსტრუქცია
საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ინსტრუქცია არეგულირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახდელების გადახდების და ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის (შემდგომში – ფინანსური გეგმა) შედგენის და ფულადი სახსრების მართვის პროცედურებს.
2. ინსტრუქციის მიზანია სახელმწიფო ხაზინის მიერ ფულადი სახსრების ეფექტურად მართვა და არ აისახება საბიუჯეტო ორგანიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებაში.
3. საბიუჯეტო ორგანიზაციები ხარჯებს ეწევიან დამტკიცებული ფინანსური გეგმის ფარგლებში.
4. ფულის გაცემის ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესი არ ცვლის ბიუჯეტის გადასახდელების მართვის არსებულ პროცედურებს.
5. ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმა წარმოადგენს მოკლევადიან დაგეგმვას და მოიცავს შემოსავლების ფაქტობრივი მოკრების, დაფინანსების წყაროებისა და მოსალოდნელი გადასახდელების ერთი თვის პროგნოზს.
მუხლი 2🔗. ფინანსური გეგმის შედგენის პროცედურები
1. საბიუჯეტო ორგანიზაციები ყოველი თვის 25 რიცხვამდე რეგიონალურ სახაზინო სამსახურებში, საოპერაციო და აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტებში (შემდგომში – მომსახურე ხაზინა) წარადგენენ მომავალი თვის სამუშაო კვირების მიხედვით განაწილებულ მოსალოდნელ ხარჯებზე ინფორმაციას.
2. მომსახურე ხაზინა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ მომავალი თვის მოსალოდნელ ხარჯებზე ინფორმაციას, სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელებისა და ხარჯების ყოველკვარტალურ საგეგმო მაჩვენებლებთან ერთად განათავსებს ხაზინის მონაცემთა ბაზაში.
3. მომსახურე ხაზინა ინფორმაციას მოსალოდნელ ხარჯებზე წარუდგენს სახაზინო სამსახურის უფროსს.
4. სახაზინო სამსახური ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენის მიზნით:
ა) თვის დასაწყისისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ნაშთების და ბიუჯეტის შემოსავლების ყოველდღიური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტთან შეთანხმებით, აყალიბებს ბიუჯეტის ანგარიშზე თვის განმავლობაში მისაღები ფულადი სახსრების საპროგნოზო მოცულობას;
ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოსალოდნელ ხარჯებზე წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრავს ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების მოცულობას.
5. სახაზინო სამსახური ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მოცულობაზე მოსალოდნელი ხარჯების მეტობის შემთხვევაში განსაზღვრავს ფულადი სახსრების დეფიციტის მოცულობას და წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
6. სახაზინო სამსახური ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მოცულობის მოსალოდნელ ხარჯებზე გადამეტების შემთხვევაში აცნობებს ფინანსთა სამინისტროს შემდგომი გადაწყვეტილებისათვის.
7. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სახაზინო სამსახური ამზადებს ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსურ გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ფინანსთა მინისტრს.
მუხლი 3🔗. გადასახდელების გადახდების დაგეგმვის პროცედურები
1. სახაზინო სამსახური:
ა) დამტკიცებული ფინანსური გეგმის საფუძველზე განსაზღვრავს სამუშაო კვირების მიხედვით მომავალი თვის მოსალოდნელი ხარჯების ყოველკვირეულ მოცულობებს და შესაბამის მაჩვენებლებს განათავსებს მონაცემთა ბაზაში;
ბ) სახაზინო სამსახური ხარჯების ყოველკვირეულ მოცულობებზე ინფორმაციას გადასცემს მომსახურე ხაზინას;
გ) სახაზინო სამსახური ადგენს კვირის მოსალოდნელი ხარჯების ყოველდღიურ დასაშვებ მოცულობებს და განათავსებს მონაცემთა ბაზაში.
2. სახაზინო სამსახურიდან დამტკიცებულ ოპერატიულ ფინანსურ გეგმაზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მომსახურე ხაზინა მომავალი თვის მოსალოდნელი ხარჯების ყოველკვირეულ მოცულობებს განუსაზღვრავს და აცნობებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს.
3. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სამუშაო კვირის განმავლობაში მომსახურე ხაზინის მიერ ორგანიზაციისათვის განსაზღვრული ხარჯების ყოველკვირეული მოცულობიდან აუთვისებელი თანხა მომდევნო კვირის პროგნოზს არ ემატება.
4. ხარჯების განსაზღვრულ ყოველკვირეულ მოცულობებში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ცვლილებების შეტანაზე მოთხოვნა წარედგინება მომსახურე ხაზინას არა უგვიანეს საანგარიშო კვირის ოთხშაბათისა და ცვლილებების შეტანა ხდება სახაზინო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
5. საანგარიშო თვის ფინანსურ გეგმაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაცია მიმართავს მომსახურე ხაზინას საანგარიშო თვის 20 რიცხვამდე და ფინანსურ გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 4🔗. ფულის გაცემის პროცედურები
1. მომსახურე ხაზინა:
ა) აკონტროლებს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადასახადო მოთხოვნების წარმოდგენას ორგანიზაციისათვის განსაზღვრული ხარჯების ყოველკვირეული მოცულობის ფარგლებში;
ბ) წარმოდგენილ საგადასახადო მოთხოვნებს არეგისტრირებს წარმოდგენის რიგითობის მიხედვით და დადგენილი წესით წარადგენს გასანაღდებლად საანგარიშსწორებო ცენტრში.
2. საანგარიშსწორებო ცენტრის მიერ საგადასახადო დავალებები წარმოდგენის რიგითობის მიხედვით განაღდდება სამუშაო კვირის განმავლობაში ხარჯების ყოველდღიური დასაშვები მოცულობების დაცვით.
3. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს კონტროლს მომსახურე ხაზინების მიერ განსაზღვრული ყოველკვირეული მოცულობის ფარგლებში ხარჯების გაწევაზე.
მუხლი 5🔗. ანგარიშგება
1. სახაზინო სამსახური ყოველთვიურად ამზადებს ინფორმაციას ფინანსური გეგმის შესრულების შესახებ და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს.