პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ

მიღების თარიღი 17.09.1996
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/604
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000138
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 01/10/1996
matsne.gov.ge 161 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის ბრძანება №1-3/604 1996 წლის 17 სექტემბერი ქ. თბილისი პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის კანონის ბიუჯეტის შესახებ და სამინისტროს 1996 წლის 22 აგვისტოს №1-3/511 ბრძანების“ სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე ვბრძანებ: 1. სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრები, ამათგან სანოტარო და საშუამავლო ხარჯების, საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციაზე გათვალისწინებული 2 პროცენტის გამოკლების, აგრეთვე პრივატიზების განხორცილების ორგანიზაციული ხარჯების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის გადასარიცხი ამონაგები თანხის 5 პროცენტის გამოკლების შემდეგ გადანაწილდეს ერთი თვის განმავლობაში დადგენილი წესით განსაზღვრული პროცენტული განაკვეთების შესაბამისად. 2. დაევალოს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს / გ. ნიშნიანიძე/ უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების დამტკიცებული წესის რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროში. 3. აღნიშნული წესი ძალაში შევიდეს ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ. 4. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს ბრძანების რეგისტრაციაში გატარების შემდეგ უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება გაზეთ“ პრივატიზების მაცნეში“. 5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბერიძეს. მინისტრი       ა. სილაგაძე