პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/604
1996 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის კანონის ბიუჯეტის შესახებ და სამინისტროს 1996 წლის 22 აგვისტოს №1-3/511 ბრძანების“ სპეციალიზებული აუქციონის ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საფუძველზე ვბრძანებ:
1. სახელმწიფო ქონების პრივატიზებით მიღებული სახსრები, ამათგან სანოტარო და საშუამავლო ხარჯების, საქართველოს ტელე-რადიო კორპორაციაზე გათვალისწინებული 2 პროცენტის გამოკლების, აგრეთვე პრივატიზების განხორცილების ორგანიზაციული ხარჯების დასაფარავად საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისათვის გადასარიცხი ამონაგები თანხის 5 პროცენტის გამოკლების შემდეგ გადანაწილდეს ერთი თვის განმავლობაში დადგენილი წესით განსაზღვრული პროცენტული განაკვეთების შესაბამისად.
2. დაევალოს იურიდიული და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს / გ. ნიშნიანიძე/ უზრუნველყოს აღნიშნული ბრძანების დამტკიცებული წესის რეგისტრაციას იუსტიციის სამინისტროში.
3. აღნიშნული წესი ძალაში შევიდეს ბრძანების იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციის შემდეგ.
4. დაევალოს საორგანიზაციო-საინფორმაციო სამმართველოს ბრძანების რეგისტრაციაში გატარების შემდეგ უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება გაზეთ“ პრივატიზების მაცნეში“.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს ბატონ გ. დიდბერიძეს.
მინისტრი ა. სილაგაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „პრივატიზაციიდან სამინისტროსა და ტერიტორიულ ორგანოების ანგარიშებზე შემოსული თანხების გადარიცხვის წესის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6248231/