“სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი ტანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვანებლის განსაზღვრის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1308
სარეგისტრაციო კოდი
190.020.000.22.033.007.987
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 153, 30/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.987

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1308

2005 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №20, მუხ. 196) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 4 პროცენტი ჩაირიცხოს სახადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.

2. გადასახდელის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 1 პროცენტი ჩაირიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.”

2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი