სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№REG 4 24 00001968
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/08/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

 ბრძანება №REG 4 24 00001968

 2024 წლის  19 ივლისი

ქ. თბილისი

 

 სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ (მუხლი 6, მუხლი 8, მუხლი 10) და „სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის №385 დადგენილების (დანართი №1), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-4 მუხლის „კ" პუნქტის შესაბამისად, შესაბამისად,  ვბრძანებ:

1. გაიცეს ა(ა)იპ „სისხლის ბანკი-ვიტაზე“ (ს/ნ 416383951; ფაქტიური მისამართი: ქ. რუსთავი, ოდიშარიას ქ. №19 (ყოფილი I მაისის ქუჩა)) „საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია";

2. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

3. დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64);

5. ბრძანება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.

 საფუძველი: ა(ა)იპ „სისხლის ბანკი-ვიტას“ (ს/ნ 416383951) დირექტორის, თამარ მეტრეველის განცხადება: N620420, 07.06.2024 წ.

ადგილზე შემოწმების აქტი: № ლნ - 1279 - 113, 18.07.2024 წ.

ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი №22, 19.07.2024 წ.

სააგენტოს დირექტორის  მოვალეობის შემსრულებელი ლეილა ქოჩიაშვილი