საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარების თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ

მიღების თარიღი 20.10.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №754
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 10, 29/10/1993
matsne.gov.ge 141 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარების თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილება № 754 1993 წლის 20 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარების თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიუროს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროსათვის გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს: დაკმაყოფილდეს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს შუამდგომლობა და სამხედრო-სამრეწველო კომისიის 1993 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს დაქვემდებარებული თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო გადაეცეს საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის სატელეგრაფო ტექნიკის საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიური ბიურო ამოღებულ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ივნისის № 504 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს სისტემაში შემავალ გაერთიანებათა, საწარმოთა და ორგანიზაციათა ნუსხიდან და შეტანილ იქნეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 13 თებერვლის №131 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს სისტემაში შემავალ საწარმოთა და ორგანიზაციათა ნუსხაში. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი                                                                ო. ფაცაცია