სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ქარენერგოს“ საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ
მიღების თარიღი 19.07.1993
გამომცემი ორგანო საქართველოს მინისტრთა კაბინეტი
ნომერი №560
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილებანი, 7, 30/07/1993
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.07.1993 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ქარენერგოს“ საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის
დადგენილება № 560
1993 წლის 19 ივლისი
ქ. თბილისი
სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ქარენერგოს“ საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის დაქვემდებარებაში გადაცემის შესახებ
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტი ადგენს:
1. გადაყვანილ იქნეს სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „ქარენერგო“ საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის სამინისტროს დაქვემდებარებიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებისა და ტექნიკის კომიტეტის დაქვემდებარებაში.
2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილებები საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის № 293, 1993 წლის 13 თებერვლის № 131 და 1993 წლის 31 მაისის № 413 დადგენილებებში.
საქართველოს რესპუბლიკის
პრემიერ-მინისტრი თ. სიგუა