საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.01.2006
ძალის დაკარგვა 03.06.2022
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/3
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.028.007.999
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.06.2022
- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.09.2013
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანამდებობათა დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.02.2010
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.07.2004
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:35.45pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:45.35pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.028.007.999
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/3
2006 წლის 6 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 5 მაისის №3/208 ბრძანება „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“;
ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2004 წლის 15 ივლისის №3/124 ბრძანება „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 27 მაისის №42 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების“ შესაბამისად შექმნილი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ერთიან სახელმწიფოებრივ პოლიტიკას სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დებულების და ამ დებულების შესაბამისად.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე და ასრულებს კანონებით და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ ამოცანებს.
4. დეპარტამენტს აქვს დებულება, მრგვალი ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის სახლწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
5. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. დეპარტამენტის დებულებას ამტკიცებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
7. დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №49ა.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. დეპარტამენტი თავისი ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) სპორტის სფეროში:
ა.ა) ქმნის სათანადო პირობებს ზოგადად სპორტის და სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის; კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებასა და შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს;
ა.ბ) თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებთან, სპორტის ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან და საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნულ კომიტეტთან, ხელს უწყობს და კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას;
ა.გ) ფედერაციებთან, კავშირებთან, ასოციაციებთან, სხვა სპორტულ საზოგადოებებთან ერთად კოორდინაციას უწევს, ქვეყნის მასშტაბით მასობრივ-გამაჯანსაღებელი, სპორტული მოძრაობების, სპორტული ღონისძიებების, სპორტული შეჯიბრებებისა და სასწავლო-საწვრთნელი შეჯიბრებების მოწყობას; შეიმუშავებს ქვეყნის მასობრივ-გამაჯანსაღებელი და სპორტული ღინისძიებების ერთიან კალენდარულ გეგმას;
ა.დ) მონაწილეობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში განათლებისა და მეცნიერების პროგრამების შემუშავებაში, მეთოდურ დახმარებას უწევს სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კოორდინაციას უწევს სკოლაგარეშე სასპორტო-საგანმანათლებლო დაწესებულებების (სპორტული სკოლების) განვითარებას და გაფართოებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს სპორტული სკოლების სასწავლო-საწვრთნელ პროცესს;
ა.ე) უზრუნველყოფს დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და კლუბებთან ერთად სპორტული რეზერვების მომზადებას;
ა.ვ) შეიმუშავებს სათანადო პროექტებს სპორტის სახელმწიფო დაფინანსებისათვის, თანამშრომლობს ქვეყნაში მოქმედ და საერთაშორისო სპორტის მხარდამჭერ საფინანსო და სხვა დაწესებულებებთან; კოორდინაციას უწევს თავისი მმართველობის სფეროში ადგილობრივი, ეროვნული და საერთაშორისო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას;
ა.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების სტრუქტურაში შემავალი სპორტული ქვედანაყოფების საქმიანობას და უზრუნველყოფს მათ მეთოდურ ხელმძღვანელობას; მონაწილეობას იღებს საქართველოს რეგიონების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში;
ა.თ) ხელს უწყობს სპორტის სფეროში ქვეყნის სამთავრობო დაწესებულებების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, სპორტული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობას; დარგის ინტერესებიდან გამომდინარე ხელს უწყობს საზღვარგარეთის ქვეყნებთან სპორტის, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრას და მათ განხორციელებას;
ა.ი) მონაწილეობს სპორტის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში. ამზადებს საერთაშორისო კონვენციებისა და ხელშეკრულებებისადმი მიერთების პროექტებს, მონიტორინგს უწევს მათ განხორციელებას;
ა.კ) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგის არასამთავრობო ორგანოების ფორმირებას; განსაზღვრავს სტატუსს პროფესიული და სამოყვარულო სპორტული კლუბებისა და ორგანიზაციებისათვის;
ა.ლ) ხელს უწყობს სპორტში მეცნიერული კვლევის განვითარებას, სამედიცინო და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს და ამ დარგში მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერების მიღწევების პრაქტიკაში დანერგვას. კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს სამეცნიერო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ორგანიზებას;
ა.მ) აგროვებს და აანალიზებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კოორდინაციას უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდას, უზრუნველყოფს სამეცნიერო, მეთოდური, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გამოცემას;
ა.ნ) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას, გადამზადებას, უცხოეთში მივლინებას, მათ ატესტაციას, პროფესიული დონის განსაზღვრას და სხვა;
ა.ო) მონაწილეობს სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს;
ა.პ) კონტროლს უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვას, კონტროლს უწევს სახელწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივი გამოყენების ეფექტურობას;
ა.ჟ) დადგენილი წესის მიხედვით წარადგენს მასალებს სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მისანიჭებლად. თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული და გამოჩენილი სპორტსმენებისათვის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მუშაკებისათვის, სპორტის მეცნიერების წარმომადგენლებისათვის სპორტული წოდებების მინიჭებას. მათი სპორტული ნიშნებით, სიგელებით, დიპლომებით, პრიზებითა და ფულადი პრემიებით დაჯილდოებას;
ა.რ) დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად, იბრძვის სპორტში აკრძალული ხერხებისა და მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენების წინააღმდეგ, ხელმძღვანელობს მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს სამედიცინო კოდექსით გათვალისწინებული დოპინგსაწინააღმდეგო დებულებების განხორციელებას, სპორტში დოპინგის გამოყენების მინიმუმამდე დაყვანას და მის თანმიმდევრულ მიზნობრივ აღმოფხვრას;
ა.ს) ხელმძღვანელობს „მაყურებელთა ძალადობასა და არასათანადო ქმედებაზე სპორტულ შეჯიბრებებსა და, კერძოდ, ფეხბურთის მატჩებზე“ ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ნორმების შესრულებას;
ა.ტ) ეროვნული სპორტული ფედერაციის მიერ სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების შეუსრულებლობისა და კანონმდებლობის უხეში დარღვევის შემთხვევაში, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს მარეგისტრირებელ ორგანოებთან ერთად ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელთა ფუნქციების საგანგებო ყრილობის მოწვევამდე შეჩერების თაობაზე.
ბ) ახალგაზრდობის სფეროში:
ბ.ა) კოორდნაციას უწევს ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებას;
ბ.ბ) კოორდნაციას უწევს ბავშვთა, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვას, უწევს მათ კონსულტაციასა და დახმარებას;
ბ.გ) ამზადებს წინადადებებს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი განვითარების საკითხებზე;
ბ.დ) აწესებს კონტროლს ბავშვთა შრომით საქმიანობაზე, უზრუნველყოფს ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნას;
ბ.ე) სახელმწიფოებრივი საბავშვო და ახალგაზრდული პოლიტიკის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კონსულტაციას უწევს იმ საზოგადოებრივ (მათ შორის, ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო) ორგანიზაციებს, იურიდიულ თუ კერძო პირებს, რომელთა საქმიანობა ეხება ბავშვებს, ახალგაზრდებსა და ახალგაზრდა ოჯახებს;
ბ.ვ) კოორდინაციას უწევს საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობას, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლასა და სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას, მათი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ბ.ზ) სხვა დაწესებულებებთან ერთად მონაწილოებს საქართველოს ბავშვების და ახალგაზრდობის სოციალური და სხვა პრობლემების გადაწყვეტაში;
ბ.თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის პროგრამებსა და წინადადებებს;
ბ.ი) ორგანიზებას უწევს სპეციალისტების, მათ შორის, უცხოელი ექსპერტების მოწვევასა და სემინარების, სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციების, სიმპოზიუმების, საქველმოქმედო აქციების მოწყობას; მონაწილეობას იღებს პარტნიორი ქვეყნების ანალოგიურ ღონისძიებებში; ამყარებს საქმიან კონტაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებთან;
ბ.კ) კოორდინაციას უწევს განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას;
ბ.ლ) ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ახალგაზრდობის კონტაქტების განმტკიცებას;
ბ.მ) ურთიერთობს ახალგაზრდა პერსპექტიულ მეცნიერებთან, სამეცნიერო კოლექტივებთან, სწავლობს მათ საქმიანობას როგორც პროფესიული, ისე სოციალური თვალსაზრისით;
ბ.ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სახელმწიფო პროგრამებს სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროში და მათ წარუდგენს შესაბამის სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს;
ბ.ო) ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
ბ.პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობს კულტურისა და სპორტის დარგის ახალგაზრდა მოღვაწეებთან, ნიჭიერ შემოქმედებთან, შემოქმედებით ჯგუფებთან, კოორდინაციას უწევს მათ სახელმწიფოებრივ ხელშეწყობას;
ბ.ჟ) მონაწილეობს და ეხმარება საინიციატივო ჯგუფებს მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში;
ბ.რ) უზრუნველყოფს ბავშვებისა და ახალგაზრდობის პრობლემების გადაჭრისათვის გამიზნული სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და რეალიზაციას;
ბ.ს) ხელს უწყობს ახალგაზრდობის პრობლემათა მეცნიერულ კვლევებს;
ბ.ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობას იღებს სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებებსა და წვევამდელთა გამწვევი კომისიების მუშაობაში;
ბ.უ) აანალიზებს ახალგაზრდობაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას;
ბ.ფ) დადგენილი წესით და თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან სახელმწიფოებრივი ახალგაზრდული პოლიტიკის რეალიზაციისათვის.
2. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დეპარტამენტი თავისი ამოცანების შესრულებისას:
ა) ამზადებს წლიური ბიუჯეტის პროექტს სამინისტროსათვის წარსადგენად და აკეთებს მოხსენებას წინა წლის ბიუჯეტის შესრულებაზე, ვალდებულია არსებული კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს თავისი საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს;
ბ) საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტში ხელშეკრულებით იწვევს ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსა და ტექნიკურ მუშაკებს;
გ) დადგენილი წესით აწყობს საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივ და ადგილობრივ სემინარებს, კონფერენციებს, ფესტივალებს, კონკურსებს, კონცერტებს, გამოფენებს და სხვა ღონისძიებებს;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით იწვევს კონფერენციებს, თათბირებსა და სემინარებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად ითხოვს საჭირო ინფორმაციას ხელისუფლების ორგანოებისაგან, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისაგან მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმების მიუხედავად.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაციული სამმართველო;
ბ) სპორტის სამმართველო;
გ) ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველო.
2. დეპარტამენტთან ასევე ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანო – საბჭო.
3. ადმისტრაციული სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს საკადრო საკითხების მოგვარებას და ოფიციალური კორესპონდენციების მოძრაობას, აწარმოებს დეპარტამენტის თანამშრომელთა პირად საქმეებს; აწარმოებს გასული და შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვიანობას, აწესებს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების, სამმართველოების მიერ დავალებათა შესრულების კონტროლს;
ბ) მონაწილეობას ღებულობს მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;
გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის იურიდიულ-სამართლებრივ საქმიანობას და პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის სამართლებრივ ექსპერტიზას და კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დეპარტამენტიდან გასაგზავნ კორესპონდენციაზე სამართლებრივ დასკვნას, უზრუნველყოფს დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან;
დ) არსებული ინსტრუქციის მიხედვით აწარმოებს საარქივო მასალების დამუშავებას და მათ შენახვას; ორგანიზებას უწევს საჭირო მასალების დაბეჭდვას, გამრავლებასა და დაგზავნას; საჭიროების შემთვევაში ამზადებს სამინისტროს სათათბირო ორგანოში განსახილველ საკითხთა ნუსხას და კოორდინაციას უწევს მის შესრულებას; ადგენს დეპარტამენტის სამუშაო გეგმას და ახორციელებს მის შესრულებაზე კონტროლს; კვარტალში ერთხელ ხელმძღვანელობას წარუდგენს ინფორმაციას დავალებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ე) ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის თათბირების მოწყობას დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან, აკონტროლებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულებას;
ვ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო ჯილდოებზე და საპატიო წოდებების მისანიჭებლად;
ზ) ახორციელებს დეპარტამენტის სტრატეგიული გეგმებისა და ამოცანების რეალიზაციისათვის აუცილებელი ფინანსური რესურსების საშუალო და გრძელვადიან დაგეგმვას; ყოველწლიური ბიუჯეტის პროექტების შედგენას; დეპარტამენტის ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე გამოყოფილი ფულადი სახსრების მართვას; წლიური შედეგების მიხედვით გაწეული ხარჯების ანალიზს; დეპარტამენტის წლიური და კვარტალური სტატისტიკური ანგარიშებისა და ბალანსის შედგენას და სამინისტროში წარდგენას;
თ) შეიმუშავებს დეპარტამენტის შინაგანაწესს, საქმისწარმოების წესებსა და მუშაობის რეგლამენტს;
ი) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის სისტემაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, ატესტაციას;
კ) ახორციელებს დეპარტამენტში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაშუქებას მასობრივი ინფორმაციის საშულებებით; ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარის საჯარო გამოსვლებისა და მოხსენებების მომზადებას;
ლ) ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის დავალებებს და სხვა საორგანიზაციო საქმიანობას.
4. სპორტის სამმართველო:
ა) სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარების, კვლევისა და ანალიზის შედეგად განსაზღვრავს სპორტის პრიორიტეტული და სტრატეგიული განვითარების მიმართულებებს;
ბ) მონაწილეობს და თანამშრომლობს სხვა სამინისტროებთან მათ მიერ სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში, ამზადებს დასკვნებს და რეკომენდაციებს, ხელს უწყობს სამეცნიერო, სამედიცინო და გამოყენებით კვლევებს სპორტის დარგში, კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს სამეცნიერო შეკრებების, სიმპოზიუმების, კონფერენციების მოწყობასა და სხვა შეხვედრებს;
გ) აანალიზებს და ამზადებს წინადადებებს სპორტის სისტემის მუშაობის თვალსაზრისით, მისი ეროვნული საინვესტიციო პროგრამების ჩარჩოებში ჩასართავად ახორციელებს „სპორტის ყველასათვის“ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის გათვალისწინებული სპორტული ღონისძიებების კალენდრის შემუშავებას და მისი შესრულების ანალიზს, აანალიზებს სპორტულ შედეგებს და ამზადებს შესაბამის წინადადებებს;
დ) იკვლევს და წარმოადგენს წინადადებებს სპორტული პროფილის საწარმოებისა და ობიექტების ტექნიკური განახლების, რეკონსტრუქციისა და ახლის მშენებლობის შესახებ, შეიმუშავებს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმებისა და ნორმატივების დაცვის საკითხებს; ამზადებს საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებს; ახორციელებს დარგში მოწინავე გამოცდილებისა და მეცნიერული მიღწევების განზოგადებასა და მათ პრაქტიკაში დანერგვას;
ე) კოორდინაციას უწევს სპორტის სამხარეო, საქალაქო და რაიონული სამსახურების საქმიანობას ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებებთან, სასპორტო სკოლებთან, სპორტულ ბაზებთან, სპორტულ სასწავლებლებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან;
ვ) ორგანიზებას უწევს და აწარმოებს საქართველოში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების სტატისტიკურ აღრიცხვიანობას, აანალიზებს არსებულ მდგომარეობას ძირითადი მონაცემების მიხედვით;
ზ) ასოციაციებთან, კავშირებთან, ფედერაციებთან, ნებაყოფლობით სპორტულ საზოგადოებებთან და სასპორტო სკოლებთან ერთად ამზადებს ინფორმაციებს მათი საქმიანობის შესახებ;
თ) მონაწილეობს ქვეყანაში სპორტული განათლების დაგეგმვაში, კოორდინაციას უწევს მწვრთნელთა და მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლებას სპორტის სფეროში;
ი) მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს სპორტის სფეროში ადგილობრივი და რეგიონალური დაგეგმარების პროექტების შემუშავებას, მათ განხორციელებასა და განვითარებას, ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგში არასამთავრობო ორგანიზაციების ფორმირებას;
კ) მონაწილეობს „სპორტი ყველასათვის“, ფიზიკური აღზრდის, სპორტული რეზერვის მზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი პროგრამების შედგენაში; აწარმოებს სამუშაოებს დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად და ქმნის პირობებს სპორტული კლუბების ჩამოსაყალიბებლად;
ლ) ზრუნავს სპორტული რეზერვების მზადებისათვის, ამზადებს წინადადებებს და ხელმძღვანელობს ბავშვთა სპორტის განვითარების საკითხებს, ატარებს მონიტორინგს სასწავლო-საწვრთნელი პროცესის ორგანიზაციულ საკითხებზე;
მ) მონაწილეობს ყველა ტიპის სასწავლო დაწესებულებებისათვის ფიზიკური აღზრდის სასწავლო პროგრამების შედგენაში, კოორდინაციას უწევს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შორის სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას და ქმნის პირობებს მათი სპორტში ჩაბმისათვის;
ნ) ხელმძღვანელობს საქართველოში უმაღლესი მიღწევების სპორტის განვითარების საკითხებს;
ო) თანამშრომლობს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამზადებს ეროვნული და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებათა კალენდარულ გეგმას, მონაწილეობს და კოორდინაციას უწევს დაგეგმილი ეროვნულ და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების განხორციელებაში;
პ) თანამშრომლობს ეროვნულ ფედერაციებთან, ასოციაციებთან და კლუბებთან; მონაწილეობს ქვეყნის სპორტის სხვადასხვა სახეობებისა და სხვადასხვა ასაკის (ბავშვების, კადეტების, იუნიორების და დიდების) ნაკრები გუნდების დაკომპლექტებაში. მონაწილეობს ოპლიმპიური თამაშებისათვის, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებისათვის ნაკრები გუნდებისა და ცალკეული სპორტსმენების ინდივიდუალური მომზადების გეგმების შედგენაში, ასევე კონტრაქტების გაფორმებაში; ამზადებს ნაკრები გუნდების წევრთა და კანდიდატთა დოსიეს ყოველგვარი მონაცემებით, უწევს ეროვნულ და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებების ორგანიზებას, შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნულ შეჯიბრებებში წამყვანი სპორტსმენების მონაწილეობას, ამზადებს განაცხადებს უმაღლესი მიღწევების სპორტისა და „სპორტი ყველასათვის“ აუცილებელი სახსრების საჭიროების შესახებ, კოორდინაციას უწევს ოლიმპიურ მოძრაობას;
ჟ) მონაწილეობს უმაღლესი მიღწევების სპორტში მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;
რ) ხელმძღვანელობს დოპინგსაწინააღმდეგო საკითხებს. იკვლევს და აანალიზებს სპორტული ბაზების ეფექტურ გამოყენებას.
5. ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველო:
ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკიდან გამომდინარე, ბავშვების, ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა ოჯახების უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს საზოგადოებრივ და ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის გეგმას;
ბ) ბავშვთა შრომით საქმიანობაზე კონტროლის დაწესების, ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის ხელშემწყობი პირობების შექმნისა და დახმარების მიზნით ამზადებს შესაბამის პროგრამებსა და წინადადებებს;
გ) ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავების მიზნით ამზადებს შესაბამის პროგრამებს და კოორდინციას უწევს მათ განხორციელებას;
დ) ახალგაზრდა შემოქმედთა და მეცნიერთა, განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით, შეიმუშავებს პროგრამებს და კოორდინაციას უწევს მათ განხორციელებას;
ე) მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზების და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვაში ხელშეწყობის მიზნით ამზადებს შესაბამის პროგრამებს და მონაწილეობს მათ განხორციელებაში;
ვ) შეიმუშავებს და კოორდინაციას უწევს პროგრამების განხორციელებას, რომელთა მიზანია, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების და სხვა მასობრივ ღონისძიებათა ორგანიზებაში დახმარების აღმოჩენა;
ზ) ახალგაზრდებს შორის ეროვნებათშორისი ურთიერთობების გაღრმავებისა და განმტკიცების მიზნით შეიმუშავებს პროგრამებს და მონაწილეობს მათ განხორციელებაში;
თ) ქვეყანაში მიმდინარე ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოიპოვებული და გადამუშავებული ინფორმაცის საფუძველზე ქმნის საინფორმაციო ბანკს;
ი) თანამშრომლობს საქართველოსა საზღვარგარეთის ქვეყნების ბავშვთა და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოფს საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების მომზადებასა და განხორციელებას;
კ) ახორციელებს ახალგაზრდულ პრობლემებთან დაკავშირებულ კვლევით საქმიანობას, ახალგაზრდობასთან მიმართებაში არსებული სტატისტიკურ-ანალიტიკური მასალების მოძიებას, ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;
ლ) შეისწავლის საქართველოს ახალგაზრდულ და ბავშვთა ორგანიზაციების საქმიანობას, პრობლემებს, უფლებებსა და ინტერესებს; ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობის მიღების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამისი პროგრამებსა და წინადადებებს;
მ) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მიზნით განსაზღვრავს სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიას.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მართვა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის წარდგინებით.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხს აგებს დეპარტამენტის საქმიანობაზე;
გ) ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და ანაწილებს მათ შორის ფუნქციებსა და საქმიანობის სფეროებს;
დ) წყვეტს შტატგარეშე მოსამსახურეების დროებით მოწვევის საკითხებს;
ე) ამტკიცებს დეპარტამენტის საშტატო განრიგს მინისტრთან შეთანხმებით, დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს დეპარტამენტის თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების საკითხებს;
ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს და პასუხისმგებელია მათ შესრულებაზე;
ზ) თავისი საქმიანობის სფეროში ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
თ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ, პასუხისმგებელია მისთვის გადაცემულ ქონებაზე და ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისთვის;
ი) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
კ) უფლებამოსილია შექმნას და უხელმძღვანელოს თავისი მმართველობის სფეროში არსებულ სათათბირო ორგანოებს – კომისიებს და საბჭოებს და განსაზღვროს მათი საქმიანობის წესი;
ლ) აკონტროლებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მიერ მათი მოვალეობების შესრულებას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;
მ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, მთავრობის დადგენილებებით, მინისტრის ბრძანებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
4. მოადგილეები კოორდინაციას უწევენ სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის საქმიანობას წარმართავს ერთ-ერთი მოადგილე თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სიმბოლიკა
1. დეპარტამენტს აქვს მრგვალი, 50 მმ დიამეტრის ბეჭედი, რომლის ცენტრშიც გამოსახულია მცირე სახელმწიფო გერბი, რგოლის ზედა მხარეს განთავსებულია წარწერა: „სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი“.
2. დეპარტამენტი იყენებს სახელმწიფო დროშას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება დეპარტამენტის ბლანკებსა და აბრაზე.
4. დეპარტამენტს შეიძლება ჰქონდეს ემბლემა, რომელიც რეგისტრირდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; დეპარტამენტის ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს სავიზიტო ბარათებზე, კონვერტებზე, სხვა ბეჭვდით გამოცემებსა და დეპარტამენტის სუვენირებზე.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ქონება
დეპარტამენტის ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, საფინანსო რესურსები.
მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულებები
დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.