საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.03.1996
გამომცემი ორგანო სხვა ადმინისტრაციული ორგანო
ნომერი №08.36.256
სარეგისტრაციო კოდი 000000110.01(2).000.000099
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 20/06/1996
matsne.gov.ge 133 სიტყვა · ~1 წთ

დოკუმენტის ტექსტი

საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №08.36.256 1996 წლის 25 მარტი თ ბ ი ლ ი ს ი საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი  ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების რეალურად განსაზღვრის მიზნით ვ ა დ გ ე ნ: 1. საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემისას საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 იანვრის №20 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით. 2. დაევალოს პროგრამებისა და მეთოდური უზრუნველყოფის განყოფილებას, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ობიექტების ღირებულების შეფასების არსებულ აქტებში. 3.დაევალოს საინფორმაციო-საორგანიზაციო განყოფილებას, უზრუნველყოს აღნიშნული დადგენილების დროული დაგზავნა ტერიტორიულ ორგანოებამდე. 4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს, ბატონ გ. კობერიძეს. მინისტრი                                                                                ა. სილაგაძე