საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მიწა/ქონება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №08.36.256

1996 წლის 25 მარტი

თ ბ ი ლ ი ს ი

საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი  ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ

საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების რეალურად განსაზღვრის მიზნით ვ ა დ გ ე ნ:

1. საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრა განხორციელდეს „სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემისას საიჯარო ქირის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 18 იანვრის №20 დადგენილების მე-3 პუნქტის მიხედვით.

2. დაევალოს პროგრამებისა და მეთოდური უზრუნველყოფის განყოფილებას, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები ობიექტების ღირებულების შეფასების არსებულ აქტებში.

3.დაევალოს საინფორმაციო-საორგანიზაციო განყოფილებას, უზრუნველყოს აღნიშნული დადგენილების დროული დაგზავნა ტერიტორიულ ორგანოებამდე.

4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს, ბატონ გ. კობერიძეს.

მინისტრი                                                                                ა. სილაგაძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საპრივატიზებო და სააქციო საზოგადოებად დასაფუძნებელი ობიექტების ღირებულების განსაზღვრის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6251938/