სასოფლო-საკრედიტო კავშირებში საპაიო შენატანებზე დარიცხული პროცენტების თვითღირებულებაზე მიკუთვნების შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 16.10.1996
გამომცემი ორგანო ფინანსთა სამინისტრო
ნომერი №12-03/1371
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).000.000185
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, 0, 06/01/1997
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.10.1996 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
სასოფლო-საკრედიტო კავშირებში საპაიო შენატანებზე დარიცხული პროცენტების თვითღირებულებაზე მიკუთვნების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №12-03/1371
1996 წლის 16 ოქტომბერი
ქ. თბილისი
სასოფლო-საკრედიტო კავშირებში საპაიო შენატანებზე დარიცხული პროცენტების თვითღირებულებაზე მიკუთვნების შესახებ
საქართველოს სამინისტროები, უწყებების დეპარტამენტები
ადგილობრივი საფინანსო ორგანოები
სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციები ქალაქებსა და რაიონებში
საქართველოს პრეზიდენტის ISU6 წლის I9 სექტემბრის №616 ბრძანებულების „სასოფლო-საკრედიტო კავშირების ჩამოყალიბებისა და განვითარების ღონისძიებათა შესახებ" შესაბამისად და სოფლად შეღავათიანი საკრედიტო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აწესებს: სასოფლო-საკრედიტო კავშირების წევრთა საპაიო შენატანებზე წინასწარ დადგენილი დარიცხული და გადახდილი პროცენტები მიეკუთვნოს სასოფლო-საკრედიტო კავშირების მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულებას, ხოლო მიღებული მოგება და გაცემული დივიდენდები დაიბეგროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მინისტრი დ. იაკობიძე