ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დაუცველობისათვის ტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ოქმის შედგენის დროებითი ინსტრუქცია

მიღების თარიღი 28.10.1995
გამომცემი ორგანო ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 240013000.00(0).000.000096
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 16/05/1996
matsne.gov.ge 476 სიტყვა · ~2 წთ

დოკუმენტის ტექსტი

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დაუცველობისათვის ტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ოქმის შედგენის დროებითი ინსტრუქცია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის კოლეგიის ოქმი №-6 1995 წლის 28 ოქტომბერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დაუცველობისათვის ტექზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ ოქმის შედგენის დროებითი ინსტრუქცია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას მინიჭებული აქვს უფლებამოსილება თანამდებობის პირებისა და მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევისას შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ამ უფლებამოსილების ფარგლებში ინსტრუქცია განსაზღვრავს სამუშაოთა უსაფრთხოდ წარმოებაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირების მიერ უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დაუცველობისას ოქმის შედგენის, მისი სასამართლოში წარმართვისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ტექზედამხედველობის ორგანოსათვის შეტყობინების წესს. ტექზედამხედველობის ორგანო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის განზრახ/როდესაც მის ჩამდენს შეგნებული ჰქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართალსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი, ან შეგნებულად უშვებდა მათ/, ან გაუფრთხილებლობით ჩადენას/როცა მისი ჩამდენი ითვალისწინებდა მავნე შედეგების დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგების დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა ისინი/. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი პირი ოქმის შედგენამდე სპეციალური მიწერილობით შეიძლება გაფრთხილებული იქნას დარღვევის აღმოფხვრის შესახებ, ასეთის შესაძლებლობა არ უკრძალავს ზედამხედველობის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირს სპეციალური მიწერილობის გარეშე შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის შემთხვევაში სათანადო უფლებამოსილი პირის მიერ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება მონაცემები სამართალდარღვევის შინაარსის, მისი ჩამდენი პირისა და მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განმარტების შესახებ. ოქმის შედგენის უფლებამოსილება ტექზედამხედველობის ინსპექციის მიერ მინიჭებული აქვს ინსპექციის ხელმძღვანელობას და დაქვემდებარებული სამმართველოების ხელმძღვანელებს და მთავარ სპეციალისტებს. ოქმის ფორმა შესრულებულია პოლიგრაფიულად. მისი შევსება ხდება კითხვებზე პასუხების გაცემით და დასტურდება უფლებამოსილი პირის ხელის მოწერით. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი დგება ორ ეგზემპლიარად, რომლის ერთი პირი სათანადო რეაგირებისათვის ეგზავნება იმ რაიონის სასამართლოს/ადმინისტრაციულ მოსამართლეს/, რომლის ტერიტორიაზეცაა სამართალდარღვევა ჩადენილი, ხოლო მეორე პირი იგზავნება და ინახება ინსპექციის ტექნიკურ განყოფილებაში. ოქმის შემდეგი უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ ოქმზე სამართალდამრღვევი პირის მიერ ხელის მოწერის უგულებელყოფა და სათანადო ახსნა-განმარტების მიუცემლობა არ წარმოადგენს საფუძველს ამ პირის მიმართ საქმის შესაწყვეტად. ასეთ შემთხვევაში ოქმის შემდგენი ოქმში აკეთებს სათანადო ჩანაწერს დამრღვევი პირის მიერ ხელისმოწერაზე უარის თქმისა და ახსნა-განმარტების მიუცემლობის შესახებ სათანადო მოტივებზე მითითებით. პირი, რომლის მიმართაც შედგა ოქმი უფლებამოსილია ოქმის შემდგენელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში. ოქმის შემდგენ ყოველ უფლებამოსილ პირზე უშუალო ხელმძღვანელის/სამმართველოს უფროსის/მიერ გაიცემა 20/ოცი/ეგზემპლიარი წინასწარ დანომრილი და ინდექსირებული, შეუვსებელი ოქმის ფორმა, რომლებიც საქვეანგარიშოა. ოქმის ფორმების გამოყენებაზე უფლებამოსილი პირები ანგარიშს აბარებენ სამმართველოს უფროსებს დაქვემდებარების მიხედვით, ხოლო სამმართველოს უფროსები ინსპექციის ტექნიკურ განყოფილებას. შემთხვევით გაუვარგისებული ოქმების ჩამოწერა ხორციელდება ინსპექციის ტექნიკური განყოფილების მიერ სამმართველოს უფროსის წერილობითი თხოვნით, რომელსაც თან ერთვის გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმა. ჩამოწერის საბუთი ინახება ტექნიკურ განყოფილებაში ინსპექციის წლიური ანგარიშის ჩაბარებამდე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ოქმის შემდგენი უფლებამოსილი პირი არ განსაზღვრავს სამართალდარღვევათა გამო დაკისრებული ჯარიმის ოდენობას. ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს/ადმინისტრაციული მოსამართლის/პრეროგატივაა. ოქმის შემდგენი ოქმში აფიქსირებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შინაარსის ტექნიკური ნორმატიული აქტის მუხლებზე მითითებით. ოქმთან ერთად შესაბამისი რაიონის სასამართლოს/ადმინისტრაციულ მოსამართლეს/ეგზავნება სათანადო წერილობითი მიმართვა საქმის განხილვის შესახებ. მიმართვა აქვს მოსახევი ნაწილი ტექზედამხედველობის ორგანოს მისამართის მითითებით, რომლითაც სასამართლო/ადმინისტრაციული მოსამართლე/ატყობინებს ტექზედამხედველობის ორგანოს მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი აღსრულების შედეგების შესახებ.