ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.09.2024
გამომცემი ორგანო პირველი ეტაპი - სამეცნიერო მნიშვნელობა
ნომერი №153/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018571
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/09/2024
matsne.gov.ge 4,041 სიტყვა · ~20 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
0 ძალიან სუსტი
1 სუსტი
2 საშუალო
3 კარგი
4 ძლიერი
5 გამორჩეული
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
1. კვლევის სიახლე მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა
2. კვლევის ორიგინალურობა მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა
3. კვლევის აქტუალობა მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა
4. კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა
5. კვლევის მოსალოდნელი შედეგები მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა
6. კვლევის შედეგების გავლენა ქართველოლოგიის განვითარებაზე მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა
8. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა
პირველი ეტაპის შეფასების შეჯამება ქულების შეჯამება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 30.08.2019 სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 16.06.2022 გამოყენებითი კვლევების საგრანტო პროგრამის კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 18.11.2019 საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულებისა და პროექტის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 13.01.2026 საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 97% 20.08.2019

დოკუმენტის ტექსტი

ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №153/ნ 2024 წლის 27 სექტემბერი ქ. თბილისი ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ „სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსების დებულებებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 16 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქართველოლოგიის  კვლევებისთვის  სახელმწიფო  სამეცნიერო  საგრანტო  კონკურსის  დებულება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი დანართი ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულება (შემდგომ – დებულება ) აწესრიგებს ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამართვის , გრანტის გაცემის , საგრანტო პროექტების განხორციელების , მონიტორინგისა და ეფექტიანობის შეფასების წესს . 2. ქართველოლოგიის კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის (შემდგომ – კონკურსი ) მიზანია : უზრუნველყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ჰიპოთეზების და კონცეფციების , შეუსწავლელი ან უცნობი მოვლენების , ფაქტებისა თუ მონაცემების შესწავლა -ანალიზი და თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კვლევების განხორციელება ; ხელი შეუწყოს ქართველოლოგიის მიმართულებით ახალი ცოდნისა და კვლევის რესურსების შექმნას , სასწავლო პროცესებში ინტეგრაციას , საერთაშორისო გავრცელებასა და პოპულარიზაციას , ქართველოლოგიის მეცნიერებაში ახალგაზრდა ტალანტების მოზიდვას და მათი სამეცნიერო პოტენციალის ზრდას . გრძელვადიან პერსპექტივაში დაფინანსებულმა კვლევამ ხელი უნდა შეუწყოს ქართველოლოგიის სფეროს გაძლიერებას და მის ჩართვას სახელმწიფო ენის , ლიტერატურის , ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში . 3. კონკურსი მოიცავს შემდეგ თემატურ პრიორიტეტებს :  ა ) სახელმწიფო ენის სტანდარტიზაცია (ქართული სალიტერატურო ენის ნორმების და დარგობრივი ტერმინოლოგიის განახლება ; სახელმწიფო ენის სტანდარტიზაციისთვის ელექტრონული რესურსების შექმნა ); ქართველური ენობრივი მრავალფეროვნების და საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა ენების დოკუმენტირება ; ქართული და აფხაზური ენების სწავლების მეთოდოლოგიური რესურსებისა და დისტანციური სწავლების საშუალებების შექმნა ; ენობრივი ტექნოლოგიების განვითარება ; სახელმწიფო ენის ფუნქციონირება ინტერნეტ სივრცეში , ქართულენოვანი ინტერნეტის განვითარება ; ქართული და აფხაზური ენების პოპულარიზაცია ; ბ ) ქართული ლიტერატურის , კულტურისა და ხელოვნების ფუნდამენტური კვლევების განხორციელება , ახალი ცოდნის შექმნა და პოპულარიზაცია ; გ ) ისტორიული წყაროების , არტეფაქტებისა და ძეგლების შესახებ სამეცნიერო კვლევების განხორციელება , მტკიცებულებებზე დაფუძნებული ახალი ცოდნის შექმნა და მეცნიერული ინტერპრეტაცია ; თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია საქართველოს ისტორიის და არქეოლოგიის შესახებ ცოდნის გავრცელებასა და პოპულარიზაციაში ;  დ ) საზღვარგარეთ არსებული ქართული ისტორიული ძეგლების , კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების , წერილობითი და სხვა სახის წყაროების , საარქივო მასალის , ეთნოგრაფიული მონაცემების მაღალ სამეცნიერო დონეზე შესწავლა , მათი მოძიება , აღრიცხვა და სისტემატიზაცია , ქართველი ერის სულიერი და მატერიალური მემკვიდრეობის კვლევის პოპულარიზაცია . 4. საგრანტო დაფინანსების მოპოვება შესაძლებელია შემდეგ მიმართულებებში : ა ) ქართული ენა , აფხაზური ენა და ქართველური ენობრივი მრავალფეროვნება ; ბ ) ქართული ლიტერატურა ;  გ ) ქართული ხელოვნება ; დ ) ქართული კულტურა ; ე ) საქართველოს ისტორია და არქეოლოგია ; ვ ) საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობა . 5. ამ მუხლის მე -4 პუნქტით განსაზღვრული სამეცნიერო მიმართულებების დეტალურ , ჩაშლილ კლასიფიკატორს , თითოეულ მიმართულებაში შემავალი დარგებისა და ქვედარგების სრულ სიას , საქართველოს განათლების , მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი , ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით . მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვთ შემდეგი მნიშვნელობა : ა ) გენერალური დირექტორი − სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ; ბ ) გრანტის მიმღები – კონკურსში გამოვლენილი გამარჯვებული , დასაფინანსებლად დამტკიცებული პროექტის ხელმძღვანელი (ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში ) ან ძირითადი პერსონალი , წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ერთობლივად (გუნდური პროექტის შემთხვევაში ); გ ) გუნდური პროექტი − პროექტი , რომლის განხორციელებაზე პასუხისმგებლობას იღებს გუნდი : ძირითადი პერსონალი , წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში ); დ ) დამხმარე პერსონალი – ძირითადი პერსონალის გარდა , პროექტის ფარგლებში დასაქმებული პირ (ებ )ი , რომელიც /რომლებიც ეხმარება /ეხმარებიან ძირითად პერსონალს ტექნიკური საკითხების მოგვარებაში ; ე ) ზედნადები ხარჯები − პროექტის ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) მიერ გასაწევი არაპირდაპირი ხარჯები , რომლებიც შეადგენს პროექტის ბიუჯეტის არაუმეტეს 5%-ს ; ვ ) თანადამფინანსებელი – იურიდიული ან ფიზიკური პირ (ებ )ი , რომელიც /რომლებიც სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად აფინანსებს /აფინანსებენ პროექტს ; ზ ) თანამონაწილე ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი , საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , რომელთა წესდებით /დებულებით განსაზღვრული მიზანია სამეცნიერო კვლევების განხორციელება , ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება . თანამონაწილე ორგანიზაცია , წამყვან ორგანიზაციასთან ერთად , უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ -ტექნიკური ბაზით , ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას და ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს ; თ ) ინდივიდუალური პროექტი − პროექტი , რომლის განხორციელებაზეც პასუხისმგებობას იღებს ინდივიდუალური მკვლევარი (ერთი ძირითადი პერსონალი ); ი ) მიზნობრივი ანგარიში − საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული სახაზინო /საბანკო ანგარიში , რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და განხორციელდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა ; კ ) მოწვეული დარგის ექსპერტი − პირი , რომელიც ჩართულია კონკრეტული პროექტ (ებ )ის შეფასებაში საკონკურსო კომისიის მოთხოვნის საფუძველზე ;  ლ ) პროექტი – პროექტის ხელმძღვანელის მიერ დაფინანსების მოპოვების მიზნით , ამ დებულებითა და გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად , ფონდში წარდგენილი საკონკურსო განაცხადი ; მ ) პროექტის ბიუჯეტი – პროექტის განხორციელებისთვის საჭირო საგრანტო დაფინანსების საერთო ოდენობა ხარჯვის კატეგორიების მიხედვით ; ნ ) პროექტის შეფასების კრიტერიუმები – ფონდში წარდგენილი პროექტების შესაფასებლად საკონკურსო კომისიისთვის განსაზღვრული , ამ დებულებით დამტკიცებული სახელმძღვანელო პრინციპები სათანადო ქულების მითითებით ; ო ) პროექტის ხელმძღვანელი – საქართველოს მოქალაქე ან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე პირი ; პ ) საანგარიშო პერიოდი – საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული დროის მონაკვეთი , რომლის განმავლობაშიც გრანტის მიმღები ახორციელებს საგრანტო სახსრების ხარჯვას და დასრულების შემდგომ წარუდგენს ფონდს ანგარიშს ; ჟ ) საბოლოო ანგარიში – საბოლოო ანგარიში მოიცავს პროექტის დასრულების შემდგომ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილ საბოლოო პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს ; რ ) საგრანტო ხელშეკრულება – გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ; ს ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი – საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროექტის შუალედური და საბოლოო პროგრამული და ფინანსური მონიტორინგის პროცედურა ; ტ ) საკონკურსო დოკუმენტაცია – გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დოკუმენტების ერთობლიობა , რომელთა წარდგენა აუცილებელია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ; უ ) საკონკურსო კომისია – კონკურსზე დარეგისტრირებული პროექტების შემფასებელ ექსპერტთა ჯგუფი ; ფ ) ტრანში – პროექტის ბიუჯეტით განსაზღვრული , კონკრეტული პერიოდისთვის გადასარიცხი /გადარიცხული სახსრები ;  ქ ) ფონდი – სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ; ღ ) შუალედური ანგარიში – საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ გრანტის მიმღების მხრიდან ფონდში წარდგენილი პროგრამული და ფინანსური ანგარიშები ; ყ ) ძირითადი პერსონალი – გრანტის მიმღები ფიზიკური პირი /პირები , რომელიც /რომლებიც ასრულებს /ასრულებენ პროექტით დაგეგმილ ძირითად ამოცანებს , არის /არიან საქართველოს ან /და უცხო ქვეყნის მოქალაქე /მოქალაქეები , უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე პირი /პირები , ასევე , ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი /პირები . ძირითადი პერსონალი შეიძლება იყოს : დოქტორის , მაგისტრის , ბაკალავრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი , დოქტორანტურის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი , ასევე ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი , რომელიც კონკურსში პროექტის წარმოდგენის მომენტისათვის ირიცხება დამამთავრებელ ან მის წინა კურსზე ;  შ ) წამყვანი ორგანიზაცია – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი , საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირი , რომლის წესდებით /დებულებით განსაზღვრული მიზანი არის სამეცნიერო კვლევების განხორციელება , ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება . წამყვანი ორგანიზაცია უზრუნველყოფს პროექტის ძირითად და დამხმარე პერსონალს პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ -ტექნიკური ბაზით , ახორციელებს პროექტის განხორციელების ანგარიშგებას გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად , ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით აწარმოებს გრანტის ბუღალტრულ აღრიცხვას , ასრულებს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს .  მუხლი 3🔗. კონკურსის ადმინისტრირება 1. კონკურსის ადმინისტრირებას ახორციელებს ფონდი . 2. ფონდი უზრუნველყოფს : ა ) კონკურსის გამოცხადებას კანონმდებლობით დადგენილი წესით ; ბ ) კონკურსის ჩატარების წესისა და საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადების დადგენასა და საჯაროდ გამოცხადებას , აგრეთვე საკონკურსო დოკუმენტაციისა და პროექტის შესრულების შუალედური და საბოლოო ანგარიშების ფორმების დამტკიცებას ; გ ) კონკურსის პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით , საკონკურსოდ წარდგენილი განაცხადების ტექნიკურ ექსპერტიზას ; დ ) პროექტების შეფასებისთვის აუცილებელი პროცედურების ადმინისტრირებას , აგრეთვე საკონკურსო კომისიის შექმნას ;  ე ) ამ დებულების პირველი მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებულ მიმართულებებს შორის თანხის განაწილებას და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის წესის დადგენას ; ვ ) გამარჯვებული პროექტების დამტკიცებას ფონდის გენერალური დირექტორის მიერ , აგრეთვე , საჭიროების შემთხვევაში , პროექტში ცვლილებების შეტანას ; ზ ) საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებას , დაფინანსებას , მათი განხორციელების მონიტორინგს და ეფექტიანობის შეფასებას დადგენილი წესის შესაბამისად .  3. ფონდი უფლებამოსილია :  ა ) კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე კონკურსიდან მოხსნას პროექტი , თუ :  ა .ა ) საკონკურსო დოკუმენტაცია წარდგენილია არასრულყოფილად  ან დადგენილი ფორმების და ვადების დარღვევით , ან შეიცავს ყალბ ინფორმაციას ;  ა .ბ ) არ შეესაბამება კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებს ;  ა .გ ) დადგინდება , რომ პროექტის რომელიმე ამოცანა ან აქტივობა უკვე განხორციელებულია პროექტის ძირითადი პერსონალის რომელიმე წარმომადგენლის მიერ რომელიმე (ეროვნული /საერთაშორისო ) დონორი ორგანიზაციის დაფინანსებით ;  ა .დ ) საკონკურსო კომისიის მიერ შინაარსობრივი მსგავსების გამოვლენის შემთხვევაში დადგინდება კონკურსის მონაწილის მიერ სამართლებრივი ან /და ეთიკის ნორმების დარღვევა ; ბ ) კონკურსისათვის დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში განსაზღვროს ამ დებულების პირველი მუხლის მე -4 პუნქტით დადგენილ მიმართულებებისათვის განკუთვნილი თანხა . 4. კონკურსის ადმინისტრირების ეტაპებია : ა ) კონკურსის გამოცხადება ; ბ ) პროექტების რეგისტრაცია ;  გ ) კონკურსზე რეგისტრირებული პროექტების შესაბამისობის დადგენა კონკურსის მიზნებისთვის დადგენილ მოთხოვნებთან ;  დ ) პროექტების შეფასება საკონკურსო კომისიის მიერ და დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა ;  ე ) გამარჯვებული პროექტების დამტკიცება გენერალური დირექტორის მიერ ; ვ ) გრანტის მიმღებ პირებთან საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება ; ზ ) საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი ;  თ ) საგრანტო პროექტების ეფექტიანობის შეფასება . მუხლი 4🔗. კონკურსში მონაწილე სუბიექტები და კონკურსში მონაწილეობის პირობები 1. კონკურსში მონაწილეობის და გრანტის მიღების უფლება აქვს : ა ) ფიზიკურ პირს, პროექტის ხელმძღვანელის სახით (ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში ); ბ ) ძირითად პერსონალს , წამყვან და თანამონაწილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ორგანიზაციასთან ერთად . 2. გრანტის მიმღები პასუხისმგებელია პროექტის განხორციელებაზე და პროექტით გათვალისწინებული საქმიანობის ანგარიშგებაზე . 3. წამყვანი ან /და თანამონაწილე ორგანიზაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ვალდებულია : ა ) უზრუნველყოს პროექტის ძირითადი და დამხმარე პერსონალი პროექტით გათვალისწინებული მატერიალურ -ტექნიკური ბაზით ;  ბ ) აწარმოოს გრანტის ბუღალტრული აღრიცხვა ორგანიზაციის ბუღალტრული აღრიცხვისგან განცალკევებით ; გ ) უზრუნველყოს პროექტის განხორციელების ანგარიშგება გრანტის გამცემის მიერ დამტკიცებული ფორმებისა და წესის შესაბამისად ; დ ) შეასრულოს საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები . 4. პროექტის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია პროექტით გათვალისწინებული კვლევის განხორციელებაზე , სამეცნიერო შედეგების მიღწევაზე , პროექტის სამეცნიერო ეფექტიანობაზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე .  5. პროექტის ძირითადი პერსონალი პასუხისმგებელია პროექტის კონკრეტული ამოცანების შესრულებაზე . 6. პროექტში შეიძლება ჩართული იყოს დამხმარე პერსონალი . 7. კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება ფიზიკურ პირს , თუ იგი ძირითადი პერსონალის სტატუსით ჩართულია : ა ) ამავე კონკურსზე წარმოდგენილ ორ ან მეტ პროექტში ; ბ ) ერთზე მეტ მიმდინარე პროექტში , რომელიც დაფინანსებულია ფონდის მიერ ადმინისტრირებულ საგრანტო კონკურსების ფარგლებში . ეს აკრძალვა არ ვრცელდება ისეთი პროექტის შემთხვევაში , რომლისთვისაც მიმდინარეობს ბოლო საანგარიშო პერიოდი კონკურსის გამოცხადების მომენტისთვის და არ არის მოთხოვნილი დამატებითი ვადა კონკურსის შედეგების გამოცხადებამდე ; გ ) ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტში , რომელიც შეწყდა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო კონკურსის გამოცხადებამდე არაუმეტეს ბოლო 3 წლის განმავლობაში . მუხლი 5🔗. ძირითადი პროგრამული მოთხოვნები 1. საკონკურსოდ წარმოდგენილი პროექტი უნდა  უპასუხებდეს ამ დებულების პირველი მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული თემატიკიდან ერთ -ერთს . 2. იმ შემთხვევაში, თუ პროექტი მოიცავს ორ და მეტ თემატიკას , პროექტის ხელმძღვანელი ვალდებულია თავად განსაზღვროს პროექტის ძირითადი მიმართულება . 3. პროექტი მიზნად უნდა ისახავდეს სამეცნიერო კვლევის საფუძველზე : ა ) ახალი ცოდნის შექმნას და დისემინაციას აკადემიური პუბლიკაციების გამოქვეყნების და /ან საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენის გზით ;  ბ ) თანამედროვე სტანდარტების სამეცნიერო -აკადემიური დანიშნულების დიგიტალური რესურსის ან /და ელექტრონული პროდუქციის შექმნას და ინტეგრაციას საგანმანათლებლო პროცესში ;  გ ) ქართველოლოგიის შემდგომი განვითარებისთვის რეკომენდაციების შემუშავებას და კომუნიკაციას ;  დ ) ახალგაზრდა მეცნიერთა ხელშეწყობას მათი კვლევებში ჩართვის ან მათთვის სასწავლო -მეთოდური რესურსების შექმნის გზით ;  ე ) ახალი ცოდნის პოპულარიზაციას საჯარო ლექციების , გამოფენების , ექსპოზიციების , მასტერკლასების ორგანიზების , მედიაში გაშუქების  ან ინტერნეტსივრცეში გავრცელების , ან ციფრულ პლატფორმებზე განთავსების გზით .  4. პროექტის ფარგლებში სასურველია : ა ) საერთაშორისო თანამშრომლობის დაწყება -გაფართოება უცხოეთში არსებულ ქართველოლოგიურ სკოლებთან ან ცენტრებთან ; ბ ) ქართველოლოგიის პოპულარიზაცია უცხოეთში ლექციების , მასტერკლასების , გამოფენების , ექსპოზიციების , ჩვენებების , დისკუსიების ორგანიზების გზით . მუხლი 6🔗. ძირითადი ფინანსური მოთხოვნები 1. საკონკურსოდ წარდგენილი პროექტის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 6, 12, 18 ან 24 თვე .  2. პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 150 000 ლარს .  3. პროექტის ბიუჯეტი შესაძლოა ითვალისწინებს შემდეგ ხარჯვით კატეგორიებს /მუხლებს : ა ) ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება ;  ბ ) დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება ; გ ) პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯები ;  დ ) ზედნადები ხარჯები . 4. ამ მუხლის მე -3 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯვითი კატეგორიები დეტალურად განისაზღვრება ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით . 5. პროექტი შეიძლება ითვალისწინებდეს თანადაფინანსებას თანადამფინანსებლის მხრიდან . 6. გრანტის სახსრებით დაუშვებელია უძრავი ქონების შეძენა , უძრავი ქონების იჯარა , კაპიტალური რემონტი /შენობა -ნაგებობის რეკონსტრუქცია , ავტომანქანის შეძენა . მუხლი 7🔗. საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა 1. ფონდში საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენა უნდა მოხდეს გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის და ვადების დაცვით . დადგენილი ბოლო ვადის გასვლის შემდეგ საკონკურსო დოკუმენტაცია ფონდში აღარ მიიღება .  2. კონკურსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი რეგისტრირებული პროექტები შესაფასებლად გადაეცემა საკონკურსო კომისიას . მუხლი 8🔗. პროექტის შეფასება 1. ფონდის გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი მუშაობის წესს . 2. საკონკურსო კომისია ახორციელებს პროექტების შეფასებას დადგენილი წესით , საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად ფონდისგან რაიმე ჩარევის გარეშე . 3. პროექტების შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად : ა ) პირველ  ეტაპზე შეფასდება პროექტის სამეცნიერო მნიშვნელობა , რომლის დროსაც საკონკურსო კომისიისთვის დაფარული იქნება პროექტის წარმდგენი ფიზიკური და იურიდიული პირების ვინაობა ; ბ ) მეორე ეტაპზე შეფასდება პროექტის განხორციელებადობა , რომლის დროსაც შეფასდება პროექტის განმახორციელებელთა კომპეტენციების , კვლევისათვის არსებული და დაგეგმილი რესურსების , განხორციელების გეგმა -გრაფიკისა და პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის სამეცნიერო მიზნებთან . 4. საკონკურსო კომისია განიხილავს და აფასებს პროექტებს , ადგენს რანჟირებულ სიებს , ავლენს გამარჯვებულ პროექტებს და წარუდგენს გენერალურ დირექტორს დასამტკიცებლად . 5. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია :  ა ) დამატებით მოითხოვოს დარგის ექსპერტის მოწვევა საჭიროების შემთხვევაში ; ბ ) კონკურსის მიზნებთან შეუსაბამო პროექტების გამოვლენის შემთხვევაში ფონდს მისცეს რეკომენდაცია მათი კონკურსიდან მოხსნის თაობაზე . 6. მოწვეული დარგის ექსპერტების ვინაობა კონფიდენციალურია . 7. დაუშვებელია საკონკურსო კომისიის წევრი ან /და მოწვეული დარგის ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) იყოს პირი , რომელმაც შესაძლოა მიიღოს უშუალო ფინანსური ან სხვა სახის პირადი სარგებელი პროექტის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის შემთხვევაში , ასევე პირი , რომელიც არის : ა ) ამავე კონკურსის მონაწილე ; ბ ) დაინტერესებული მხარე – პროექტში მონაწილე ან მონაწილის ნათესავი . 8. ამ დებულების მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება : ა ) პირდაპირი ხაზის ნათესავი ; ბ ) მეუღლე , მეუღლის და -ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი ; გ ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და -ძმა ; დ ) და -ძმა , მათი მეუღლეები და შვილები .  9. საკონკურსო კომისიის წევრი ან /და მოწვეული დარგის ექსპერტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ვალდებულია საკონკურსო კომისიას და ფონდის გენერალურ დირექტორს ოფიციალურად აცნობოს ინტერესთა კონფლიქტის და თვითაცილების შესახებ . 10. თუ ინტერესთა კონფლიქტის ფაქტი ფონდისათვის ცნობილი გახდება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების დამტკიცებამდე , ფონდი უფლებამოსილია იმსჯელოს საკონკურსო კომისიის წევრის მიერ გაკეთებული შეფასების გაუქმების შესახებ . 11. ფონდის გენერალური დირექტორის მიერ კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცების შემდეგ ფონდი უზრუნველყოფს კონკურსის შედეგების გამოცხადებასა და კონკურსში პროექტის წარმდგენებისათვის პროექტის შეფასების გაცნობას ინდივიდუალურად . მუხლი 9🔗. საგრანტო ხელშეკრულება 1. ფონდის გენერალური დირექტორის მიერ კონკურსში გამარჯვებული პროექტების დამტკიცებისა და შედეგების გამოქვეყნების შემდეგ , ფონდი უზრუნველყოფს საგრანტო ხელშეკრულებათა გაფორმებას გრანტის მიმღებთან .  2. საგრანტო ხელშეკრულების გაფორმებამდე :  ა ) ინდივიდუალური პროექტის შემთხვევაში , პროექტის ხელმძღვანელი ვალდებულია ფონდს წარუდგინოს მიზნობრივი ანგარიშის რეკვიზიტები (ლარის ანგარიში ), რომელზეც არ დაირიცხება სარგებელი და მოხდება გრანტის სახსრების ჩარიცხვა ; ბ ) გუნდური პროექტების შემთხვევაში , პროექტში ჩართული იურიდიული პირები ვალდებული არიან ფონდს წარუდგინონ წერილობითი დადასტურება იმის შესახებ , რომ არ გააჩნიათ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანება . 3. საგრანტო ხელშეკრულებით განისაზღვრება პროექტის დაწყების თარიღი , რომლიდანაც აითვლება საანგარიშო პერიოდები და განისაზღვრება პროექტის განხორციელების შუალედური და საბოლოო ანგარიშების წარმოდგენის ვადები , მონიტორინგის მიზნებისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია , ანგარიშის განხილვის წესი და პროექტის დასრულების თარიღი . 4. საგრანტო სახსრების ხარჯვა უნდა განხორციელდეს საგრანტო ხელშეკრულების დაწყებისა და დასრულების თარიღებს შორის პერიოდში , წინააღმდეგ შემთხვევაში გახარჯული თანხები ჩაითვლება არამიზნობრივად .  5. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გრანტის მიმღებს მოეთხოვება პროექტის განხორციელება კონკურსის პირობების დაცვითა და საგრანტო ხელშეკრულების მიხედვით . 6. ფონდი უფლებამოსილია , გრანტის მიმღების მიერ საგრანტო ხელშეკრულების საერთო თანხის გაზრდის გარეშე , საანგარიშო პერიოდში წარდგენილი დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე , საგრანტო ხელშეკრულების სამოქმედო გეგმაში ან /და ხარჯთაღრიცხვაში განახორციელოს ცვლილება .  7. პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი ნებისმიერი ახალი ინტელექტუალური საკუთრება (საავტორო უფლება , პატენტი , მათ შორის , „Know how“) ეკუთვნის გრანტის მიმღებ სუბიექტებს (ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე , რომლებიც , თავის მხრივ , ვალდებული არიან , დაიცვან საკუთრების უფლება მესამე პირთან ხელშეკრულების გაფორმებისას . 8. პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოგონების დაპატენტების უფლება ეკუთვნით პროექტში ჩართულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს . პროექტში ჩართულ პირებს შორის ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლება რეგულირდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე . პატენტიდან გამომდინარე , განსაკუთრებული უფლებების გამოყენებიდან მიღებული მოგების 10% ეკუთვნის ფონდს . აღნიშნულთან დაკავშირებით , გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის წარმოშობილი ურთიერთობები დარეგულირდება პატენტის მიღების შემდგომ გასაფორმებელ ხელშეკრულებაში . ფონდი , თავის მხრივ , ვალდებულია  მიღებული მოგება მიმართოს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებაში .  9. გრანტის მიმღებს ეკრძალება პროექტის ფარგლებში შექმნილ ნაწარმოებზე არსებული განსაკუთრებული უფლებების მთლიანად ან ნაწილობრივ ნებისმიერი ფორმით გადაცემა მესამე პირისათვის , ნაწარმოების შექმნიდან 5 წლის განმავლობაში , ფონდის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე (ტერმინი „ნაწარმოები “ აქ გულისხმობს წიგნს , ბროშურას , კომპიუტერულ პროგრამას , რუკას , გეგმას , ესკიზს , ილუსტრაციას , თარგმანს , კრებულს , ენციკლოპედიას , ანთოლოგიას , მონაცემთა ბაზას და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ “ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა სახის ნაშრომებს ). 10. პროექტის დასრულების შემდეგ გრანტის სახსრებით შეძენილი ქონება საკუთრებაში რჩება გრანტის მიმღებ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით . 11. ფონდი უფლებამოსილია , პროექტის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში გრანტის მიმღებს მოსთხოვოს : ა ) ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებზე პროექტის შედეგების წარდგენა ; ბ ) განახლებული ინფორმაცია პროექტის დასრულების შემდგომი განვითარების შესახებ .  მუხლი 10🔗. საგრანტო ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი და საგრანტო პროექტების ეფექტიანობის შეფასება 1. გრანტის მიმღები ვალდებულია ფონდს წარუდგინოს საგრანტო პროექტის განხორციელების ანგარიში საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდგომ . 2. გრანტის მიმღების მიერ შესაბამისი შუალედური /საბოლოო ანგარიშების წარდგენის საფუძველზე ფონდი ახორციელებს დაფინანსებული პროექტების მონიტორინგს , რომელიც მოიცავს პროექტის განხორციელების ფინანსურ და პროგრამულ მონიტორინგს . 3. ფინანსური მონიტორინგი გულისხმობს , საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში , მიზნობრივ ანგარიშზე გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობის დადგენას ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან. 4. ფინანსური მონიტორინგის ფარგლებში გრანტის მიმღებისთვის , გრანტის ჩარიცხვის ფაქტის დადასტურებით (სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში შესრულებული გადარიცხვა ), გრანტის გამცემისათვის ზედნადები ხარჯები სრულად იქნება აღიარებული ხარჯად . ზედნადები ხარჯები შესაძლებელია  გამოყენებულ იქნეს გრანტის ტექნიკური ადმინისტრირებისა და წამყვანი ან თანამონაწილე ორგანიზაციის მიერ სამეცნიერო -კვლევითი დაფინანსებისათვის . 5. ფონდი უფლებამოსილია , პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე , ასევე დასრულებიდან 3 წლის ვადაში გრანტის მიმღებისგან მოითხოვოს ინფორმაცია ზედნადები ხარჯების მუხლიდან თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია . 6. ფონდის მიერ ფინანსური მონიტორინგის განხორციელებისას : ა ) მიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის ძირითადი ხარჯვითი კატეგორიის ფარგლებში განხორციელებული ხარჯი , თუ იგი მიეკუთვნება ამ ხარჯვით კატეგორიას ; ბ ) არამიზნობრივ ხარჯად ჩაითვლება საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით გაუთვალისწინებელი ხარჯი , ასევე პროექტის დასრულების თარიღის შემდგომ პერიოდში გაწეული ხარჯები . აღნიშნული ხარჯი ექვემდებარება მიზნობრივ ანგარიშზე დაბრუნებას ; გ ) გადახარჯვად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში საგრანტო ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებული ხარჯების გაწევა სხვა მუხლებში არსებული რესურსით. იმ შემთხვევაში , თუ გადახარჯულ მუხლში მომავალი ტრანშით ჩასარიცხი თანხა მეტია ან ტოლია სხვა მუხლიდან გადახარჯული მუხლით გათვალისწინებული ხარჯებისათვის გამოყენებული რესურსის , გადახარჯვა არ ჩაითვლება ხარვეზად და არ წარმოადგენს პროექტის შეჩერების საფუძველს ; დ ) ნაშთად ჩაითვლება საანგარიშო პერიოდში გაუხარჯავი რესურსი , რომელიც შესაძლოა გაიხარჯოს მომდევნო საანგარიშო პერიოდებში , ბოლო საანგარიშო პერიოდში ნაშთად ჩათვლილი რესურსი ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას .  7. პროგრამული მონიტორინგი გულისხმობს საგრანტო ხელშეკრულებით დაგეგმილი შედეგების შესრულების დამადასტურებელი ანგარიშის შემოწმებას პროექტით განსაზღვრული კვლევის შედეგების ამსახველი მასალის შესაბამისად . 8. ფონდი უფლებამოსილია , პროგრამული მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოს ადგილზე ვიზიტები და, ასევე, საგრანტო პროექტების ეფექტიანობის შეფასება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით და /ან საგრანტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად . 9. პროექტის საგრანტო დაფინანსება ხორციელდება ტრანშების სახით . გრანტის თანხები გადაირიცხება პროექტის მიზნობრივ საბანკო /სახაზინო ანგარიშებზე ავანსის სახით . ყოველი მომდევნო ტრანში გადაირიცხება შესაბამისი საანგარიშო პერიოდების შუალედური ანგარიშების განხილვის აქტების საფუძველზე . 10. მონიტორინგის ფარგლებში მიღებული აქტები ფონდის მიერ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გრანტის მიმღების მიერ შემდგომში საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას წარდგენილი პროექტების შეფასებისას . 11. ფონდი უფლებამოსილია , აწარმოოს საგრანტო ხელშეკრულების პირობების დამრღვევ პირთა რეესტრი – ე .წ . „შავი სია “, რომლის წარმოების წესი განისაზღვრება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით . 12. ფონდი უფლებამოსილია , განახორციელოს მიმდინარე პროექტების აუდიტორული შემოწმება აუდიტორული კომპანიის მიერ , რათა დადგინდეს საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ფონდის მიერ გადარიცხული თანხების ხარჯვის შესაბამისობა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ხარჯთაღრიცხვასთან . აუდიტორული კომპანიის შემოწმების დასკვნის შესაბამისად , ფონდი უფლებამოსილია , მიიღოს გადაწყვეტილება პროექტის შეჩერების , შეწყვეტისა და დასრულების შესახებ . ფონდი უფლებამოსილია , აუდიტორული კომპანიის შემოწმების უარყოფითი დასკვნის ფაქტი გაითვალისწინოს საგრანტო ხელშეკრულების დამრღვევ პირთა რეესტრის − ე .წ . „შავი სიის “ წარმოებისას . 13. ფონდი უფლებამოსილია , მიმდინარე და დასრულებული საგრანტო პროექტების ეფექტიანობა შეაფასებინოს შესაბამისი დარგის ექსპერტებს . 14. ფონდი არ არის პასუხისმგებელი პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების შედეგებზე . მუხლი 11🔗. პროექტის შეჩერება , შეწყვეტა და დასრულება 1. პროექტი ჩაითვლება ავტომატურად შეჩერებულად ფონდის წესდებისა და საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში . 2. ფონდი , საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად , შეწყვეტს გრანტის მიმღების გრანტით დაფინანსებას (შესაბამისად შეწყდება პროექტი ), თუ : ა ) გრანტის მიმღებმა არ შეასრულა საგრანტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ან /და ანგარიშში წარადგინა ყალბი ინფორმაცია ; ბ ) მოხდა შესაბამისი წამყვანი ორგანიზაციის ლიკვიდაცია ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემთხვევაში გაუქმდა მისი ავტორიზაცია . 3. გრანტის შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში , გრანტის მიმღებსა და ფონდს შორის ურთიერთობები დარეგულირდება საგრანტო ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების შესაბამისად . 4. პროექტი ჩაითვლება დასრულებულად , თუ პროექტის ფარგლებში ავანსად გადარიცხულ ყველა ტრანშზე პროექტის დახურვის მომენტში ფონდში წარდგენილია შუალედური და საბოლოო ანგარიშები , წარდგენილ ანგარიშებზე ფონდის მიერ დაწერილია შესაბამისი განხილვის აქტები , აუდიტორული შემოწმების შემთხვევაში , მიღებულია დადებითი დასკვნა , მხარეთა შორის გაფორმებულია შედარების აქტი და პროექტი არ არის შეჩერებული ან შეწყვეტილი .   მუხლი 12🔗. საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები 1. საგრანტო პროექტის შეფასება ხორციელდება ორ ეტაპად . პირველ ეტაპზე ფასდება პროექტის სამეცნიერო მნიშვნელობა რვა კრიტერიუმით , ხოლო მეორე ეტაპზე – პროექტის განხორციელებადობა ორი კრიტერიუმით . ეს კრიტერიუმებია :  პირველი ეტაპი - სამეცნიერო მნიშვნელობა 1. კვლევის სიახლე მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა 2. კვლევის ორიგინალურობა მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა 3. კვლევის აქტუალობა მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა 4. კვლევის მეთოდოლოგია და მისი შესაბამისობა კვლევის მიზნებსა და ამოცანებთან მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა 5. კვლევის მოსალოდნელი შედეგები მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა 6. კვლევის შედეგების გავლენა ქართველოლოგიის განვითარებაზე მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა 7. პროექტის განხორციელების გეგმა -გრაფიკის შესაბამისობა პროექტით დასახული მიზნების განხორციელებასთან მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა 8. პროექტის ბიუჯეტის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა პირველი ეტაპის შეფასების შეჯამება ქულების შეჯამება შემაჯამებელი კომენტარი მინიმუმ 0, მაქსიმუმ 40 ქულა მეორე ეტაპი - პროექტის განხორციელებადობა 1. სამეცნიერო ხელმძღვანელისა და მკვლევრების კვლევითი გამოცდილება , პასუხისმგებლობების განაწილება პროექტის განხორციელების მიზნებისათვის მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა 2. კვლევის განხორციელების მატერიალურ -ტექნიკური ბაზის შესაბამისობა დასახული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებასთან მინიმუმ 0, მაქსიმუმ 5 ქულა პროექტის შეფასების შეჯამება ქულების შეჯამება შემაჯამებელი კომენტარი მინიმუმ 0, მაქსიმუმ 10 ქულა 2. თითოეული კრიტერიუმი ფასდება მინიმუმ 0 და მაქსიმუმ 5 ქულით . ქულობრივი შეფასება ხორციელდება 0.5 ქულის სიზუსტით . 3. კრიტერიუმის ქულები განიმარტება შემდეგნაირად : ქულა შეფასება განმარტება 0 ძალიან სუსტი პროექტი არ პასუხობს მოცემულ კრიტერიუმს ან ვერ ფასდება საჭირო ინფორმაციის უკმარობის გამო . 1 სუსტი პროექტი არაადეკვატურად პასუხობს მოცემულ კრიტერიუმს , გართულებულია შეფასება არასაკმარისი , ბუნდოვანი ან შეუსაბამო ინფორმაციის გამო . 2 საშუალო პროექტი ზოგადად პასუხობს მოცემულ კრიტერიუმს , მაგრამ აქვს მნიშვნელოვანი უზუსტობები და სუსტი მხარეები . 3 კარგი პროექტი კარგად პასუხობს მოცემულ კრიტერიუმს , მაგრამ აქვს გარკვეული ხარვეზები და საჭიროებს გაუმჯობესებას . 4 ძლიერი პროექტი ზუსტად პასუხობს მოცემულ კრიტერიუმს . გამოკვეთილია ორიგინალურობა და სამეცნიერო პოტენციალი , თუმცა შესაძლებელია გარკვეულწილად დახვეწა . 5 გამორჩეული პროექტი უნაკლოდ პასუხობს მოცემულ კრიტერიუმს . გამოკვეთილია განვითარების მაღალი პოტენციალი . შესაძლებელია არსებობდეს უმნიშვნელო ხასიათის ერთეული შენიშვნები , რომლებიც არ ეხება სამეცნიერო პოტენციალს . 4. პირველი ეტაპი – სამეცნიერო მნიშვნელობა შეფასდება მინიმუმ 0 და მაქსიმუმ 40 ქულით , ხოლო მეორე ეტაპი – პროექტის განხორციელებადობა შეფასდება მინიმუმ 0 და მაქსიმუმ 10 ქულით .  5. პირველ ეტაპზე შეფასების შემდეგ პროექტი შეძლებს მეორე ეტაპზე გადასვლას , თუ პირველ ეტაპზე პროექტი შეფასდება ჯამურად 32 ან მეტი ქულით . 32 ქულაზე ნაკლები ჯამური ქულის დაგროვების შემთხვევაში პროექტი იხსნება კონკურსიდან . 6. ორივე ეტაპის შეფასების ქულათა ჯამი შეადგენს მინიმუმ 32 და მაქსიმუმ 50 ქულას . 7. დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელი , მაგრამ არასაკმარისი პირობაა პროექტმა შეფასების ორივე ეტაპზე ჯამურად მიიღოს 40 ან მეტი ქულა . 8. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში  უპირატესობა ენიჭება იმ პროექტს , რომელსაც უფრო მაღალი შეფასება აქვს პირველი კრიტერიუმით , შემდეგ მეორე , მესამე და ა .შ . თანმიმდევრულად, მეათე კრიტერიუმის ჩათვლით . ყველა კრიტერიუმში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში  უპირატესობა მიენიჭება პროექტს , რომელიც ფონდისაგან მოითხოვს ნაკლებ საგრანტო დაფინანსებას .