საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებების მუშაკთა შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების კრიტერიუმების შესახებ
მიღების თარიღი 28.06.1996
ძალის დაკარგვა 02.12.2025
გამომცემი ორგანო კულტურის სამინისტრო
ნომერი №3/4
სარეგისტრაციო კოდი 210012000.00(0).000.000111
გამოქვეყნების წყარო გამოუქვეყნებელი, -, 09/08/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 02.12.2025
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებების მუშაკთა შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების კრიტერიუმების შესახებ
საქართველოს კულტურის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილება
№ 3/4
1996 წლის 28 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებების მუშაკთა შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების კრიტერიუმების შესახებ
კოლეგია აღნიშნავს, რომ სახელოვნებო სასწავლო დაწესებულებების სპეციფიკა გულისხმობს განათლების სამინისტროს სისტემის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და საშუალო სპეციალურ სასწავლებლებთან შედარებით, პედაგოგიური კადრების შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების კრიტერიუმებისადმი განსხვავებულ მიდგომას, კერძოდ, სამუსიკო, სამხატვრო, ქორეოგრაფიული და ა.შ. სკოლებისა და სასწავლებლების პედაგოგთათვის აუცილებელია მუდმივი პროფესიული საშემსრულებლო ფორმის შენარჩუნება, რაც მოითხოვს შემოქმედებითი საქმიანობის სისტემატურ შეთავსებას პედაგოგიურ მოღვაწეობასთან.
კულტურის სამინისტროს სისტემის სასწავლო დაწესებულებების მუშაკთა შერჩევისა და მათი მუშაობის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების მიზნით კულტურის სამინისტროს კოლეგიამ გადაწყვიტა:
1. 1996/97 სასწავლო წლის დასაწყისისათვის დაინერგოს კულტურის სამინისტროს სისტემის სახელოვნებო განათლების დაწყებითი და საშუალო რგოლის სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელობის მიერ მუშაკთა მიღება ვადიანი / 1-დან 3 წლამდე / ხელშეკრულების საფუძველზე.
აღნიშნულ სისტემაზე სასწავლო დაწესებულებების გადავლა მოხდეს 1996/97 სასწავლო წლის დასაწყისისათვის.
2. გადაყვანილი იქნან აღნიშნული ტიპის სასწავლო დაწესებულებების დირექტორები /სამხატვრო ხელმძღვანელები/ სამ წლიან სახელშეკრულებო სამუშაოზე კულტურის სამინისტროს მიერ.
3. ყოველი ხელშეკრულების განახლება მოხდეს კულტურის სამინისტროს მიერ შემუშავებული სასწავლო დაწესებულებების მუშაკთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად (დანართი I).
4. დაისვას საკითხი საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს წინაშე, რათა აღნიშნული დოკუმენტი გატარდეს რეგისტრაციაში.
კოლეგიის თავმჯდომარე,
კულტურის მინისტრი ვ. ასათიანი
დანართი 1
სახელოვნებო სასწავლო დაწესებულების პედაგოგებთან ხელშეკრულების დადების ან განახლების შემთხვევაში გასათვალისწინებელი პირობები:
1. მასწავლებლის საქმიანობის შედეგები – სასწავლო გეგმისა და საგნის პროგრამის შესრულება, სწავლების ხარისხის და მოსწავლეთა ცოდნის დონე, გამომჟღავნებული კონცერტებზე, კონკურსებზე, დათვალიერებებზე, გამოფენებზე, კონფერენციებზე, გადასაყვან და გამოსაშვებ გამოცდებზე, ჩათვლებზე და სხვა.
2. პედაგოგის მოვალეობაა – მოსწავლე მაქსიმალურად დააინტერესოს შესასწავლი საგნით, მოსწავლესთან ურთიერთობა დაამყაროს პიროვნების პატივისცემის და ურთიერთგაგების პრინციპებზე.
3. პედაგოგი ვალდებულია მუდმივად მუშაობდეს თავისი პროფესიული დონის ამაღლებისა და სრულყოფაზე, შრომითი დისციპლინის დაცვაზე.
4. პედაგოგი ვალდებულია აქტიურად მონაწილეობდეს სასწავლო დაწესებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში – პედაგოგიური საბჭოსა და შესაბამისი განყოფილების მუშაობაში, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
5. ხელშეკრულების გაფორმებისას სასურველია გათვალისწინებულ იქნეს მასწავლებლის მაღალკვალიფიციური პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი რეკომენდაციები, გაცემული ხელოვნების შესაბამისი დარგის ავტორიტეტული პიროვნებისა ან დაწესებულების მიერ.